ფინანსური ჰოროსკოპი

კირჩხიბი

კვირის თვის
16 ნოემბერი - 22 ნოემბერი
კირჩხიბებს ამ კვირაში შეიძლება უკიდურესად არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა ჰქონდეთ. შეიძლება მოგინდეთ დასვენება და გართობა, დიდი თანხების უკონტროლოდ ხარჯვა. თუმცა, ამ პერიოდში, თქვენი შემოსავლების დონე კლების ტენდენციით იქნება გამორჩეული და ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი მსგავსი აქტივობებისგან. არ არის გამორიცხული, რომ დაგვიანდეს შესრულებული სამუშაო ეტაპებისთვის განკუთვნილი თანხის ჩარიცხვა და ამან გამოიწვიოს საბრუნავი კაპიტალის დეფიციტი. მიმდინარე პერიოდში გაწეული ხარჯები შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს შემოსავლებს და დაირღვეს ბიუჯეტის ბალანსი. ამ კვირაში არ არის რეკომენდირებული დიდი ოდენობით საბითუმო საქონლის შეძენა, რადგან ბაზარზე მოსალოდნელია დაბალი მოთხოვნა. შეკვეთების რაოდენობა შეუმცირდება მათ, ვინც ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობს. კვირის ბოლოს აღმოაჩენთ, რომ მიღებული შედეგები არ შეესაბამება გაწეულ შრომას. ასევე, ეს კვირა რთული იქნება შემოქმედებითი პროფესიის მქონე პირებისთვის.