ცხოველი კიბოები ოფიციალურად ითხოვენ რომ თბილად და მზრუვნელობით მოეპყრან. მათ მიმართ ნებისმიერი უარყოფითი ან აგრესიული დამოკიდებულების გამოვლენა ზუსტად იგივე რეაქციით დაგიბრუნდებათ, ვინც არ უდნა იყოთ, თუნდაც მათი პატრონი. სამაგიეროს გადახდა შესაძლოა გამოვლინდეს იმაში, რომ ცხოველმა გაგიფუჭოთ საყვარელი ნივთი, დაგლიჯოს ფეხსაცმელები, მოშარდოს უადგილო ადგილას და ა.შ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კატები განსაკუთრებით მოსიყვარულე და თბილები არიან და თქვენგანაც იგივეს მოითხოვენ. გასათვალისწინებელია, რომ კიბო კატები დედობისას განსაკუთრებით ფრთხილები და ზოგჯერ აგრესიულები ხდებიან, ამიტომ კნუტებთან მიკარებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ცხოველი კიბოები ვერ იტანენ მარტოობას და ეცადეთ ისინი სახლში არ გამოკეტოთ. მათი საჭმლის მომენელებელი სისტემა სუსტია, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ საკვების შერჩევისას. კიბოს ნიშნის ქვეშ დაბადებული თევზები ძალიან ლამაზი შეფერილობის არიან, ხოლო ძროხები ნაყოფიერად იწველებიან. კიბო თხები ხშირად დასეირნობენ მეზობლების ბაღ-ბოსტანში, ამიტომ დაბმა ან უღელის დადგმა უწევთ, ხოლო ძაღლები ძალიან მიჯაჭვული არიან მშობლიურ სახლს. ცხოველი კიბო კარგად ეწყობა პატრონს, რომელიც დაბადებულია კუროს, კიბოს, სასწორის, მორიელის, მშვილდოსნის, თხის რქის და თევზების ნიშნის ქვეშ. ძალიან რთული იქნება ურთიერთობა ვერძის, ტყუპების და მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ პატრონთან.