თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა, ამ თვეს რეტროგრადულად იწყებს, თან თქვენს ნიშანში. ეს არის დრო, როცა იძულებული იქნებით გადააფასოთ საკუთარი გრძნობები, პირადი საზღვრები და წარმოდგენები იდეალური პარტნიორობის შესახებ. 14 ნოემბერს, ვენერას სწორი მოძრაობისკენ დაბრუნების შემდეგ, უფრო ადვილი გახდება იმის გაგება, თუ რა გსურთ სინამდვილეში საყვარელ ადამიანთან ურყიერთობისგან. 28 ნოემბერს, პლანეტა ვენერა ჰარმონიულ კავშირს დაამყარებს პლანეტა იუპიტერთან, რაც თქვენს რომანს მეტ სითბოს, ვნებებს და განვითარების შესაძლებლობებს შემატებს.