ფინანსური ჰოროსკოპი

მორიელი

კვირის თვის
9 ნოემბერი - 15 ნოემბერი
ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი მორიელები ამ კვირაში შეძლებენ საკუთარი გეგმების ნაყოფიერად განხორციელებას და ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას. ეს კვირა წარმატებას მოგიტანთ ფინანსების, კარიერისა და საქმიანი პარტნიორობის მხრივ. ინტელექტუალური შრომა დაფასდება და კარგად ანაზღაურდება. ამ პერიოდში გამართული მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და შეძლებთ ორმხრივად სასარგებლო შეთანხმების მიღწევას. ასევე, გექნებათ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა, რაც დაგეხმაებათ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. ხელმძღვანელობასა და დაქირავებულ პერსონალს შორის ურთიერთობა კონსტრუქციული იქნება, რაც დადებითად აისახება შრომის შედეგებზე. უმუშევარი მორიელები, მიიღებენ ისეთ დასაქმების შესაძლებლობებს, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობდნენ. თუ დიდი გონებრივი და ფიზიკური სამუშაო დატვირთვა გაქვთ, რეკომენდორებულია საქმის დაუყოვნებლივ დელეგირება - ასე კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ და დაიცავთ თავს გადაწვისგან.