კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ზოგადი ჰოროსკოპი

კირჩხიბი

ზოგადი
საერთო აღწერა

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობელობით - ზერელედ ნასროლმა სიტყვამაც კი შეიძლება დეპრესიაში ჩააგდოს ისინი; ამასთან, კირჩხიბი ფლობს საკმაოდ ძლიერ შინაგან ენერგიას და მისი დათრგუნული შინაგანი მდგომარეობა მალევე გადაეცემა გარშემომყოფებს. თუმცა არ ღირს კირჩხიბის მუდმივ მელანქოლიკად წარმოდგენა, ყოველწუთს სამყაროს არასრულყოფილების გამო დატანჯულს, მასაც უყვარს სიცილი და დაჯილდოებულია კარგი იუმორის გრძნობით.

კირჩხიბის ცხოვრება შედგება აღმაფრენისა და დაცემის მონაცვლეობით, ამასთან, ყველაზე კარგ მდგომარეობაშიც კი, ამ ნიშნის ადამიანები არჩევენ უკან დახევას და სიმშვიდეს, რომ დაისვენონ. ისინი იპყრობენ არა შეტევით, არამედ ეშმაკობით, არა აგრესიული მიდგომით, არამედ სიმშვიდით.

კირჩხიბი კეთილშობილი და თავგანწირულია, თუმცა ამ თვისებებს იშვიათად ავლენს, ამიტომ, ბევრს ეჩვენება, რომ ის საკუთარ თავში შეყვარებული ეგოისტია. კირჩხიბი ნამდვილად მაღალი წარმოდგენისაა თავის პერსონაზე, ამიტომ, ყურადღების ცენტრში მოხვედრისას თავისუფლად იქცევა. კირჩხიბს უყვარს პატივი და დიდება, მაგრამ ამ ყველაფერს აღიქვამს, როგორც აუცილებელს, თუმცა ფინანსურ კეთილდღეობას მეტ უპირატესობას ანიჭებს.

კირჩხიბი უპირატესობას ანიჭებს მშვიდ ოჯახურ და არა კაშკაშა საჯარო ცხოვრებას; ის გულუხვია ახლობლების მიმართ, ხოლო უცხოების მიმართ პირიქით - ძუნწია. ეს მხოლოდ ფულს არ ეხება, იგივეა გრძნობების გამოხატვაშიც.

მამაკცი-კირჩხიბები გამოირჩევიან შემგროვებლობით და ცდილობენ მაქსიმალურად კომფორტულად მოეწეყონ გარესამყაროში, ამასთან აგროვებენ მარაგს «შავი დღისთვის». პირველი შთაბეჭდილებით ეს ადამიანები ძუნწები ჩანან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისინი ცდილობენ იყვნენ მაქსიმალურად რაციონალურები ხარჯებში და ამჯობინებენ გრძელვადიან კაპიტალდაბანდებებს. მამაკაცი-კირჩხიბი წვრილმანებზე არ დახარჯავს ენერგიას, მაქსიმუმსაც იშვიათად ამჟღავნებს, მაგრამ მიზნებს ყოველთვის აღწევს.

ქალი-კირჩხიბები ჩანან რბილები და გაწონასწორებულები, მაგრამ მათი განწყობა ძალიან არის დამოკიდებული გარემოცვაზე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებს ძალიან სჭირდებათ ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა. ისინი შესანიშნავი დედები და ერთგული მეუღლეები არიან, გარდა ამისა, გაგება «ქალური მეგობრობა» მათთვის ცარიელი ფრაზა ნამდვიალდ არ არის.

ცნობილი ადამიანები

პიტერ რუბენსი, ჟან-ჟაკ რუსო, ფრანც კაფკა, რემბრანტი ვან-რეინი, ელ გრეკო, პისარო, ჟან კორო, ედგარ დეგა, მარსელ პრუსტი, როკფელერი, ჯინა ლოლობრიჯიდა, ჯორჯ ბუში, სილვესტრ სტალონე, პიერ კარდენი, ჯორჯო არმანი, მარკ შაგალი, იულიუს ცეზარი, პრინცესა დიანა, ტომ კრუზი, ტომ ჰენქსი, მაიკ ტაისონი, რალფ შუმახერი და სხვა.

სტიქია

კირჩხიბების სტიქია არის წყალი, მშვიდი და დამდგარი. ეს ადამიანები ამჯობინებენ შორს იყვნენ მღელვარე დინებისგან, არჩევენ ნელ, მშვიდ მოძრაობას. ისინი ზრუნავენ საკუთარი უსაფრთხოების და დაცულობის საკითხებზე, კირჩხიბები იყენებენ წყლის სვეტს, როგორც დამატებით ბარიერს, რომელიც მათ ფუჭი მღელვარებისგან იცავს.

წყლის ნიშნის ადამიანები, განსაკუთრებით კი კირჩხიბები, გამოირჩევიან უმნიშვნელო, მაგრამ საინტერესო წვრილმანების დაფიქსირებით, თუმცა ზოგჯერ გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ, რითაც იზღუდავენ საკუთარ თავისუფლებას. კირჩხიბებისთვის უფრო მისაღებია ტბა, ვიდრე მღელვარე მდინარე; მათ არ ეშინიათ ერთფეროვნების და ირჩევენ სიტუაციის ღრმა შესწავლას, თუმცა ესმით, რომ სწრაფი ჩაფლობა შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს. ამიტომ, კირჩხიბები არ ჩქარობენ ცხოვრებას, ყურადღებით ითავისებენ ყოველ საფეხურს, რომელზეც აღმოჩნდებიან.

კაერიერა და პროფესია

კირჩხიბებს შორის უდიდესი რიცხვია ადამიანებისა, რომლებსაც ტვინის სამეცნიერო წყობა აქვს - მათ სიამოვნებას ანიჭებს ფაქტების შესწავლა და შედარება, კანონზომიერების გამოტანა, მოვლენის გაანალიზება. კირჩხიბების საყვარელი სფეროა ისტორია. სიძველეებისადმი მიდრეკილება საშუალებას აძლევს მათ იყვნენ საუკეთესო სპეციალისტები ანტიკვარიატის კუთხით, ამასთან კირჩხიბები თავიანთ შეფასებებში ეყრდნობიან ფაქტებს და არა ნივთების ესტეთიკურ შთაბეჭდილებებს.

კირჩხიბებს ძლიერი წარმოსახვა აქვთ, მაგრამ ხელოვანი ნატურის კაპრიზები მათთვის უცხოა. კირჩხიბების შესაძლებლობა შეინახონ საიდუმლო და მოიპოვონ ადამიანების ნდობა, მათთგან შესანიშნავი ადვოკატების, ნაფიცი მსაჯულების, ასევე ფსიქოლოგებისა და ფსიქიატერების დადგომის საშუალებას იძლევა. კირჩხიბები აზარტულები არიან, მაგრამ არ უმართლებთ, ამიტომ მათგან საუკეთესო ბიზნესმენები უფრო დგებიან, ვიდრე მოთამაშეები. გარდა ამისა, კირჩხიბები დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან სამუშაოს, მოვალეობებს ასრულებენ კეთილსინდისიერად და სკურპულოზურად, ამიტომ მათ აფასებენ და პატივს სცემენ, მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა უკავიათ. კირჩხიბებს მიწის სამუშაოები იზიდავთ, მათგან შესანიშნავი მებაღეები და ფერმერები დგებიან. ასევე დავამატებთ, რომ კირჩხიბები სეროზულად უდგებიან საკვებს, ამიტომაც ისინი წარმატებული მზარეულებიც ხდებიან, თუმცა უნდა დაძლიონ დარჩენილი საკვების ხელახლა მაგიდაზე გატანის მცდელობა.

ქორწინება და თავსებადობა

კირჩხიბების ხასიათი დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომ მათთვის უფრო წარმატებულია ქორწინება, რომელიც საშუალო ასაკში შედგება. ახალგაზრდობაში გადადგმული ნაბიჯი სამწუხაროდ უმეტესწილად ინგრევა. ზოგიერთი კირჩხიბი თითქოს ინტიუიტიურად გრძნობს ამას, ახალგაზრდობაში თავქარიანებივით იქცევიან, თუმცა შემდეგ დაღვინებული მეოჯახეები და შესანიშავი მშობლები ხდებიან.

კირჩხიბი ოჯახში და მის გარეთ - ეს თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანია. არავის არ ჩუქნის კირჩხიბი იმდენ სითბოს, რამდენსაც ახლობლებს და არც არავისგან მოითხოვს იმდენს, რამდენსაც მათგან. მამაკაცი-კირჩხიბები ზოგჯერ არასასიამოვნოდ ანცვიფრებენ თავიანთ რჩეულებს, ხშირად უმიზეზო წყენით და ისეთი სიტყვით, რომელიც ქალის თავმოყვარეობას დიდ დარტყმას აყენებს.

საბედნიეროდ, ისინი კარგად ითავისებენ ცხოვრების გაკვეთილებს და შეუძლიათ ისწავლონ საკუთარ გამოცდილებაზე, ამიტომ ურთიერთობა თავიდან სავსეა კონფლიქტებით, შემდეგ კი ჰარმონიულ რომანში გადადის.

სიყვარულში წარმატების გასაღები

კირჩხიბებს ხშირად აქვთ თავისებური სულიერი ორგანიზაცია, რომელიც მათ განსაკუთებით საინტერსოს ხდის გარემოცვისთვის. ამ ნიშნის წარმომადგენლების განწყობა იშვიათად არის სტაბილური, რამდენადაც ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან.

კირჩხიბები ხშირად ეძლევიან სასოწარკვეთას, კარგავენ საკუთარი თავის რწმენას და ოპტიმიზმს. ასეთ მომენტებში მათი გახარება არაფერს არ შეუძლია, ხოლო საკუთარ თავის წახალისების ყველა მცდელობა წარუმატებლად სრულდება.

ზოგჯერ შინაგანად რბილი, დამთმობი კირჩხიბი აიძულებს გარშემომყოფებს დაემორჩილონ მას, ამას თავად ვერც კი ამჩნევს და სწყინს, როცა მას მანიპულატორად თვლიან. კირჩხიბს ახასიათებს მზრუნველობა, გარშემომყოფთა განწყობის ინტუიტიურად გაგება; ამ თვისებების წყალობით კირჩხიბი შეიძლება იყოს ძალიან ბედნიერი პირად ცხოვრებაში. ჰარმონიის მიღწევაში ხელს უშლის საკუთარი პრობლემების დამალვისკენ მიდრეკილება და ძველი ნაიარევის და წყენის ხშირად გახსენება. კირჩხიბი მზად არის ნუგეში სცეს ნებისმიერს, ვინც უბედურია, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ანუგეშებს და ხშირად არც სხვებს აძლევს ამის უფლებას.

შვიდი ტიპიური პრობლემა - შვიდი გასაღები ბედნიერი სიყვარულისთვის:

1. ის არ აფასებს ჩემს ძალისხმევას


კირჩხიბები მოწოდებულნი არიან სხვებზე ზრუნვისთვის. გარშემომყოფები მათ დაუცველებად მიაჩნიათ. თავიანთი ძალისხმევის გამო ამ ნიშნის ადამიანები არც ჯილდოს და არც მადლობას არ ელიან, თუმცა რაც ხდება ის უსამართლობად მიაჩნიათ; უფრო მეტიც, ძალიან სწყინთ იმის დანახვა, რომ მცდელობები უშედეგოა და ადამიანები აშკარად აიგნორებენ იმ მშვენიერ შესაძლებლობებს რაც მათ წინაშე იხსნება კირჩხიბების დახმარებით.

უდაოდ რთულია ოჯახის კეთილდღეობის, ბედიერების და წარმატების საკითხზე პასუხისმგებლობის ტარება, მაგრამ დაფიქრდით - მარტო აკეთებთ ამას? სავარაუდოდ თქვენი პარტნიორი არ არის სრული უსაქმური, უბრალოდ მის მცდელობებს სხვაგვარი ხასიათი და ფორმა აქვს, ვიდრე თქვენსას. გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანები ხშირად არ არიან მადლიერი გაწეული დახმარებისათვის, ხოლო თქვენი მზრუნველობა აღიქმება როგორც მესაკუთრეობის ინსტინქტი.

შეეცადეთ მოდუნდეთ, მიეცით პარტნიორს საშუალება მოიქცეს ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ, მაშინაც კი, როცა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ოპტიმალურად არ მიგაჩნიათ. მეორეს მხრივ, თუ თქვენ გრძნობთ, რომ რომანტიკულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ დაგაწვათ მხრებზე, მაშინ ღირს პარტნიორის ყურადღება მიაქციოთ შემდეგს - სრულიად შესაძლებელია პარტნიორი ვერც კი ხვდებოდეს, რომ აღნიშნული ტვირთი თქვენთვის მძიმეა.

2. მე ის მიყვარს, მაგრამ თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობ მასთან...

კირჩხიბები ცხოვრების ბედნიერ პერიოდშიც კი განიცდიან ძლიერ სულიერ დისკომფორტს, იტანჯებიან ხასიათის ცვლიელბით, საკუთარი ძალების ურწმუნობით. რომანტიკულ ურთიერთობებში ეს ხშირად იწვევს გართულებებს; კირჩხიბების განაწყენება ადვილია, აი დამშვიდება - გაცილებით რთული.

საკუთარ თავში ჩაკეტვის ჩვევა, მიყენებული ტკივილის დიდ ხნის მანძილზე გადატანა, ახასიათებს ბევრ კირჩხიბს და სერიოზულად ურთულებს მათ ცხოვრებას. იმისათვის, რომ ამ პრობლემას გაუმკლავდეთ, სერიოზულად მოგიწევთ საკუთარ თავზე მუშაობა. სირთულეების დიდი ნაწილი წარმოიშობა იმის გამო, რომ თქვენ ეძლევით დათრგუნულ განწყობას, არ ცდილობთ ბრძოლას მასთან და სხვებსაც არ აძლევთ უფლებას გაფანტონ ის. ნამდვილად ღირს საკუთარი დამოკიდებულების შეცვლა სიტუაციის მიმართ;

გახსოვდეთ, რომ დათრგუნული მდგომარეობა არ არის თქვენი ცხოვრების რეალური მხარე და მისგან გათავისუფლება შესაძლებელია თუ გარკვეულ ძალისხმევას ჩადებთ. საჭიროა ასევე ძველი წყენის და სირთულეების უკან მოტოვება ისწავლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგონებები ადრინდელი ტანჯვის შესახებს ხელს შეგიშლით დატკბეთ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნით. რაც უფრო მეტად დააფასებთ მიღებულ ემოციებს, რომლებსაც რჩეული ადამიანის წყალობით იღებთ და რაც უფრო კარგად შეამჩნევთ ურთიერთობებს, მით უფრო ნაკლები დრო გექნებათ განცდებისათვის, რომლებიც სულიერ ძალებს გართმევენ.

3. მას ჩემი არ ესმის

კირჩხიბები ხშირად მცდარ შთაბეჭდილებას ტოვებენ მათზეც კი, ვინც კარგად იცნობთ. სასიამოვნო, გახსნილ და გაწონასწორებულ კირჩხიბს შეიძლება არ ჰქონდეს თავდაჯერებულობა და პანიკურად ეშინოდეს უარის ან დაცინვის.

კირჩხიბის რწმენის მოპოვება რთულია, მისი შენარჩუნება - კიდევ უფრო რთული; რომანტიკული ურთიერთობების სირთულის მიზეზი ხშირად ხდება ის ფაქტი, რომ კირჩხიბს ეშინია თავის რჩეულთან ბოლომდე გაიხსნას. კიდევ ერთი პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ სხვა ნიშნების წარმომადგენლებს თქვენი ხასიათის განსაკუთრებულობებში გარკვევა უჭირთ. ასე ბევრი ამბობს, რომ თქვენი მზრუნველობა არის მესაკუთრეობის ინსტინქტი და მთელ ძალით ცდილობენ ამისგან თავის დაცვას, რასაც თქვენ მთელი გულით სთავაზობთ. ასე რომ, სანამ პარტნიორს გაკიცხავთ თქვენს მიმართ გაუგებრობაში, შეაფასეთ საკუთარი ქცევა - სავსებით შესაძლებელია, რომ ის გასაკორექტირებელი იყოს და ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ წყვილის ურთიერთობაში დაისადგუროს ჰარმონიამ.

4. მე არ შემიძლია ურთიერთობების დაწყება/დასრულება

რამდენადაც გასაკვირი არ უდნა იყოს, ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ორი პრობლემის მიზეზი ერთია - თქვენ გეშინიათ ინიციატივის გამოჩენის. კირჩხიბებს უჭირთ პირველი ნაბიჯის გადადგმა და ადამიანთან დაახლოვება, რომელიც მისთვის უმნიშვნელო არ არის, მაგრამ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა საჭიროა ურთიერთბების შეწყვეტა, რადგან მათ ტკივილისა და ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვთ. გახსოვდეთ, რომ ბუნებამ საკმაოდ ძლიერი ხასიათით დაგაჯილდოვათ და ამის გამოუყენებლობა უბრალოდ სისულელეა.

მაქსიმალური თავდაჯერებულობა და ბრძოლისთვის მზაობა - აი ეს არის თქვენი წარმატების და პირადი ცხოვრების მოწესრიგების საშუალება. თქვენი სურვილი არ იყოთ უბედური საკმაოდ გასაგები და სამართლიანია, ამიტომ მიიღეთ ზომები იმისათვის, რომ ის ასრულდეს - იმოქმედეთ!

5. მე ვერ ვნახულობ შესაფერის პარტნიორს

კირჩხიბებს, განსაკუთრებით ძალიან ახალგაზრდებს, ამის გაკეთება ნამდვილად უჭირთ. მიზეზი რამოდენიმეა. პირველი არის ზედმეტი დამოკიდებულება მშობლებზე და ოჯახის წევრებზე.ხშირად კირჩხიბებს რომანტიკულ ურთიერთობებში შეაქვთ თავიანთი ნათესავების სტეროტიპები და შეცდომები, პარტნიორში ეძებენ დედას ან მამას, ცდილობენ ბავშვური წყენის კომპენსირებას.

კირჩხიბებო, შეეცადეთ გაიზარდოთ პირველ რიგში ემოციონალურად, სანამ რომანტიკულ ურთიერთობებს დაიწყებდეთ - ეს ძალიან შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას. კირჩხიბებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი მომენტი - ისეთი პარტნიორის ძიება, რომელსაც ესაჭიროება ზრუნვა და მხარდაჭერა, მუდმივი ყურადღება და კონტროლი. სწორედ ეს ინსტინქტი აიძულებს ბევრ თქვენგანს აირჩიოთ ადამიანები, რომელთა გამო ხშირად მოგიწევთ საკუთარ თავის მსხვერპლად გაღება და საკუთარი ინტერესების დათმობა. ცოტა ეგოიზმი არ გაწყენდათ. «მაშველის ინსტინქტის» დაძლევით თქვენ საკუთარ თავს გაათავისუფლებთ იმ კავშირებისგან, რომლებიც შეიძლება დამღუპველი იყოს თქვენთვის.

6. მე ვიტანჯები მარტოობით

თავისი «ნახევრის» პოვნის პრობლემა კირჩხიბების უმეტესობას აწუხებს. ამ ნიშნის წარმომადგენლების დიდ ნაწილს დაახლოებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირს. გარდა ამისა, ახალგაზრდობაში კირჩხიბები ნაკლებად არიან ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება საინტერესო ურთიერთობების დაწყება.

მარტოობასთან გამკლავების ყველაზე მარტივი მეთოდია ადამიანებთან უფრო მეტი ურთიერთობით საკუთარი მორიდებულობის დაძლევა და საკუთარ თავში რწმენის გამოწვრთნა. გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენი მორდებულობა მიიღონ სიცივედ. ნუ მისცემთ ამ აზრს გამყარების საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძალიან მიმზიდველი, როცა ცოტათი მაინც ხსნით იმ ნიჟარას, რომელშიც იმალებით. გააღეთ ის ცოტა ხნით - შესაძლოა ეს საკმარისი იყოს იმისათვის, რომ იპოვოთ ადამიანი, რომლისგანაც არასოდეს მოგიწევთ საკუთარი გრძნობების დამალვა.

7. მე არ ვარ დარწმუნებული ჩვენი ურთიერთობების სერიოზულობაში

სამწუხაროდ ამ ყველაფერში ეჭვი ეპარება ყველა კირჩხიბს და ნაკლებად არის დამოკიდებული რეალურ სიტუაციაზე რამე. ვითარების სირთულე კი იმაშია, რომ «სერიოზულობის» დასტურის მიღების მოლოდნში,

თქვენ, კირჩხიბები რისკავთ ზედმეტი ზეწოლა მოახდინოთ პარტნიორზე, რაც თქვენს ურთიერთობებს ნამდვილად ვერ გააუმჯობესებს. ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ - ეს არის განსჯა და ანალიზი. თუ არ იქნებით ცივსისხლიანი, მაშინ რისკავთ, რომ თქვენივე ეჭვების მსხვერპლი გახდეთ და მაშინ, ყველაზე სერიოზული ურთიერთობაც შეიძლება დაინგრეს თქვენი მიზეზით. პარტნიორის ქცევის ობიექტურად შეფასების მცდელობით თქვენ შეძლებთ გაიგოთ ნამდვილად გულახდილად ავლენს ყურადღებას და ზრუნვას და აფასებს თუ არა იმას, რასაც თქვენ აკეთებთ მისთვის.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

კირჩხიბები ცდილობენ გარემოცვასთან არ მოახდინონ საკუთარი ხასიათის დემონსტრირება, ცდილობენ წყნარ და გაწონასწორებულ ადამიანად წარმოჩნდნენ, თუმცა ვინმეს მოტყუება მათ ნაკლებად გამოსდით: კირჩხიბების განცდები ძალიან ძლიერია იმისათვის, რომ დამალვა იყოს შესაძლებელი. კირჩხიბები გამორჩეულად იმპულსურები არ არიან, მაგრამ მათთვის დამახასიათებელია განწყობის მომენტალური შეცვლა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი შეიძლება გაბრაზდეს ან განრისხდეს რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, შემდეგ კი დამშვიდდეს და დაივიწყოს მომხდარი.

კირჩხიბთან ურთიერთობისას აუცილებელია გახსოვდეთ, რომ მისი ქცევა დაკავშირებულია მთვარის ფაზებთან და იცვლება მათ შესაბამისად. გადაწყვეტილებებს კირჩხიბები სწრაფად იღებენ, მაგრამ მიზნებისკენ პირდაპირ არ მიდიან. სანამ ფინალურ ჩაწოდებას გააკეთებენ, კირჩხიბი იკვლევს სიტუაციის შესაძლო ვარიანტებს და უკან დახევის გზებს. კირჩხიბები შემგროვებლები არიან, უპირატესობას ანიჭებენ რეალურ კეთილდღეობას, ასევე არ უყვართ ფულით გარისკვა. სამომავლო წარმატებაში დარწმუნებულიც კი ისინი საქმეში გაცილებით ნაკლებს ჩადებენ, ვიდრე შეუძლიათ - ასე კირჩხიბები იცავენ საკუთარ თავს ფინანსური კრახისგან, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ ამქვეყნად.

ზოგჯერ კირჩხიბები შურისმაძიებლები არიან, თუმცა ჩვეული სიფრთხილე მათ ხელს უშლის ღია ბრძოლაში ჩაერთონ. ულამაზო საქციელს კირჩხიბი სჩადის ჩუმად და იმედი აქვს, რომ მისი თანამონაწილეობის შესახებ ვერავინ გაიგებს. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ იშვიათად ჰყავთ ნამდვილი მტრები.

ჯანმრთელობა

კირჩხიბების მგრძნობელობა პირველ რიგში პრობლემას წარმოადგენს მათთვის: მუდმივი განცდები დეპრესიის მიზეზი ხდება, ძალას აცლის და მათ ორგანიზმს ნებისმიერი ინფექციისთვის ხელმისაწვდომს ხდის. სხვა მხრივ, ბედნიერი კირჩხიბი თვალსა და ხელს შუა შეიძლება გამოჯანმრთელდეს და შეინარჩუნოს სულიერი მხნეობა სიცოცხლის ბოლომდე. ყველაზე მეტ პრობლემებს კირჩხიბს უქმნის კანი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა და მიდრეკილია ანთებისკენ. ყველაზე უმნიშვნელო ნაკაწრიც კი დიდხანს არ უხორცდება. მეორე სუსტი წერტილი არის მკერდის ჯირკვლები. ასევე სუსტი აქვს თირკმელები და შარდის ბუშტი. სწორედ კირჩხიბებში ფიქსირდება დიდი რაოდენობით ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ტიპის წყლულით არიან დაავადებულები.

კირჩხიბისთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი და განსაკუთრებით წყალთან დასვენება. ზღვას შეუძლია კირჩხიბი უფრო სწრაფად გამოიყვანოს დარდისგან, რომელიც ახდენს დაავადებების პროვოცირებას, ვიდრე სამსახურში წარმატებას ან ოჯახურ ბედნიერებას, რომელსაც ამ ნიშნის ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

სექსუალობა

კირჩხიბები საწინააღმდეგო სქესის ყურადრებას ბავშვობიდანვე იქცევენ - ისინი არმარტო რომანტიკულები და მეოცნებეები არიან, არამედ რომანებისკენ მიდრეკილნიც. პირველივე შემხვედრი ადამიანით მოხიბვლა კირჩხიბს არ შეუძლია, მაგრამ საკუთარი თავისადმი ყურადღების შეგრძნებით ის ისე დნება, როგორც შოკოლადი მზეზე.

სექსუალურ ცხოვრებაში კირჩხიბები უფრო კარგი მოსწავლეები არიან, ვიდრე გამომგონებლები ან მასწავლებლები. მათ არ აქვთ ძლიერი ტემპერამენტი, მაგრამ ცდილობენ იმედები არ გაუცრუონ პარტნიორს. შეყვარებული კირჩხიბები საკუთარ თავში ავადმყოფურად დაურწმუნებლები არიან, რაც სიცივის ცრუ შთაბეჭდილებას ახდენს.

სასიყვარულო ურთიერთობებში კირჩხიბს კარგი სამსახური შეიძლება გაუწიოს კარგმა იუმორის გრძნობამ - უხერხულ სიტუაციაზე კირჩხიბს შეუძლია იცინოს. მაგრამ როცა საქმე მიდის სერიოზულ იმედგაცრუებამდე, ის რეალურად იტანჯება და მზად არის ისეთი საქციელი ჩაიდინოს, რომელსაც შემდეგ ნანობს. კირჩხიბი ფრთხილია სასიყვარულო ურთიერთობებში, ის არ ივიწყებს საკუთარი თავის და პარტნიორის გაფრთხილებაზე, ამიტომ რომანტიკული ურთიერთობები თუ ვნებს მის ჯანმრთელობას, მხოლოდ სულიერად. კირჩხიბებიდან ყველაზე ცინიკოსებს სწრაფად უცრუვდებათ გული სიყვარულზე და იცვლიან რჩეულებს ხშირად, ამასთან ცდილობენ რეპუტაცია შეულახავად ჰქოდეთ.

კულინარიული მიდრეკილება

მაშინაც კი, როცა კირჩხიბებს ესმით, რომ ცხიმიანი, ცხარე და ტკბილი საკვები მათთვის მავნებელია, საკუთარი თავისთვის უარის თქმა არ შეუძლიათ. ასევე არ დააძალებენ საკუთარ თავს სასარგებლო მოხარშული ბოსტნეული მიირთვან; საერთოდ, ნებისმიერი დიეტა კირჩხიბისთვის - არის ნამდვილი პრობლემა. მეორეს მხრივ, კვების რეჟიმი, რომელიც რაოდენობრივ შეზღუდვას გულისხმობს და არა მრავალფეროვნებას, მათთვის შესაფერისია.

კირჩხიბები არ უნდა გაიტაცოს ეკზოტიკურმა სამზარეულომ, განსაკუთრებით უმი თევზის ან ხორცის, მჟავე ბოსტნეულის და ხილის შემცველობით: დიდი ალბათობაა არამარტო ალერგიის გაჩენის, არამედ სერიოზული მოწამვლისაც.

საბავშვო ჰოროსკოპი

ბავშვი-კირჩხიბი გამოირჩევა თანატოლებისგან უფრო მაღალი მიმღეობით. თუ თქვენს ოჯახში გაჩნდა ასეთი განძი, მოუფრთხილდით მას, შეარჩიეთ აღზრდის ყველაზე რბილი მეთოდები. ერთი უხეში სიტყვა და მკაცრი ტონიც კი საკმარისია იმსიათვის, რომ ბავშვმა-კირჩხიბმა თავი იგრძნოს არასასურველ, ზედმეტ და უბედურ არსებად. მათ ამახსოვრდებათ ძალიან უმნიშვნელო წყენაც, აანალიზებენ და ფიქრობენ მომხდარზე, ხშირად მოვლენებს თავის სასარგებლოდ ატრიალებენ. ასეთი ბავშვის შინაგანი სიმშვიდისთვის აუცილებელია რომ გვერდით იყოს კეთილი ადამიანი, მომთმენი, ყურადრებიანი და მდიდარი წარმოსახვის მქონე.

ბავშვ-კირჩხიბებს დიდი ხნის მანძილზე სჯერათ ზღაპრების, გულახდილად სწამთ, რომ კეთილ ფერიას და თოვლის ბაბუას შეხვდებიან პირადად, ხოლო უფროსებს დაუჯერებელი ისტორიებით ანცვიფრებენ, თითქოს რეალურად მოხდა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს იზიდავს ახალი რეალობის შექმნის პროცესი. სკოლაში კირჩხიბებს სწავლის პრობლემა არ აქვთ - ამ ნიშნით დაბადებულები კარგი მეხსიერებით ხასიათდებიან, ახალ ინფორმაციას იჭერენ და ამოცანების გადაჭრას შემოქმედებითად უდგებიან. თანაკლასელებთან და პედაგოგებთან ურთიერთობა არათანაბრად ლაგდება. კირჩხიბი ხან სულის ჩამდგმელი, გამომგონებელი და ყველასათვის საყვარელია, ხან კი დაცინვის ან სიბრალულის ობიექტი ხდება.

თუ თქვენი შვილი კირჩხიბია, მიაქციეთ ყურადღება, რომ საკუთარი განწყობა აკონტროლოს: სწორედ მის მკვეთრ ცვლილებაშია ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემები. ბავშვი-კირჩხიბები ჩვეულებრივ ახლობლებს ახარებენ არამარტო დამჯერეობითა და კარგი ქცევით, არამედ მათზე ზრუნვით, დახმარებით, რისი თხოვნაც ორჯერ არავის არ უწევს.

კირჩხიბი სიამოვნებით მოუვლის შინაურ ცხოველს, ყურადღებას მიაქცევს უმცროს დედმამისშვილებს. ასეთი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შექება, ამიტომ მშობლებმა არ უნდა დაიშურონ ის. ბავშვი-კირჩხიბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია (და განსაკუთრებით რთული მისი მშობლებისთვის) მოზარდობის ასაკში გადასვლა. ზრდა მარტივად არ მიმდინარეობს, ორგანიზმის გადაწყობას ხშირად ახლავს ხასიათში სისასტიკის, ეჭვის, წყენის დამახსოვრების გაჩენა. ამ დროს ბავშვზე ზემოქმედება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი მაგალითით - საუბარს შედეგი არ ექნება. არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ «სწორად აღზრდილი» კირჩხიბები – ძალიან სასიამოვნო ადამიანები არიან, რომლებიც უგებენ როგორც საკუთარ თავს, ისე გარემოცვას, ასევე უამრავი ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი. ასე რომ, კირჩხიბების მშობლებს აკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა!