კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ზოგადი ჰოროსკოპი

მერწყული

ზოგადი
საერთო აღწერა

მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან. ისინი შეიძლება გარემოცული იყვნენ ნაცნობებით, მაგრამ იშვიათად ჰყავთ ახლო მეგობრები, რომლებსაც ენდობიან.

საინტერესოა, რომ მერწყულები მაგნიტივით იზიდავენ უკონტროლო ქცევის მქონე გაუწონასწორებელ ადამიანებს. როგორც მეგობრებს ისე მტრებს მერწყულები სამუდამოდ ირჩევენ. ზოგადად მერწყული ძალიან მეგობრულია, ზოგჯერ მომაბეზრებელიც კი. ისინი, ვინც მოკლებული არიან ტაქტს, ადვილად იგებენ საზოგადოებაში ქცევის წესებთან დაკავშირებით მიცემულ შენიშვნებს. მერწყული იმ ადამიანების კატეგორიას ეკუთვნის, ვინც იშვიათად იცვლის თავის მოსაზრებას, მაგრამ მოლაპარაკებებზე მოდის. ამ შესაძლებლობებით მავნებლურად სარგებლობა არ ღირს: თუ მერწყული განაწყენდება, ის სამაგიეროს გადახდაზე იფიქრებს, მაშინაც კი, თუ ეს ქმედება ავნებს თავად მას.

მერწყულებს გამოარჩევს განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა და ცხოვრების ნებისმიერი ასპექტით დაინტერესება. ეს ხელს უშლით კონცენტრაცია მოახდინონ რაიმე კონკრეტულზე და ამის გამო ტოვებენ მატყუარა ადამიანის შთაბეჭდილებას, თუმცა ერთი დღით ადრე ასწრებენ ბევრი წვრილმანის შეცვლას. სიახლის შესწავლის შესაძლებლობა მერწყულების ერთ ნაწილს გენიოსებად აქცევს, მაგრამ დამღუპველად აისახება მეორე ნაწილის ფსიქიკაზე - მერწყულებს შორის სულიერად დაავადებულების რიცხვი ძალიან მაღალია.

მამაკაც-მერწყულებს შეუძლიათ სამყაროზე რომანტიკული შეხედულება შეუთავსონ რეალიზმს. ისინი ხშირად არაპროგნოზირებად საქციელს სჩადიან, მაგრამ საფრთხეს არ უქმნიან არც საკუთარ თავს და არც სხვებს. მერწყულ მამაკაცებს ახასიათებთ ცნობისმოყვარეობა, დაუცხრომლობა და სინტიმენტალურობაც.

ქალი-მერწყულები გამოირჩევიან შინაგანი მომხიბვლელობით, არ ეშინიათ იყვნენ ექსტრავაგანტულები და გამომწვევად გამოიყურებოდნენ. ამასთან, ისინი ერუდირებულნიც არიან, შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, ჭკვიანები, ყურაღებიანი არიან და დიდწილად აიგნორებენ რჩევებს. ქალი-მერწყული ყოველთვის თავისებურად იქცევა, მაგრამ პასუხისმგობლობას თავის საქციელზე არ იღებს.

ცნობილი ადამიანები

შარლ ტალეირანი, გალილეო გალილეი, ჯორჯ ბაირონი, ჩარლზ დარვინი, ფრენსის ბეკონი, ჯეიმს ჯოისი, რობერტ ბოილი, ჟორჟ სიმენონი, აბრაამ ლინკოლნი, რონალდ რეიგანი, ჩარლზ დიკენსი, ჟიულ ვერნი, პიერ ბომარშე, მოცარტი, ფელიქს მენდელსონი, პაკო რაბანი, ანდრე სიტროენი, უილიამ მოემი, ვირჯინია ვულფი, ჯონ ტრავოლტა, ვანგა, დიტერ ბოლენი, იოკო ონო, ელის კუპერი და სხვა.

სტიქია

მერწყული ჰაერის ნიშანია, რითაც აიხსნება კიდეც მისი ყველა სფეროში შესვლის შესაძლებლობის მქონე ნატურა. მერწყულის ჰაერი - ეს არის ატმოსფეროს ყველა ფენა ერთად; ამ ნიშნის ადამიანებს შეუძლიათ დაინტერესდნენ როგორც რაიმე მიწიერით, ასევე ძალიან ამაღლებულით.

ნებისმიერ ბობოქარ სიტუაციაში მერწყულს შეუძლია შეინარჩუნოს აბსოლიტური სიმშვიდე, ხოლო ჩაკეტილ სივრცეში თავს კარგად ნამდვილად არ გრძნობს. თავისუფლად სუნთქვის მოთხოვნილების გამო მერწყული ერიდება დახშულ სივრცეს.

კაერიერა და პროფესია

მერწყულები ხშირად მეწარმის კარიერაზე ოცნებობენ, მაგრამ საქმიანობაში მათ ურჩევნიათ დაქირავებული მომუშავეები იყვნენ: ამ შემთხვევაში ისინი უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და საუკეთესო შედეგებიც აქვთ. ზოგადად წარმატებისთვის მერწყულს არ ჰყოფნის შინაგანი ნება, გაუმკლავდეს საკუთარ თავს და ასევე "სქელი კანი", რომელიც დაიცავდა მათ სათუთ სულს გარესამყაროს ზეგავლენისგან. გარდა ამისა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები იშვიათად მიდიან გამართლებულ რისკზეც კი, შესაბამისად ისინი ძალიან გვიან იყენებენ საკუთარ შანსს. გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ მდიდარი ადამიანები მერწყულებში ნაკლებად მოიძებნება. სამაგიეროდ მათ შორის ბევრი ცნობილი ადამიანია, ლიტერატურა და ხელოვნება მათ საკუთარი თავის გამოვლენის გაცილებით მეტ საშუალებას აძლევს, ვიდრე ბიზნესი.

მერწყულებმა შეიძლება წარმატებას მიაღწიონ ისეთ სფეროებში, სადაც საჭიროა ადამიანებთან ურთიერთობა - ჟურნალისტიკა, სოციოლოგია, პედაგოგიკა, მაგრამ სამსახურს მთელი გულით არასოდეს უდგებიან. მათ დროდადრო სჭირდებათ მარტო დარჩენა, ამიტომ, მერწყულები, რომლებიც საჯარო საქმიანობას ირჩევენ, ხშირად უწყობენ საკუთარ თავს ხანგრძლივ შვებულებას, რომლის გატარებასაც განმარტოვებით ამჯობინებენ. მერწყულებისგან კარგი ფსიქოლოგები და ექიმი-თერაპევტები გამოდიან, ასევე კარგი კონსულტანტები, გიდები და ტურ-აგენტები. გარდა ამისა, მათ შორის ბევრი მეცნიერია, რომლებსაც გასაოცრად ფართე მსოფლმხედველობა აქვთ.

ქორწინება და თავსებადობა

მერწყულებს უდიდესი სულიერი ძალა აქვთ და შეუძლიათ ძლიერი სიყვარული, თუმცა ამას საჩვენებლად არ აკეთებენ. უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ მათ გულთამპყრობელისგან თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირონ, რადგან შიშობენ, რომ მოტყუებულები დარჩებიან და თავისუფლებას დაკარგავენ. მერწყული შეიძლება ვნებით იწვოდეს, ამასთან შეინარჩუნოს გურლგრილობა, რასაც ვერავინ მიხვდება. მერწყულები ცდილობენ რაც შეიძლება დიდხანს აარიდონ თავი ქორწინებას ან სტაბილურ კავშირს. ისინი ვერ იტანენ ეჭვიანობას და თავადაც არ არიან ასეთები; მერწყული არ დააკავებს პარტნიორს თუ მას წასვლა უნდა, თან ეცდება მასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას.

იდეალური, შეუდარებელი რომანის სურვილი მერწყულს მთელი ცხოვრება თან სდევს. თუმცა ასეთ კავშირსაც კი გაწყვეტს, თუ მიხვდება, რომ ეს ყველაფერი მას სრულად მოიცავს. რაც არ უნდა ძლიერ შეყვარებული იყოს, მერწყულს დრო სჭირდება მარტოობისთვის, ასევე სამყაროს შეცნობისთვის, რომელიც მხოლოდ ერთ, თუნდაც სასურველ ადამიანში ვერ იქნება. პარტნიორში მერწყულები ეძებენ გონებას, თავისუფალ აზროვნებას, გახსნილობასა და სიკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ხშირად არიან უტაქტონი, საკუთარი პერსონის მიმართ ფრთხილ და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვენ.

მერწყულები იშვიათად ღალატობენ, განსაკუთრებით ფიზიკურად. მათ დიდხანს ახსოვთ პირველი სიყვარული, არ წყვეტენ კავშირებს ყოფილ შეყვარებულებთან და უყვართ იმაზე ოცნება, როგორც დალაგდებოდა ესა თუ ის ურთიერთობა. მერწყულს თავისი ხასიათი საშუალებას აძლევს ადამიანების კარგი თვისებები დაინახოს, თუმცა ლომის განდიდების და სასწორის გაუწონასწორებლობის მიმართ ირონიული დამოკიდებულება გააჩნია, რაც დამღუპველია სასიყვარულო ურთიერთობისთვის. მერწყულს შეუძლია კარგად გაიგოს კირჩხიბის მგრძნობიარე სული და ქალწულის ამაღლებული მისწრაფებები.

სიყვარულში წარმატების გასაღები

მერწყულები არიან ნათელი და არაორდინალური პიროვნებები, რომლებიც ბევრი რამისთვის არიან მზად და არ იციან რა არის დაბრკოლება. მათ წარმატებას ხშირად ხელს უშლის გაუცხოებული და უემოციო ადამიანის შთაბეჭდილება, რომელსაც ისინი გარშემომყოფებზე ახდენენ, რაც ნამდვილად მცდარია. არანაკლები პრობლემებია დაკავშირებული იმასთან, რომ ძალიან ცოტა ადამიანს ესმით მათი. თუმცა ის, ვინც მოახერხა ეს, ნამდვილად არ დარჩება გულგრილი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის მიმართ.

მერწყულების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა არის სიახლისკენ მიდრეკილებასა და ტრადიციების შენარჩუნებას შორის ჰარმონიის მოძებნა.

ყველაზე ახლო ურთიერთობებშიც კი, მერწყული ცდილობს იყოს მოუხელთებელი, საიდუმლოდ შეინახოს განცდების ნაწილი, იქონიოს «პირადი ტერიტორია», თან არც თუ ისე ვიწრო. ძალიან რთულია ერთად მოიყვანო სისრულეში ორი ძლიერი სურვილი - გყავდეს პარტნიორი და დარჩე თავისუფალი. ის, ვინც თვლის, რომ ეს გამოუვიდა, ვერც კი აცნობიერებს, რომ მსხვერპლი მაინც გაიღეს.

გარშემომყოფების გავლენის ქვეშ არასოდეს ექცევა, მაგრამ მერწყული ყოველთვის ცდილობს სხვებს მოახვიოს თავს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ ამას აკეთებს რბილად და ტაქტიკურად. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ფსიქოლოგიური მანიპულაციის მეთოდებსაც კი იყენებს და ძალიან ბრაზდება, როცა არაფერი გამოსდის.

მერწყულები ჩვეულებრივ ეძებენ პარტნიორს, რომელსაც ყველაფერში შეიძლება ენდოს; ურთიერთობებში ჰარმონია გულისხმობს იმასაც, რომ რჩეულიც უნდა გენდოთ - ნუ დაივიწყებთ ამას!

შვიდი ტიპიური პრობლემა - შვიდი გასაღები ბედნიერი სიყვარულისთვის:

1. რომანტიულ ურთიერთობებში თავს ტყვედ ვგრძნობ

თავისუფლება მერწყულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ყოველთვის ცდილობენ თავი აარიდონ ისეთ რამეს, რაც მათ თავისუფლებას ემუქრება. თუმცა რომანტიკული ურთიერთობები, ასე თუ ისე მოითხოვს თავისუფლებაზე გარკვეულწილად უარის თქმას.

სიტუაციაში, როცა საჭიროა პარტნიორის ინტერესების, მოთხოვნების და სურვილების გათვალისწინება, მერწყულები თავს დათრგუნულად და უბედურად გრძნობენ, თუმცა აღრიარებენ, რომ ამის გარეშე შეუძლებელია. სიტუაცია კრიტიკული მაშინ ხდება, როცა თქვენ რომანტიკულ კავშირს შეზღუდვის სისტემად აღიქვამთ - სწორედ ამას უნდა მოერიდოთ.

ყურადღება მიაქციეთ იმ სასიამოვნო ემოციებს, რაც მოაქვს პარტნიორთან ურთიერთობას. რასაკვირველია გარკვეული «პირადი სივრცე» საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ, თუმცა ეს შეიძლება გახდეს პარტნიორის განაწყენების და პრეტენზიების გამოთქმის საბაბიც.

თქვენი ამოცანაა - რჩეულს აუხსნათ, რომ თქვენ არ ეყოფით მას და არ უმალავთ არაფერს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ურთიერთობას, ხოლო ზემოთ ნახსენები «სივრცე» - თქვენი გულცივობის ნიშანი არ არის.


იყავით გულახდილი და გახსნილი მასთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია; თუ თქვენი გრძნობები ერთნაირია, თქვენ შეძლებთ იმას, რაც სხვებს არ გამოსდით ურთიერთობებში: თავი იგრძნოთ საყვარელ და თავისუფალ ადამიანად.

2. ჩვენ ვერ ვპოულობთ საერთო ენას

მერწყულები კარგი ორატორები არიან, მაგრამ სამწუხაროდ მჭევრმეტყველებისგან მხოლოდ აჩრდილი რჩება, როცა ისინი გრძნობებზე საუბრობენ. თუ საქმე ეხება ემოციას და განცდებს, ჩნდება ბარიერი, რომლის გადალახვა მერწყულებს ძალიან უჭირთ. გარშემომყოფებისთვის სათქმელის მარტივად გადაცემის მიუხედავად, მერწყულები ჩიხში შედიან, თუ ახლობელი ადამიანი ვერ ახერხებს ნახევარი სიტყვიდან გაუგოს მათ, რადგან საკითხის უფრო ღრმა ფსიქოლოგიური განხილვისთვის მერწყულები მზად არ არიან.

თუ თქვენ მიისწრაფვით ურთიერთობებში ჰარმონიისკენ, ისწავლეთ იმ გრძნობებზე საუბარი, რომლებსაც განიცდით და ასევე გამოხატეთ ეს გრძნობები. აღიარეთ, რომ ხშირად გულცივი ადამიანის ნიღაბს იყენებთ, შემდეგ კი ნანობთ იმას, რომ არავის შეუძლია თქვენი სულის სიღრმეს ჩაწვდეს. დიახ, იმისათვის, რომ გასაგები და ამასთანავე გამგებიანი პარტნიორი იყოთ, უნდა შეწყვიტოთ «ადამიან გამოცანად» ყოფნა, დროებით მაინც, რადგან რომანტიკულ ურთიერთობებში გახსნილობის და გულახდილობის გარეშე კონსტრუქციული დიალოგის მიღწევა შეუძლებელია. ამ პრობლემის კიდევ ერთი ასპექტი დაკავშირებულია მერწყულების ენაწყლიანობასთან - ეს საკმაოდ ბევრ პრობლემას ქმნის, მითუმეტეს თუ თქვენს პარტნიორს არ შეუძლია მოთმინებით გისმინოთ და გაარჩიოს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ინფორმაცია. თუ საქმე სწორედ ასეთ ადამიანთან გაქვთ, აუცილებლად გამოყავით მთავარი მეორეხარისხოვანისგან, ნუ დაელოდებით სანამ ის გააკეთებს ამას. არ დამალოთ პრობლემები ლამაზი სიტყვებისა და რთული ლოგიკის უკან. უბრალოება და ლაკონურობა დაგეხმარებათ არამარტო იმაში, რომ პარტნიორმა უკეთ გაგიგოთ, არამედ საკუთარი თავის გაგებაშიც.

3. ჩვენ ხშირად ვჩხუბობთ

მერწყული, რომელსაც ტირანად არავინ არ თვლის, ხშირ შემთხვევაში სწორედ ისე იქცევა, რომ ყველაფერი მისი სურვილისამებრ გაკეთდეს. პარადოქსი იმაშია, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი არ არის ბედნიერი იმ ადამიანთან, რომელიც ყველა მის კაპრიზს ასრულებს და ამას ინტუიციით ხვდება ურთიერთობების საწყის ეტაპზე.

თქვენ ირჩევთ ძლიერ პარტნიორს, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაგიწიოთ და იწყება ბრძოლა, რომელსაც გარშემომყოფები ხშირად ვერ ამჩნევენ, რადგან კონფლიქტის ფორმას არ იღებს, მაგრამ თქვენს წყვილს ნამდვილად უქმნის დისკომფორტს. ნელ-ნელა სიტუაცია იძაბება და ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება გახდეს ურთიერთობების საფუძველის ამფეთქებელი ბომბი. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩხუბის შემდეგ შერიგება არც ისე რთულია, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ სულ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება, მერწყულს კი სირთულეები არ უყვარს. იმისათვის, რომ ჩხუბი გამორიცხოთ, შეეცადეთ უფრო რბილი იყოთ, თან არამარტო გარეგნულად, შინაგანადაც და ნუ ჩაკეტავთ გულს კლიტით, როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდოდათ. შეეცადეთ პარტნიორი წაიყვანოთ კონსტრუქციულ დიალოგზე, არ დასაჯოთ თქვენგან განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საკუთარი ქცევებით. მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები არამეგობრულად დასრულდა და იწყებთ გაბუტვას, გაჩუმებას ან ულტიმატუმების წამოყენებას, თქვენ ქმნით ურთიერთობების გაგრძელებისთვის შეუფერებელ ფონს. რა თქმა უნდა სისულელე იქნებოდა ყველა უთანხმოებაზე პასუხისმგებლობის აღება; მაგრამ უარესია დაუსრულებელი დათმობების მოლოდინი და პარტნიორის თქვენი კაპრიზებით შეწუხება, მითუმეტეს თუ მასში ხედავთ ადამიანს და არა სათამაშოს.

4. მე ვერ ვპოულობ შესაფერის პარტნიორს

მერწყულის მხრიდან ამის მოსმენა ცოტა უცნაურია, რამდენადაც ამ ნიშნის ადამიანებს ფართე სანაცნობო წრე ჰყავთ და ყურადღების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმე რომანტიკულ ურთიერთობებამდე იშვიათად მიდის, რადგან მერწყულს შეყვარება ძალიან უჭირს: ის მშვენივრად ხედავს გარშემო მყოფი ადამიანების ნაკლს და ფიქრობს, რომ გულის გახსნით მორჩილი გახდება - დაკარგავს თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებიც არაორაზროვან ყურადღებას იჩენენ მის მიმართ, მერწყულს შეიძლება მოეჩვენოს შეუფერებელ პარტნიორად და რომელიმე თაყვანისმცემელთან პაემანზე წასვლის ფიქრიც კი უცნაურად ეჩვენება. ცოტა უფრო კეთილგანწყობილი იყავით, რადგან არ შეიძლება ყველა ადამიანში, ვისაც ესიმპატიურებით, დაინახოთ მტერი ან არაკეთილისმოსურნე. მეორეს მხრივ, მანამ, სანამ სერიოზულ ურთიერთობას დაიწყებთ, კარგად უნდა გაიცნოთ ადამიანი, რომელზეც თქვენი არჩევანი შეჩერდა.

რამდენადაც არ უდნა გაგიკვირდეთ, სასიყვარულო საკითხებში ინტუიცია გღალატობთ და შესაძლოა მცდარი ან უცნაური არჩევანი გააკეთოთ, როცა პირვლი შთაბეჭდილებებით, მეგობრების რჩევით ან უბრალოდ «ვინმესთან დროის გატარების» სურვილით იხელმძღვანელებთ. დიდი ალბათობაა, რომ მერწყული ბედს შეხვდეს თანამოაზრეებში, ადამიანებში, ვინც მათ ინტერესებს და ვნებებს იზიარებს. ამიტომ, არ ღირს საკუთარი ინტერესების განხილვაზე უარის თქმა, სპეციალური ღონისძიებების, კლუბების ან ფორუმების გამოტოვება - როგორც მინიმუმ, რჩეული თავს არ დაესმხება თქვენს ჰობის!

5. მას ჩემდამი არასერიოზული დამოკიდებულება აქვს

მერწყული პარტნიორისგან ყოველთვის ბევრს ითხოვს, მაგრამ თავად დიდად არ იკლავს თავს. ურჩევნია გაურკვეველი და მოუხლეთებელი იყოს, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანი, შეუცვლელი და ძალიან ბრაზდება, თუ ხვდება, რომ ეს ასე არ არის.

მერწყულებთან სერიოზული რომანტიკული ურთიერთობა გამოსდით ბრძენ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და შეუძლიათ ადამიანები მიიღონ ისეთი, როგორებიც არიან და არ ეცადონ მათ გამოსწორებას. თუმცა ასეთ დროსაც შეიძლება ურთიერთობაში იყოს დისბალანსი. თავად ხუმარა მერწყულს, არ უყვარს, როცა მასზე ხუმრობენ; პარტნიორისგან ისინი სტაბილურობას ელიან. უნდა აღინიშნოს, რომ მერწყულები ექსტრავაგანტულები, დამოუკიდებლები და ცოტა გამოხტომების მქონენიც არიან. შეეცადეთ იყოთ უფრო პრაქტიკული, თუ თვლით, რომ ოჯახური და საქმიანი ურთიერთობების აწყობა შეგიძლიათ.

გახსოვდეთ, რომ სერიოზული ურთიერთობები გრძელვადიან პასუხისმგებლობასაც გულისხმობს - იმ ვალდებულებებს, რომლებსაც თქვენ გამუდმვებით არიდებთ თავს. თქვენი პარტნიორი გაცილებით უფრო სერიოზულად შეგხედავთ, როცა დაინახავს, რომ მზად ხართ პასუხისმგებლობა აიღოთ არამარტო საკუთარ საქციელზე, არამედ ზრუნავთ ურთიერთობების განვითარებაზეც.

საყვარელ ადამიანთან საკუთარი სამომავლო გეგმების განხილვისას და მისი მოსაზრებებით დაინტერესების შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით, თქვენ საშუალებას მისცემთ მას გაიგოს, რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე გაარკვევთ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი როლი მის ცხოვრებაში.

იცის რა, რომ ბუნებისგან განვითარებული ინტუიციით არის დაჯილდოვებული, მერწყული ხშირად კარგავს მისდამი რწმენას, როცა საუბარია რომანტიკულ ურთიერთობებზე. ისწავლეთ საკუთარი გრძნობების ნდობა და მათი გაზიარება, იყავით უფრო გახსნილი რჩეულისთვის. ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი გრძნობენ, რომ მათთვის თქვენი გული დაკეტილია და სწორედ ეს ხდება დისჰარმონიის მიზეზი. თქვენთვის იდეალური პარტნიორი იქნება ის, ვინც შეძლებს იყოს არამარტო საყვარელი ადამიანი, არამედ მეგობარიც - როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მიუწვდომელ და უკარება ადამიანთან მეგობრობა?

6. მე მეშინია ჩვენი ურთიერთობების შეწყვეტა

პარადოქსალურად შეიძლება მოგეჩვენოთ ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი და თავისუფლების მოყვარე მერწყული შეუმდგარი ურთიერთობების ტყვე, პარტნიორის მანიპულაციის ობიექტი ხდება, თავს უბედურად გრძნობს და არაფრის შეცვლას არ ცდილობს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მერწყულს მარტოობის ეშინია? მთლად ასეც არ არის; სინამდვილეში მას ეშინია მარტო დარჩეს საკუთარ გრძნობებთან, რომლებიც შეიძლება ისეთი ძლიერი აღმოჩნდეს, რომ მათი მართვა გაუჭირდეს.

თქვენ საკუთარი ემოციების მაკონტროლებელი ადმაიანის შთაბეჭდილებას ახდენთ და შეძლებისდაგვარად ცდილობთ სტრესს თავი აარიდოთ. პარტნიორთან დაშორება, მაშინაც კი, თუ ურთიერთობა ჰარმონიული არ იყო, სწორედ ასე წარმოგიდგენიათ. თუ საკუთარ გრძნობებს მეტ თავისუფლებას მისცემთ, შეძლებთ ფსიქოლოგიურად მოემზადოთ გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად, სჯობს გაიგოთ საკუთარი ემოციური განცდების აზრი. რომანტიკულ ურთიერთობებში გონიერება და ცივსისხლიანობა ზედმეტი არ არის ხოლმე, მაგრამ თქვენ ეს ყვალაფერი არ გამოგადგებათ იმდენად, რამდენადაც საკუთარი მიზნებისა და სურვილებისადმი ყურადღების გამოჩენა.

7. მე მზად არ ვარ ოჯახის შესაქმნელად, პარტნიორი კი ამას მაძალებს

მერწყულს შეიძლება არ ჰქონდეს ოჯახური ცხოვრების მოთხოვნილება, მოწიფულ ასაკშიც კი. პრობლემა უფრო მეტად არა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიშშია, არამედ თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაკარგვაში, ასვე იმ ადამიანების გამოჩენაში, ვინც გააკონტროლებს მის ქცევას.

შეეცადეთ გააანალიზოთ საკუთარი წარმოდგენები ქორწინებაზე - ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს მახეა, რომლისგან თავის დაღწევა არც ისე მარტივი იქნება? მერწყულები უფრო მეტად არჩევენ არატრადიციულ კავშირებს, საყვარელი ადამიანებისგან განცალკევებით ცხოვრებას, ან ადგილის ქონას, სადაც განმარტოვებას შეძლებენ, რაც დაეხმარებათ «თავისუფალი» ადამიანის ქცევების შენარჩუნებაში. ისინი ერიდებიან ურთიერთობების ოფიციალურად დაკანონებას და საერთო ქონების დარეგისტრირებას. თუ თქვენი პარტნიორი მზად არის ამისთვის, სირთულეები შეიძლება გადალახოთ, თუმცა ეს სიტუაცია თქვენი წყვილიდან მხოლოდ ერთს აწყობს აშკარად.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დამოუკიდებლობის მიუხედავად, მერწყული კიდევ ერთ მნიშვნელოვან თვისებას ფლობს - მას აქვს მისწრაფება სიყვარულისა და ჰარმონიისკენ, მაგრამ არ სჭირდება ოჯახი. ამ შემთხვევაში პარტნიორთან დათმობაზე წასვლა არც ღირს, თუმცა არც თქვენი ფანტაზიები უნდა გააფართოვოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

არ უნდა შეგეშინდეთ, რომ ოჯახის შექმნა ხელს შეგიშლით საკუთარი სურვილების ან დამოუკიდებლობის ქონაში; თუმცა მსგავსი ნაბიჯი ნამდივლად მოითხოვს გარკვეულ დათმობებს, პასუხისმგებლბის გრძნობას და პრაქტიკულობას.

ნუ მისცემთ პარტნიორს უფლებას მოახდინოს თქვენით მანიპულაცია, ხოლო თუ თქვენი სამომავლო გეგმები რამეში მაინც ემთხვევა ერთმანეთს, მოძებნეთ კომპრომისები, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ურთიერთობა და მიაღწიოთ ჰარმონიას.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

მერწყული ძლიერ ნიშნებს განეკუთვნება და უმეტესწილად ეს ეხება სულიერ ორგანიზაციას: ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ადვილად აღგზნებადები არიან, ისინი ხშირად კარგავენ თვითკონტროლს, დიდხანს განიცდიან მომხდარ წვილმანებს. მერწყული, რომელსაც საკმაო შინაგანი ენერგია აქვს, რეალურ საქმიანობამდე შეიძლება მიიყვანოს მხოლოდ კრიტიკულმა მდგომარეობამ - სწორედ მაშინ ვლინდება მისი შინაგანი ძალა, რაც ვლინდება საკუთარი და სხვისი ინტერესების დაცვის შესაძლებლობაში.

მერწყულებს ადამიანებთან ყოფნა უყვართ, ისინი ადვილად იძენენ მეგობრებს და ნაცნობებს, მაგრამ შინაგანად თავს მაინც მარტოსულად გრძნობენ. მისი ინტერესი გარემოცვის და ზოგადად ცხოვრების მიმართ ატარებს სამეცნიერო-თეორეტიკულ ხასიათს; ახლის გაგება უფრო საინტერესოა მისთვის, ვიდრე სიტუაციის შეცვლაში ძალისხმევის ჩადება. მერწყულების მგრძნობიარე ნატურის გამო ისინი ბუტიები არიან. ამ ადამიანებს გულმავიწყებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მათ არაფერი ავიწყდებათ საკუთარი დაპირებების გარდა.

ჯანმრთელობა

მერწყულები ურყევი ჯანმრელობით არ ხასიათდებიან; ბუნებისგან მათ განსაზღვული ძალები აქვთ მიღებული, რომელსაც იშვიათად ხარჯავენ, რის გამოც მალევე იგრძნობენ, რა არის ქრონიკული დაღლილობა, უძილობა, მოთენთილობა. მერწყულები უნდა გაუფრთხილდნენ ნერვულ სისტემას, მაგრამ მათ არ უყვრთ საკუთარი სისუსტეების აღიარება და ამის გამო კიდევ უფრო იტანჯებიან. ბევრ მათგანს მხედველობის და ასევე სისხლ-ძარღვთა სისტემის სერიოზული პრობლემები უჩნდება. ასაკოვან მერწყულებს აწუხებთ ფეხების ტკივილი, ვარიკოზი, სისხლ-ძარღვების გამტარუნარიანობის პრობლემები.

იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნონ, მერწყულებმა არ უნდა ინერვიულონ ყველა წვრილმანზე, კარგად უნდა იძინონ, მეტი იმოძრაონ და დაკავდნენ სპორტით. თუმცა ასეთ მარტივ წესებსაც კი მერწყულები დიდი ხნით არ იცავენ: რაიმე სიახლით გართულებს შეუძლიათ დაივიწყონ ჯანმრთელობა, გარდა ამისა, შეუძლიათ საკუთარ თავზე გამოსცადონ სარისკო და საკამათო მკურნალობის მეთოდები.

მერწყულები იშვიათად იკვებებიან სწორად, ამიტომ მათ კუჭის პრობლემები აქვთ. საქმე ძირითადად დიეტებს ეხება, რომლის ექიმებთან განხილვის საჭიროებას მერწყულები ვერ ხედავენ. ზოგადად ექიმების მიმართ მათ ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ. სტომატოლოგთან პროფილაქტიკის მიზნით ვიზიტსაც კი მომავალი წლისთვის გადადებენ ხოლმე, ხოლო თუ რამე აწუხებთ, ურჩევნიათ იტანჯონ და მოითმინონ, ვიდრე ქიმებს დიაგნოზის დასმის და მკურნალობის დანიშნვის საშუალება მისცენ.

სექსუალობა

მერწყულების მოსიყვარულე ხასიათი უფრო ჰუმანურია, ვიდრე სექსუალურ-ეროტიკული. მათი კაცთმოყვარეობის წინაშე ყველაზე კაშკაშა რომანიც კი უფერულია. პარტნიორებს მერწყულები არჩევენ ძირითადად მათში, ვისთვისაც არაფერს წარმოადგენენ.

აუღებელი ციხე-სიმაგრის დაპყრობის შესაძლებლობა ამ ნიშნის ყველაზე უენერგიო წარმომადგენლებსაც კი აქვთ. იოლი ლუკმა მერწყულებს არ იზიდავთ, ისინი მზად არიან გამოხატონ სექსუალური ნიჭი, იყვნენ მომხიბვლელი, ოღონდ გულგრილი და მათი ხელიდან დასხლტომისთვის განწყობილი პარტნიორი მოხიბლონ.

მერწყულები სექსუალურად აქტიური ადამიანების შთაბეჭდილებას ახდენენ, თუმცა ინტიმური სფეროც მათ უფრო თეორიულ დონეზე აინტერესებთ, ვიდრე პრაქტიკული კუთხით. მერწყულთნ რომანს უფრო ინტელექტუალური ხასიათი აქვს, ვიდრე ვნებიანი მომენტებით.

მერწყულის ქცევით რთულია იმის განსჯა კმაყოფილია თუ არა თავისი პარტნიორით; ხშირად ეს თვითონაც არ იცის. ამ ნიშნის ადამიანებისთვის არ ღირს იმის თქმა, რომ სიყვარულში სხვებზე მეტნი არიან; ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ უნიკალურობაში და სწორედ ამას თვლიან განსაკუთრებით ფასეულად.

მერწყულები აფასებენ სილამაზეს და ნებისმიერს შეუძლიათ მიუთითონ გარეგნულ მინუსებზე, რაც საკმაოდ უტაქტოდ შეიძლება გამოჩნდეს. მეორეს მხრივ, მათ შეუძლიათ პარტნიორი მიიღონ ისეთი, როგორიც არის და ნაკლებად აიძულებენ შეიცვალონ გარეგნობა მათი მოთხოვნების შესაბამისად.

კულინარიული მიდრეკილება

მერწყულს, რომლისთვისაც სასარგებლოა ვეგეტარიანული დიეტა, ადვილად შეუძლია უარი თქვას ხორცზე, სამაგიეროდ უჭირს უარის თქმა ჩიპსებზე, ორცხობილებზე, ტკბილ გაზიან სასმელებსა და კარტოფილის ფრიზე. მეორეს მხრივ, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის მიმართ მერწყულები გულგრილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ესმით მათი სასარგებლო მხარეები.

მერწყულებისთვის სასარგებლოა ვაშლი და ბროწეული, ასევე ბრინჯი და წიწიბურა, სამწუხაროდ ეს ადამიანები ყოველდღიურ რაციონში ამ პროდუქტის ჩართვას არ ცდილობენ. მერწყულებს უჭირთ სამჯერადი კვების დაცვა, ისინი ძირითადად «წაიხემსებენ». ამაში საშიში არაფერი იქნებოდა, საკვებად შებოლილი ძეხვისა და ტკბილეულის გარდა რამეს რომ ირჩევდნენ.

საბავშვო ჰოროსკოპი

ბავშვი-მერწყულები ძალიან პრეტენზიულები და არაპროგნოზირებადი არიან. ისინი განუწყვეტლივ სიურპრიზებს უწყობენ მშობლებს. ნათესავებს კი აოცებენ თავიანთი გაუგებარი ქცევით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვები დაჯილდოვებულნი არიან განსაკუთრებული თვისებებით, მაგრამ მათი ნიჭის გამოვლენა არც ისე იოლია.

მერწყულების ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს შთაგონება, რომელიც საშუალებას აძლევთ წარმატებით გაუმკლავდნენ სხვადასხვა დავალებების შესრულებას. მერწყულები მეტწილად გამომგონებლები არიან; ყველაზე უცნაური იდეა სტუმრობს მათ დღეში რამდენიმეჯერ, რეალიზაციის სტადიაზე კი ჩნდება პრობლემები, რადგან მერწყულები არც ისე მომთმენი არიან, ახდენენ შესაძლებლობების გადაფასებას, აიგნორებენ ნებისმიერ რჩევას, რომელიც არ მოსწონთ. იშვიათად გვხვდებიან მერწყულ ბავშვებში ლოგიკურად მოაზროვნეები; უმეტესწილად ისინი ინტუიციით ან «ზოგადი წარმოდგენებით» ხელმძღვანელობენ. უკანასკნელს კი ცხოვრებისეული გამოცდილების არარსებობის გამო კარგ შედეგამდე ნამდვილად არ მიჰყავს ისინი.

მერწყულები იშვიათად არიან დამჯერენი, ისინი ყოველთვის თავისებურად იქცევიან, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო შეიძლება დაზიანებები მიიღონ ან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მშობლებს ბავშვ-მერწყულთან «მოლაპარაკება» შეუძლიათ, თუ პატივისცემით მოეკიდებიან მის სურვილებს - კომპრომისებზე ამ ნიშნის წარმომადგენლები რთულად მიდიან.

მერწყულები საკმაოდ მშფოთვარე, შთამბეჭდავი და ცოტა საშიშებიც არიან. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ასეთი ბავშვისთვის საჭიროა ემოციურად კომფორტული გარემო. თუ უფროსები ხშირად ჩხუბობენ, არკვევენ ურთიერთობებს, ერთმანეთს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებიან - ბავშვი-მერწყული შეიძლება ავადაც კი გახდეს ამის გამო. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვები იშვიათად თუ დაიკვეხნიან განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით; თუ ისინი აღწევენ წარმატებებს სწავლაში და ახერხებენ არასტანდარტული ამოცანების გადაჭრას - ეს მოულოდნელი «გამონათებების» წყალობით ხდება. მასწავლებლებთან ურთიერთობას რთულად ალაგენებ, რადგან ნებისმიერ შენიშნვნას მერწყულები აღიქვამენ მათი უფლებების შელახვად, რისი დაცვაც მათ ნებისმიერი დასაშვები მეთოდით შეუძლიათ.