ბლოგი

2023 წლის ფინანსური ჰოროკოპი: ვინ გამდიდრდება?

2023 წლის ფინანსური ჰოროკოპი: ვინ გამდიდრდება?

ფეისბუქზე გაზიარება

ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს ნამდვილად გაუმართლებს!

ახალ წელს, ვარსკვლავებს თავისი ფავორიტები ეყოლებათ, რის გამოც, ზოდიაოს ზოგიერთ ნიშანს ფინანსურ საკითხებში გაუმართლებს უფრო მეტად, ვიდრე სხვებს...

იმის შესახებ, თუ ვინ რას უნდა ელოდოს დამდეგი ახალი წლისგან, ასტროლოგებმა უკვე გააკეთეს განაცხადი, რომელსაც ამ სტატიაში გთავაზობთ.

 

ვერძი

 

2023 წლის დასაწყისი ვერძებს მატერიალური კუთხით გარდატეხებს მოუტანს. ადრინდელი საქმიანობა ნაკლებად შემოსავლიანი გახდება, ამიტომ, საჭირო იქნება ახალი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. უკვე შუა გაზაფხულისთვის, შინაგანი უნარები მიახვედრებენ ვერძს თუ საით არის სწორი მიმართულება. ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილებები ვერძებისთვის იქნება საინვესტიციო პროექტებში ფულის დაბანდება, საიდან მიღებული შემოსავალიც საშუალებას მისცემთ არამარტო საყოფაცხოვრებო მოთხოვნები დაიკმაყოფილონ, არამედ საკმაო დანაზოგიც გააკეთონ.

 

კურო

 

კუროების ფინანსური მდგომარეობა 2023 წელს გამორჩეული იქნება სტაბილურობით. ფული ციდან არ დააცვივათ თავზე, თუმცა, საოჯახო ბიუჯეტში შესამჩნევი გარღვევები ან დანაკლისიც არ იქნება. ზაფხულში, კუროების წინაშე ახალ, საინვესტიციო პროექტში დაბანდების შესაძლებლობა გაიხსნება, რომელიც ძალიან პერსპექტიული იქნება. თუმცა, ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, რომ კონტროლი არ დაკარგოთ, რადგან იოლი ფულის დევნაში წაგების დიდი შანსიც არის.

 

ტყუპები

 

ტყუპებისთვის 2023 წელი გახსნის გასაოცარ შესაძლებლობებს. ყველა ფინანსური გარიგება შედეგბა წარმატებით. ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ არ დაკმაყოფილდნენ მცირედით და გააფართოვონ ჰორიზონტები. საქმისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, საჭიროა ახალი ბიზნეს-პარტნიორები მოიძიოთ და ყურადღება დაუთმოთ გონივრული მენეჯმენტის წარმოებას. ამის დახმარებით, წლის ბოლოსთვის საგრძნობლად გაზრდით შემოსავალს.

 

კირჩხიბი

 

2023 წელს, კირჩხიბები მყარად დადგებიან ფეხზე. მათი მატერიალური მდგომარეობა იქნება სტაბილური და ასე გაგრძელდება გრძელვადიან პერსპექტივაში. შემოდგომისთვის, შესაძლებელი იქნება გარკვეული დანაზოგის შეგროვება. ვარსკვლავები კირჩხიბებს პირდებიან დამატებით შემოსავალსაც საბანკო ინვესტიციებიდან, ასევე სოლიდურ ბონუსს მემკვიდრეობის ან ერთობლივი მოგების სახით, რომელიც წლის ბოლოს მოხდება.

 

ლომი

 

ლომები შესამჩნევად გამდიდრდებიან 2023 წელს. მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღერება, საერთო საქმეზე მომგებიანად აისახება. წარმატება ლომების თანმდევი იქნება მთელი წლის განმავლობაში, ამიტომ, ნამადვილად ღირს მოცემული შანსის გამოყენება. ყურადღება უნდა მიაქციოთ პროექტებს, რომლებიც ადრე სარისკო გეჩვენებოდათ. ვარსკვლავები გპირდებიან დიდ კუშს და მსხვილ ფულად შემოსავალს.

 

ქალწული

 

2023 წელს, ქალწულებისთვის რეკომენდირებული არ არის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. საჭიროა უარის თქმა ინვესტიციებზე, ლოტოს ბილეთების შეძენასა და კრედიტების აღებაზე. ამ წელს მოგიწევთ რაციონალურად განაგოთ ბიუჯეტი და დაუფიქრებელი ან არასავალდებულო ხარჯები არ გაწიოთ. შემოდგომისთვის, სიტუაცია გამოსწორდება, მაგრამ ამ მომენტამდე ქალწულებმა ყურადღებით უნდა აკონტროლონ და გაუფრთხილდნენ არსებულ ფინანსურ რესურსს.

 

სასწორი

 

ფინანსური წარმატება სასწორებს ელით 2023 წლის პირველ ნახევარში. სწორედ ამ პერიოდში უნდა მიაქციოთ ყურადღება მსხვილ პროექტებს და არ შეგეშინდეთ სწორი რისკების გაწევა. საუკეთესო გადაწყვეტილება სასწორებისთვის იქნება ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში, რაც მნიშვნელოვან უკუგებას მოუტანს მათ. წლის ბოლოს, შესაძლოა მიიღოთ პირველი, სერიოზული შემოსავალი და მოამზადოთ ახალი გარიგებებისთვის საჭირო საფუძველი.

 

მორიელი

 

2023 წელს, მორიელებს ელით ფინანსური წარმატება. ყველაზე მეტად მნიშვნელოვან ძვრებს ამ მხრივ იგრძნობენ წლის შუა ნაწილში. ძველი პროექტები კვლავ გააქტიურდება და გამოჩნდებიან გავლენიანი სპონსორები. მეორე წარმატებული პერიოდი მორიელებს ექნებათ წლის ბოლოს. ვარსკვლავები გპირდებიან სოლიდურ ფულად პრემიებს, ძვირფას საჩუქრებს და მემკვიდრეობით მიღებულ დამატებით ქონებას.

 

მშვილდოსანი

 

მშვილდოსნების ფინანსური მდგომარეობა 2023 წელს მოახდენს უცვლელობის დემონსტრირებას, რაც უკვე ცუდი არ არის. მუდმივი და სტაბილური შემოსავლის წყალობით, შესაძლებელია კარიერის ახალი სფეროების ათვისება ან უფრო პერსპექტიული სამუშაოს მოძებნა.

 

თხის რქა

 

2023 წელი თხის რქებს გაახარებს თავისი რეალური გათვლებით. სტაბილური მდგომარეობის დახმარებით, შესაძლებელი იქნება ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის ფორმირება ან მომგებიან პროექტში ინვესტირება. წარმატებული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, რეკომენდირებული არ არის ფულის გასესხება, რამდენადაც, 2023 წელს იზრდება გასესხებული თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული რისკები.

 

მერწყული

 

სამსახურის შეცვლის და დამატებითი შესაძლებლობების ძიების შედეგად, 2023 წელს, მერწყულების შემოსავალი მნიშვნელოვნად იზრდება. მათ წინაშე, ასევე იხსნება ახალი შესაძლებლობები. ამ წელს, მერწყულებს საშუალება ექნებათ უფლება მისცენ საკუთარ თავს სასურველი შენაძენი გააკეთონ ან საინტერესო მოგზაურობაში წავიდნენ.

 

თევზები

 

ფინანსური წარმატება თევზებთან მოვა 2023 წლის ზაფხულში. სწორედ ამ პერიოდში არის რეკომენდირებული გარიგებების დადება და ფინანსური მანიპულაციების განხორციელება. თუმცა, თევზებისთვის რეკომენდირებული არ არის ფულადი სახსრების მარტივად ხარჯვა, სპონტანური შესყიდვები და ნაადრევად გამარჯვების აღნიშვნა. წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია მოულოდნელი ხარჯები, რომელბიც ბიუჯეტში გათვალისწინებული არ გექნებათ. სწორედ ამიტომ, ნამდვილად ღირს ფლანგვისგან თავი შეიკავოთ და ფინანსები გადაანაწილოთ რაციონალურად.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ადამიანები, რომლებიც არასდროს არ ამბობენ „მადლობას“
როგორები არიან მიწის ნიშნები ბავშვობაში?
რა შეცდომებს უშვებენ მორიელები ურთიერთობებში?
რა ვაჩუქოთ ლომს
5 ყველაზე ემოციურად არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი
მარსი ჰოროსკოპში
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
2024 წლის ჩინური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მორიელი - ზოდიაქოს ნიშნის ბედის ჯვარი
თევზების ქვები
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ამის ცოდნა დაგეხმარებათ გავლენა იქონიოთ მშვილდოსნებზე, ტყუპებსა და კუროებზე
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყოველთვის პირველ ნაბიჯს გადადგამენ, თუ მათ ვინმე მოეწონათ
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?