ბლოგი

სტიქიების მიმოხილვა

სტიქიების მიმოხილვა

ფეისბუქზე გაზიარება

ცეცხლი - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი:

ასტროლოგიური ციკლი იწყება ცეცხლის სტიქიით ("მუდამ პირველი" - ვერძი). ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები გამოირჩევიან იმპულსურობით, ფეთქებადი ხასიათით, ბუნებრივი შარმით, ლიდერული მონაცემებით. (ჰიტლერი - ვერძი, სტალინი - მშვილდოსანი, ბარაკ ობამა - ლომი). ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ნოვატორული იდეებით აღსავსე, მებრძოლი, სამართლიანი პიროვნებები არიან.

 

მიწა - კურო, ქალწული, თხის რქა:

ასტროლოგიურ ციკლს აგრძელებს შედარებით დინჯი და თანმიმდევრული მიწის სტიქია (მიწის სტიქიას იწყებს ნიშანი - კურო). გაწონასწორებული, რეალისტი, ჯიუტი და მიზანდასახული ადამიანები იბადებიან მიწის სტიქიის გავლენის ქვეშ. ამ სტიქიისთვის დამახასიათებელია ფულის, კომფორტის სიყვარული და პრაგმატული მიდგომა ცხოვრების მიმართ. ბევრი ცნობილი ბიზნესმენი არის მიწის სტიქიის წარმომადგენელი, მაგ: მარკ ცუკერბერგი (კურო).


 

ჰაერი - ტყუპები, სასწორი, მერწყული:

ორიგინალური, გენიალური იდეების და თავისუფლების მოყვარული ჰაერის სტიქიით გრძელდება ასტროლოგიური ციკლი (ჰაერის სტიქიას იწყებს ნიშანი - ტყუპები). არასტაბილური, კომუნიკაბელური და საოცრად ნიჭიერი და ამავდროულად ზარმაცი ადამიანები იბადებიან ჰაერის სტიქიის გავლენით. ისინი ყველგან არიან, სადაც პოლემიკა და კამათია საჭირო (განსაკუთრებით - მერწყული). გამოირჩევიან თავნებობით (განსაკუთრებით - ტყუპები).



წყალი - კირჩხიბი, მორიელი, თევზები:

მგრძნობიარე, მისტიური და ამავდროულად ყველაზე ძლიერი - წყლის სტიქიით მთავრდება ასტროლოგიური ციკლი. მას შეუძლია ცეცხლის ჩაქრობა, ვერაფერს დაუშავებს ჰაერი, ტალახად აქცევს მიწას. ფანტაზიორი, მგრძნობიარე, მეოცნებე - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ კირჩხიბიც, თევზებიც და მორიელიც (დიახ, დიახ არ მოგეჩვენათ - მორიელი). ამ სამი ნიშნიდან იდუმალებით სწორედ მორიელი გამოირჩევა, მას უყვარს სხვის სულში ძრომიალი, ხოლო თავის სულს არავის უხსნის. მხოლოდ წყლის სტიქიის წარმომადგენლებს ან იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ამ სტიქიის დიდი გავლენა რუკაში, აქვთ - მე-6 გრძნობა, კავშირი კოსმოსთან.

 

სტატიის ავტორია, ასტროლოგი: მარიამ შუკაკიძე

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სასიყვარულო ჰოროსკოპი: ის რაც ჩვენ გვსურს, ყოველთვის არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე მაღალი ხელფასებით
ალკოჰოლის ჰოროსკოპი
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
აი რას ეუბნებოდა ღმერთი, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს!
სატურნი ჰოროსკოპში
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები
ზოდიაქოს ორი, ყველაზე გამჭრიახი ნიშანი
თარიღები 2024-ში, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს შეეფერება ბავშვის ჩასახვისთვის
ყველაფერი, რაც მშვილდოსნებზე უნდა იცოდეთ
არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო
როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე