მორიელის ნიშნის ქვეშ იბადებიან მატერიალისტები და მისნები. ჰუმანისტები და საკუთარი ვნებების მონები, კოლოსალური ინტელექტისა და ნაკლების სისულელის მქონე დამიანები. მორიელთან შეხვედრისას თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ერთ რამეში - მასთან საინტერესო იქნება, მაგრამ თითქმის ყოველთვის საშიში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ის ადამიანი არ არის, ვისი თანდასწრებითაც შეიძლება რომ მოდუნდეთ.
ჩვეულებრივ მორიელები არ ინტერესდებიან სხვების აზრით, ხოლო თავისას გამოხატავენ მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ არის, სრულიად უტაქტოდ და ქცევის ნორმების გარეშე. მორიელები განსჯაში დამოუკიდებლები არიან და მათი გადარწმუნება წარმოუდგენელია. საკუთარ სიმართლეში აბსოლიტურად დარწმუნებულები არიან და არც კი მოიაზრებენ რაიმე კომპრომისზე წასვლას.
ზოგიერთი ასტროლოგი გამოყოფს მორიელის სამ ტიპს: შხამიანები (ავი, სამაგიეროს გადახდის სურვილის მქონე და დაუნდობლები, ასევე ისინი ხშირად საკუთარი აგრესიულობის მსხვერპლი ხდებიან) კეთილშობიელები (ასეთ ადამიანებს კიდევ არწივებს ეძახიან, ისინი სამართლიანი და ჯანსაღად მოაზროვნეები არიან, მორიელებს შორის ყველაზე ეგოისტურები და ჭკვიანები) და "ნაცრისფერი ხვლიკები". ეს უკანასკნელნი საშიშნი იქნებოდნენ, სუსტები რომ არ იყვნენ: მათ შეუძლიათ მხოლოდ ჩუმად ვერ იტანდნენ, მტკივნეულად გულჩათხრობილი არიან და შეიძლება უწყინარებიც კი ჩანდნენ, მაგრამ შესაძლებლობისთანავე მზად არიან მეგობარსაც კი უკბინონ.
მამაკაცი-მორიელები ფლობენ არამარტო ძალას, არამედ ეშმაკობასაც, ამიტომ, უბრალოდ დაუმარცხებლები არიან როგორც ღია ბრძოლაში, ისე კულისებს მიღმა. მათ მკვეთრი გონება აქვთ, მაგრამ ზედმეტი ემოციებისგან თავისუფალი, ძალიან დამოუკიდებელი არიან გადაწყვეტილებებში და მხოლოდ საკუთარ არჩევანს ენდობიან.
ქალი - მორიელი შეიძლება მოგეჩვენოთ სუსტი და დაუცველი, მაგრამ ის სინამდვილეში ძალიან ძლიერია, ასევე შეუძლია დაიქვემდებაროს ნებისმიერი, ვინც მისი ხედვის არეში მოხვდება. ზოგიერთ მორიელს ძლიერი ინტუიცია აქვს. ბევრი მომავალს აიძულებს გახდეს ისეთი, როგორიც მას უნდა. გრძნობებში ქალ-მორიელს შუალედური გაგება არ აქვს - მას ან ძალიან უყვარს, ან უსაშველოდ სძულს, თან ერთი და იგივე ადამიანის მიმართ განიცდის ამ ყველაფერს.
ქრისტოფერ კოლუმბი, ფერნანდო მაგელანი, ინდირა განდი, ოგიუსტ როდენი, ასტრიდ ლინდგრენი, ტედ ტერნერი, პაბლო პიკასო, ალფრედ სისლი, ვანესა მეი, ნიკოლო პაგანინი, ბილ გეიტსი, ეროს რამაზოტი, ჯულია რობერტსი, დიეგო მარადონა, ჯო დასენი, ალენ დელონი, ლეონარდო დიკაპრიო, დემი მური, ვუპი გოლდბერგი და სხვა.
მორიელი მიეკუთვნება წყლის ნიშნებს და ყველა დანარჩენისგან განსხვავებით (კირჩხიბი, თევზები) მიზანმიმართული, არაპროგნოზირებადი და ძალების დემონსტრირებაში გახსნილია. მორიელი - ეს არის მუდმივად მღელვარე ნაკადი, რომელიც თავის გზაზე ხშირად ყვალაფერ შემხვედრს ანადგურებს. მისი შეჩერება არაფერს არ შეუძლია.
მორიელის ცხოვრება მშფოთვარე და მოვლენებით დატვირთულია, როგორც მთის მდინარეზე დაშვება. ხშირად მორიელი მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ხვდება, როგორ გამოიყენოს თავისი ძალა. მანამდე კი ცხოვრებისგან ბევრ დარტყმას იღებს.
მორიელი, კირჩხიბისგან განსხვავებით, ნაკლებად დაინტერესებულია სიმდიდრით და არც თევზების მსგავსად დაიწყებს მისთვის ხელსაყრელი დინების ძიებას. მორიელის წყალი ყოველთვის ბობოქრობს, ხოლო თუ ის დამშვიდებულია, მაშინ ელოდეთ ძალიან ძლიერ შტურმს.
მორიელებს ადამიანებზე ზემოქმედების შესაძლებლობა, ასევე ბრწყინვალე ორატორული ნიჭი აქვთ, ამიტომ მათ შორის ძალიან ბევრი გამყიდველ-კონსულტანტი, სადაზღვევო აგენტი და პოლიტიკოსია. მაგრამ ამ ყველაფრის განცხრომაში გადაშვება ნამდვილად არ ღირს.
მორიელების პიროვნება მრავალმხრივია, მათგან გამოჩენილი ფილოსოფოსები, მხატვრები, ოკულტისტები დგებიან. გარდა ამისა, ყველაზე პრეტენზიულ პარტნიორთან მოლაპარაკების შესაძლებლობა მორიელებს კარგ მშვიდობისმყოფელებად წარმოაჩენს და საშუალებას აძლევს მოაგვარონ ნებისმიერი კონფლიქტი.
მორიელები წარმატებით რეალიზდებიან მედიცინაში, განსაკუთრებით დიაგნოსიკის სფეროში. გარდა ამისა, ისინი არ ერიდებიან მკურნალობის არატრადიციული მეთოდების გამოყენებას და ხშირად წარმატებით ატარებენ რისკიან ოპერაციებს. მორიელებს შორის ბევრი გამომგონებელია, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა რეალიზატორი. თუმცა გვერდით კარგი კოლეგა-შემსრულებლების არსებობის შემთხვევაში მორიელმა შეიძლება მიაღწიოს ტრიუმფს გარკვეულ სამეცნიერო სფეროებში.
სიყვარულში მორიელები ძალიან საშიში პარტრნიორები არიან - ისინი აყენებენ გულისტკივილს ისე, რომ არც კი ნანობენ ამას. ოჯახური ცხოვრება იშვიათად აქვთ ჰარმონიული: ჩვეულებრივ ამ ნიშნის ადამიანები ან ოჯახში ტირანები ხდებიან, ან თავიანთი თვისების გამო, რაც სიტუაციასთან სწრაფად შეგუებაში გამოიხატება, სწრაფად კარგავენ საკუთარ „მე“-ს და იტანჯებიან დისკომფორტით. პარტნიორისთვის გარეგნულად თავისუფლების მინიჭებით, მორიელები იტანჯებიან ეჭვიანობითა და უნდობლობით, ზოგჯერ მიდიან ისეთ სარისკო ქმედებაზე, როგორიც არის თვალთვალი ან სხვისი წერილების კითხვა და პირადი ნივთების ჩხრეკა.
პარტნიორისგან მორიელები მოითხოვენ ნდობას და მსგავს რამეს არასოდეს აპატიებენ. თუ მორიელის მეწყვილე ძლიერი ადამიანია, თავიდან ის უბედნიერესად გრნობს თავს, თუმცა მალევე იწყებს პარტნიორის დადანაშაულებას ხასიათის სისუსტეში, ამასთან საკუთარ თავსაც ადანაშაულებს - არასწორი არჩევანისთვის. ხანგრძლივ სიხარულს სასიყვარულო ურთიერთობებში ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები განიცდიან ისეთ ადამიანთან, რომელსაც შეუძლია როგორც დათმობა, ისე თავის პოზიციების დაცვა. ხშირად მორიელი არც თუ ისე ბედნიერი ქორწინების პარალელურად აბამს რომანს, რომელშიც ბოლომდე ეფლობა და აიგნორებს სხვების ნებისმიერ აზრს ამის შესახებ. საერთოდ მორიელები საკუთარ ბედნიერებას აწყობენ ტრადიციების და ზოგადად მიღებული ნორმების დარღვევაზე, რამდენადაც დარწმუნებულნი არიან, რომ არავის აქვს უფლება განსაჯოს როგორ უნდა მოიქცნენ ისინი.
მორიელები შეიძლება იყვნენ უსასრულოდ მომხიბვლელები, მაგრამ ამ ნიშნის ადამიანების რეპუტაცია არც თუ ისე კარგია, ამიტომ, ბევრი ადამიანი ცდილობს მათგან თავი შორს დაიჭიროს. თუმცა ის, ვინც შეძლებს გაუგოს მორიელს და დააფასებს მისი სულის სილამაზეს, მასში სავარაუდოდ კარგ მეგობარს და მოყვასს აღმოაჩენს.
თავად მორიელებმა, რომლებიც პირად ცხოვრებაში ბედნიერებისკენ იღწვიან, უნდა აკონტროლონ თავიანთი პიროვნების ბნელი მხარეები. მომხიბვლელი მორიელი ამავდროულად არის უბრალოდ საშინელი.
უდაოა, რომ მორიელის ძლიერ მხარეს წარმოადგენს განვითარებული ინტუიცია, საკუთარი მიზნების გაგება, სექსუალურობა და მგრძნობელობა, ასევე განსაკუთრებული შინაგანი ძალა. სამწუხაროდ, ეს უნიკალური თვისებები არ იძლევა ბედნიერების გარანტიებს, რამდენადაც ამის კომპენსაციისთვის, ბუნებამ მორიელებს დაანათლა მეწვრილმანეობაც, განსაკუთრებული მესაკუთრეობრივი ინსტინქტები, ეჭვიანი ხასიათი, ასევე შინაგანი რწმენის არქონა, რომელიც ხელს უშლის მათ ისაუბრონ საკუთარ შიშებზე და სურვილებზე.
მორიელების რომანტიკული ცხოვრება რთულად ლაგდება. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ბევრი რამის გამოვლა უხდება მანამ, სანამ მიაღწევს ურთიერთობებში ჰარმონიას. თუმცა, გულს ნუ გაიტეხთ - თქვენი ნატურა მოქნილია და საკუთარ თავზე მუშაობა და ძლიერი მხარეების გამოყენება დაგეხმარებათ, რომ იყოთ ბედნიერი.
შვიდი ტიპიური პრობლემა - შვიდი გასაღები ბედნიერი სიყვარულისთვის:
1. მე ვერ ვნახულობ შეაფერის პარტნიორს
მოერიელების ღირსებების მიუხედავად, ბევრი ადამიანი მათთან ურთიერთობას თავს არიდებს, რადგან ეშინიათ მათთვის ჩვეული სიცხარის გამოვლენის, ასევე ხასიათის არაპროგნოზირებადი ცვლილების. იმისათვის, რომ იმედგაცრუება და ურთიერთობების შემთხვევით წარუმატებლობის თავიდან აცილება შეძლოთ, საჭიროა გაერკვეთ საკუთარ ურთიერთობებში და გარესამყაროსთან დამოკიდებულებაში. დააკვირდით როგორ რეაგირებენ სხვები თქვენს ქცევაზე და მიხვდებით, კონკრეტულად რა უნდა გააკორექტიროთ იმისათივს, რომ ზედმეტი პრობლემები არ შეიქმნათ.
მორიელები მომხიბვლელები არიან, ამიტომ საწინააღმდეგო სქესის მხრიდან უყურედღებობას ნამდვილად არ განიცდიან. თუმცა მათი რომანები იშვიათად ამართლებს მოლოდინს; ძალიან ხშირად მორიელები დაკავშირებულები არიან ადამიანებთან, რომელთაგან თავის შორს დაჭრა სჯობდა. სიყვარულში ბედნიერების და ჰარმონიის მისაღწევად, მორიელებს სჭირდებათ ისწავლონ საკითხებში ბოლომდე გარკვევა. რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას დაუთმობთ საეჭვო რეპუტაციის ადამიანებს, მით უფრო დიდი შანსია ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს მოლოდინს გაამართლებს.
ერთი შეხედვით, მორიელების ზოგიერთი ქცევა შეიძლება პარადოქსული და ალოგიკური ჩანდეს. მაგალითად, მათ შეუძლიათ რომანი გააბან ისეთ ადამიანთან, რომელზეც კარგი წარმოდგენა არ აქვთ. ამ ურთიერთობას ინარჩუნებენ მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ ამ ადამიანის ყველა ნაკლს, შემდეგ კი ღრმად განიცდიან ურთიერთობის შეწყვეტას, რაც მათი ინიციატივით არც ხდება. ასეთი ქცევის მიზეზი იმალება მორიელის ქცევნობიერ სურვილში იყოს პარტნიორზე აღმატებული და წყვილში ყოფნისას ამის საფუძველზე აიცილოს თავიდან შესაძლო იმედგაცრუება.
შეეცადეთ დაფიქრდეთ თანასწორობის იდეაზე; ის უბრალოდ არ აღმოცენებულა და ტყუილად არ მოიცვა უამრავი ადამიანის ცხოვრება. თქვენი ცხოვრების სიხარულის და სირთულეების გამზიარებელი ადამიანის პატივისცემა - პირადი ბედნიერების მოპოვების საკითხში უმნიშვნელო ფაქტორი ნამდვილად არ არის.
2. ჩემს პარტნიორს მხოლოდ სექსი აინტერესებს
თითქმის ყველა მორიელი მაღლი მგრძნობელობით არის დაჯილდოვებული და ძალიან მომხიბვლელია პიროვნულად. ამ მედლის მეორე მხარეს სამწუხაროდ წარმოადგენს გაურკვევლობა პირად კავშირებში. მორიელი ხშირად ფიზიკურ კავშირთან ერთად ემოციონალურ სიახლოვესაც ეძებს, მაგრამ მის რჩეულს უბრალოდ არ შეუძლია ეს მიხვდეს.
მანამ, სანამ ურთიერთბების გარკვევას დაიწყებთ და პრეტენზიებს გამოთქვამთ, სჯობს საკუთარ თავზე იმუშაოთ. უპირველესი ამოცანა არის საკუთარი ემოციური და სექსუალური მოთხოვნების ბალანსის მოძებნა; ამის მიღწევის შემდეგ, თქვენ გახდებით უფრო ჰარმონიული პიროვნება, რაც ბედნიერებასთან მიგაახლოვებთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია პარტნიორთან გულახდილობა, იმ საკიხების ღიად განხილვის შესაძლებლობა, რომლებიც გაწუხებთ. არ ღის დამალოთ ის, რაც გაწუხებთ ხუმრობებსა და მოჩვენებით ქცევებში, რაც საბოლოოდ სკანდალების მაპროვოცირებელია. ხშირად თქვენ პარტნიორით მანიპულირების სურვილი გამოძრავებთ, რომ მისგან მიიღოთ სასურველი; პირველ რიგში ეს ტაქტიკა ძალიან დამთრგუნველია და მეორე - სწორად გადმოცემულ თხოვნას უფრო მეტად მოაქვს შედეგი.
თუ თქვენ ვერ წყვეტთ ღიად საუბარს, მაშინ ის ცვლილებები, რაც თვენ გადაგხდათ გავლენას იქონიებს თქვენი პარტნიორის ქცევაზე.
ზემოთხსენებული მოთხოვნების გაწონასწორება სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც ჯერ არ შეხვედრია თავის მეორე ნახევარს; ასეთი მორიელები შეძლებენ მოხიბლონ ადამიანები, რომლებიც სერიოზული ურთიერთობებისთვის არიან მზად.
3. მე არ ვენდობი ჩემს პარტნიორს
მორიელები ეჭვიანები არიან, თუმცა ამტკიცებენ საწინააღმდეგოს. მათ აქვთ ძლიერად გამოხატული მესაკურთრეობის გრძნობა. ძალიან ხშირად, ის ადამიანები, ვისაც მათთან კავშირი აქვთ, ხდებიან ტოტალური კონტროლის მსხვერპლნი. მორიელებს ძალიან ეშინიათ მათი დაკარგვა, ვინც ძვირფასია მათთვის და მიუხედავად ამისა ამ ადამიანებს უზღუდავენ თავისუფლებას, არ ფიქრობენ იმაზე, რომ შეუქმნან ისეთი პირობები, რომელშიც თავად ამ ადამიანს არ მოუნდება მათგან წასვლა. ცეცხლზე ნავთი შეიძლება იყოს წინა ურთიერთობების სამწუხარო გამოცდილება.
მორიელი, რომელიც მოატყუეს და იმედი გაუცრუვდა, ალბათ ვერ შეძლებს მოდუნებას, მაშინაც კი, თუ ახალ ეტაპზე სანერვიულო არაფერია. შინაგანი შფოთვა იწვევს ურთიერთობებში დაძაბულობის მომატებას, კონფლიქტებს და ჩხუბს - ერთი სიტყვით იმ პრობლემებს, რომლებისთვისაც თქვენ თავის არიდება გსურთ.
იმისათვის, რომ სიტუაცია უფრო კომფორტული გახდეს ორივე მხარისთვის, თქვენ მოგიწევთ პირად სივრცეში პარტნიორის უფლებების პატიცისცემა. არ დაგავიწყდეთ, რომ პარტნიორის სრული კონტროლის უარყოფითი მხარე არის ის, რომ ადამიანი, რომელიც გიყვართ და ტოტალურად აკონტროლებთ, შეიძლება მალე თქვენი ინტერესის საგანი აღარ იყოს.
ნუ დაივიწყებთ იმას, რომ პარტნიორის არჩევა ადვილი საქმე არ არის, მაგრამ აუცილებელია გადაწყვეტილებისთვის. თუ თქვენ ცხოვრება დაუკავშირეთ ადამიანს, რომელიც არ გამოირჩევა სტაბილურობით, მისგან მაკლებად უნდა ელოდეთ ერთგულებას და იმას, რომ ურთიერთობები სერიოზული იქნება. ეს ქცევის სხვა ასპექტებსაც ეხება.
4. მას ჩემი არ ესმის
მორიელებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ პირადი ცხოვრების გამოცდილება, უნდა ახსოვდეთ, რომ მათი გარემოცვიდან არც ისე ბევრი ადამიანია დაჯილდოვებული განვითარებული ინტუიციით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ პარტნიორს რთულად აქვს საქმე, რადგან თქვენ მინიშნებასაც კი არ აძლევთ იმაზე, თუ სად შეიძლება ეძებოს თქვენი გულის გასაღები, ან როგორ უნდა მოიქცეს, რომ ტანჯვისგან გაგათავისუფლოთ.
მორიელების უმრავლესობა ჩაკეტილია. გრძნობებს ღიად იშვიათად გამოხატავენ და ხშირად საკუთარ თავთანაც არ არიან გულახდილები ბოლომდე. თქვენ უნდა აღიაროთ და ასევე გამოუტყდეთ პარტნიორს, რამდენადაც რთული არ უდნა იყოს ეს, რომ თქვენ გაქვს სისუსტეები, ასევე დამღუპველი მიდრეკილებები, რომლებთან ბრძოლის უნარი მარტოს არ გაგაჩნიათ. თუ დახმარება გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ მისი თხოვნა, ეს სჯობს იმას, რომ ელოდოთ როდის შემოგთავაზებენ მას და გაბრაზდეთ პარტნიორზე, რომ არ ჩქარობს გადაჭრას თქვენი პრობლემები.
გაითვალისწინეთ - თქვენი სულიერი ორგანიზაცია რთულია და მისი გაგება ყველას არ შეუძლია. პარტნიორის შერჩევისას, თქვენ ყურადღებას აქცევთ მის სექსუალურ მიდრეკილებას და მგრძნობელობას, ხშირად აიგნორებთ მნიშვნელოვანს - ღრმა ემოციური ფაქტორისადმი მიდრეკილებას და შესაძლებლობას. გამოავლინეთ მეტი გარკვეულობა და სერიოზულობა, ნუ მისცემთ საშუალებას ურთიერთობებს, რომლებიც თქვენთვის არაკომფორტულია, თავის მოტყუების რეჟიმში გადაგიყვანოთ და გაგიჩინოთ გაუმართლებელი მოლოდინი და ცრუ იმედები.
5. მე არ მასვენებენ წარსულის შეცდომები
მორიელებს ყველა სხვა ნიშნებთან შედარებით დიდხანს ახასიათებთ წარსული მოვლენების დამახსოვრება, რომელთა გონებიდან ამოშლა ნამდვილად კარგი იქნებოდა. ბედნიერების არმქონე ურთიერთობების გამოძახილი მათ დიდი ხნის მანძილზე აწუხებთ, საშუალებას არ აძლევთ გული გაუხსნან ახალ ურთიერთობებს.
მორიელებო, ისწავლეთ საკუთარი თავის პატიება და იმ საქციელის დავიწყება, რაც სხვებმა ჩაიდინეს. თქვენი სულიერი ჭრილობები უფრო მალე მოშუშდება, თუ არ განაახლებთ მათ იმაზე ფიქრით, თუ რა ტკივილი მოგაყენათ ამა თუ იმ ადამიანმა. საკუთარი ქცევების განსჯისას, თქვენ აჭარბებთ მათ ნიშვნელობას, ფიქრობთ, რომ ესა თუ ის ნაბიჯი შეცვლიდა მოვლენების მიმდინარეობას; ხშირ შემთხვევაში ურთიერთობების წარუმატებლად დასრულების მიზეზი კომპლექსურია, მაგრამ ამის გასაგებად თქვენ უბრალოდ ობიექტურობის მარტივი თეორია უნდა აღიაროთ.
წარსულის გამოსწორება ყოველთვის არ შეიძლება და არ არსებობს არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ ეს ტვირთი სულ თან ათრიოთ.
სწორედ თქვენ, როგორც არავის სხვას, გჭირდებათ იმის სწავლა, თუ როგორ დაიწყოთ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან და მათ განვითარებას მიუდგეთ სერიოზულად. თქვენ ბრძენი ხართ და წინდახედული - გამოიყენეთ ეს თვისებები თქვენდა სასარგებლოდ.
6. ის გამუდმებით მაკრიტიკებს
მორიელებს ძალიან არ უყვართ უარყოფით შეფასებებთან შეჯახება თავიანთ გადაწყვეტილებების და ქმედებების თაობაზე. თუმცა არსებობენ სასოწარკვეთლი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დააძალონ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ჭეშმარიტების გზაზე დადგომა - რა თქმა უნდა ამ დროს მოქმედებენ კეთილშობილური მოტივებით.
არ არის გამორიცხული, რომ კრიტიკა და საყვედურები, რომლებიც თქვენი რჩეულისგან მოდის - არის ადამიანის თავდაცვითი რეაქცია, რომელიც გრძნობს, რომ თქვენ ცდილობთ მისით მანიპულირებას და ხელმძღვანელობას. ისწავლეთ დროულად დათმობა, პარტნიორის მოსაზრების მოსმენა - თუნდაც ისეთის, რომელიც არ მოგწონთ. შეეცადეთ გაარკვიოთ რა სურს ყველაზე მეტად თქვენს პარტნიორს – პირადი კომფორტი თუ სიტუაცია, რომელშიც ორივე ბედნიერად იგრძნობთ თავს.
მორიელის პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები ცდილობენ ურთიერთობებში დომინირებას, მაგრამ ამასთან არ სურთ საქმე ჰქონდეთ სუსტ პარტნიორთან და ზოგჯერ ძალიან არასაიამოვნო ფსიქოლოგიურ ხაფანგში ებმებიან. გამორიცუხლი არ არის, რომ კრიტიკული შენიშვნები და სხვა მეთოდები, რომელთა დახმარებით თქვენი რჩეული გამოხატავს თქვენდამი უკმაყოფილებას, სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ურთიერთობებში საკუთარ თავზე აიღოს ლიდერობა - ესეც ფაქტიურად ერთგვარი მანიპულაციაა.
7. მე ძალიან სწრაფად ვიღლები ურთიერთობებისგან
მორიელების ემოციები ძალიან ძლიერია იმისათვის, რომ ხანგრძლივი და სტაბილური იყოს. თქვენ უფრო მეტად გჭირდებათ ახალი შთაბეჭდილებები, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნებს. თუმცა, მათ მისაღებად ყოველთვის საჭირო არ არის პარტნიორთან დაშორება და ახალი რჩეული ძებნა: ზოგჯერ თქვენთვის ცოტაოდენი დროა საჭირო რომ დაისვენოთ, მოდუნდეთ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისწავლოთ საკუთარი ძალების კონსტრუქციულად გამოყენება. ისინი საკმარისია იმისათვის, რომ ურთიერთობებს ის ფორმა მისცეთ, რომელიც თქვენ გაწყობთ; თუმცა, უმეტესწილად მორიელები საკუთარ ენერგიას მიმართავენ დამანგრეველი მიმართულებით ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებიან. მოცემული ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ახასიათებს საკუთარი თავის დადანაშაულება ადრინდელი სიმკვეთრის ემოციურ გახარჯვაში, ზოგიერთი კი პასუხისმგებლობას პარტნიორს აკისრებს და ძალიან ცოტა მათგანი ეძებს არა დამნაშავეს, არამედ სიტუაციიდან გამოსავალს.
თუ თქვენ გსურთ სერიოზული ურთიერთობების ქონა და არ ხართ მზად შემთხვევითი კავშირებით დაკმაყოფილდეთ, შეურიგდით იმას, რომ რომანის ემოციური სისავსე ყოველთვის ერთგვაროვანი არ იქნება. დროთა განმავლობაში თქვენ გაიგებთ, რომ თუ გარეგნული ბრწყინვალება დაკარგეთ, სამაგიეროდ სულიერი სიღრმე მიიღეთ. მოუფრთხილდით ურთიერთობებს, რომლებშიც არის სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა - მათი ფასი უზომოდ დიდია, რადგან ორივე პარტნიორზე ახდენენ ჰარმონიზირებად გავლენას.
მთელი თავისი ძალის მიუხედავად მორიელი პასიური ნიშანია და მასთან ურთიერთობისას თქვენ აუცილებლად მიაქცევთ ამას ყურადღებას. მორიელი წეყნას იგროვებს, დატკბება გადადებული სამაგიეროს გადახდით, მაგრამ არ დაესხმება თავს დამნაშავეს. მოცდის ტაქტიკას თავისი ნაყოფი აქვს: მორიელებს თითქმის არ ჰყავთ ძლიერი მტერი, მაგრამ არაკეთილისმსურველები მათ გარშემო საკმარისზე მეტია. მორიელი შეიძლება მოგეჩვენოთ ძალიან მიზანდასახული, მაგრამ ეს თვისება მხოლოდ წვრილმანებში ვლინდება. შორეული პერსპექტივების გამო საკუთარ თავს უარეს არეფერზე ეტყვის.
გარესამყაროსთან მორიელის დამოკიდებულება ბევრ რამეში დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი მიღწევა შეძლო მან ცხოვრებაში: წარუმატებელი მორიელები ჩვეულებრივ ძუნწები და ეგოისტები არიან, ხოლო წარმატებულები ცდილობენ იყვნენ ქველმოქმედები. მთელს თავის ეგოიზმთან ერთად, მორიელებს არ აკლიათ კაცთმოყვარეობა, მაგრამ მას წახალისება და კულტივირება სჭირდება, რამდენადაც თავად მორიელს ეს არ შეუძლია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული თითქმის ყველა ადამიანი, გამოირჩევა ინდივიდუალობით და მათ მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩება. მთელი ცხოვრების მანძილზე მათ უამრავი გამოცდა ხვდებათ, რომელიც მხოლოდ ამყარებს მათ ნებას და თავმოყვარეობას.
თუ მორიელი ჯანმრთელი დაიბადა (და ასეც ხდება, რადგან ბუნება ამ ნიშნის ადამიანებისთვის ცხოვრებისეულ ძალებს არ იშურებს), დაავადებებს შეეწინაღმდეგება სიბერემდე: მათი ორგანიზმი თითქოს დაჯილდოვებულია ჯანმრთელობის აკუმულირების შესაძლებლობით. გარდა ამისა, მორიელები ჩვეულებრივ კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან, სპორტით სიამოვნებას იღებენ. მოხუცებულობის ასაკში შედარებით დუნდებიან. ყველაფერთან ერთად ბუნება მათთვის არც ცხოვრებისეულ სირთულეებს და გამოცდებს არ იშურებს, რაც მძიმედ აისახება მათ ნერვულ სისტემაზე.
მორიელს შეუძლია დაიცვას დიეტა, ივარჯიშოს, იქონიოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ ამასთან დაანგრიოს თავისი შინაგანი სამყარო უსიამოვნო ფიქრებით, ზოგჯერ კი ნარკოტიკითაც. მორიელები გულის დაავადებებითაც იტანჯებიან, რაც უმწვავდებათ ცხოვრების რთული პერიოდებში. ყველა მორიელის მტკივნეული წერტილებია - ზურგი და ფეხები. ხერხემლის დაავადებები და ვენების ვარიკოზული გაგანიერება ძალიან აწუხებთ მათ საშუალო და მოხუცებულობის ასაკში.
მორიელების სექსუალური ცხოვრება ძალიან არათანაბარია. ადრეულ ახალგაზრდობააში ისინი ჯერდებიან პლატონურ განცდებს, თუმცა ზრდასრულ ასაკში გამოცდილების მიხედვით მოქმედებენ და ხშირად ნეგატიურით.
მორიელები თითქმის მაგიურად მიმზიდველები არიან, სიყვარულში ძუნწები და ზოგჯერ იმდენად ემანსიპირებულნი, რომ ეს ყველაფერი გადადის უზნეობასა და აღვიახსნილობაში. რამდენადაც ძლიერ არ უნდა აფასებდნენ მორიელები ეროტიულ სიამოვნებას, პატივმოყვარეობა უფრო მაღლა დგას მათთვის და ზოგიერთ შემთხვევაში ამ ნიშნის ადამიანები მზად არიან აბსოლიტურობამდე შეიკაონ თავი, თუ თვლიან, რომ ეს ყველაფერი მათი კარიერისთვის სასარგებლო იქნება.
საინტერესოა, რომ მორიელები კარიერის მოწყობის შესაძლებლობაზე წინადადებას ხშირად იღებენ სექსუალური კავშირების დამყარების საფუძველზე და დაუფიქრებლად უარყოფენ, თუმცა მოგვიანებით ამ ყველაფერს ფარულად ნანობენ ხოლმე. სრულყოფილ რომანებზე უარის თქმის დროსაც, მორიელები არ წყვეტენ თავისკენ მოიზიდონ ახალი მსხვერპლი. მათი მომხიბვლელობა ძლიერია ბუნებრივად და წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ შეუძლებელია.
მორიელები დიდად არ იწუხებენ თავს პარტნიორის საგულდაგულოდ შერჩევისთვის, ისინი ფართედ უღებენ კარს ყველას, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება მათ რეპუტაციაზე. უნდა დავამატოთ, რომ მორიელთან მოკლევადიან რომანს ბევრი მისი პარტნიორი აღიქვამს, როგორც ყველაზე ნათელ მოვლენას თავის ცხოვრებაში: ამ ნიშნის ადამიანების გამომგონებლობა და ეროტიკული არაპროგნოზირებადობა პირდაპირ გულებს ხვდება.
მორიელები ჩვეულებრივ იცავენ ერთი და იგივე სამზარეულოს ან დიეტის ხაზს, რადგან არჩეულს მსოფლიოში საუკეთესოდ თვლიან. ისინი თავისუფლებას აძლევენ თავიანთ კარგ მადას და იციან, რომ ზემდეტი კილოგრამებისგან ადვილად გათავისუფლდებიან ფიზიკური ვარჯიშით.
მორიელები ჩვეულებრივ ბევრს სვამენ (და არა მარტო სპირტიან სასმელებს, ზოგადად ალკოჰოლის მოხმარების მხრივ ისინი ძალიან ფრთხილები არიან), თუმცა ეს მათთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. სჯობს სითხე ხილით და ბოსტნეულით ჩაანაცვლონ. ყავას საერთოდ თუ აკრძალავენ კარგი იქნება, ხოლო შავი ჩაის ნაცვლად უკეთესი იქნება მიიღონ მწვანე.
ამ ნიშნის ადამიანებმა უარი არ უნდა თქვან ხორცზე, განსაკუთრებით საქონლის ხორცზე და რძის პროდუქტებზე. მორიელები ძალიან მგრძნობიარენი არიან სუნების მიმართ, ბევრი არომატული სანელებელი კი მათში ალერგიულ რეაქციას იწვევს.
ყველაზე პატარა მორიელიც კი ნამდვილი მეომარია. მას მებრძოლი ხასიათი აქვს; ასეთ ბავშვთან მშობლებს ნამდვილად არ უადვილდებათ საქმე, რადგან მას ყოველთვის შეუძლია თავისი გაიტანოს, დათმობებზე ძალიან იშვიათად მიდის და უფროსების მხრიდან გამოვლენილი ნებისმიერი სისუსტის დროს, იწყებს მათ თითზე დახვევას.
მორიელს, ისე როგორც არავის, სჭირდება მკაცრი, მაგრამ მოსიყვარულე ზედამხედველი. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ბავშვს არ ასწავლით დისციპლინას, ის ვეერასოდეს ისწავლის ემოციების კონტროლს, დამოკიდებლი იქნება თავის ცვალებად ხასიათზე და წამიერ გავლენებზე. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა ბავშვ-მორიელში ისეთი ჩვევების განვითარებაზე, როგორიცაა თანაგრძნობა, პატიება, მოთმინება და ადამიანების მიმართ პატივისცემა.
ძლიერი ხასიათი - მორიელების ღირსებაა; მაგრამ უგულობით და სულერი სირბილის გარეშე ვერ შეძლებენ გარემოცვასთან ურთიერთობას, ვერ შეძლებენ სიამოვნება მიიღონ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობითაც კი. უფროსებს უნდა ახსოვდეთ, რომ მორიელს ყოველთვის აქვს საიდუმლო - შეიძლება ბავშვური, მაგრამ მაინც. არ ღირს ასეთი ბავშვის სულიერ სამყაროში უხეშად ჩარევა: მისთვის აუცილებელია გარკვეული «ტერიტორია», რომელზე წვდომაც სხვებისთვის აკრძალულია. განსაკუთრებით იცავენ თავიანთ დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებებს მოზარდი-მორიელები. მშობლებს უხდებათ ეშმაკობებზე წასვლა, რომ ერთის მხრივ არ აწყენინონ ბავშვს და მეორეს მხრივ რაიმე ინფორმაცია მაინც მიიღონ მის ცხოვრების შესახებ.
ბავშვი-მორიელები ფლობენ დიდ ცხოვრებისეულ ძლას და ენერგიას; ერთი შეხედვით ჩანს, რომ ისინი სრულიად დაუცხრომლები არიან. სამწუხაროდ, სწორედ ეს ხდება პრობლემის საბაბი: ამ ნიშნის წარმომადგენლებს უჭირთ საკუთარ დესტრუქციულ შეტევებთან გამკლავება. ყველაზე სახიფათოა მოზარდობის ასაკი. მორიელებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა სპორტი, ცეკვა - ეს მათ ეხმარება ულევი ენერგიის არამარტო პოზიტიურად გამოყენებაში, არამედ ასწავლიან დისციპლინას და რეგულარულ შრომას.
ბავშვი-მოერიელების კიდევ ერთი განსაკუთრებულობა არის მათი ძლიერი ინტუიცია. თუ მშობლების ურთიერთობა აირევა, ბავშვი-მორიელი ამას უსიტყვოდ მიხვდება; გარდა ამისა, ის ადვილად ხვდება სხვების საიდუმლოს და ამ გზით მოიპოვებს სხვა ადამიანებზე გავლენას.