ამ კვირაში კუროს კარგი შანსი აქვს, გადადგას ნაბიჯები ბიზნესის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ხელი მოაწეროს სადაზღვევო პოლისს ან უზრუნველყოს საკუთარი ბიზნესი კერძო დაცვით. ასეთი ზომების მიღება საშუალებას მოგცემთ, დიდი ხნის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშაოთ. გაამართლებს ახალი მანქანა-დანადგარების და სხვა აღჭურვილობის განახლება, რადგან ამით გაუმჯობესდება სამუშაო პროცესი. ეს კვირა კარგი დროა მოძრავი და უძრავი ქონების ინვენტარიზაციისთვის - განსაკუთრებით აქტუალური იქნება გაყიდვების გაზრდის მხრივ დაგეგმილი სააქციო და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. კვირის დასაწყისში მოაწესრიგეთ საქმიანი დოკუმენტაცია და სამუშაო სივრცე. თანამდედობრივ შრეებს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს შრომის ნაყოფიერების გაზრდას. თუ ამის აუცილებლობა არსებობს, შეგიძლიათ ამ პერიოდში ჩაატაროთ საწარმოს ან საოფისე ფართის რემონტი, მოაგვაროთ საბინაო და კომუნალური საკითხები. დატვირთული და შემოსავლიანი კვირა ელის მათ, ვინც დასაქმებულია მშენებლობის, ინტერიერის სამუშაოების და მონტაჟის მიმართულებით. ყველაზე ნაყოფიერი დღეები ექნება მათ , ვინც წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით მუშაობს.