ბლოგი

წყლის შავი კურდღლის წელი: რა არ უნდა დავდოთ საახალწლო სუფრაზე

წყლის შავი კურდღლის წელი: რა არ უნდა დავდოთ საახალწლო სუფრაზე

ფეისბუქზე გაზიარება

ასტროლოგები ამბობენ, რომ წლის ამ სიმბოლოს უყვარს ბუნებრივი, მცენარეული საკვები. ექსპერტების აზრით, კარგი იქნება, თუ საახალწლო სუფრაზე არ დავდეთ ხორცს და მისი გამოყენებით დამზადებულ სხვადასხვა კერძებს.

 

კურდღელი ვეგეტარიანელია, ამიტომ ექსპერტების აზრი იყოფა იმაზე, საჭიროა თუ არა ვეგეტარიანული მენიუს მომზადება.

 

ქვემოთ ჩამოთვლილია ის პროდუქტები, რომლებიც არ უნდა დადოთ საახალწლო სუფრაზე კურდღლის წლისთვის:

 

  • ზოგიერთი სახეობის ხორცი: ძროხის, ხბოს, კურდღლის. თუ ღორის ხორცს ამზადებთ, მაშინ სჭობს მჭლე ნაწილი შეარჩიოთ;
  • ე.წ. „ხალადეცი“, რომელიც მომზადებულია სხვადასხვა ცხოველის ხრტილოვან-ძვლოვანი ქსოვილის და მისი ნახარშის გამოყენებით;
  • სუბპროდუქტები: ძეხვი, სოსისი, პაშტეტები.

 

ახალი, 2023 წლის შეხვედრისას, ასევე კარგი იქნება, თუ სუფრაზე არ დადებთ მძიმე, ზედმეტად კალორიულ, ცხიმიან და მაიონეზით გაჯერებულ სალათებს.

 

უნდა შეიზღუდოს ისეთი კერძები, რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ ყველს და შებოლილ ხორცს.

 

რა არის დასაშვებია კურდღლის წელის საახალწლო სუფრაზე:

 

  • სუფრის დეკორაცია და მთავარი ატრიბუტი სტაფილო უნდა იყოს - ფუმფულა ცხოველის საყვარელი დელიკატესი - ამბობენ ასტროლოგები.
  • კურდღელი კმაყოფილი იქნება მსუბუქი სალათებით და ბოსტნეულით დამზადებული ცხელი კერძებით, მინიმალური ცხიმით და ხორცით. მას ასევე მოეწონება ისეთი კერძები, როგორიცაა: ჩაშუშული ბოსტნეული, კარტოფილის პიურე, მარცვლეული და ა.შ. თუ ხორცის გარეშე არ გსურთ სუფრის გაწყობა, მაშინ, უმჯობესია მიირთვათ ინდაური, ქათამი, თევზი - ზომიერი რაოდენობით.
  • არ დაგავიწყდეთ სუფრაზე ხილის (ვაშლი ყველაზე მეტად) და ახალი მწვანილის დადება. ასევე შესაფერისია სხვადასხვა ბოსტნეულის სალათები ზღვის პროდუქტებით ან მოხარშული ფრინველის ხორცით.
  • კურდღლისთვის მისაღებია ტკბილეული და დესერტიც. მაგრამ უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ არაკალორიულ კერძებს.
  • ძლიერი ალკოჰოლი არასასურველია, უკეთესია - სახლის ღვინო, მსუბუქი გლინტვეინი და მსგავსი სასმელები. თავის მხრივ, გამაგრილებელი სასმელები რეკომენდირებულია მოამზადოთ თქვენით, ხილის წვენის ან კომპოტისგან.

 

მომზადების მეთოდის არჩევისას გახსოვდეთ: წლის ახალი სიმბოლო სირთულეებს ვერ იტანს, შესაბამისად, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მზადების პროცესი იყოს მარტივი და რაც მთავარია მშვიდი.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც ხუმრობა არ ღირს
2024 წლის უზუსტესი ჰოროსკოპი პოპულარული ავსტრალიელი ასტროლოგის - ანჯელინა პერლისგან
ნატალური რუკა
ასტროლოგი კორონა ვირუსზე
რა ელით ჰოროსკოპის ნიშნებს 2024 წლის სექტემბერში?
9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს
5 მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველაზე მიმზიდველი ადამიანების 14 თვისება
რა არის ნატალური რუკა ?
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?