ბლოგი

როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც-სასწორს?

როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც-სასწორს?

ფეისბუქზე გაზიარება

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცისთვის თავის შეყვარება რთული არ არის, უბრალოდ საჭიროა მასთან ბევრი საერთო გქონდეთ.

მამაკაცი-სასწორის დახასიათება

ზოდიაქოს ამ ნიშნის სახელწოდება ზუსტად ასახავს მის ქვეშ დაბადებული მამაკაცის ხასიათს. ის ძალიან გაწონასწორებული პიროვნებაა, რომელიც არასოდეს კარგავს საკუთარი თავის კონტროლს. ფეთქებადობა მისთვის მხოლოდ მაშინ არის დამახასიათებელი, როცა ეს საჭიროა და სარგებლის მომტანი. სასწორი-მამაკაცი ძალიან რბილი ხასიათისაა. შეყვარებული სასწორი ძალიან რომანტიკული, თბილი და მზრუნველი ხდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ცაში ფრენას არ იწყებს, მხოლოდ სასიამოვნო სურპრიზებით და საჩუქრებით შემოიფარგლება. 

 

როგორი ქალი შეეფერება მამაკაც-სასწორს

აღნიშნული ნიშნის მამაკაცებისთვის შესაფერისია ხალისიანი, კარგი თანამოსაუბრე, კონტაქტური და პოზიტიური ქალი. სასწორს სჭირდება მეწყვილე, რომლის გვერდით შეძლებს მოგზაურობას, ღამეების თენებას, თუნდაც სახლის შენებას ან საერთო საქმის კეთებას. მას უფრო მოკავშირე სჭირდება, რომელთანაც ექნება საერთო იდეები, საქმე, აზრები - ასეთ ქალს, მამაკაცი-სასწორი არასოდეს არ დაშორდება. მამაკაცი-სასწორისთვის ქალში მნიშვნელოვანია გარეგნობა და მიმზიდველობა, ამ ნიშნებზე ყურადღების გამახვილებას ის თავიდანვე ახდენს და როცა პარტნიორი ქალი ასეთი ჰყავს, სასწორი დაუფარავად ამაყობს ამით. 

გარდა ამისა, სასწორის პარტნიორი ქალი ძალიან ვნებიანი და სექსუალური უნდა იყოს, რადგან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ერთგვარად იმუხტებიან სქესობრივი კავშირის შემდეგ. შესაბამისად, მათთვის საჭიროა რომ ეს პროცესი იყოს სრულფასოვანი.

როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც სასწორს?

თუ გრძნობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან ბევრს ფლობთ და მამაკაც-სასწორთან ფაქტიურად ერთ ტალღაზე იმყოფებით, მაშინ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თანაცხოვრებას შეძლებთ.  ასევე, მამაკაც-სასწორს უყვარს ქალის მხრიდან ყურადღება და სითბო. გაამრავალფეროვნეთ თქვენი სექსუალური ურთიერთობები და ხშირად მოაწყვეთ რომანტიკული საღამოები.

სხვათა შორის, მამაკაც-სასწორზე ამბობენ, რომ მისი გულის მონადირება ძალიან ადვილია, თუ ქალი დედამისს ჰგავს, რადგან დედასთან ძალიან არის მიჯაჭვული და მთელი ცხოვრება ეძებს მის მსგავს ქალს. თუ ეს ტაქტიკა თქვენთვის მისაღებია, უბრალოდ გადაიღეთ დედამისის ჩვევები და ძალიან მალე, მამაკაცი-სასწორი თქვენს წინაშე მუხლზე დამდგარი გთხოვს გულს და ხელს! 

 

თქვენ რას ფიქრობთ, ღირს ქალისთვის ამდენი გარჯა მამაკაცის გულის დასაპყრობად?

რამდენად ეთანხმებით მეთოდებს, რომლებიც მამაკაცი-სასწორის გულის მოსაგებად არის ჩამოთვლილი? 

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
3 ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშანი
დასახელდა ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ცუდ რჩევებს იძლევიან სასიყვარულო ურთიერთობისთვის
მარსი ჰოროსკოპში
ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ამის ცოდნა დაგეხმარებათ გავლენა იქონიოთ მშვილდოსნებზე, ტყუპებსა და კუროებზე
რომელი ზოდიაქოს ნიშანი არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე?
ზოდიაქოს ორი, ყველაზე გამჭრიახი ნიშანი
რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე?
როგორი იქნება ახალი წელი კუროსთვის?
როგორ განვკურნოთ ჩვენი სხეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“
10 ასტროლოგიური ფაქტი, რომელიც არ იცი
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვის საქმეში მუდმივად ყოფენ ცხვირს