ბლოგი

რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“

რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“

ფეისბუქზე გაზიარება

ზოგიერთი მათგანი ტკივილის გავლით ხელს უწყობს ჩვენს პიროვნულ ზრდას, სხვები კი მხარს გვიჭერენ, რათა ჩვენ შევძლოთ ფეხზე დადგომა განსაკუთრებით რთულ მომენტებში.

თითოეული ადამიანი მოდის ჩვენს ცხოვრებაში რაღაც განსაზღვრული მიზნით. ზოგიერთი მათგანი ტკივილის გავლით ხელს უწყობს ჩვენს პიროვნულ ზრდას, სხვები კი მხარს გვიჭერენ, რათა ჩვენ შევძლოთ ფეხზე დადგომა განსაკუთრებით რთულ მომენტებში.

აი 6 მიზეზი, რის გამოც სამყარო აგზავნის ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“:

1. სამყარო ხედავს ძალისხმევას, რომელსაც იყენებთ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად.

სამყაროს ესმის თქვენი თხოვნები, და ყველა თქვენი ძალისხმევა აუცილებლად გამართლდება. რაც უფრო მეტად გჯერათ თქვენი თავის და სამყაროსი, მით მეტი შესანიშნავი რამის ნახვას შეძლებთ ამ მსოფლიოში. მათ შორის, თავის სიყვარულსაც.

2. სამყარომ იცის, რომ ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება

სამყარომ იცის იმ მომენტების შესახებ, როდესაც თავს მარტოდ  ვგრძნობთ და იმის შესახებ, რასთან შეგვიძლია ან არ შეგვიძლია გამკლავება. თუ ჩვენი ცხოვრება მიაღწევს თავის კრიტიკულ წერტილს, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ მხარდაჭერას ზემოდან.

სამყარო გვიგზავნის მხოლოდ იმ განსაცდელს, რომლებსაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ.

3. სამყარომ გაძლევთ საშუალებას, დაიბრუნოთ კარმის ვალი

ზოგჯერ სამყარო აგზავნის თქვენს ცხოვრებაში ადამიანებს, რომელთა მიმართაც ძლიერ ვნებას გრძნობთ ან რომლებსაც, როგორც გეჩვენებათ, სჭირდებათ თქვენი დახმარება. ასე სამყარო გაძლევთ საშუალებას გაისტუმროთ კარმის ვალები, გეხმარებათ რა თქვენს ცხოვრებისეულ მოგზაურობაში. თქვენ წინაშე დაყენებული ამოცანების შესრულებისას, თქვენ შეძლებთ გახდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია.

4. სამყარო ხედავს, რომ თქვენ ბიძგი გჭირდებათ

ზოგიერთი ადამიანი მოდის ჩვენს ცხოვრებაში ამისთვის ყველაზე საჭირო მომენტში. მათი გამოჩენა გაძლევთ ფეხზე დადგომის და იმაზე მუშაობის დაწყების საშუალებას, რის მიღწევაზეც ოცნებობთ.

როდესაც ჩვენ ვეფლობით ცხოვრებისეულ რუტინაში, სამყარო აგზავნის ადამიანებს, რომლებიც „ურევენ ყველა კარტს“, რათა გახსნან ჩვენთვის ახალი პერსპექტივები. თუმცა თავიდან ეს შეიძლება მოგვეჩვენოს ოდნავ უცნაური, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენ მიხვდებით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენაა.

5. სამყარო თქვენ გიყენებთ

ზოგჯერ სწორი ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, შეიძლება უცნაური ან უადგილოდ გამოჩენილი მოგვეჩვენოს, რადგან იმის მაგივრად, რომ ჩვენ მათგან ვისწავლოთ, ისინი ჩვენგან სწავლობენ მეტს. სამყაროს აქვს გარკვეული გეგმა. იფიქრეთ ამაზე, და თქვენ შეამჩნევთ მნიშვნელოვან ნიშნებს.

6. სამყარო გვიგზავნის ადამიანებს, რათა გაგვაღვიძონ.

ზოგჯერ ჩვენ გვიწევს ისეთ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც გვეხმარებიან ავიდეთ უფრო მაღალ დონეზე. ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური, გააჩნია, კონკრეტულად რა გვჭირდება.

სამყარომ ზუსტად იცის, რომელ მხარეს უნდა გვიბიძგონ, და შესაბამისად განაწყონ ყველა მიმდინარე მოვლენა. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტი ფასეული გაკვეთილის ათვისების საშუალებას .

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ჰირომატები გვიმხელენ საიდუმლოს, როგორ უნდა ამოვიცნოთ აგრესიული მამაკაცი ხელებით
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
აი, 10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს თევზები
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში
სტიქიების მიმოხილვა
ახალმთვარეობა 21.01.2023 - სრული გადატვირთვის და დიდი შესაძლებლობების პერიოდი
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები 2020 წლის ბოლოს
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ტყუპები
ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული ცოლები
სამსახურეობრივი რომანი: ამ 4 ზოდიაქოს ნიშანს სამსახურში სიყვარულის ნახვის ყველაზე მეტი შანსი აქვთ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც ხუმრობა არ ღირს
ყველაზე ცივი ენერგეტიკის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
17 საინტერესო ფაქტი ვერძების შესახებ
ყველაფერი კარგად იქნება
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ მთელი წლის განმავლობაში თან გვახლდეს