ბლოგი

მოლაპარაკების წარმოების გამორჩეული უნარის მქონე ზოდიაქოს ნიშნები

მოლაპარაკების წარმოების გამორჩეული უნარის მქონე ზოდიაქოს ნიშნები

ფეისბუქზე გაზიარება

ზოგიერთი ადამიანს წარმოუდგენლად დიდი ნიჭი აქვს ადამიანებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების მხრივ. იცნობთ პირადად ისეთ ხალხს, ვისაც ძალიან მარტივად შეუძლიათ ფასდაკლების მიღება მაღაზიებში, საუკეთესო პირობების მიღება სამსახურში ან როგორღაც მორიგი დასვენების დღის მიღება ისე, რომ არ მოახდინონ კონფლიქტის პროვოცირება?

თუ იცნობთ, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანს მიეკუთვნებიან დიდი ალბათობით.

 

ვირტუოზ მომლაპარაკებელთა სია ასეთია:

 

სასწორი

 

ისინი თვითნაბადი დიპლომატები არიან და ყოველთვის დიდი მომხიბვლელობით და კეთილგანწყობით უდგებიან მოლაპარაკებების საკითხს. რაში მდგომარეობს მათი საიდუმლო? - მათ ზუსტად იციან, როგორ გაფიქრებინონ ის, რომ მიიღეთ რაც გსურდათ, სინამდვილეში კი თავად იღებენ ყველაფერს.

სასწორები იმდენად გონივრულად ხსნიან, თუ რატომ უნდა მიიღონ სწორეთ მათ ყველაზე ხელსაყრელი პირობები, რომ ერთ სიტყვაშიც კი ვერ შეეკამათებით.

 

მორიელი

 

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მორიელები არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს, მათ აქვთ სტრატეგია. სანამ თქვენ არგუმენტების მოყვანით ხარ დაკავებული, ისინი რამოდენიმე ნაბიჯით წინ არიან და იციან, რით დასრულდება საუბარი. რა უპირატესობა აქვთ მათ? - არმოუდგენელი კონცენტრაცია და ადამიანების პოლიგრაფზე უკეთესად “წაკითხვის” უნარი. თუ მოლაპარაკებებს აწარმოებთ მოერიელთან, სჯობს კარგად მოემზადოთ, რადგან მათ ზუსტად იციან როდის და როგორ დააჭირონ სწორ წერტილებს, რათა სასურველი მიიღონ.

 

თხის რქა

 

თუ მოლაპარაკებებს თხის რქასთან აწარმოებთ, მოემზადეთ სერიოზული გამოცდისთვის. მათ არ უყვართ ემოციურ დებატებზე და უსაფუძვლო საუბრებზე დროის კარგვა. თხის რქა პირდაპირ საქმეზე გადადის და იყენებს უტყუარ ფაქტებს, რათა დაგარწმუნოთ იმაში, რაც მას სურს. რაში მდოგმარეობს მისი საიდუმლო? - წარმოუდგენელ სიმტკიცეში. ისინი არ ნებდებიან, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეთ სასურველი მიღწევაზე. ამიტომ, სჯობს თავიდანვე მიიღოთ თხის რქას შემოთავზება ან წინადადება. ამით დაზოგავთ დიდ დროს და საკუთარ ნერვებს.

 

ტყუპები

 

ტყუპები - თვითნაბადი მოლაყბეები არიან. მოლაპრაკებებში მათი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ შეუძლიათ იმდენად სწრაფად და დამაჯერებლად ისაუბრონ, რომ ვერც კი შეამჩნევთ როგორ მიყავხართ მათთვის სასურველი მიმართულებით. მათ აქვთ ადაპტაციის განსაკუთრებული უნარი. თუ მათ რამეზე ეკამათებით, ერთ მომენტში, ისინი თქვენს მხარეს დაიჭერენ, მეორე წუთს კი გაოგნებული დარჩებით იმით, თუ როგორ თვლიდით საკუთარ თავს სწორად. ტყუპებთან ყოველი საუბარი - ეს არის დიდი თამაში, რომელშიც ისინი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიან.

 

გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს
არ იქნებით მათთან ბედნიერი: ეს ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე ეგოისტურია სიყვარულში
7 ნიშანი იმისა, რომ წყველა ან ჯადო გაქვთ
კატები გვიცავენ ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან
დაიმახსოვრეთ 6 ჯადოსნური ზმნა, რომლებზეც დგას სამყარო
ჯადოსნური სიტყვები მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
თარიღები 2024-ში, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს შეეფერება ბავშვის ჩასახვისთვის
თუ კვირას დაიბადეთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ
პარტნიორი, რომელსაც იმსახურებ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ მიიღონ ის, რაც მათ სურთ
ზოდიაქოს ყველაზე მერკანტილური ნიშნები
5 ზოდიაქოს ნიშანი თავბრუდამხვევი სილამაზით
ცოტა რამ ტიპიურ ვერძებზე
როგორ გაიგოთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების სიყვარული: გადაწყვეტილება თქვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იყო მიღებული
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!