კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ზოგადი ჰოროსკოპი

კურო

ზოგადი
საერთო აღწერა

კუროებს აქვთ კეთილშობილი და დამოუკიდებელი ხასიათი. ძალის მიუხედავად, ისინი არ ჩქარობენ მის გამოყენებას, უფრო ხელსაყრელ მომენტს ელიან, მაგრამ ხშირად უშვებენ ამ მომენტს. შეუპოვარი შრომა და არა გამართლება, სტაბილურობა, და არა გარღვევა - ეს არის კუროების წარმატების გასაღები ცხოვრებაში.

გადაწყვეტილებებში, ისევე როგორც ქცევაში, კუროები აუჩქარებლები არიან. კარგია თუ მათ მარტოობაში შეეძლებათ განსაჯონ - ამ ნიშნის ადამიანები თითქოს არ ექცევიან გავლენის ქვეშ, მაგრამ როცა საჭიროა სხვების აზრს თავისად ღებულობენ.

კუროები ჩვეულებრივ კეთილები არიან, თუმცა სიკეთის გამოხატვაში მოხაერხებულობა აკლიათ, თან ძალიან ჯიუტები არიან. გარდა ამისა, ისინი ხშირად ჯიუტად ახვევენ თავს საკუთარ აზრს სხვებს, მოუწოდებენ მათ მიბაძონ და არც გავლენის სხვა მეთოდებზე ამბობენ უარს. ტყუილი მათ არ უყვართ, თუმცა ზოგჯერ იტყუებიან ისე, რომ მათი სიტყვები ნდობას იწვევენ.

კუროები ისწრაფვიან დაიმსახურონ გარშემომყოფთა პატივისცემა და აღფრთოვანება, ამიტომ დიდ ყურადრებას აქცევენ როგორ აცვიათ, ცდილობენ წარმატებულები გამოჩნდნენ, თუმცა შეიძლება ასეთი საერთოდაც არ იყვნენ. საკუთარ მიზნებსა და დამოკიდებულებებში კუროები სტაბილურები არიან. მათ შეუძლიათ ჩანაფიქრი გადადონ, მაგრამ თავის გეგმებს არასოდეს არ ივიწყებენ.

მეგობრებს ადრეულ ასაკში იძენენ, როცა მათი ხასიათი განსაკუთრებით მოქნილია და ინარჩუნებენ მთელი ცხოვრების მანძილზე. კუროებს არ ახასიათებთ სისასტიკე და სამაგიეროს გადახდის სურვილი, მაგრამ ტყუილს და ღალატს არ პატიობენ, დიდხანს და მტკივნეულად გადააქვთ წყენა.

ქალი-კუროები სულიერად ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ რბილად იქცევიან. მათთვის დამახასიათებელია ნაზი შეუპოვრობა და არააგრესიული სიჯიუტე. საკუთარი მშვენიერების დამტკიცებას არ დაიწყებენ. მთელი მათი თავდაჯერებულობა იმაშია, რომ სწამთ, დადგება დრო და ეს ცხადი გახდება, ამ მომენტს კი მოთმინებით ელიან, ზოგჯერ მთელი ცხოვრება.
მამაკაცი-კუროები გაუგებარი გზით აერთიანებენ თავიანთ სიმშვიდეს და განსჯის უნარს. ისინი მიდრეკილნი არიან ყველაფერში დომინირებისკენ და ამასთან სამსახურში ხელმძღვანელის მითითებებს მშვიდად ემორჩილებიან, აიგნორებენ ცოლის თხოვნებს ჩვეული სიჯიუტით.

ცნობილი ადამიანები

ბუდა შაკიამუნი, სადამ ჰუსეინი, ოლივერ კრომველი, ემანუელ კანტი, კარლ მარქსი, ტონი ბლერი, დანტე ალიგიერი, ონორე დე ბალზაკი, უილიამ შექსპირი, მიხაილ ბულგაკოვი, ბორის აკუნინი, ლეონარდო და ვინჩი, ზიგმუნდ ფროიდი, პეტრე ჩაიკოვსკი, ბარბარა სტრეიზანდი, ჟან-პოლ გოტიე, უმა თურმანი, დევიდ ბექჰემი.

სტიქია

კუროს სტიქია არის მიწა, რითაც აიხსნება მათი სიმყარე და საფუძვლიანობა. კუროებს სჭირდებათ დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ ძალებში, ზუსტად ესმოდეთ მიზნები და მისწრაფებები. მიწის ნიშნები (კურო, თხის რქა, ქალწული) საერთოდ გამოირჩევიან პრაქტიკულობით, კუროსთან კი განსაკუთრებით იგრძნობა მატერიალური ფასეულობების მეტი მნიშვნელობა სულიერზე.

კუროს სულიერი კომფორტი დამოკიდებულია სიმყუდროვეზე და კომფორტზე, რომელიც უნდა იყოს მის სახლსა და სამსახურში. ისინი არ აგებენ ზეციურ კოშკებს, მაგრამ მყარად აშენებენ სახლს მიწაზე, რომელშიც ნებისმიერი ახლობელი ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი.

კუროები, როგორც გონიერი მიწათმოქმედები, არ ცდილობენ დათესვისთანავე მოსავლის აღებას. ისინი მზად არიან დაიცადონ სანამ ნაყოფს გამოიღებს მათი ნაშრომი და მოთმინებით ჩადებენ მთელ ძალ-ღონეს მიზნის მისაღწევად. თითქოს ნიადაგს ამყარებენ, რომელსაც ნათესი მიანდეს.

კარიერა და პროფესია

კუროები შესანიშნავი, ფაქტიურად შეუცვლელი თანამშრომლები არიან, რომლებსაც არც ერთფეროვანი სამუშაო აფრთხობთ და არც მისი დამღლელობა. მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმშვიდე როცა მოწყენილობაში ან კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებიან.

კუროები დაჯილდოებულნი არიან გამორჩეული მათემატიკური შესაძლებლობებით, მუშაობენ ზუსტად და აკურატულად, ამიტომ შეუძლიათ წარმატების მიღწევა საბანკო და საბუღალტრო საქმეში, მათგან შესანიშნავი აუდიტორები და მოხერხებული კლერკები დგებიან.

კუროებს ასევე იზიდავთ სოფლის მეურნეობა, მებაღეობა, მეყვავილეობა. თუ კუროს ფერმაზე მუშაობა აღარ მოუნდება, მას შეუძია მომგებიანად გაყიდოს ის, რადგან ნამდვილად აფასებს მიწას და უძრავ ქონებას, შეუძლია გაერკვეს რთულ მემკვიდრეობით და საგადასახადო საკითხებში. გარდა ამისა, ამ ნიშნის ადამიანები დაჯილდოვებულნი არიან საქმიანი ინტუიციით, ამიტომ შეუძლიათ იყვნენ ისეთივე კარგი ხელმძღვანელები, როგორიც დაქვემდებარებულები. მუშა კუროს ერთადერთი სისუსტე არის ის, რომ დროში გაწელვის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია - უარესიც, სხვის რჩევასაც ვერ აფასებს სწრაფად.

შემოქმედებითად დაჯილდოვებული კუროები საკუთარ თავს პოულობენ მუსიკაში, პოეზიასა და ხელოვნებაში, მაგრამ ისინი მისდევენ ტრადიციებს და თვითგამოხატვის ახალ გზებს არ ეძებენ, ამიტომ იშვიათად აღწევენ ნამდვილ დიდებას. სინამდვილეში არც აინტერესებთ ეს, ამ ნიშნის ადამიანები არჩევენ სტაბილურ შემოსავალს.

ქორწინება და თავსებადობა

კუროები ოჯახს და მეუღლეს სერიოზულად უყურებენ. ცხოვრების თანამგზავრს ისინი ირჩევენ ჩვეული აუჩქარებლობით. თუ ქორწინებაში ადრეულ ასაკში შევლენ, ის თითქმის ყოველთვის წარუმატებელია და ცუდად მოქმედებს კუროს შემდგომ ცხოვრებაზე - ამ ნიშნის ადამიანებს იარა და მიყენებული ტკივილი ძალიან გვიან უნელდებათ, განსაკუთრებით თუ ოჯახი ღალატის გამო დაენგრევათ. პარტნიორის მხრიდან მსუბუქ ფლირტს კუროები მშვიდად ხვდებიან, მაგრამ თუ ღალატს იგებენ - უბრალოდ თავს კარგავენ. შესაძლოა, რომ სწორედ ამიტომ არ ჩქარობენ შეყვარებას, დიდხანს შეისწავლიან პოტენციურ პარტნიორს და მის ხასიათს.

საკუთარი რჩეულისგან კუროები საფუძვლიანობას, სტაბილურობას და ხვალინდელი დღით ცხოვრებისთვის მზაობას ელიან. მათ არ შეუძლიათ შეაფასონ მერყეობა და განსხვავებულობა, სამაგიეროდ კმაყოფილნი იქნებიან იმით, თუ ადამიანს შეეძლება დაკმაყოფილდეს მცირედით და არ დაკარგოს კონტროლი.

სიყვარულში წარმატების გასაღები

კუროს ყველაზე ძლიერი მხარეა სიფრთხილე, გადაწყვეტილებების აუჩქარებლად მიღება, ყოველი ნაბიჯის მოსალოდნელი შედეგის აწონვა. მიზნისკენ სწრაფვისას კუროები არ ირჩევენ მოკლე და პირდაპირ გზას; მათთვის უმჯობესია უსაფრთხო გზა, რომელიც მანევრის საშუალებას იძლევა. შინაგანი სირბილის, სტაბილურობისა და სიმშვიდის მიუხედავად, ხშირად ისინი ზედმეტად ჯიუტები და ეგოისტურები არიან.

მათთვის, ვისაც საქმე აქვს კუროებთან, კარგად ნაცნობია ამ ნიშნის ადამიაენბის გაორება. კუროები შეიძლება ძალიან ბედნიერნი იყვნენ ქორწინებაში და სასიყვარულო ურთიერთობებში; მშვიდობის მოყვარული და ჰარმონიისკენ მისწრაფების მქონე კუროებს შეუძლიათ ჩვეული სიჯიუტის დაძლევაც. არანაკლებ სწყურიათ კუროებს სულიერი კომფორტი, რომელიც მათი წარმოდგენით უწყვეტ კავშირშია სტაბილურობასა და მატერიალურ მდგომარეობასთან, ხვალინდელი დღის რწმენასთან და ყველა საკუთარი სურვილის დაკმყოფილების შესაძლებლობასთან.

კუროებს სიზარმაცე არ ახასიათებთ, ამიტომ, ამ ნიშნის ადამიანები მშვიდად უდგებიან ყოველდღიურ საქმეებს, მაგრამ ყოველთვის მზად არიან გადაანაწილონ ის პარტნიორთან.

შვიდი ტიპიური პრობლემა - შვიდი გასაღები ბედნიერი სიყვარულისთვის:

1. მე არ შემიძლია შესაფერისი პარტნიორის ნახვა


მიუხედავად იმისა, რომ კუროების საურთიერთობო წრე ძალიან ფართეა, რთულია მათ შორის ისეთი ადამიანის ნახვა, რომელთანაც ამ ნიშნის ადამიანებს დაახლოება და დაქორწინება უნდოდეს. კუროები პარტნიორის არჩევას ძალიან სერიოზულად უდგებიან. ისინი ეძებენ ადამიანს, რომელიც შეეფერება მათ მოთხოვნებს და ამაზე სრული უფლებაც აქვთ! კუროებო - გახსოვდეთ, ადამიანები იცვლებიან და შესაძლოა სწორედ თქვენთან ურთიერთობა გახდეს შესანიშნავი სტიმული იმისათვის, რომ ყველაფერში წარმატებას მიაღწიონ. 

მთავარია, რომ თქვენ და თქვენს რჩეულს საერთო მიზნები გქონდეთ. წინ გაიხედეთ და გაითვალისწინეთ, რომ მიზნების მიღწევა ზოგჯერ ერთად უფრო ადვილია - მთავარია სურვილი. პრობლემის სხვა ასპექტი მგომარეობს იმაში, რომ კუროები გარემოცულნი არიან ადამიანებით, რომლებიც მზად არიან ბევრი რამისთვის, რომ მას ხელი შეუწყონ წარმატებაში - მაგრამ კურო არ აკეთებს არჩევანს, რადგან ხედავს მხოლოდ მათ ნაკლოვანებებს. გამოსავალი მარტივია: კუროები უნდა შეეცადონ კონცენტრაცია გააკეთონ ამ ადმაიანების ღირსებებზე. განსჯის უნარი კარგია, მაგრამ ზოგჯერ ობიექტურობაც არ იქნებოდა ცუდი. გავრცელებულია ასეთი სიტუაციაც: კურო ხვდება შესანიშნავ ადამიანს, ძალიან აფასებს მის სულიერ თვისებებს და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აღფრთოვანებულია მისი მიღწევებით - მაგრამ საერთოდ არ განიცდის სექსუალურ ინტერესს ამ პიროვნების მიმართ. საქმე იმაშია, რომ კუროებს ვენერას ზეგავლენა აქვთ, რაც აიძულებთ ზედმეტი ყურადღება მიაქციონ გარეგნობას, როგორც თავის, ისე თავისი რჩეულის.

კუროები სხვებზე მეტად მგრძნობიარენი არიან სილამაზის მიმართ და განსაკუთრებით დიდი ტკივილს აყენებთ ნებისმიერი არასრულყოფილება. ასეთია მათი ხასიათის ერთ-ერთი თვისება და ერთად-ერთი რისი გაკეთებაც შეუძლიათ - მაქსიმალურად გააფართოვონ თავიანთი «ესთეთიკური მსოფლმხედველობა». გამორიცხული არ არის, რომ მათი გრძნობა მშვენივრად არის ფორმირებული, რომელბიც ბავშვობაში მიიღეს. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მათი წარმოდგენები სილამაზესა და ჰარმონიაზე, მით უფრო მეტ მომხიბვლელ ადამიანს შეამჩნევენ გარშემო.

2.  მე ეჭვი მეპარება, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე

თითქოს იდეალურ ადამიანს შეხვდით, მაგრამ რაც უფრო გადის დრო და გრძელდება ურთიერთობა, მით უფრო ნაკლებად შეეფერება ის თქვენს მოლოდინს. ის სულ არასწორად აკეთებს რაღაცას, ან ბევრ შეკითვებს სვამს, ერთგული რჩება თავისი ჩვევების და არ ითვალისწინებს თქვენს რჩევებს... ნაკლებსარწმუნოა, რომ თქვენ გაგეპარათ რაიმე დეტალი, როცა არჩევანი გააკეთეთ. 

კუროები ძალიან ყურადღებიანი არიან ურთიერთობის როგორც საწყის, ეტაპზე, ისე «მოსამზადებელზე», როცა საქმე ჯერ არ მისულა პირველ თაიგულამდე და ღიმილების გაცვლამდე. ამიტომ შეწყვიტეთ საკუთარი თავის და თქვენი რჩეულის დადანაშაულება და შეეცადეთ მოძებნოთ მიზეზები, რატომ იქცევა ის ასე, რა გაღიზიანებთ ძალიან. კუროებს უყვართ ხელმძღვანელობა და თქვენი უკმაყოფილების მიზეზი შეიძლება იყოს იმის შეგრძნება, რომ თქვენ ისევ და ისევ ხვდებით ღირსეულ წინააღმდეგობას. დათმობა და კომპრომისები ზოგჯერ საკმარისი არ არის ჰარმონიისთვის: შეეცადეთ რჩეულს უფრო მეტი დამოუკიდებლობა აგრძნობინოთ.

ზოგჯერ კუროებს საკუთარ მცდარ არჩევანზე აფიქრებინებს არა თავისი პარტნიორი, არამედ თავად ურთიერთობები, რომლებიც იწყება ლამაზი რომანის სახით და გადადის ჩხუბსა და გაუგებრობაში. კუროები დაუფასებლად, ჩარჩოებში მოქცეულად, მოქმედების უფლების არმქონედ - მოკლედ უბედურად გრძნობენ თავს. პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს კონსერვატიზმი და სიჯიუტე, რომელიც კუროებს ახასიათებს. მაშინაც კი, თუ თქვენ იპოვით «თქვენს» ადამიანს, ურთიერთობა შესაძლოა არ შეეფერებოდეს იმ სქემას, რომელიც არსებობდა თქვენს თავში - შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეიძლება ჰქონდეს თავისი სქემა და მოქმედებდეს მისი მიხედვით! თქვენ ხშირად არ ხართ მზად უარი თქვათ საკუთარ მისწრაფებებსა და ჩვევებზე. ამიტომ, შეეცადეთ თქვენი სურვილები გადმოსცეთ კორექტულ ფორმაში, და აღიარეთ, რომ თქვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკა შეიძლება იყოს კონსტრუქციული. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ურთიერთობა დაალაგოთ ყველაზე «რთულ» ადამიანთან, ასევე მიიღოთ ხანგრძლივი სიამოვნება მასთან ურთიერთობით - საჭიროა ცოტა მონდომება!

3. მე რაღაცას არასწორად ვაკეთებ

კუროებს განვითარებული ინტუიცია აქვთ და გრძნობენ როცა პარტნიორი უკმაყოფილოა. მაგრამ ამ გავლენის მიზეზის გამოვლენა საკმაოდ რთულია; იმის ნაცვლად, რომ ნებისმიერ ადამიანთან საზოგადოებაში სიამოვნება იგრძნოს, კურო იწყებს საკუთარ ქცევაში შეცდომების ძიებას და ეჭვიც არ შეაქვს, რომ სახიფათო გზას დაადგა. ასეთ ვითარებაში საკუთარ თავში ჩაკეტვა კატეგორიულად არ შეიძლება.

კუროები დიდ დროს უთმობენ მატერიალური საკითხების მოგვარებას, აფასებენ საყოფაცხოვრებო კომფორტს და ფინანსურ დამოუკიდებლობას, ხოლო სულიერი კომფორტი მათი მხედველობის არიდან ქრება. სწორედ ამიტომ, როცა იგრძნობს კურო, რომ პარტნიორი არ გრძნობს თავს ბედნიერად, იწყებს მატერიალურ საკითხებზე ფიქრს და ვერც კი აცნობიერებს, რომ პრობლემის მიზეზი შესაძლოა სწორედ მისი მატერიალური სამყაროსადმი ზედმეტი ყურადღება იყოს.

პარტნიორის საქმეებით დაიტერესების დროს კუროებმა უნდა გამოხატოთ მეტი ინტერესი და ყურადღება მისი განწყობის მიმართ, დაინტერესდით მისი გეგმებითა და ოცნებებით, რადგან ეს ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენ გაგიადვილდებათ ურთიერთგაგებას მიაღწიოთ, თუ არ დაიწყებთ ერთმნიშვნელოვანი პასუხების ძიებას ყველა შეკითხვაზე და ცოტა დაუსრულებელად დატოვებთ მათ, რომ «მანევრის თავისუფლება» გქონდეთ. ასევე ყოველთვის არ არის საჭირო სიტუაციის მკაცრად გაკონტროლება - ზოგჯერ მოდუნებაც საკმარისია იმის დასანახად, რომ პრობლემების მოგვარება მიღწევადი და მარტივია.

4. რომანტიკული ურთიერთობები არასახარბიელოდ აეწყო

კუროები გონიერები არიან, მათ იციან რა უნდათ და შეუძლიათ ამის მიღწევა - მაგრამ რომატიკულ ურთიერთობებში სამწუხაროდ ყოველთვის არ იციან როგორ უნდა გამოიყენონ ეს შესანიშნავი თვისებები. მაშინაც კი, როცა პარტნიორი მზად არის გამოგყვეთ, მისი ქმედება ეჩვენებათ უადგილოდ და გაუაზრებლად, რამაც შესაძლოა გაღიზიანება და ჩხუბი გამოიწვიოს. დისკომფორტის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს რჩეულის მიმართ წაყენებული მაღალი მოთხოვნები, ისეთი ქცევის მოლოდინი, რომელიც მას არ ახასიათებს.

საჭიროა კურომ ისწავლოს დროულად და ტაქტიკური ფორმით შეატყობინოს პარტნიორს თავისი სურვილების შესახებ, ამასთან სასარგებლოა მზად ყოფნა საკუთარი მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილებისათვის. გახსოვდეთ, რომ საკუთარი, ძალიან მომხიბვლელი და მნიშვნელოვანი საკითხების კეთებისას თქვენ დიდ დროს ვეღარ უთმობთ საყვარელ ადამიანს, ამით კი მას შეგრძნება უჩნდება, რომ თქვენს ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი როლი აქვს. კუროებს უნდა ახსოვდეთ, რომ «სიყვარული» და «ფლობა» - ეს ერთი და იგივე არ არის, მათ ზოგჯერ უჭირთ იმის აღიარება, რომ პარტნიორს აქვს პირადი სივრცის ქონის უფლება, რომლის არსებობაც შესაძლოა ჰარმონიული ურთიერთობის საწინდარი გახდეს.

არ აქვს მნიშვნელობა დაქორწინებული ხართ თუ ერთმანეთს ხვდებით, თქვენი რჩეული არ არის თქვენი საკუთრება, მას აქვს თავისი სურვილები, მიზნები, მისწრაფებები, ოცნებები; წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გამოიწვევდა თქვენს ინტერესს. თუ თქვენი ურთიერთობა სერიოზულია, სჯობს დაილაპარაკოთ და განიხილოთ რას ელის თითოეული თქვენგანი.

კომპრომისამდე მისვლა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია თუ არ დაივიწყებთ იმას, რომ დათმობებისთვის ჯილდო იქნება - ჰარმონიული ურთიერთობები.

5. ადამიანი, რომელიც მომწონს არ დგამს ნაბიჯს ჩემთან დასაახლოვებლად

კურო, რომელიც არ არის დარწმუნებული ადამიანის გრძნობებში, ვინც მისი გული დაატყვევა, გარდაიქმნება ნიჭიერ სტრატეგად. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა კარგად იციან რა არის საჭირო რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად და უამრავ საშუალებას ნახულობენ შესაფერისი პირობების შესაქმნელად.

ჩვეულებრივ ისინი უარს ამობენ უიმედო ბრძოლის გაგრძელებაზე, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა საპასუხო სიმპათია არსებობს და უფრო ახლო ურთიერთობებზე გადასვლაა საჭირო, უბრალოდ იბნევიან. კუროები უნდა შეეცადონ იმოქმედონ მარტივად - ზოგჯერ მინიშნებები და პრანჭვა უშედეგოა, ხოლო მოულოდნელი დაპატიჟება ან გულახდილი საუბარი კარგად მუშაობს. შესაძლოა სხვა ვარიანტიც: ზოგჯერ კუროები ისე იხიბლებიან თავიანთი მანევრებით და სასურველი შედეგის მოლოდინით, რომ ვერც კი ამჩნევენ რჩეულთა იმ ქმედებებს, რომელბიც არ შეეფერბა მათ წარმოდგენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომანტიკულ შეხვედრაზე მიწვევის მიღების მოლოდინში თქვენ კარგავთ უბრალოდ გასაუბრებისა და აზრების გაცვლის შესაძლებლობას იმ თემებზე, რომლებიც ორთავეს გაინტერესებთ. საკმარისია უბრალოდ მოდუნდეთ და იყოთ ის, ვინც ხართ, რომ დაახლოება გახდეს შესაძლებელი, შეეცადეთ ნაკლებად გაასერიოზულოთ და ხელახლა შეაფასოთ სიტუაცია.

ზოგიერთი კურო ჯიუტად იღებს იმ ციხესიმაგრეებს, რომლების შემოვლაც შეიძლება. დაფიქრდით მიმდინარე მოვლენებზე - გქონიათ თუ არა სიტუაცია, როცა ყოფილა დაახლოების საშუალება და თქვენ ისე დაბნეულხართ, რომ სიტყვებიც ვერ გიპოვიათ? გამორიცხული არ არის, რომ ქვეცნობიერი გაფრთხილებდეთ არასწორი არჩევანის შესახებ, რომ ურთიერთობების დაწყება არაფერ კარგს არ მოგიტანთ. ის, რაც ძალიან ბრწყინავს, საბოლოოდ შეიძლება მოოქროვილიც კი არ აღმოჩნდეს, მოგვიანებით თქვენ გაგიხარდებათ, რომ საკითხი არ გასერიოზულდა.

6. უბედურმა სიყვარულმა დაანგრია ჩემი ცხოვრება

კუროები უდიდეს დისკომფორტს განიცდიან, როცა ურთიერთობას წყვეტენ, მაშინაც კი, როცა ეს არასერიოზული იყო. თუ საკითხი ძლიერ გრძნობას ეხება, საქმე შესაძლოა დეპრესიამდე, ადამიანების მიმართ ინტერესის და ბედნიერების რწმენის დაკარგვამდე მივიდეს. ამ ნიშნის ადამიანები ყველთვის სერიოზულად უდგებიან პარტნიორის არჩევანს. თუ ურთიერთობა არ შედგება, საკუთარ თავს ადანაშაულებენ, რომ შეცდომა დაუშვეს.

ერთის მხრივ თქვენ დისკომფორტს განიცდით სიმარტოვით და ცდილობთ ახალი ურთიერთობების დაწყებას სხვასთან - თქვენ არავინ მოგწონთ, თან მცდარი არჩევანის გაკეთების შიში არ გაძლევთ სიტუაციის შეცვლის საშუალებას. ცუდი გამოცდილების გამო საკუთარ თავს პირდებით, რომ უფრო დაკვირვებით მოიქცევით, უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით და თავიდან იშორებთ მათ, ვისით გატაცებაც შესაძლებელია.

კუროების ნაწილი საკუთარი თავის გარშემო სრულიად გადაულახავ კედელს აშენებს წყენისა და პრეტენზიებისგან. სამყაროს მიმართ ნეგატიური და პესიმისტური დამოკიდებულება აჩენს ცხოვრებისეული სიხარულის განცდის არ ქონას და გართმევთ შესაძლებლობას მიიღოთ ის საჩუქრები, რომლებიც შეიძლება ცხოვრებამ გაგიკეთოთ.

გახსოვდეთ, რომ ყველანაირი შანსი გაქვთ იყოთ ბედნიერი - ასეთია პლანეტების გავლენა. ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ თავდაჯერებულობა და არ ჩაიციკლოთ იდეალის ძიებაში. უსიამოვნო განცდებისგან თავის დაზღვევა შეუძლებელია, ხოლო ურთიერთობების განვითარება მოითხოვს ისეთივე სერიოზულობას, როგორც მათი დაწყება.

არ ღირს სრულყოფილი პარტნიორის ძიება გაიხადოთ ცხოვრების მთავარ მიზნად. აწარმოეთ აქტიური ცხოვრება, ისიამოვნეთ ურთიერთობებით და იყავით უფრო გახსნილი. საკმარისია მოვლენებს თავისი გზით განვითარების საშუალება მისცეთ იმისათვის, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა. არ ღირს წარსულის დავიწყება, თუმცა მასში არც თავით გადაშვებაა კარგი, რადგან აწმყოს იგნორირება და მომავლისთვის შანისს მოსპობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

7. ის არ იჩენს ინიციატივას ურთიერთობებში

კუროები მომთხოვნები არიან. ნატურით ძლიერი და საკუთარი ემოციების გაზიარების შესაძებლობის მქონეები, რასაც გასცემენ იმაზე მეტის თუ არა, არც ნაკლების მიღებას ელიან. რომანტიკული ურთიერთობების დაწყბა მათ არწმუნებს, რომ პარტნიორის მხრიდან ყურადღება არ მოდუნდება არც ერთი წუთით, ხოლო მისი ინტერესი კუროს პერსონის მიმართ ყოველთვის ძლიერი იქნება. თუმცა ამ ეტაპზე შესაძლოა გაუგებრობა, რადგან რჩეულის მიმართ გამოხატული ყურადღების, მისი გახარების მცდელობის სანაცვლოდ საპასუხო რეაქციას ვერ იღებთ.

რომანის დასაწყისში დისკომფორტის მიზეზი შესაძლოა იყოს კუროს მხრიდან ფიზიკურ სიახლოვეზე ყურადღების გამახვილება. მიეცით პარტნიორს საშუალება დარწმუნდეს, რომ თქვენთვის სულიერი სიახლოვეც მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულ ურთიერთგაგებას ვერ მიაღწევთ. გარდა ამისა, მოცემულ ეტაპზე შესაძლოა სასარგებლო იყოს მატერიალური მოთხოვნების შემცირება.

ძვირადღირებულ რესტორნებში შეხვედრები და «მოდურ ადგილებში» სიარული კარგია, მაგრამ თქვენს პარტნიორს ეს შეიძლება არც თუ ისე მომხიბვლელად მიაჩნდეს პარკში «დემოკრატიულ» გასერინებასთან შედარებით - ნუ შეაფასებთ ამას როგორც საკუთარი პერსონისადმი ნაკლებ ინტერესად. როცა ურთიერთობა უფრო სერიოზული ხდება, კუროები ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი ახლობელი ადამიანი იყოს ბედნიერი და კმაყოფილი. ისინი ძალიან განიცდიან, როცა საპასუხოდ ყურადღებას და მადლიერებას ვერ იღებენ. თუმცა სამართლიანად ნამდვილად ვერ ჩაითვლება სიტუაცია, როცა თქენს კისერზე იქნება მატერიალური საკითხების მოგვარება, ურთიერთობების განვითარება, საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრა - ხოლო პარტნიორი მხოლოდ ისიამოვნებს მოგვარებული სიტუაციით.

კუროებს შეუძლიათ გაიღონ ბევრი რამ. მათთვის მნიშვნელოვანია სიყვარულსა და ოჯახში ბედნიერება. თუმცა კუროები ბევრ დროს ხარჯავენ რეალობის იდეალურ სურათად ქცევისთვის, რომელიც მხოლოდ მათ თავში არსებობს. ზოგჯერ ისინი ახლობლებზე ზეწოლასაც კი ახდნენ იმისათვის, რომ მათი მოლოდინის შესაბამისები იყვენენ. უმჯობესია აქტივობის დაწევა, კუროებმა ყველას უნდა მისცეთ უფლება - მათ შორის საკუთარ თავსაც! - რეალურად და შესაბამისად მოქცევის, შესაბამისი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ისწავლეთ თქვენი რჩეულის რჩევების და რეკომენდაციების მოსმენა, ასევე დაფიქრდით იმაზე, ხომ არ არის ნაკარნახევი მისი ქცევა, რომელიც პასიურად გეჩვენებათ, იმით, რომ პარტნიორი თქვენს წარმატებასა და სიმშვიდეზე ზრუნავს.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

მოთმინება და გარკვეული პასიურობა - ეს არის კუროს ძირითადი მახასიათებლები. ეს ადამიანები არჩევენ მედგრად აიტანონ ცხოვრებისეული დარტყმები, მაგრამ არ გადაუხვიონ არჩეულ გზას. ჩანაფიქრის გადათქმა თითქმის შეუძლებელია.

მშვიდი, განსაზღვრული მოძრაობა - ასე წარმოუდგენიათ ცხოვრება კუროებს, რომლებიც გაურბიან კონფლიქტებს და კატასტროფებს. კუროები ძალიან აფასებენ ყველაფერს, რაც აქვთ და ახლობელ ადამიანებთან დამოკიდებულებაში ხშირად ავლენენ მესაკუთრის პოზიციას. ამ ნიშნის ადამიანი ყველაზე კარგი მეგობარი იქნება, მაგრამ ადრე თუ გვიან მოინდომებს ერთად-ერთი მეგობარი გახდეს.

კუროები ბევრს არ საუბრობენ, მხოლოდ უახლოეს მეგობრებთან არიან გულახდილები, ხოლო ხუმრობებით გარშემომყოფებს იშვიათად ახარებენ. კამათისას კუროები შეუპოვრები არიან, ისინი თავის აზრს იცავენ, თითქოს აიგნორებენ თანამოსაუბრის არგუმენტებს და მაშინაც კი, როცა დამარცხდებიან, მაინც საკუთარ აზრზე დარჩენას ამჯობინებენ.

კუროები სიმშვიდეს იშვიათად კარგავენ, მაგრამ ბრაზის გამოვლინება ნამდვიალდ საშიში იციან. საკუთარი თავის მართვის უნარი ეკარგებათ და ბრაზმა არანაირი საზღვრები არ იცის - ეს ყველაფერი კი ხშირად ახლობელ ადამიანებზე გადადის. კუროებს ურჩევნიათ დასვენების ნაცვლად მუშაობა, კეთილსინდისიერი მუშაობა - სიცრუეს, ოჯახური გარემო - მრავალრიცხოვან საზოგადოებას, სიყვარული - გართობას, სიჩუმე - უაზროდ ლაპარაკს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კუროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სახლი, იდეალში განთავსებული ქალაქგარეთ, რომელსაც აქვს მოკრძალებული, მაგრამ აკურატული ბაღი.

ჯანმრთელობა

კუროებს ძლიერი და ამტანი ორგანიზმის აქვთ. იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნონ ზოგიერთ მათგანს სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი გასეირნებაც ჰყოფნის. ქალაქში მცხოვრები კუროები ხშირად ავადმყოფობენ ყელის ტკივილით, ცხვირისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებით, ასევე ფილტვების დაავადებებით. ქრონიკული დაავადებებით იშვიათად ხდებიან ავად, თუმცა ავადმყოფობას თავს რთულად აღწევენ.

კუროები ენდობიან ექიმებს და ხელს არ უშლიან მკურნალობას, გარდა ამისა, მათი განსჯისუნარიანობა და ორგანიზებულობა ჰომეოპათიიამდე მისვლის საშუალებასაც იძლევა. კუროებს კარგი მომნელებელი სისტემა აქვთ, თუმცა ბევრი მათგანი ზედმეტი წონის პრობლემას განიცდის და არც ცდილობენ დიეტით თავის შეზღუდვას ან ფიზიკური ვარჯიშებით დატვირთვას.

კუროების მტკივნეულ ადგილს წარმოადგენს ფეხები, ტერფები, ზურგი და ხერხემალი. ასევე შეიძლება შეაწუხოთ სასქესო ორგანოების ტკივილმა, მაგრამ ისინი დროულად მიმართავენ ექიმს და ავადმყოფობა ქრონიკულ ფორმამდე არ მიჰყავთ.

სექსუალობა

კუროს იშვიათად აქვს ბევრი რომანი, რამოდენიმე ერთდროუალად კი საერთოდ არასდროს. სასიყვარულო ურთიერთობებში კუროები ტრადიციულები არიან, ბევრი მათგანი ქალიშვილობას ქორწინებამდე ინახავს, შემდეგ კი ძალიან ერთგულები ხდებიან. სექსში კუროები ნაზები არიან, ვიდრე ვნებიანები; ისინი არ არიან მიდრეკილნი ექსპერიმენტებისკენ.

მამაკაცი-კუროები არ იშურებენ ენერგიას იმისათვის, რომ პარტნიორის სურვილები დააკმაყოფილონ, ხშირად კი ფრთხებიან მისი მხრიდან მაღალი აქტივობით.

ქალი-კუროები კარგად ღებულობენ მოფერებას, მაგრამ არასოდეს იძლევიან იმის გაკეთების უფლებას, რაც მათ არ სიამოვნებთ. კურომ იცის საკუთარი თავის და სექსუალური შესაძლებლობების ფასი, აქვს ინტუიცია და ამიტომ მოჩვენებითობას ყოველთვის გრძნობს.

შეყვარებული კურო არასოდეს აღიარებს, რომ პარტნიორის მიერ შეთავაზებულმა სიახლემ სიამოვნება მიანიჭა. ტრადიციებისადმი ერთგულება ამ ნიშნის მატარებელი ადამიანების მახასიათებელია და ის ცხოვრების ეროტიკულ ნაწილშიც ისევე ძლიერ ვლინდება, როგორც სხვა დანარჩენ სფეროებში.

კულინარიული მიდრეკილება

კუროებს გემრიელად ჭამა უყვართ და სიბერემდე ინარჩუნებენ ტკბილეულისადმი მიდრეკილებას. გარდა ამისა, მათ ორგანიზმს უყვარს ენერგიის დაგროვება და შუახნის ასაკში სუქდებიან; თუმცა გარეგნული უხერხულობის მიღმა იმალება დიდი ფიზიკური ძალა. კუროებისთვის რეკომენდირებულია ცომეულის და ცხიმიანი საკვების მიღების გაკონტროლება.

საბედნიეროდ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უყვართ ბოსტნეული და ხილი, შესაბამისად ვიტამინების უკმარისობაც არ აწუხებთ. კუროების ორგანიზმი სტაბილურია, დიეტოლოგთან ერთხელ მისვლაც კი საკმარისია რომ დიდი ხნის მანძილზე დაიცვან მისი რეკომენდაციები კვების საკითხში. მათ არ ბეზრდებათ ერთფეროვნება, ამიტომ შეზღუდვებით კუროები არანაირ დისკომფორტს არ განიცდიან.

საბავშვო ჰოროსკოპი

ბავშვი-კუროსგან შესაძლებელია თავბედი გაგიხდეთ საწყევლი, ან პირიქით, მისგან უდიდესი სიხარული მიიღოთ. ეს დამოკიდებულია ზრდასრულებზე, კონკრეტულად მათ მიერ არჩეულ დამოკიდებულებაზე. ახალგაზრდა კუროზე ზეწოლა, ბრძანებების შესრულების მოთხოვნა - ჰარმონიული ურთიერთობების დანგრევის საწინდარია.

ცხოვრების პირველ წლებში ამ ნიშნის ადამიანები გაცილებით უკეთ იღებენ რბილ დამოკიდებულებას, სინაზეს და წყნარ ახსნას. ლოგიკასა და ჯანსაღ აზრს გაციელბით მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია მათზე, ვიდრე ყვირილს და მკაცრ დისციპლინარულ ზომებს.

კუროები კეთილმეგობრული და გახსნილები არიან, ისინი ადვილად პოულობენ მეგობრებს და სიამოვნებით კონტაქტობენ უფროსებთან. თუმცა მათი მოლოდინი ხშირად გადაჭარბებულია და 10 წლის ასაკისთვის მას უწევს რამოდენიმე იმედგაცრუების გადატანა. საბედნიეროდ საკმაოდ გონიერიები არიან იმისათვის, რომ მთელ სამყაროზე კი არ გაბრაზდნენ ამის გამო, არამედ უფრო ფრთხილი გახდნენ.

კუროები, განსაკუთრებით გოგონები, სიამოვნებით ეხმარებიან მშობლებს საოჯახო საქმეებში, თუმცა საკუთარი ინიციატივით ამას იშვიათად აკეთებენ. ისინი გაურბიან ნებისმიერ საქციელს, რომელიც შეიძლება შეფასებული იქნეს როგორც უტაქტობა, სხვის ცხოვრებაში ჩარევა და ა.შ. დროთა განმავლობაში ეს თვისება ბოლომდე თუ არ გაქრება, ისე აქტიურად გამოხატული აღარ არის. კუროები არც თუ ისე ცუდად სწავლობენ, ძირითადად იმიტომ, რომ შრომისმოყვარენი, ბეჯითები და აკურატულები არიან. მათ არ ბეზრდებათ ერთგვაროვანი დავალებები, ხოლო ცნობილი ანდაზა- "გამეორება ცოდნის დედაა" საკმაოდ ჭკვიანურად მიაჩნიათ. 

ბევრი კურო დაჯილდოვებულია მუსიკალური სმენით და სასიამოვნო ხმით, ასევე ხშირად გვხვდება ამ ნიშნით დაბადებულთა შორის ნიჭიერი მხატვრები. კურო არის მასზე პატარა ბავშვების მზრუნველი, აღმზრდელი და ერთგული დამხმარე ბებია-ბაბუისთვის.