ბლოგი

ასტროლოგია და უძრავი ქონება: რაზე მიუთითებს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი საცხოვრებლის შეძენის დროს

ასტროლოგია და უძრავი ქონება: რაზე მიუთითებს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი საცხოვრებლის შეძენის დროს

ფეისბუქზე გაზიარება

რამდენიმე მილიარდი ადამიანის მხოლოდ 12 კატეგორიად დაყოფის იდეა აბსურდულად
გამოიყურება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი საერთო თვისება თანდაყოლილია
ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებისთვის.


საინტერესოა არის თუ არა რამე საერთო ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნანსა და მათ საკუთრებას
შორის და რას აქცევენ ყურადღებას სახლის შეძენისას


მართლაც ასეა! და თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს აქვს საკუთარი წარმოდგენა იმაზე, თუ რა
არის მნიშვნელოვანი მათ სახლში და რა არა.


ვერძი


ვერძი ენერგიული ადამიანების ნიშანია, რომლებმაც იციან როგორ დატკბნენ ცხოვრებით.
როდესაც ამ ნიშნის წარმომადგენლები ეძებენ საცხოვრებელ ადგილს, ისინი ფიქრობენ ყველა
გზაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ ისარგებლონ საკუთარი სახლით. ვერძი
აუცილებლად გაარკვევს, რა მაღაზიებია ირგვლივ, არის თუ არა იქ პარკები, სადაც მათ
შეუძლიათ ენერგიის დახარჯვა და გაირკვეს, მოსახერხებელია თუ არა ტერიტორია
ტრანსპორტის თვალსაზრისით.
ამ ნიშნის წარმომადგენლები, როგორც ცეცხლის ნამდვილი მოყვარულები, დიდ ყურადღებას
აქცევენ სამზარეულოს ბინის დათვალიერებისას. ვერძებმა იციან და უყვართ საჭმლის
მომზადება: დაინტერესდებიან, მუშაობს თუ არა ღუმელი კარგად და არის თუ არა ოთახი
მოხერხებულად განლაგებული.
ვერძს უყვარს ნათელი ფერები: ნარინჯისფერი, ყვითელი, ოქროსფერი და წითელის ყველა
ელფერი. მაგრამ ისინი ახერხებენ შექმნან ნათელი სივრცე, რომელიც სავსეა შუქით, რომელიც
ატარებს მათ ინდივიდუალურობის კვალს.
და, რა თქმა უნდა, ემოციურ ვერძს სჭირდება ადგილი, სადაც მას სეეძლება განტვირთვა. მათ
იდეალურ სახლს უნდა ჰქონდეს კუთხე, სადაც დაკავდებიან სპორტით, იმღერებენ
კარაოკეს და ითამაშებენ კომპიუტერულ თამაშებს.


კურო


კუროებს აქვთ სტაბილური და სტრუქტურირებული ადამიანების რეპუტაცია. მაგრამ მათ არ
შეიძლება ეწოდოს მოსაწყენი: ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ შესანიშნავი გემოვნება და
იციან როგორ აირჩიონ საუკეთესო.
კუროები პრაქტიკული ადამიანებია, მათ კარგად ესმით, რომ ყველას განსხვავებული
გემოვნება აქვს და სახლში კომფორტის შექმნა თავად მოუწევთ. მაგრამ ისინი
დაინტერესდებიან მომავალი საცხოვრებლის ტექნიკური მდგომარეობით: როგორ კეთდება
გაყვანილობა, რა მდგომარეობაშია მილები, ხომ არ ეპარება რომელიმე ფანჯრიდან.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ ლურჯი ფერი და მისი ჩრდილები. ის
იდეალურია მომთმენი და თავმოყვარე კუროებისთვის.
კომფორტული სახლი, რომელიც არ იქნება გადატვირთული ნივთებით, იდეალურია
ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის. თუმცა, ამ სახლში ექნება ადგილი მათი საყვარელი
ფუფუნების ნივთებისთვის. და, შესაძლოა, რამდენიმე ძვირადღირებული ნივთიც:
მაგალითად, მყუდრო კუთხე კომფორტული სავარძლებით ან შეკვეთით დამზადებული
დივანებით.


ტყუპები


ტყუპები მეგობრულები, მოლაპარაკეები და ცოტა ყურადღების გაფანტული არიან. ეს
ადამიანები ვითარდებიან პროგრესსთან ერთად და ამიტომ მათ სჭირდებათ კომუნიკაცია.
მათ სახლში აუცილებლად უნდა იყოს კარგი Wi-Fi და სტაბილური მობილური
კომუნიკაციები.
ჰაერის ელემენტის წარმომადგენლები - ტყუპები - მნიშვნელოვნად თვლიან, რომ მათი სახლი
ჰაერით და სინათლით იყოს სავსე. მათ უყვართ მაღალი ჭერი და კარგი ხედი ფანჯრიდან.
იასამნისფერი, ნაცრისფერი, ნათელი ყვითელი - ეს ფერები იზიდავს ცვალებად ტყუპებს.
მათ იდეალურ სახლს უნდა ჰქონდეს დიდი ფანჯრები, უამრავი ჰაერი, მყუდრო კუთხეები,
სადაც ისინი ტელეფონით ან კომპიუტერით დაჯდომას მოახერხებენ და ასევე კომფორტული
მაგიდა მეგობრების მიღებისთვის.


კირჩხიბი


მზრუნველი და სულისმოყვარე კირჩხიბები ბუნებრივი ჭვრეტელები არიან. მათ შეუძლიათ
საათობით ამზადონ ჯემი, ქარგონ ან ისაუბრონ მეგობრებთან. მათ, როგორც არცერთ სხვა
ნიშანს, სჭირდებათ მყუდრო და უსაფრთხო სახლი.
კირჩხიბს უყვარს ოჯახთან ერთად დროის გატარება. ამიტომ ამ ნიშნისთვის თბილი
ატმოსფეროს შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
საოცნებო საცხოვრებელი: კირჩხიბისთვის იდეალურია თაუნჰაუსი, რომელსაც აქვს დიდი
საერთო სივრცე - ფართო სამზარეულო, მისაღები ოთახი და ტერასა.
კირჩხიბები დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთი მომავალი სახლის უსაფრთხოებას.
იდეალურ შემთხვევაში, მათი სახლი უნდა იყოს წყნარ ადგილას, კარგი მეზობლებით და
კარგი გარშემო განათებით. კირჩხიბები ყურადღებას მიაქცევენ საიმედო შესასვლელ კარს და
უსაფრთხოების სისტემების არსებობას.
ემოციური, მგრძნობიარე, მაგრამ გარკვეულწილად ჩაკეტილი კირჩხიბები სერიოზულად
ეკიდებიან სახლის ფერის არჩევას. მათ უყვართ თეთრი და ლურჯი, მაგრამ შეუძლიათ
შექმნან ჰარმონია ოთახში სხვადასხვა ჩრდილების კომბინაციით, თითქოს გრძნობენ ფერის
განწყობას.
კირჩხიბის იდეალურ სახლში ბევრი ლამაზი მცენარე იქნება, დიდი სამზარეულოთი, სადაც
ყოველთვის იტრიალებს საჭმლის და ნამცხვრის სასიამოვნო სუნი.

 


ლომი


ლომებს უყვართ ყურადღება და კომფორტი. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი
საცხოვრებლის განლაგება. ყველაფერი მოსახერხებელი და პრაქტიკული უნდა იყოს.რადგან
ლომები არიან ლიდერები, მათ სჭირდებათ დიდი ოთახი, სადაც შეძლებენ სტუმრების
მიღებას. მათ სჭირდებათ კარგი განათება მთელ სახლში.
რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ დიდ კაებას უყვართ თავისი აბაზანა. მათი სააბაზანო უნდა
იყოს ელეგანტური და დიდი სარკით, რომ შეძლონ „ფაფარის“ შესწორება.
ამ ნიშნის ადამიანები ინტერიერში ანიჭებენ უპირატესობას თბილ ჩრდილებს. ოქროსფერი,
ყავისფერი, ტერაკოტა, თაფლის ყველა ელფერი აუცილებლად მოიპოვება მათ სახლში, მაგრამ
ისინი არ დომინირებენ. ბოლოს და ბოლოს, ლომის სახლის მთავარი დეკორაცია ხომ თავად
ლომია!
ეს დიდი კატა იდეალურ სახლს სილამაზესა და კეთილდღეობას უკავშირებს. ის არის თბილი,
მყუდრო, სავსე ლამაზი ნივთებითა და ნათელი აქცენტებით.


ქალწული


ქალწულები ძალიან კეთილსინდისიერები და პასუხისმგებლები არიან. დეტალებს ისე
აქცევენ ყურადღებას, როგორც არავინ. მათ უყვართ დაგეგმვა, ორგანიზება და სახლის
მოწესრიგება. სხვა საკითხებთან ერთად, მომავალი სახლის შემოწმებისას ქალწულები
ყურადღებას მიაქცევენ შენახვის სისტემის ორგანიზებას და სათავსოების არსებობას.
ზოგადად, ქალწულს ეხერხება სივრცის გონივრული ორგანიზება. მისი დევიზია
პრაქტიკულობა. ქალწულები დააფასებენ სახლში არსებულ კარგ ტექნიკას, რომლის მოვლაც
მარტივია, ახალ, მოსახერხებელ სანტექნიკას და ოთახის მთლიან სისუფთავეს.
პრაქტიკულობა ქალწულის უძლიერესი თვისებაა, თუმცა ისინი ზოგჯერ ზედმეტ
ყურადღებას აქცევენ დეტალებს. სივრცე, რომელიც ქალწულს საშუალებას აძლევს შექმნას
კომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, საუკეთესო არჩევანია.
ოცნების ქონება: ფართო თაუნჰაუსის ტიპის სახლი შესანიშნავი არჩევანია პრაქტიკული
ქალწულისთვის, ღია სივრცე დააკმაყოფილებს ბუნების ჭვრეტისა და გარე სამყაროსთან
კავშირის მოთხოვნილებას.
ხელმისაწვდომი ქონება ქალწულისთვის: სახლი მშვიდ სოფელში, ულამაზესი ბაღით და
კეთილმოწყობილი ატმოსფეროთი.
ინტერიერში ამ ნიშნისთვის ყველაზე მიმზიდველი ფერებია თეთრი და მწვანე. ასევე მათ
უყვართ ხის ფაქტურა. ამიტომ ქალწულებს მოეწონებათ ხის სამზარეულო და კარები.
ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის იდეალური სახლი არის ფართო, სუფთა, კარგად
ორგანიზებული ტექნიკით და სხვადასხვა მოწყობილობებით.


სასწორი


სასწორის ნიშნის წარმომადგენლები მომთმენები, გაწონასწორებული და ცნობისმოყვარეები
არიან. მათ უყვართ ლამაზი სახლი. და თუ ბედი აჩუქებს მათ სასახლეს, ისინი სიამოვნებით
იცხოვრებენ მასში.
სასწორებისთვის მნიშვნელობა აქვს ადგილს სადაც ისინი იცხოვრებენ. მათთვის
მნიშვნელოვანია სამსახურთან ახლოს მდებარე სახლი. გარდა ამისა მათთვის
მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოიყურება მათი სახლი ზოგადად, როგორი ხედი იშლება
ბინის ფანჯრებიდან.
ინტერიერში სასწორს შეუძლია გამოიყენოს ქვის და ლითონის ფაქტურა. უპირატესობას
ანიჭებენ პასტელურ ფერებს.
სასწორი არ გამორიცხავს სახლიდან მუშაობას, ამიტომ მათ სახლში უნდა იყოს კარგად
ორგანიზებული სამუშაო ადგილი.


მორიელი


ფრთხილ მორიელებს საერთოდ არ მოსწონთ, როცა მათ ფანჯრებში უყურებიან უცხო
ადამიანები. მათ ურჩევნიათ ფანჯრები რომლებიც უზრუნველყოფენ მათ გარკვეულ
კონფიდენციალურობას. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ ისტორიული სახლები და
ბინები სქელი კედლებით.
ვნებიანი მორიელი გაბედულია და არ ეშინია რისკის, როდესაც საქმე ეხება საოცნებო სახლის
შეძენას.
ოცნების სახლი მორიელისთვის არის დიდი კომფორტული ვილა, სადაც ბევრი ოთახია
სხვადასხვა აქტივობებისთვის, ეს შესანიშნავი ადგილია მორიელისთვის და მისი
ოჯახისთვის.
ვილა მოერგება ვნებიან მორიელს. ეს არის ადგილი, სადაც მას შეუძლია მუშაობა, დასვენება
და ენერგიის აღდგენა.
მორიელები დაჯილდოვებულნი არიან კარგი გემოვნებით და უზარმაზარი სიზარმაცით.
ამიტომ მათ სურთ იპოვონ სახლი, სადაც ბევრი რამის გაკეთება არ მოუწევთ. მაგრამ, თუ
რემონტი გარდაუვალია, ისინი შეძლებენ შექმნან სივრცე, რომელსაც არ დასჭირდება
ხელისხლება.
მათ არ აინტერესებთ ინტერიერში რაიმე განსაკუთრებული კონკრეტული ფერები. მათთვის
მნიშვნელოვანია, რომ სახლში ყველაფერი იყოს საიმედოდ გაკეთებული.
მორიელები ძალიან ლოიალურები არიან, ამიტომ, საკუთარი სახლის შექმნით, სურთ მასში
რაც შეიძლება დიდხანს იცხოვრონ. ისე, პატარა საიდუმლოებები, კონფიდენციალურობა,
სიჩუმე და საკუთარი ბუნაგი - გზა მათი იდეალისკენ.

 


მშვილდოსანი


მშვილდოსანი სულით მოგზაურია და მას სჭირდება სახლი, რომელსაც შეუძლია
დააკმაყოფილოს მისი ვნება ახალი მიწების აღმოჩენით. ამიტომ, ამ ნიშნის წარმომადგენლები
ხშირად აქცევენ ყურადღებას პარკირებას, ველოსიპედის ან ტურისტული ზურგჩანთების
შესანახ ადგილს. სხვათა შორის, ბევრი მშვილდოსანი არ იტყვის უარს თავისი სახლის
გაქირავებაზე რათა დააფინანსოს თავისი შვებულება.
თავისუფლების მოყვარე მშვილდოსანი უპირატესობას ანიჭებს დიდ სივრცეებს, რომელიც არ
იქნება გადატვირთული ნივთებით და ავეჯით. ყველაფერი რასაც ის ყიდულობს
სახლისთვის, უნდა იყოს კომფორტული და პრაქტიკული.
ცეცხლის სტიქიის ადამიანები მშვილდოსნები გამოირჩევიან თამამი აქცენტებით: გრაფიტის
კედელი, ელეგანტური ნათურები, უჩვეულო დიზაინერის მაგიდა. ყველაფერი ეს მათ სახლში
თავის ადგილზე იქნება. და, რა თქმა უნდა, მშვენიერია, თუ სახლში იქნება ბუხარი!
მშვილდოსნების იდეალური სახლი იქნება მშვიდი ადგილი, სადაც შემოვა ოკეანის
ტალღების ხმა. ასევე მათ ექნებათ თავისუფალი კედელი მათი მოგზაურობის ნადავლის
საჩვენებლად.


თხის რქა


თხის რქის წარმომადგენლები შრომისმოყვარე და სერიოზულები არიან. და ისინი საუკეთესო
კლიენტები არიან უძრავი ქონების გამყიდველებისთვის. მათ ზუსტად იციან როგორი ბინის
ყიდვა სურთ.
თხის რქამ დანამდვილებით იცის როგორი ინტერიერი უნდა ჰქონდეს, ამიტომ წინასწარ
დაათვალიერებს უამრავ ინტერიერის ჟურნალს, იპოვის მოსაპირკეთებელ მასალებს და
დაგეგმავს ყველაფერს რაც საჭიროა. ინტერიერში უპირატესობას ანიჭებს კლასიკას, მაგრამ
არა პომპეზურს. სიმსუბუქე, ლოგიკა და რამდენიმე საყვარელი ანტიკვარიატი თხის რქის
სახლს მიმზიდველს ხდის.
თხის რქა მოწესრიგებულია. პასუხისმგებლობის აღების უნარი თხის რქებისთვის
დამახასიათებელი თვისებაა და ეს გავლენას ახდენს სახლის არჩევანზე.
საოცნებო ქონება: პენტჰაუსი თხის რქას სრულად დააკმაყოფილებს. ის უნდა იყოს
მდიდრული და ფართო, ოთახების დიდი რაოდენობით, რათა თხის რქამ მშვიდად და
კომფორტულად იგრძნოს თავი.
შესანიშნავად ადაპტირდება ნებისმიერ პირობებთან, ურყევი და ბრძენი თხის რქა თავს
ყველგან კომფორტულად გრძნობს. მას შეეძლება მაქსიმალურად გამოიყენოს როგორც
ერთოთახიანი ბინა, ასევე ძველი სახლი, რომელსაც იდეალურ მდგომარეობაში აღადგენს.


მერწყული


მერწყულები მეოცნებეები და შემქმნელები არიან. მათ მოსწონთ სახლები, რომლებიც
ასახავენ მათ იდეალისტურ მხარეს. ისინი ოცნებობენ ბუნგალოზე, რომელიც ჩამალულია
ლამაზ ბაღში მისტიური ფრესკებითა და მძივებით მორთული ფარდებით. ამასთან ერთად
ნათელი, ფართო ბინა თანამედროვე ინტერიერით ასევე დააკმაყოფილებს მათ გემოვნებას.
ჰაერივით მსუბუქი ნიშანი მერწყული საკმაოდ სერიოზულად ეკიდება საცხოვრებლის
შერჩევას. მომავალი სახლის ეკოლოგიურობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს - ბუნებრივი
ქსოვილები, ხის აბაზანები, მაღალი ხარისხის იატაკი.
მერწყულს აქვს ერთგვარი მისტიკური კავშირი ბუნებასთან. მცენარეები მათ სახლში საკმაოდ
კომფორტულად გრძნობენ თავს, ცხოველები ბედნიერები არიან. მათ შეუძლიათ ბუნებასთან
შერწყმა საკუთარ სახლში, ქმნიან მსუბუქ და ჰაეროვან ინტერიერს.
თუმცა ხანდახან მერწყულებს ჰგონიათ, რომ მათთვის კარგი იქნებოდა მთის ტბის
სანაპიროზე მდებარე ლამაზ ხეობაში უზარმაზარი სახლი ჰქონოდათ, სადაც მშვიდად
შეძლებდნენ ცხოველების მთელი არმიის დაბინავებას და მდიდრული ბოტანიკური ბაღის
მოწყობას.


თევზები


მგრძნობიარე თევზები მომავალ სახლს ძალიან გააზრებულად ირჩევენ. მათთვის
საცხოვრებელი არის ადგილი, სადაც ისინი დაიმუხტებიან ენერგიით, ეს არის ადგილი
მშვიდი საუბრებისთვის. მათ მოსწონთ წყალთან ახლოს ყოფნა და ბედნიერები არიან, თუ
მათი ბინის ფანჯრებიდან ხედი მდინარეზე ან ტბაზე იშლება. ხედი პარკზე ასევე შეესაბამება
მათ გემოვნებას.
თევზები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ აბაზანებს, რომლებიც უნდა იყოს ნათელი და
ფართო. და ასევე საძინებლები. არაფერი მყვირალა და ბრჭყვიალა! კომფორტი და სიმსუბუქე
მათი დევიზია.
ინტერიერში თევზები ირჩევენ ზღვასთან ან კოსმოსთან დაკავშირებულ ტონებს. ზღვისფერი
მწვანე, ლურჯი, იასამნისფერი, ვარდისფერი, ღია მწვანე მათი ფავორიტებია. მხატვრები
მოწოდებით, ისინი შესანიშნავად არგებენ ინტერიერს ხელოვნების ნიმუშებს. მათი
იდეალური სახლი გამოზომილი და ელეგანტურია. იქ სიმშვიდეა!
საქართველოში იდეალური საცხოვრებლის მოძიებისას ასტროლოგიურმა უპირატესობებმა
შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, როგორც ფინანსურმა შესაძლებლობამ
ან პრაქტიკულმა მოსაზრებამ. თითოეული ჩვენგანის ზოდიაქოს ნიშანი გავლენას ახდენს
იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ მიმდებარე სივრცეს, ჩვენს ცხოვრების სტილზე და
საცხოვრებლის არჩევაზეც კი. საქართველოში უძრავი ქონების წამყვან პორტალზე korter.ge-
ზე იხილავთ საცხოვრებლის ფართო არჩევანს, რომელიც დააკმაყოფილებს თითოეული
ზოდიაქოს ნიშნის ასტროლოგიურ პრეფერენციებს. აქ ადვილია ისეთი ბინის პოვნა,
რომელიც არა მხოლოდ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს, არამედ ჰარმონიულად
ერწყმის თქვენს პირად ენერგიას და ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს და ხალისიანს
გახდის.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
გაიგე რა ჯადოსნური საჩუქარი მიიღე დაბადების დღეზე
საუკეთესო აქტივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
წყლის შავი კურდღლის წელი: რა არ უნდა დავდოთ საახალწლო სუფრაზე
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როდესაც გულს უტეხენ
რა ვაჩუქოთ თხის რქას
სახლის ყიდვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ახალმთვარეობა 21.01.2023 - სრული გადატვირთვის და დიდი შესაძლებლობების პერიოდი
შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება
როგორები არიან წყლის ნიშნები ბავშვობაში?
სახალისო ჰოროსკოპი: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები საშინელებათა ფილმებში
უშიშარი და წარმატებული: 3 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას
ანგელოზების ნუმეროლოგია: რა ნიშნებს გიგზავნით თქვენი მფარველი?
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს?