ცხოველები, რომლებიც კუროს ნიშანს ატარებენ, არიან ნამდვილი მესაკუთრეები. ბუნებით ზარმაცები არიან და უყვართ გემრიელად ჭამა. მათ პატრონებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჭარბი წონა სახიფათოა ცხოველის სიცოცხლისთვის. განსაკუთრებით არ უნდა კვებონ რაც ხელში მოხვდებათ იმით. ცხოველი კუროები ძალიან მიზანდასახულები არიან და გამოირჩევიან საკუთარი სურვილების მიღწევით. ისინი ჯიუტები არიან და ხშირად პატრონის წინააღმდეგაც მიდიან. ძაღლები და კატები, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ, ამჯობინებენ დივანზე ან ნოხზე დიდხანს იკოტრიალონ და არც რბილ საწოლზე ამბობენ უარს. თუ ისინი სახლის პირობებში ცხოვრობენ, ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ კუთხეს და არავის აძლევენ მიკარების უფლებას. ცხოველი კურო - სახლის საუკეთესო დამცველია! სახლს, პატრონს და ოჯახის წევრებს საკუთრებად აღიქვამენ და კბილებით იცავენ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. კუროს ნიშნის მატარებელი ცხოველები კარგად ეგუებიან კუროს, ქალწულის, სასწორის, თხის რქისა და თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულ პატრონებს. ზოდიაქოს ყველა დანარჩენ ნიშანთან ნეიტრალური ურთიერთობა აქვთ.