მანამ, სანამ მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ შინაურ ცხოველს გაიჩენთ, აუცილებელია იცოდეთ თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე. ამ ნიშნის მატარებელ ცხოველებს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვთ. მათთან ერთად დიდხანს და ეფექტურად უნდა ისეირნოთ, გაერთოთ, რათა შეძლონ მოზღვავებული ენერგიის დახარჯვა. არ გირჩევთ მორიელი ცხოველების ხშირად და მკაცრად დასჯას, უმჯობესია მოესიყვარულოთ და აღზარდოთ, ისინი ადვილად იწვრთნებიან. მორიელ ცხოველთან თავსებადი იქნებიან პატრონები, რომელბიც დაბადებული არიან კუროს, კიბოს, სასწორისა და თევზების ნიშნების ქვეშ. საერთო ენის გამონახვა რთული იქნება ვერძის, ლომის, ქალწულის, მშვილდოსნის, თხის რქისა და მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ პატრონთან.