დასვენება არასოდეს არის ზედმეტი, თუმცა, ზოგჯერ ის სიზარმაცეში გადადის და ტვინს ხელს უშლის მუშა მდგომარეობის შენარჩუნებაში.
სიზარმაცეს ყველა სხვადასხვა გზით უმკლავდება, მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა რთულია ყველაფერის ერთიანად შეცვლა ან წერტილის დასმა?
წაიკითხეთ ჩვენი ყველაზე ზუსტი ჰოროსკობი და მიიღეთ სიზარმაცესთან გამკლავების სასარგებლო რჩევები თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით!
ვერძებო თქვენ მუდმივად საქმეში ხართ - ეს თქვენი ჩვევაა და გჯერათ, რომ შრომა ყოველთვის ფასდება, ამიტომ, ხშირად გავიწყდებათ, რომ რუტინას მიაქვს მთელი დრო და სამყაროს სასწაულის მოლოდინში გადაყავხართ, სადაც მოწყობილია სწორედ ის ხაფანგი, რომელსაც რუტინისგან გამოწვეული მოწყენილობა ჰქვია, ეს კი, ვერძისთვის იგივეა, რაც სიზარმაცე.
იმისათვის, რომ სიზარმაცე დაძლიოთ - შეეცადეთ ყოველდღიური საქმიანობა რაიმე სიახლით გადაახალისოთ. გადაანაცვლეთ საქმე პრიორიტეტბის მიხედვით - ზოგი რამ გადადეთ, ზოგი წინა პლანზე გადმოიტანეთ. ამის შემდეგ, ნამდვილად აღარ მოიწყენთ, საქმის კეთებაც ნაკლებად დაგეზარებათ და სიზამარცის დაძლევაც გაგიადვილდებათ.
თქვენი უბედურება ისაა, რომ ზარმაცობა - ყველაზე კარგად გამოგდით. მარტივია აიღოთ ტელეფონი, წამოწვეთ დივანზე და დაუსრულებლად ათვალიეროთ სოციალური ქსელები. საკუთარი თავის შეჩერებაც კი გეზარებათ… სიზარმაცე - კუროების ცხოვრებაში ნამდვილად დიდი პრობლემაა.
სიტუაციის გამოსასწორებლად საუკეთესო ვარიანტია - საქმის დაყოფა და ნელ-ნელა შესრულება. დაიწყეთ სწრაფი და მარტივი საკითხების შესრულებით, მოიწყვეთ შესვენება თუ საჭირო იქნება და შემდეგ განაგრძეთ. ეს დაგეხმარებათ მოტივაციის გაზრდასა და სიზარმაცის დაძლევაში.
გულახდილად რომ ვთქვათ, არავის უყვარს იმის კეთება, რაც არ მოსწონს - განსაკუთრებით ტყუპებს! ამიტომ, შესასრულებელი საქმეების სია, ყოველთვის საკმაოდ გრძელი აქვთ და არც არასოდეს ჩქარობენ მის შემცირებას, რადგან მთელ დროს ანდომებენ გართობას, ხალხთან ურთიერთობას და შესაბამისად, სიზარმაცე დღითიდღე იმატებს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამას სასწრაფოდ უნდა შველა. როგორ? - რუტინა უნდა აქციოთ გართობად, რაც თქვენ ასე ძალიან გიყვართ! ჩართეთ მუსიკა, მოიფიქრეთ, როგორ დააჯილდოვოთ საკუთარი თავი შრომისთვის, ნელ-ნელა სიზარმაცეც გაქრება და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.
კირჩხიბებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ყოველდღიურ რუტინასთან გამკლავება, მათ გაჩერებაც კი უჭირთ, როცა რაღაცას აკეთებენ, რადგან უყვართ საქმის ბოლომდე მიყვნა, ეს კი ხშირად იწვევს ენერგეტიკულ გადაწყვას და გარდაუვალ სიზარმაცეს. რის შემდეგაც, აქტიურ შრომისუნარიანობის რეჟიმში დაბრუნება კირჩხიბებისთვის ძალიან რთულია. რა უნდა ქნათ ასეთ დროს? - დროულად შეჩერდეთ და ორგანიზმს გადატვირთვის საშუალება მისცეთ. შეეცადეთ ყველაფერი ერთდროულად არ აკეთოთ. სვით მეტი წყალი, იარეთ სუფთა ჰაერზე და აუცილებლად გადაერთეთ გონებრივად სხვა საკთხებზე, როცა საქმისგან ისვენებთ.
ლომები ყოველთვის ნახულობენ მუშაობისთვის საჭირო მოტივაციას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სიზარმაცე ხშირად სტუმრობს. იდეალური არავინაა და “არაფრისკეთების” სურვილი მათშიც ჩნდება. ასეთ მომენტში, მათთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ სამუშაო პორცესს, რადგან კონტროლის არარსებობა და ქაოსი ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს თქვენზე.
სიზარმაცის დაძლევის და წარმატებისთვის მთავარია პრიორიტეტების განსაზღვრა. თავიდან ეს შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში, გამოგიმუშავდებათ ჩვევა და ყველაფერს გაუმკლავდებით. არაფერი ისე სასიამოვნო არ არის, როგორც დასრულებული საქმე!
სიზარმაცე - ქალწულების ყველაზე დიდი მტერია, რადგან ეს არის ყველაზე ორგანიზებული და შრომისუნარიანი ზოდიაქოს ნიშანი. თუმცა, ზოგჯერ ზისარმაცე იმარჯვებს და ყველაზე ცუდი, რაც ამ დროს შეიძლება ქალწულებმა გააკეთონ, არის საკუთარი თავის გაკიცხვა სისუსტის, შეუსრულებელი საქმის ან სხვა ხარვეზის გამო. ვარსკვლავები გირჩევენ ამ მოვლენასთან გასამკლავებლად, მოაწყოთ სამუშაო ადგილი ისე, რომ იყოს სასიამოვნო და მოსახერხებელი გარემო. ყველაფერი პრაქტიკულად დაალაგეთ, მოიმზადეთ საყვარელი სასმელი და ეცადეთ არ იფიქროთ სიზამაცეზე - უბრალოდ განდევნეთ ის საკუთარი აზრებიდან.
სასწორებისთვის სიზარმაცე - ხაფანგში გაბმის ტოლფასია, რადგან მარტივად ეფანტებათ ყურადრება და პროკრასტინაციამ, შეიძლება საქმიდან სრული გადართვა გამოიწვიოს. სიზარმაცე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სხვებზე მეტად ახასიათებთ. ამიტომ, მასთან ბრძოლა უნდა იყოს რადიკალური. მოიშორეთ ტელეფონი, იმუშავეთ დაგეგმილად და სთხოვეთ მეგობრებს დაგეხმარონ ტონუსის შენარჩუნებაში. ეს ცოტა რთული, მაგრამ პროდუქტიული იქნება!
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მიზნის მისაღწევად რუტინულ შრომაზეც არ ამბობენ უარს. მათთვის “არა” - უბრალოდ არ არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად ისახავენ მიზანებს. ამიტომ, ენერგეტიკული გადაწვისგან თავი რომ დაიცვან, საჭიროა შეჩერება და შესვენება, რადგან შრომისუნარიანობის დაქვეითება და რაიმე ვერ შესრულება - ყველაზე ცუდი რამ არის, რამაც შეიძლება დააზიანოს მათი მოტივაცია და ფიზიკური ჯანმრთელობა.
მორიელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ რესურსების სრულად ამოწურვის შემდეგ, სიზარმაცესტან გამკლავება გაუჭირდებათ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა დასვენება - ეს არ დააზიანებს მათ იმიჯს, პირიქით, ამ დროს შეიძლება უამრავი საინტერესო იდეა დაებადოთ და განახლებული ძალებით დაუბრუნდნენ საქმეს.
მშვილდოსნები გაცილებით მარტივად უმკლავდებიან საქმეებს, როცა თანამოაზრეების და მეგობრების გუნდთან ერთად მუშაობენ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ სიზარმაცესაც ერთად გაუმკლავდებიან. ნუ მოგერიდებათ მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა, შეიძლება მათაც იგივე პრობლემა ჰქონდეთ და ერთად უფრო პროდუქტიულები იყოთ. მოიფიქრეთ, როგორ შეძლებთ ერთად მუშაობას, შეიძლება უნიკალურ მეთოდს მიაგნოთ, რომელიც ყველას გაგიმარტივებთ სიზარმაცესა და პროკრასტინაციასტან გამკლავებას.
თხის რქები მუდმივად რაღაც ახალს იგონებენ იმისათვის, რომ ყვოელდღიური რუტინა არ შეწყდეს და ყველაფერი საკმაოდ კარგადაც გამოსდით. თუმცა, როცა სიტუაციაზე კონტროლს სიზარმაცე იღებს, მათ შოკი ემართებათ - ვერ იგებენ რა სჭირთ, რატომ ვერ ახერხებენ საქმის კეთებას, როგორ შეიძლება ჩვეულ რითმს დაუბრუნდნენ და ა.შ. რაც გჭირდებათ ამ დროს, არის ის, რომ რისკები შეამციროთ მინიმუმამდე, თორემ სიზარმაცის ხაფანგს თავს ვერასოდეს დააღწევთ. ამის გაკეთება მარტივია, თუ მოახდენთ სტრესის მინიმიზაციას, რადგან სიზარმაცისთვის ხელმისაწვდომი ხდებით მაშინ, როცა უენერგიოდ და სუსტად ხართ. ამიტომ, არ დაივიწყოთ დასვენება, ძალების აღდგენა და ამის შემდეგ, სიზარმაცე ვეღარასოდეს მოგეკარებათ.
თქვენს სიზარმაცეს ორი პერიოდი აქვს. პირველში ის დიდად ვერ გძლევთ, რადგან პერიოდულად ჩნდება და მალე დაძლევადია. მაგრამ, როცა მეორე ეტაპზე გადადის, იმდენად დიდი გავლენას ახდენს თქვენზე, რომ სრულიად უფუნქციო ხდებით. იმისათვის, რომ ასე არ დაგემართოთ, სიზარმაცეს თავი ნელ-ნელა უნდა დაარწიოთ. დაისახეთ პატარა მიზნები, რთული საკითხები დაყავით და გაამარტივეთ შესრულების მხრივ და ყველაფერი კარგად იქნება. ეს მიდგომა გამოგადგებათ არამარტო მუშაობის, არამედ სწავლის და ცხვორების სხვა მიმართულებების მხრივაც.
თევზებს ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ ეზარებათ. პროკრასტინაციასა და არაფრისკეთებაში შეუძლიათ ყველა და ყველაფერი დაადანაშაულონ - საკუთარი თავის გარდა. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ როცა ზარმაცობთ, გადადებული საქმეები არსად ქრება, პირიქით, ემატება და უფრო გროვდება. ასეთი მდგომარეობიდან გამოსასვლელად, საჭიროა შეეშვათ თვითკრიტიკას - ამით არაფერი შეიცვლება. სჯობს იმოქმდოთ, მოაწყოთ სამუშაო ადგილი უფრო კომფორტულად და პრაქტიკულად. თუ მაინცადამაინც ყურადღების გადატანა გჭირდებათ, ისეთ რამეზე გადაიტანეთ, რაც სასარგებლო იქნება და ირიბად დაგეხმარებათ საქმის შესრულებაში.