ბლოგი

უკომპრომისო, ეჭვიანი და შურიანი - რომელი ნიშანი შეიძლება იყოს ასეთი?

უკომპრომისო, ეჭვიანი და შურიანი - რომელი ნიშანი შეიძლება იყოს ასეთი?

ფეისბუქზე გაზიარება

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩევიანი ისეთი უარყოფითი თვისებებით, როგორიც არის: უკომპრომისობა, ეჭვიანობა და შურიანობა.

 

ყოველთვის პოზიტიურად შეფასებული კურო, ამჯერად აღმოჩნდა ზოდიაქოს იმ ნიშნებს შორის, რომელთა წარმომადგენლები ხშირად ეჭვიანობენ და შურთ.

 

კურო - ეძებს ფუფუნებას, ვნებას და გართობას. ისინი ვერ იკავებენ ეჭვიანობის იმპულსებს, თუ შეამჩნევენ, რომ მათი ძალისხმევის ნაყოფს სხვები იღებენ. შრომისმოყვარეები არიან, მაგრამ თუ ეჭვიანობის საბაბი მიეცათ, შეუძლიათ სხვისი ცხოვრებაც კი დაანგრიონ.

 

კირჩხიბი - ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან. ყოველთვის უთმობენ საყვარელ ადამიანებს და ნერვიულობენ, როდესაც სხვა ცდილობს მათი ადგილის დაკავებას. თუმცა, ღალატით გამოწვეული ეჭვიანობის დროს, მათ შეუძლიათ სერიოზულად ზიანი მიაყენონ სხვას.

 

ლომი - ეჭვიანები და შურიანები არიან. მათ სურთ, თავად იყვნენ პასუხისმგებელიც და დომინანტიც ყველა საკითხში. ძირითადად ეგოისტურობას ავლენენ და თითქმის არასოდეს არ აღიარებენ შეცდომებს.

 

ქალწული - არანორმალურად ეჭვიანები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა ცხოვრობს მათი საოცნებო ცხოვრებით. ამიტომ, ყოველთვის ცდილობენ დაუნგრიონ ეს ყველაფერი. მაგალითად, უხეშად ჩაერიონ და ძალიან ცუდად მოიქცნენ ამ ადამიანის კარიერული ცხოვრების დასანგრევად.

 

მორიელი - ერთ-ერთი ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ურთიერთობებში ისინი ძალაუფლების, გავლენის მოპოვების და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისკენ ისწრაფვიან. თუ ეს არ გამოუვათ, მაშინ გრძნობენ საფრთხეს, ერთვებათ თავდაცვის ინსტინქტი და შეიძლება სხვას დიდი ზიანი მიაყენონ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რომელ ქვეყანაში უნდა შეხვდეთ ახალ წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
როგორი იქნება ახალი წელი ვერძისთვის?
ყველაზე ცუდი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
6 ყველაზე გულკეთილი ზოდიაქოს ნიშანი
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ყველაზე მიმზიდველი თვისებები
სწორი კვება და დიეტა
10 ვარსკვლავური რჩევა ქალწულებთან ურთიერთობისთვის
რა გვაძლევს რეალურად გამდიდრების საშუალებას?
2025 წელი — გველის წელი: რა გველის და როგორ უნდა შევხვდეთ?
იცოდით, რატომ არ უნდა დატოვოთ კარში გასაღები?
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
ერთად ისინი ყოველთვის უფრო ძლიერი არიან: ზოდიაქოს ნიშნების წყვილები ღრმა ემოციური კავშირით
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ვინ გაურბის პრობლემებს, და ვინ ნახულობს ყოველთვის გამოსავალს ჩიხიდან
ზოდიაქოს რომელი ნიშნებია თქვენი მარადიული მტერი