ბლოგი

ფარული ნიშნები, რომლებსაც სამყარო გვიგზავნის, როდესაც გზას ვკარგავთ

ფარული ნიშნები, რომლებსაც სამყარო გვიგზავნის, როდესაც გზას ვკარგავთ

ფეისბუქზე გაზიარება

ცხოვრება თავისებურად გვაფრთხილებს...

 

თითოეულ შემთხვევით არჩევანს უსასრულო შესაძლებლობები აქვს, რომლებიც ჩვენს გზას განსაზღვრავენ. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სიგნალს გვიგზავნის, რომელიც გაცნობიერებასა და ადგილის ან თავად გადაწყვეტილების აღქმაში გვეხმარება. ამას შეგიძლიათ უწოდოთ  ან ინტუიცია ან უბრალოდ აზრი, რომელიც გონებას არ ტოვებს. სინამდვილეში ეს ღვთაებრივი ენერგიის ნაწილია, რომელიც სივრცეს ავსებს, სიგნალებს გიგზავნით და გაღვიძებთ.

 

სულიერი ჰარმონია მოიპოვეთ

ყველაზე მნიშვნელოვანია- შინაგანი სულიერი ჰარმონია, ის თქვენ წინათგრძნობებს განიჭებთ უმაღლეს სულიერ დონეზე. ასევე, ის გაძლევთ საშუალებას, განახლებული და მომხიბლავი ადამიანი გახდეთ. ის სირთულეებისა და დაბრკოლებებისთვის გამზადებთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ გზაზე გელოდებათ.

 

სულიერი ჰარმონია ცხოვრების ყველა სფეროში აუცილებელია, და ამასთან, ის თითოეული სიტუაციის, რომელშიც აღმოვჩნდებით,  მაღალი დონის გაცნობიერებას მოითხოვს.

 

თქვენ ღრმა რევერბერაციას იგრძნობთ თქვენს ზონაში. იმისთვის რომ ეს გააცნობიეროთ და მისი პოტენციალი სრულყოფილად აღმოაჩინოთ, აუცილებელია მისთვის განეწყოთ.

 

მოაწესრიგეთ აზრები

თქვენი განწყობა და აზრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ისინი ხომ პირდაპირ გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება თქვენი ცხოვრება. თუ აზრები ნეგატივითაა სავსე, თქვენს ცხოვრებაშიც ბევრი ნეგატიური მომენტი იქნება.

 

როდესაც ვინმეს ესაუბრებით ან საჯაროდ გამოდიხართ, თქვენი ნეგატიური განწყობა გარშემომყოფებსაც გადაეცემა, და ამით თქვენზე ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის.

 

მეორე მხრივ, სწორი განწყობა და პოზიტიური ენერგია  სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან, რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციასაც თქვენ სასარგებლოდ აქცევს.

 

ზოგადად ადამიანები თავდაჯერებული და პოზიტიური ადამიანის შეცდომებზე თვალს ხუჭავენ.

 

გაეცით მეტი პოზიტივი

თუ უფრო მაღალ ვიბრაციულ სიხშირეებზე იმოქმედებთ და იფიქრებთ, ცხოვრება დაგეხმარებათ ყველა დაბრკოლების გადალახვაში. ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ამგვარად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი აზრი და ენერგია პოზიტიურად იყოს განწყობილი. გონებაში არ უნდა დარჩეს ადგილი ნეგატიური აზრებისთვის.

 

ჩვენ მაღალ სიხშირეებზე ყოფნა შეგვიძლია, მაგრამ მუდამ ასეთ მდგომარეობაში დარჩენა დამღლელია ფიზიკური და ფსიქიკური გაგებით. ჩვენ ფიზიკურ განზომილებაში ვცხოვრობთ, რომელიც ჩვენს სულიერ შესაძლებლობებს ზღუდავს.

 

სწორ გზაზე სიარულით ყოველთვის დაჯილდოვდებით

სულიერი მოგზაურობა შეიძლება უვიცებისთვის მტანჯველი იყოს . ჩვენი ფიზიკური სამყარო ადამიანის სულთან შედარებით დაბალი ვიბრაციის ენერგიისგან შედგება. ამ მიზეზით, ჩვენ ხშირად გადავუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს და რთულ სიტუაციებში აღმოვჩნდებით.

 

ასე თუ ისე, ასეთ სირთულეებთან გამკლავება შესაძლებელია. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ვიცოდეთ, როგორ უნდა ვრეაგირებდეთ მათზე, და მაშინ ჩვენი ცხოვრება ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება.

 

მიაქციეთ ყურადრება ნიშნებს

ცხოვრება თავისებურად გვიგზავნის გამაფრთხილებელ ნიშნებს ჩვენი გზის თითოეულ ეტაპზე. ჩვენ წაბორძიკებას ვიწყებთ, როდესაც ჩვენს ცნობიერებას ვკარგავთ. თუ აზრებით დღევანდელ მომენტში არ ვიმყოფებით და სიფხიზლეს არ ვინარჩუნებთ, შეიძლება საკუთარ თავს ვავნოთ.

 

ჩვენი ცხოვრებისეული გზის თითოეულ ეტაპზე სხვისი აზრის გავლენის ქვეშ ვექცევით და არაკეთილხელსაყრელ სიტუაციებში აღმოვჩნდებით.

 

ყველა ეს ნიშანი რაღაც ნეგატიურს მოასწავებს, რაც შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს და მასზე ცუდად აისახოს, თუ არ იქნებით სულიერი სიფხიზლის მდგომარეობაში. თქვენი სხეული და გონება ნეგატიური სიხშირეების განსაზღვრისთვის უნდა იყვნენ განწყობილი.

 

სრულ მოდუნებას და ღრმა მედიტაციას შეუძლია ნეგატივთან გამკლავება, როდესაც გეჩვენებათ, რომ ყველაფრის კონტროლს კარგავთ , და ამ პრობლემის გადაწყვეტის ძალა აღარ გაქვთ.

 

თქვენს ადეკვატურ და დამაჯერებელ რეაქციას შეუძლია, წინ აღუდგეს ყველაზე ნეგატიურ ენერგიასაც კი . საბოლოო ჯამში, ეს სწორ გზაზე დაგაყენებთ და უფრო ძლიერს გაგხდით.

 

ყურადრება მიაქციეთ ნიშნებს და ბედნიერი იყავით!

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სამსახურეობრივი რომანი: ამ 4 ზოდიაქოს ნიშანს სამსახურში სიყვარულის ნახვის ყველაზე მეტი შანსი აქვთ
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
ჰოროსკოპის ყველაზე სკანდალური ქალი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც ხუმრობა არ ღირს
სახლის ყიდვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
12 ნიშანი იმისა, რომ სიყვარულისგან ზედმეტს ელით
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კურო
ყოფილი სიყვარული ყველაზე ხშირად ბრუნდება ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში
5 რამ, რომელიც არასოდეს არ უნდა ისესხოთ ან გაასესხოთ
აი, 10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს თევზები
რა გვაძლევს რეალურად გამდიდრების საშუალებას?
რომელი 3 ზოდიაქოს ნიშანია საწოლში ყველაზე მშვენიერი?
ახალმთვარეობა 21.01.2023 - სრული გადატვირთვის და დიდი შესაძლებლობების პერიოდი