ბლოგი

როგორ განვკურნოთ ჩვენი სხეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ განვკურნოთ ჩვენი სხეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

თითოეული ნიშანი სხეულის გარკვეულ ნაწილზე აგებს პასუხს..

 

ძველი დროიდან სამყაროს ენერგიას გამოიყენებდნენ იმისთვის, რომ თავის პაციენტებს დახმარებოდნენ და თავისი უნარები გაეძლიერებინათ. იმის მიუხედავად, რომ ახლა ასეთ პრაქტიკას აღარავინ იყენებს, ჩვენ მაინც შეგვიძლია ძველი პრაქტიკების გამოყენება, რათა რამე ახალი ვისწავლოთ.

 

ასტროლოგიის თანახმად, თითოეული ნიშანი სხეულის გარკვეულ ნაწილზე აგებს პასუხს, და თუ რომელიმე ნაწილს პრობლემა აქვს, მისი გადაწყვეტა შეიძლება, თუ სწორად მიმართავთ ენერგიას.

 

ვერძი

სხეულის ნაწილი: ვერძი მართავს თავს, თმას და სახეს.

 

ენერგია:  ვერძის ენერგია ლიდერობასთან, ამბიციებსა და თვითგამორკვევასთან არის დაკავშირებული. ასევე, ის ისეთ ემოციებს მართავს, როგორიცაა მრისხანება, თავდაჯერებულობა და სიმამაცე.

 

დისბალანსი: ვერძის ენერგიის დისბალანსი შეიძლება თავის ტკივილის, დაბალი თვითშეფასების და სურდოს სახით გამოვლინდეს. ასევე, დისბალანსზე შეიძლება კანის პრობლემებიც მიანიშნებდეს, როგორიცაა მუწუკები, ეკზემა და გამონაყარი, ასევე თმის ცვენა.

 

მკურნალობა: ეს ზოდიაქოს ნიშანი განასახიერებს იმას, რომ უნდა იცოდე საკუთარი თავის დაცვა და იცხოვრო ისე, როგორც გინდა. თუ ბოლო დროს ჩრდილში იმალებოდით ან ზედმეტად ხშირად უსმენდით საკუთარ ეგოს, დადგა ბალანსის დაბრუნების დრო. შესაძლოა, ზედმეტი ფიქრებისგან უნდა განთავისუფლდეთ,  შეჩერდეთ და ყურადღება გარშემო სამყაროს მიაქციოთ.

 

კურო

სხეულის ნაწილი: კურო მართავს კისერს, ყელს, ფარისებრ ჯირკვალს, ნუშისებრ ჯირკვლებს და ზურგის ზედა ნაწილს.

 

ენერგია: კუროს ენერგია მუდმივობასა და სტაბილურობაში მდგომარეობს. ის მატერიალურ და ფიზიკურ ქონებას , ასევე უსაფრთხოების და თავდაჯერებულობის გრძნობებს მართავს.

 

დისბალანსი: კუროს ენერგიის დისბალანსი კისრის ან ყელის ტკივილის, ხრინწიანი ხმის ან ზურგის ზედა ნაწილის ტკივილის სახით გამოვლინდება. ასევე ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეიძლება გაუჩნდეთ დაბნევის ან რამის დაკარგვის შიშის შეგრძნება.

 

მკურნალობა: კუროებისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკულობა, ის ხომ სტაბილურობის და ცხოვრებაში ორგანიზებულობის შენარჩუნებაში ეხმარებათ მათ. თუ სტაბილურობას  ვერ გრძნობთ ან გეჩვენებათ, რომ რამე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, შესაძლოა, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ყელს ან კისერს. სცადეთ ლურჯი კრისტალების ტარება, სიმღერით დაკავება ან თქვენს გარემოცვაში ცვლილებების შეტანა.

 

ტყუპები

სხეულის ნაწილი: ტვინი, აზრები, მიმიკა.

 

ენერგია: ტყუპები თავის თავს ისე გამოხატავენ და თავის აზრებს ისე აყალიბებენ, რომ ისინი სხვა ადამიანებისთვის გასაგები იყოს. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები მშვენიერი თანამოსაუბრეები, მწერლები და ორატორები არიან.

 

დისბალანსი: ენერგეტიკული დისბალანსის დროს ტყუპებს მოუწესრიგებელი აზრები უჩნდებათ, რომლებიც ძალიან აბნევთ მათ. ასევე, დისბალანსმა შეიძლება ჭორაობისკენ ან  რამის დაუფიქრებლად თქმისკენ უბიძგოს.

 

მკურნალობა: ყველაზე ეფექტური ხერხებია მედიტაცია და დღიურის გამოყენება. ეს ცნობიერების მშვიდ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და აკვიატებული განმეორებადი აზრებისგან თავიდან აცილებაში ეხმარება.

 

კირჩხიბი

სხეულის ნაწილი: გულმკერდი, მკერდი, და გულის არე.

 

ენერგია: კირჩხიბის ენერგია მიმართულია იმაზე, რომ თავისუფლად გამოხატოს თავისი ემოციები და გრძნობები. ასევე, ეს ენერგია თანაგრძნობით აღავსებს, და ამიტომ სხვების დახმარების სურვილს იწვევს.

 

დისბალანსი: კირჩხიბის ენერგიის დისბალანსი დაბნეულობის შეგრძნებაში, უმართავ ემოციებში, დაქანცულობაში, გაღიზიანებასა და მარტოდ ყოფნის სურვილში გამოვლინდება. ასევე, ხშირად ხვდებათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ხველება, ტკივილის გულმკერდის არეში და ემოციური პრობლემების ბევრი საკვები მიღებით მოგვარება.

 

მკურნალობა: ასეთ შემთხვევაში სასარგებლო იქნება სუნთქვითი ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა და სუფთა ჰაერზე გასეირნება. ასევე შეიძლება თავი უკეთ იგრძნოთ სხვების დახმარებით.

 

ლომი

სხეულის ნაწილი:  გული და ზურგის ზედა ნაწილი.

 

ენერგია: ლომები ყოველთვის რჩებიან თავისი თავის ერთგული და მათი ენერგია გამოვლინდება თავდაჯერებულობაში, სიამაყეში და თავისი თავის ისე გამოხატვაში, როგორც მათ ეს სურთ.

 

დისბალანსი: ლომის ენერგიის დისბალანსი გულის პრობლემების, ემოციური მიუწვდომლომის, დაბალი თვითშეფასების, მორიდებულობის ან შიშით შეპყრობილობის სახით გამოვლინდება.

 

მკურნალობა: ამ პრობლემის გადაწყვეტა შემოქმედების დახმარებით შეიძლება. ფერწერა, პოეზია, მუსიკა, თეატრი- უამრავი ვარიანტი არსებობს. იოგა დაეხმარებათ გულის არეს გახსნაში ზუსტად ისე, როგორც ახლო ადამიანებთან საუბარი თავისი გრძნობების შესახებ.

 

ქალწული

სხეულის ნაწილი: მუცელი და საჭმლის მომნელებელი სისტემა

 

ენერგია: ქალწულები ჯიუტები, მდგრადები არიან და მოტივაციას გაძლევთ, წინ წახვიდეთ სირთულეების მიუხედავად. მათი ენერგია  ცხოვრებაში თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო დეტალების შემჩნევის საშუალებას იძლევა.

 

დისბალანსი:  ქალწულების ენერგიის დისბალანსი შეიძლება შეკრულობის, საჭმლის ცუდი მონელების, მუდმივი დიეტების და კუჭის აშლილობის, ასევე აკვიატებული ქცევის და სიჯიუტის  სახით გამოვლინდეს.

 

მკურნალობა: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოთ, არ გქონდეთ საკუთარი თავის მიმართ უსამართლოდ დიდი მოლოდინები. დამშვიდდით და ეცადეთ, გაარკვიოთ თქვენი აზრები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებენ. იმისთვის რომ სიმშივდეს მიაღწიოთ, დაკავდით შემოქმედებით, სპორტით ან მედიტაციით.

 

სასწორი

სხეულის ნაწილი: თირკმელები, შარდის ბუშტი და წელი.

 

ენერგია: სასწორის ენერგია პირად ურთიერთობებში, ასევე სხვა ადამიანებთან ერთად და მათი დახმარებით განვითარებაში მდგომარეობს.

 

დისბალანსი: დისბალანსი ან ყველასგან იზოლირების სურვილში, ან სხვებზე ზედმეტად ძლიერ დამოკიდებულებაში გამოვლინდება. ასევე ტიპიურია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შარდის ბუშტის ინფექციები, ხშირი მოშარდვა და წელის ტკივილები.

 

მკურნალობა: თქვენთვის აუცილებელია კომპრომისზე წასვლის და სხვებზე ფიქრის სწავლა . მეორე მხრივ, თუ ზედმეტად ძლიერ ხართ სხვაზე დამოკიდებული, შესაძლოა, დადგა დამოუკიდებლობაზე ფიქრის და საკუთარი ძალის მოკრების დრო.

 

მორიელი

სხეულის ნაწილი: სასქესო ორგანოები.

 

ენერგია ტრანსფორმირების და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გაკვეთილის სწავლის უნარში მდგომარეობს. ასევე მორიელის ენერგია დაკავშირებულია იმასთან, რომ თავისი ბნელი მხარე გახსნას და სინათლით აღავსოს ის.

 

დისბალანსი: ენერგიის დისბალანსი ხშირად იწვევს კარდინალური და უცაბედი ცვლილებებით მათ დაბნევას. ასევე, ის შეიძლება დეპრესიის, სქესობრივი გზით დაავადებების გადაცემის და ამაღლებული ან დაქვეითებული ლიბიდოს სახით გამოვლინდეს.

 

მკურნალობა: იმისთვის, რომ მორიელის ენერგია დააბალანსოთ, მიიღეთ ეს ცვლილებები და გაარკვიეთ თქვენი პიროვნების ბნელი მხარე. მედიტაციამ და ტანტრამ შეიძლება გიშველოთ. გაატარეთ დრო ზღვის ან ტბის სანაპიროზე. ეს ხელახლა „დამუხტვის“ და ამოციური ტვირტის მოშორების საშუალებას მოგცემთ.

 

მშვილდოსანი

სხეულის ნაწილი: ღვიძლი და თეძოები.

 

ენერგია: მშვილდოსნის ენერგია სწავლის და რამე ახლის აღმოჩენის სურვილში მდგომარეობს. ისინი ყოველთვის მზად არიან მოგზაურობისთვის, რომელიც მათ ცხოვრების და გარშემო სამყაროს უკეთ გაგების საშუალებას მისცემს.

 

დისბალანსი: მშვილდოსნის ენერგიის დისბალანსი ღვიძლის დაავადებების, თეძოების არეში ტკივილის, ნერვიულობის და რამის ბოროტად გამოყენების სახით გამოვლინდება. მეორე მხრივ, ის ასევე შეიძლება გამოვლინდეს პასიურობაში და თავისი მსოფლმხედველობის გაფართოების და რამის მიმართ მიუკერძოებელი დამოკიდებულების შენარჩუნების სურვილის არქონაში.

 

მკურნალობა: ბალანსის დაბრუნების საუკეთესო საშუალებაა მოგზაურობაში წასვლა და რამე ახლის შესწავლა, რაც მსოფლმხედველობის გაფართოების საშუალებას მოგცემთ. ასევე სცადეთ სპორტით ან რამით დაკავება, რაც თქვენთვის საერთოდ არ არის ტიპიური.

 

თხის რქა

სხეულის ნაწილი: კბილები, ძვლები და მუხლები

 

ენერგია: თხის რქის ენერგია ყველაფრის ორგანიზებულად და პრაქტიკულად გაკეთებაში მდგომარეობს. ის ამბიციურია და ჩაფიქრებულის მიღწევის და რამის შექმნის მოტივაციას გაძლევთ.

 

დისბალანსი: დისბალანსი შეიძლება გადაღლის, მუხლების პრობლემების, კარიესის ან კბილების ტკივილის სახით გამოვლინდეს. დისბალანსმა შეიძლება საკუთარ თავზე ზედმეტად ძლიერი ზემოქმედება გამოიწვიოს და ამის შედეგად, სრულიად მიუძღვნით თავის თავს სამუშაოს, მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ემოციები.

 

მკურნალობა: შეჩერდით, გააკეთეთ პაუზა და თქვენს მიზნებს გადახედეთ. შეცვალეთ თქვენი გრაფიკი, მეტი დრო დატოვეთ დასვენებისთვის, და არა სამუშაოსთვის. მედიტაციით, იოგით დაკავდით, გამოიყენეთ დღიური- ყველაფერი ეს ასევე დაგეხმარებათ ბალანსის დაბრუნებაში.

 

მერწყული

სხეულის ნაწილი: კოჭები და ნერვული სისტემა

 

ენერგია: მერწყულის ენერგია ორიგინალური და ევოლუციურია, ის საერთო სურათის დანახვის და ჰუმანურად დარჩენის საშუალებას იძლევა.

 

დისბალანსი: მერწყულის ენერგიის დისბალანსმა შეიძლება თავი „გიჟ მეცნიერად“ გაგრძნობინოთ და რეალურ სამყაროსთან კავშირი დაგაკარგვინოთ. შეიძლება გაჩნდეს კოჭის ტკივილი, მღელვარების გრძნობა და პანიკური შეტევაც კი.

 

მკურნალობა: უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ განაგრძოთ თქვენი იდეების განხორციელებაზე მუშაობა და გესმოდეთ, თუ როგორ შეუძლია თქვენს ქმნილებებს საერთო სურათის შევსება და ასევე დაეხმაროთ სხვებს, და არა მხოლოდ საკუთარ თავს. გააკეთეთ ის, რაც შთაგაგონებთ და სიამოვნებას განიჭებთ. თანამოაზრეებს ესაუბრეთ, რომლებსაც შეუძლიათ რამე სასარგებლო გასწავლონ.

 

თევზები

სხეულის ნაწილი: ტერფები და გირჩისებრი ჯირკვალი

 

ენერგია: ენერგია ხელოვნების, მუსიკის და ცეკვის დახმარებით თავისი სულიერების, კრეატივის და თვითგამოხატვის სინქრონიზაციაში მდგომარეობს.

 

დისბალანსი:  დაბნეულობა შეიძლება იყოს თევზების ენერგიის დისბალანსის ნიშანი. თქვენ შეიძლება გარშემომყოფებთან კავშირი დაკარგოთ, საკუთარი თავით შეპყრობილი და ძალიან ფრთხილი გახდეთ. ასევე დისბალასმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენს სულიერ ენერგიასა და ინტუიციასთან კავშირის დაკარგვა.

 

მკურნალობა: აღადგინეთ კავშირი თქვენს სულიერ საწყისთან მედიტაციის და შემოქმედების დახმარებით. მიმართეთ ენერგია რამე პროდუქტიულზე. ასევე შეიძლება ტერფების მასაჟმა და რეფლექსოთერაპიამ გიშველოთ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სასწორის მთავარი შეცდომები ურთიერთობის დამყარების დროს
რა ვაჩუქოთ ვერძს?
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაქვემდებარული ფსიქიკურ აშლილობას
დავუჯეროთ თუ არა ჰოროსკოპს?
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის
ამ რეიტინგში ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშანი მოხვდა
მზე ჰოროსკოპში
თხის რქის ქვები
რომელი 3 ზოდიაქოს ნიშანია საწოლში ყველაზე მშვენიერი?
ზოდიაქოს ნიშნების სულიერი ნიჭი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც არ არსებობს სიბერე
9 ნიშანი იმისა, რომ თქვენით მანიპულირებენ
10 ასტროლოგიური ფაქტი, რომელიც არ იცი
სახალისო ჰოროსკოპი: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები საშინელებათა ფილმებში
6 ზოდიაქოს ნიშნისთვის 2021 წელი ყველაზე ბედნიერი იქნება: ვინ მოხვდა სამყაროს თეთრ სიაში