ბლოგი

სატურნი ჰოროსკოპში

სატურნი ჰოროსკოპში

ფეისბუქზე გაზიარება

სატურნი მართავს თხის რქის და მერწყულის ნიშნებს

 

სატურნმა ზუსტად იცის : არაფერია სამყაროში მარტივად მოცემული. ეს არის პლანეტის მტკიცე რწმენა, რომელიც ასრულებს ყველა ზოდიაქოს ნიშნის მკაცრი უფროსის რთულ როლს. სწორედ სატურნის ნებით ჩვენს ცხოვრებაში ხდება ყველაფერი, რაც აღნიშნულა სიტყვით „საჭიროა“: დისციპლინა, ორგანიზაცია და თვითორგანიზაცია, პასუხისმგებლობა, სწავლა, ვალდებულებები, სამუშაო.. სამუშაო და კიდევ ერთხელ სამუშაო.

სატურნის ძველბერძნული სახელი- დროის ღმერთი ქრონოსია, და სატურნი გვევედრება ხშირად შევხედოთ საათს, რომ არ დავაგვიანოთ. მისი აზრით, დროის სწორი ორგანიზაცია არის სწორედ ის ფუნდამენტი, რომელიც უფრო მტკიცეა, ვიდრე სამი ვეშაპი, რომლებზეც დგას სამყარო. მუქარას ამ წესრიგისთვის წარმოადგენს ის, რომ საქმისა და ვალდებულებებისთვის არასდროს გვყოფნის დრო.

დროის მბრძანებელი სატურნი პასუხისმგებელია ასაკზე, ზრდაზე და დაგროვებულ გამოცდილებაზე. აი რატომაც მას ასევე უწოდებენ ყველაზე ბრძენ პლანეტას.მისი გავლენის და ხელმძღვანელობის ქვეშ ჰოროსკოპში ადამიანი აცნობიერებს: სამყაროში ყველაზე მთავარი გაკვეთილებია- თვითონ ცხოვრების გაკვეთილები.

ამას გარდა, სატურნი მართავს თეორიას და მეცნიერებას, ძალაუფლებას და წესრიგს, ტრადიციებს და როგორც შედეგი- კონსერვატიზმს. ზოდიაქოს ნიშნებს და სხვა პლანეტებს შორის ის ბრძენი და მკაცრი მასწავლებელია, ბუნების ყველა კანონის განსახიერება, რომლებიც წინ აღუდგება ქაოსს და არის ჩვენი ყოფის საფუძველი. სატურნის დევიზია : „მე ვიცი, როგორც საჭიროა!“.

 

სატურნის გავლენა თხის რქის ჰოროსკოპზე

 

როგორი უცნაური არ უნდა იყოს, პლანეტა სატურნი ერთდროულად არის ორგანიზებული თხის რქის მმართველი და მისი საწინააღდეგო ზოდიაქოს ნიშნის, დაუდევარი მეწრყულის თანამმართველი.

თხის რქის ჰოროსკოპში პასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი გამოვლინდება მთელ თავის ბრწყინვალებასა და დიდებულებაში, რაც ხდის ადამიანის ხასიათს დისციპლინირებულს, დაჟინებულს, ჯიუტს, ამბიციურს და ძალიან, ძალიან მიზანდასახულს.

 

სატურნის გავლენა მერწყულის ჰოროსკოპზე

 

როგორც მმართველი პლანეტა, სატურნი საუკეთესოს უზიარებს იმისგან, რაც აქვს, თხის რქას და მერწყულს. მერწყულის ჰოროსკოპში თხის რქასთან შედარებით მეტად გამოვლინდება პლანეტის ისეთი ფასდაუდებელი თვისება, როგორიცაა საუკუნეთა განმავლობაში დაგროვებული თაობათა სიბრძნის გაზიარება.  სატურნის ასეთი გავლენა აძლევს მერწყულს საშუალებას ღრმად ჩაწვდეს ნებისმიერი მოვლენის არსში, ასევე შეიხედოს ადამიანების სულებში.

 

სატურნის პოზიტიური გამოვლინებები ხასიათსა და ბედში:

 

ვალის გრძნოვა, დაჟინება, ორგანიზებულობა, წინდახედულობა, უსაზღვრო მოთმინება, სიფრთხილე, სიტყვებსა და მსჯელობაში გაწონასწორებულობა, გონიერება, პრაქტიკულობა, სიბრძნე, გამჭრიახობა, მოთმინება და ტოლერანტულობა, აზროვნების ლოგიკურობა.

ზოდიაქოს ნიშნებში, რომლებშის სატურნი არის მმართველი პლანეტა (თხის რქა და მერწყული), ეს დადებითი თვისებები გამოვლინდება განსაკუთრებით ღიად. სხვა ნიშნების ადამიანების ჰოროსკოპებში სატურნის და სხვა პლანეტების გავლენა დამოკიდებულია ვარსკვლავების განლაგებაზე მათი დაბადების მომენტში.

 

სატურნის სუსტი მხარეები

 

როგორც წესი, სუსტი მხარეები- ძლიერი მხარეების უკანა მხარეა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამა თუ იმ გარემოებისას. ორგნიზებული სატუნისთვის ეს შეიძლება იყოს თაროებზე ყველაფრის დალაგებისკენ ზედმეტი სწრაფვა , ეგოიზმი, ზოგჯერ- დიქტატორული მოქცევები, გარშემომყოფებზე წნეხი, ამაღლებული მოთხოვნები.

 

სატურნის მოქცევის პერიოდი

 

სრული ზოდიაქალური ციკლის შესასრულებლად ( ანუ ცაზე ყველა ზოდიაქოს ნიშნის გავლით) სატურნს სჭირდება დაახლოებით 29 წელი

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
2022 წლის დეკემბრის რომელი დღეებია ყველაზე საშიში?
სწორი კვება და დიეტა
რატომ არის თევზები ასეთი რთული, მაგრამ ძალიან საყვარელი არსება?
ზოდიაქოს ნიშანი სასწორი: საინტერესო ფაქტები მამაკაცების და ქალების შესახებ
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
2022 წლის ჰოროსკოპი: პროგნოზი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის
თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
2020 წლის ჰოროსკოპი
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
რომელ თვეშიც დაიბადა ქალი, ამ თვის მსგავსი ბედი ექნება
ყველაზე ჰაეროვანი ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური მოთხოვნილებები
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ყველაზე ბრძენია: მათი ვერ მოატყუებ!