მერწყულებმა ამ კვირაში ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაციას განაახლებენ და გააღრმავებენ. თუ აპირებთ ახალი პროექტების დაწყებას და ინვესტიციების განხორციელებას, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თანამოაზრეებთან და საქმიან პარტნიორებთან. კოორდინირებული მოქმედება შრომის ეფექტურობის ზრდაში დაგეხმარებათ. ეს კვირა შესანიშნავი დროა გრძელვადიანი დაგეგმვისთვის. მოლაპარაკებები პოზიტიური მიმართულებით წავა, მაგრამ იურიდიული საკითხების დეტალურად გავლა აუცილებელია კონტრაქტების ხელმოწერამდე. თუ მომსახურების სფეროში მუშაობთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ დამკვეთების და მომხმარებლების სურვილები და მოთხოვნები. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია მიმართოთ განვითარების ყველაზე პერსპექტიული სფეროებისკენ, ბიზნესის გეოგრაფიის და პროდუქტებისა თუ მომსახურების ასორტიმენტის გაფართოვებაზე. წარმატებას მიაღწევენ ის ბიზნესმენები, ვინც მზად არიან ეკონომიკურად გაძლიერებისთვის, ახალ ბაზრებზე შესვლისა და უფრო მომგებიანი მიწოდების ჯაჭვის შექმნისთვის. კვირის ბოლოს შემოსავალი გაეზრდებათ მომსახურების სფეროში დასაქმებულებს.