ბლოგი

ყველაზე განვითარებული ინტიუციის მქონე ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე განვითარებული ინტიუციის მქონე ზოდიაქოს ნიშნები

ფეისბუქზე გაზიარება

რა თქმა უნდა სწორი არ იქნება, თუკი ზოდიაქოს ყველა ნიშნას ერთმანეთს მივამსგავსებთ ტემპერამენტთ და პიროვნული თვისებებით, თუმცა, გარკვეული საერთო ნიშნების უარყოფაც შეუძლებელია.

 

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ინტუიციაზე, რომელიც ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ზუსტად ერთნაირად აქვს განვითარებული - ასტროლოგები ამას ამჩნევენ და ადასტურებენ კიდეც.

 

ტყუპები

სამყარო ტყუპებს ზემოდან ნიშნებს არ უგზავნის, მაგრამ მათ ინტუიციას ვერ ვუარვყოფთ. ყველაფერი გამომდინარეობს ტყუპების კომუნიკაციის გაუმჯობესებული უნარების და ადამიანების ქცევის „წაკითხვასთან“ დაკავშირებული უნარებიდან. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა იციან, თუ როგორ უნდა იწინასწარმეტყველონ ადამიანის ყოველი ნაბიჯი, ვისთანაც კონტაქტში არიან, რაც მუდმივად აოცებს მათ გარემოცვას.

 

თევზები

თევზი, მოგეხსენებათ, ძალიან მგრძნობიარეა ბუნებით, ზოგჯერ ზედმეტადაც კი. მათი კავშირი კოსმოსთან და ემოციურ საკითხებთან იმდენად ძლიერია, გარშემომყოფებს მუდმივად ჰგონიათ, რომ ისინი გამუდმებით ღრუბლებში ტრიალებენ, რის გამო ხშირად ვერ ამჩნევენ რა ხდება დედამიწაზე. თუმცა, ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ თევზები გადაწყვეტილებების უმეტესობას გულით იღებენ, ხელმძღვანელობენ ინტუიციით და არა მსჯელობით, რაც ყოველთვის არ არის კარგი, მაგრამ ფაქტს ვერ შევცვლით.

 

კირჩხიბი

ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც გარედან შეიძლება უყურადღებო, გულგრილი და ცივიც კი ჩანდეს, სინამდვილეში დელიკატურად მგრძნობიარე და დაუცველია. კირჩხიბები ყველაფერს ამჩნევენ - ყველა ჟესტს, ყოველ ემოციას - და ატარებენ საკუთარი შინაგანი სამყაროს პრიზმაში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ასტროლოგები ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ძლიერი ინტუიციის მქონედ თვლიან.

 

მორიელი

წყლის ელემენტის ყველა წარმომადგენლის მსგავსად, მორიელებსაც აქვთ ძალიან განვითარებული ინტუიცია. მათი პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ხშირად უსმენენ გონებას და სრულიად უგულებელყოფენ ინსტინქტებს. მაგრამ, როდესაც ისინი მაინც აძლევენ თავს უფლებას, ჩვეულებრივზე ოდნავ მეტად ენდონ საკუთარ თავს, ყოველთვის აოცებენ გარშემომყოფებს თავისი დაკვირვებით და ძალზე რთული სიტუაციიდანაც კი მოულოდნელი გამოსავლის პოვნის უნარით.

 

ქალწული

ასტროლოგების აზრით, ქალწულები, ალბათ, ყველაზე რაციონალურები არიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის, მაგრამ ამავე დროს მათ აქვთ გაძლიერებული სილამაზის შეგრძნება და ძალიან მგრძნობიარენი არიან სამყაროს სიგნალების მიმართ. იმისდა მიუხედავად, რომ თავად ქალწულებისთვის უცხო არ არის ტყუილი, თუ ეს მათ ინტერესებში შედის, თავად ერთგვარი ცხოველური ინსტინქტი აქვთ და სხვებისგან მომდინარე სიყალბეს ერთი კილომეტრის მანძილზე გრძნობენ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა სიურპრიზებს ამზადებს 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებს
მიმზიდველი და მიუწვდომელი: ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეკავება ყველაზე რთულია
ზოდიაქოს ნიშნების სულიერი ნიჭი
3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე
ცეცხლის სტიქიის ნიშნები : ლომი , ვერძი , მშვილდოსანი .
რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს დაგიმსხვრევენ
ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომლებმაც შეიძლება სამსახური დაკარგონ მალე!
ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური მოთხოვნილებები
საუკეთესო ძიძები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ უნდა დაძლიონ სიზარმაცე ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა?
5 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის მერწყული საუკეთესო პარტნიორი
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
2025 წლის სამოგზაურო ჰოროსკოპი - ვინ სად უნდა წავიდეს დასასვლენებლად?