ბლოგი

ვისგან ვერ ეღირსები ფრაზას - “მე შენ მიყვარხარ”?

ვისგან ვერ ეღირსები ფრაზას - “მე შენ მიყვარხარ”?

ფეისბუქზე გაზიარება

ისინი სიყვარულს სულ სხვანაირი ფორმით გამოხატავენ...

ისინი ცივები და უგრძნობები ჩანან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. და საერთოდ არ უნდა დაგწყდეს გული, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უბრალოდ არ შეუძლიათ თქვან "მე შენ მიყვარხარ" - რადგან ისინი სიყვარულს სულ სხვაგვარად გამოხატავენ.


თხის რქა

ცივი და ამპარტავანი - ეს პირველი შთაბეჭდილებაა, რომელსაც ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან. სხვების გადმოსახედიდან ისინი აუღებელ ციხესიმაგრეებს გვანან, თუმცა როდესაც თხის რქები თავთან მარტო რჩებიან, შეუძლიათ მთელი ღამეები ტირილში გაატარონ. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ პირობით, თუ სახლში მარტონი იქნებიან.

როგორც კი გაანადგურებ კედელს, რომელიც მან გარშემო აიგო, კიდევ ერთი გაჩნდება და ასე უსასრულობამდე. თუ კი დანებდები და ხელს ჩაიქნევ სწორედ მაშინ ატკენ გულს. აი, შემდეგ კი მიხვდები, რომ მისი გრძნობები ძალიან ღრმაა.

ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების შიში არის ის, რაც თხის რქევ აფერხებს ემოციების გამოვლენაში, ამიტომაც მათ ამ ემოციების ღრმად ჩამარხვა ურჩევნიათ.

ურჩევნიათ მიწა გაუსკდეთ და შინ ჩაცვივდნენ, ვიდრე ვინმეს უთხრან, რომ უყვართ და მათხე ზრუნავენ. თუმცა, ზოგჯერ მათ ნიღაბი ეხსნებათ და სწორედ ამ დროს გაქვთ შანსი, რომ დაამარცხოთ მათი ეს უსუსური თავდაცვა. ამისათვის რკინის ნერვები და ჯოჯოხეთის მოთმინება დაგჭირდებათ.


ლომი

ისინი არასოდეს აღიარებენ იმას, რომ რაღაცის რცხვენიათ. მასთან ურთიერთობისას, შენ ყოველთვის დაგრჩება იმის განცდა, რომ შენ იმაზე ნაკლებად იცი მასზე, ვიდრე მან იცის შენს შესახებ. ლომის გვერდით მუდმივად იგრძნობ თავს დატანჯულად.

"ბოდიში" არის სიტყვა, რომლის წარმოთქმაც მათი მხრიდან ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა. მაშინაც კი, თუ ისინი გააცნობიერებენ, რომ შეცდომა დაუშვეს, ისინი არასოდეს აღიარებენ ამას - არც საკუთარ თავებთან და არც სხვებთან. “ეს არ არის მეფის საკადრისი საქმე.”

თუ კი გინდა, რომ მას მოაბოდიშებინო მოგიწევს დააბა და წამებით ათქმევინო ეს სიტყვები. სხვანაირად არაფერი გამოგივა...

სწორედ ეს ხდის მასთან ურთიერთობას აუტანელს... არ შეუძლია საკუთარი შეცდომების აღიარება და სინანულის გამოხატვა.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ყველაზე ბრძენია: მათი ვერ მოატყუებ!
ყველაზე ცუდი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
არასოდეს დაიდოთ ეს ყველაფერი საწოლის ქვეშ: ფენ-შუის მიხედვით
ღვთაებრივი ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც COVID19-ით დაავადება ელით ნოემბერში
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც ქალწულს
რა გვაძლევს რეალურად გამდიდრების საშუალებას?
თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
2025 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი
4 ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი
რომელ თვეშიც დაიბადა ქალი, ამ თვის მსგავსი ბედი ექნება
ორი წუთის წესი
აი რას ეუბნებოდა ღმერთი, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს!
ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!