ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ცხოველები შესამჩნევად ზანტები არიან. თავს იფასებენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებენ, თუმცა კეთილშობილებით გამოირჩევიან. ხშირად არიან უხასიათოდ. ისინი პატრონის მიმართ ერთგულებით გამოირჩევიან. ძალიან უყვართ კომფორტი და სახლის მყუდრო გარემო. კვების და ცხოვრების რეჟიმის გარეშე ყოფნა მათთვის დიდი ზიანის მომტანია. გასეირნებისა და საჭმლისთვის ერთი და იგივე დრო უნდა გამოუყოთ და მოარიდოთ ისეთი საკვების მიღებას, რაც შეკრულობას იწვევს. მშვენიერი ურთიერთბა აქვს ცხოველ თხის რქას პატრონთან, რომელიც დაბადებულია ტყუპების, ლომის, ქალწულის, სასწორის, თხის რქისა და თევზების ნიშნის ქვეშ. არც თუ ისე კარგი ურთიერთბა ექნებათ პტრონთან, რომელიც დაბადებულია მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ.