ბლოგი

5 რამ, რაც გასათვალისწინებელია თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ

5 რამ, რაც გასათვალისწინებელია თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ

ფეისბუქზე გაზიარება

დაიმახსოვრეთ ქვემოთ ჩამოთვლილი 5 რამ, თუ გინდათ, რომ თქვენი კავშირი ბედნიერად და ხანგრძლივად შეინარჩუნოთ:

 

1. მოსმენა

იმისათვის, რომ ყოველთვის იცოდეთ რა სურს პარტნიორს, საჭიროა მოსმენის უნარი გქონდეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ გაიგოთ როგორები ხართ, რა სურვილები და ემოციები გაქვთ. როცა ამას შეძლებთ, ნათელი გახდება საყვარელი ადამიანის ქცევისა და რეაქციის მოტივები, რაც დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში. სხვა სიტყვებით რომ ვთვათ, საკმარისია მხოლოდ მოსმენის და გააზრების უნარი. მხოლოდ ასე შეძლებთ კავშირის გამყარებას.

 

2. საზღვრები

იმისათვის, რომ კავშირი იყოს ჯანსაღი, თავიდანვე უნდა დააწესოთ საზღვრები (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური და ფინანსური). ამის შემდეგ, გარანტიას აძლევთ ერთმანეთს, რომ ურთიერთობა იქნება დაცული ტერიტორია, სადაც თავს იგრძნობთ მშვიდად და კომფორტულად.

 

3. სიცილი

თუ თქვნ და თქვენს პარტნიორს არ შეგიძლიათ ერთმანეთის გამხიარულება, ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს. შეუძლებელია სამუდამოდ იმ ადამიანთან თანაცხოვრება, რომელთანაც არ შეგიძლია ხუმრობა, სულელურად მოქცევა და უბრალოდ კარგ ხასიათზე ყოფნა. იუმორის გრძნობა ყველას თავისებური აქვს, თუმცა, ამ საკითხში თუ ვერ ემთხვევით - თქვენი კავშირის პროგნოზი არც ისე სახარბიელო იქნება. ვიღაცას შავი იუმორი უყვარს, ვიღაცას სარკაზმი, ზოგისთვის კი მსუბუქი იუმორია საკმარისი. ეს ნამდვილად გასათვალისწინებელია. ყველაზე რთული სიტუაცია არის მაშინ, როცა რომელიმე პარტნიორს საერთოდ არ აქვს იუმორის გრძნობა. ამ შემთხვევაში «მაშველი» შეიძლება იყოს მხოლოდ მსგავსი მეორე ნახევარი...

 

4. თავგადასავალი

ურთიერთობებში ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის საყვარელ ადამიანთან ერთად ახალი ემოციების მიღების უნარი. როცა ნამდვილად გიყვართ, ყოველთვის გინდათ გაუზიაროთ ბედნიერი წუთები და ემოციები. თუ გაგიმართლად და სწორ პარტნიორს შეხვდით, უბრალოდ გამოიყენეთ შესაძლებლობა და იცხოვრეთ, დატკბით და გაიხარეთ. იყავით სპონტანური, გახსნილი ყველა სიახლის მიმართ. გიყვარდეთ ცხოვრება და ერთად განიცადეთ ყოველწუთიერი ბედნიერება.

 

5. სიყვარული

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვფიქრობთ, რომ ვიცით რა არის სიყვარული და როგორ უნდა გვიყვარდეს - სინამდვილეში, ყველაფერი ცოტა რთულადაა. საქმე იმაშია, რომ ყველას უნდა უყვარდეს და იყოს სიყვარულის ობიექტი განსხვავებულად. ეს ნიშნავს, რომ საშუალება, რომლითაც სიყვარულს გამოხატავთ, შეიძლება არ იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც პარტნიორს სჭირდება. ამიტომ არის აუცილებელი შეისწავლოთ, კითხოთ ერთმანეთს იმის თაობაზე, თუ რა არის სიყვარული თქვენთვის, რას ანიჭებთ უპირატესობას და ა.შ. როცა ისწავლით ერთმანეთის სიყვარულს ისე, როგორც ეს გინდათ და მოგწონთ, წარმოუდგენელ ბედნიერებას და კმაყოფილებას იგრძნობთ.

 

დაიმახსოვრეთ ეს 5 რამ და რაც მთავარია, რეგულარუად გამოიყენეთ პრაქტიკაში. თითოეული მათგანი და ყველა ერთად, არის გასაღები ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობისთვის.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...
10 წესი იმისათვის, რომ იყოთ უბედური
ცოტა რამ ტიპიური მშვილდოსნის შესახებ
ხასიათის რა ნიშნების გამო არის თხის რქა შეუცვლელი?
ზოდიაქოს ნიშნების წყვილები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ
ყველაზე მგრძნობიარე ნიშნები
ქალწულისთვის საუკეთესო საჩუქრები
როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს
ყველაზე სასურველი აქტივობები ახალი 2023 წლისთვის ფენ-შუის მიხედვით
რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს?
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც 2020 წელს შეუყვარდებათ
როგორი იქნება ახალი წელი ვერძისთვის?
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
4 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს 3 ყველაზე რთული ნიშანი მამაკაცებს შორის