ძალიან გულგრილი და ზედაპირული ცხოველია. გარეგნულად სიმპათიური, მაგრამ შინაგანად ცივი. არ უყვარს ზედმეტი მოფერება. სტუმრებთან აგრესიას არ იჩენს, მაგრამ ახლო კონტაქტს თავს არიდებს. თუმცა, არის სიტუაციები, როცა მოფერებაზე უარს არ ამბობენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოველ მერწყულებთან კონტაქტი ხსნის სტრესს, ამიტომ პატრონისთვის ამ მხრივ ისინი ძალიან სასარგებლოები არიან. ამ ნიშნის მატარებელ ცხოველებს მყარი ნერვული სისტემა აქვთ, მაგრამ ხშირად იტანჯებიან ვირუსული დაავადებებით. ადვილად ადაპტირებენ ნებისმიერ პირობებთან და ყოველთვის ამჟღავნებენ თავის დამოუკიდებელ ხასიათს. მათ გემრიელად ჭამა უყვართ, რაც სასარგებლო ნამდვილად არ არის და ამიტომ უდნა გაუკონტროლოთ ეს პროცესი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ცხოველებისთვის იდეალური პატრონი იქნება ადამიანი, რომელიც ატარებს ვერძის, ტყუპების, სასწორის, მერწყულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანს. კიბოს და კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ პატრონებს გაუჭირდებათ მათთან ურთიერთბის დალაგება.