ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი თხის რქებისთვის ეს კვირა დიდი ხნის ჩაფიქრებული რეფორმების განხორციელების დრო იქნება. რეკომენდირებულია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ოპტიმიზაცია. ყურადღება გაამახვილეთ ორგანიზაციის და საწარმოს ტექნიკურ განახლებაზე. ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი საკრედიტო ხაზის გახსნა, აუცილებელია წინასწარ შეადარონ განაკვეთები და პირობები. საწარმოების მფლობელებმა უნდა იფიქრონ უძრავ-მოძრავი ქონების დაზღვევის უზრუნველყოფაზე. შესაძლოა, დაგიბრუნონ ვალი, რომელსაც აღარ ელოდით. თუ საკუთარ განზრახვებს საჯაროობის გარეშე განახორციელებთ, კიდევ უფრო მეტ ფინანსურ წარმატებას მიაღწევთ. დატვირთული და შემოსავლიანი კვირა ელის მათ, ვისი საქმიანობაც უკავშირდება სამშენებლო-სარემონტო, სოფლის მეურნეობის და საბინაო-კომუნალური მომსახურების სფეროებს. ეს პერიოდი კარგი დროა კარიერული წინსვლისა და ბიზნესში ინიციატივების გამოჩენისათვის.