ბლოგი

რომელი სურვილების ასრულება შეუძლია 2023 წელს წყლის შავ კურდღელს?

რომელი სურვილების ასრულება შეუძლია 2023 წელს წყლის შავ კურდღელს?

ფეისბუქზე გაზიარება

როცა საახალწლო სუფრასთან ახლობელი ადამიანების კამპანიაში ვართ, ჩვენ არამარტო კარგ დროს ვატარებთ, არამედ უკეთესი მომავლის იმედითაც ვივსებით. სწორედ ამიტომ, ვუთქვამთ სურვილებს და გვჯერა, რომ ისინი აუცილებლად აგვისრულდება. თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორ გააკეთოს ეს სწორად. ახალი წლის სიმბოლო თქვენს სურვილს აასრულებს, თუკი მის კეთილგანწყობას მოიპოვებთ. თუმცა, მომავალი წლის ფუმფულა და საყვარელი ნიშანი ყველას და ყველაფრის მიმართ გულუხვი არ იქნება. განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ, რომელი სურვილების ასრულებას შეძლებს წყლის შავი კურდღელი დამდეგ 2023 წელს.

 

რომელი სურვილების ასრულება შეუძლია წყლის შავ კურდღელს?
 

2023 წლის თილილსმა - ფუმფულა, მოსიყვარულე და ოჯახური ნიშანია. მას უყვარს სიმყუდროვე და სიმშვიდე. ამიტომ, წყლის შავი კურდღლის გავლენის პერიოდში, არ უნდა ველოდოთ სერიოზულ ძვრებს. ის სიამოვნების აასრულებს ისეთ სურვილებს, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახსა და პირად ურთიერთობებთან. ეს ნიშანი დაგეხმარებათ კარიერასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული მიზნების რეალიზებაში. თუმცა, ამ ყველაფერზე გათვლა შეუძლიათ მათ, ვინც ოჯახზე ზრუნავს.

კურდღელი ეხმარება ასევე მათ, ვინც ცდილობს კომფორტი შეიქმნას ცხოვრებაში. ასეთ ადამიანებს მომავალ წელს ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
 

ახლა გადავიდეთ მთავარზე და ვნახოთ, რომელ სურვილებს აასრულებს ეს ნიშანი:
 

  • სიყვარულის პოვნა;
  • პარტნიორთან ურთიერთობის გამყარება;
  • სამსახურში დაწინაურება;
  • ფარული ნიჭის გამოვლენა და გამოყენება;
  • სამოგზაუროდ წასვლა.
     

გამდიდრების თხოვნა კურდღლისთვის ნამდვილად არ ღირს. მოემზადეთ, რადგან მომავალი წელი ფინანსურად ძალიან ცუდი იქნება. ასევე, ამ წელს რეკომენდირებული არ არის ინვესტიციების განხორციელება. თუმცა, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები, ასევე კრეატიული და მოქნილი მეწარმეები, შეძლებენ შემოსავლების გაზრდას.

 

როგორ ჩავუთქვათ სურვილი სწორად: ჩინური რიტუალი
 

ფიქრები და სურვილები შეიძლება რეალობად იქცეს. ახალი წლის მაგია დაგეხმარებათ მათ ასრულებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩინურ, ძლიერ რიტუალს ჩაატარებთ. ეს არის მრავალდონიანი პროცესი, რომელიც შედგება შემდეგი ქმედებებისგან:
 

  • უნდა იყიდოთ კურდღლის ფიგურა, თუმცა, ის უნდა გამოხატავდეს ყველაზე მეტად რაც გსურთ იმას (კურდღელი დრამით - თუ კარიერული წარმატება და დიდება გსურთ. ფულით - თუ ფინანსური წარმატება გსურთ. წყვილი კურდღელი - თუ პარტნიორის და ნამდვილი სიყვარულის პოვნა ან არსებული ურთიერთობის გამყარება გსურთ);
  • ახალი წლის შესახვედრად სწორი სამოსი უნდა შეარჩიოთ (შავი, ლურჯი, მწვანე, ცისფერი ან ნებისმიერი ბუნებრივი ფერის);
  • სუფრაზე უნდა გქონდეთ რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული და სალათები (ხორცი კურდღლის გამორიცხეთ, სხვაც უმჯობესია არ იყოს ან ძალიან მცირე რაოდენობით);
  • დღესასწაულს უნდა შეხვდეთ ძალიან ახლო ადამიანების გარემოცვაში;
  • უნდა გააკეთოთ ან იყიდოთ წითელი ფერის სურვილების ყულაბა. შემდეგ სხვადასხვა პატარა ფურცელზე ჩამოწერეთ 8 სურვილი. წინასწარ იფიქრეთ რისი ასრულება გინდათ ყველაზე მეტად. ტექსტი მაქსიმალური კონკრეტიკით ჩამოაყალიბეთ და არ გამოიყენოთ უარყოფითი ნაწილაკი „არ“. როცა საათი 12-ს ჩამოკრავს, აიღეთ ფურცლები და დაგორგლეთ. ჩაყარეთ სათითაოდ ყულაბაში და თან წარმოიდგინეთ, რომ ყველა მათგანი უკვე ასრულდა და გაქვთ რეალურად. ეს ყველაფერი მთელი გულით და გონებით უნდა გჯეროდეთ. შემდეგ აიღეთ ყულაბა და მოათავსეთ ხელმიუწვდომელ ადგილას. ეზოთერიკოსები გვირჩევენ ყულაბა იმ ოთახში მოათავსოთ, სადაც ყველაზე ხშირად იმყოფებით. უმჯობესია, თუ მას საწოლის სიახლოვეს დადებთ. როცა სურვილები ასრულებას დაიწყებს, ამოიღეთ ყულაბიდან ის ფურცელი, რომელზეც ეს კონკრეტული სურვილი გეწერათ. აანთეთ სანთელი, მადლიერება გამოხატეთ კურდღლის მიმართ და ამ სანთლის ალზე დაწვით ფურცელი.

 

Horoskopi.ge გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დამდეგ ახალ წელს!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!
რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული შემოვიდეს
ზოდიაქოს 6 ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე ნიშანი
ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი
ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ხდებიან საუკეთესო მამები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმართლეს ვერ ეგუებიან
მთვარე ჰოროსკოპში
9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს
რა არ უყვართ ტყუპებს?
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
ცოტა რამ ტიპურ ლომებზე
7 ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი
ფულის ენერგეტიკის დამთრგუნველი მავნე ჩვევები
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ვერ იტყუებიან
ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი ყველაზე გონებამახვილი ადამიანები არიან