ბლოგი

ცოტა რამ ტიპურ ლომებზე

ცოტა რამ ტიპურ ლომებზე

ფეისბუქზე გაზიარება

ამ ბლოგში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ტიპიურ ლომებზე, მინიმუმ 5 პლანეტა უნდა იყოს ამ ზოდიაქოში, რომ ყველა მახასიათებლები დაემთხვეს. თუ ხართ ლომი და თვლით, რომ ეს დახასიათებები თქვენზე ნაკლებადაა, ე.ი. სხვა ნიშნების გავლენა გაქვთ პირად რუკაში და საჭიროა რუკის შედგენა.

ლომს მართავს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ვარსკვლავი - მზე.
მზე მითოლოგიაში ღმერთის სიმბოლოა, იგი განასახიერებს ეგოს, მმართველობას, ლომებს საოცარი მართლაც "ღვთაებრივი" ენერგია და ნიჭი აქვთ. ასევე აღსანიშნავია, რომ ხშირად მათ აქვთ ხატვის, სიმღერის, დაკვრის ან სამსახიობო ნიჭი და არა ინტელექტუალური ნიჭი, ლომისგან ნამდვილად ვერ გამოვა მეცნიერი, მას ეს არც აინტერესებს. სცენა - ლომის ხასიათს საოცრად შეეფერება. თქვენ ამომავალი ვარსკვლავი უნდა იყოთ! უნდა ანათებდეთ და ყველა ტაშს გიკრავდეთ, ეს ნამდვილად გაგაბედნიერებთ. პროჟექტორების შუქი, თქვენი სახელი ფილმის პოსტერზე უდიდესი წარწერით:"მთავარ როლშია...." ამაზე ოდესმე თუ გიოცნებიათ, ე.ი. ტიპიური ლომი ხართ, ან ლომის გავლენა გაქვთ პირად რუკაში (მთვარე, ვენერა ან თუნდაც მარსი გაქვთ ლომში). ლომები საოცარი რომანტიკოსები არიან, ლომი მართავს მე-5 სახლს ასტროლოგიაში, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობებს უკავშირდება. მათ სიყვარული მუდამ სჭირდებათ, სიყვარულის გარეშე ლომი - ლომი არაა! ლომი ძალიან ვნებიანი და რომანტიული საყვარელია და მუდამ იცის, როგორ მოექცეს საყვარელ ადამიანს. (ლომის დიდი ნაკლი მისი სიყვარულია "დამონების" მიმართ...როდესაც ლომი გყავს სახლში ის "ითხოვს" მოემსახურო, ბალიში გაუსწორო, მეფეს არ ეკადრება ამ "წვრილმანისთვის" განძრევა, მას ხომ ამისთვის ცალკე ადამიანი უნდა ჰყავდეს. #ასტროიუმორი). ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ლომის "ეგოისტობის" სტერეოტიპზე, ისმის კითხვა: ეს მართლაც სტერეოტიპია? თავად ლომს რომ ჰკითხო სავარუდოდ უარყოფს ან დაგცინებს: "კარგი რა, ამ ასტროლოგიის გჯერა?!", რეალურად მას სურს პასუხს აარდოს თავი. ბევრ ლომს თავად ვერ გაურკვევია საკუთარი თავი უფრო უყვარს თუ ვინმე სხვა და ეს უკვე ნამდვილად არაა სტერეოტიპი. თუმცა ლომს აქვს სხვა ადამიანების შეყვარების უნარი, უბრალოდ მას უყვარს გარკვეული სახის ინდივიდები და არა ყველა და მთელი კაცობრიობა. (მერწყულისგან განსხვავებით, რომელიც მისი ოპოზიციაა.) ლომის რჩეული ადამიანი ყურადღებას და სითბოს მიიღებს, ვინაიდან ლომი საკმაოდ რომანტიული და "დრამატული" ნიშანია, თუმცა ლომი ასევე მოითხოვს მისი რჩეულისგან სიყვარულს და სითბოს. ვინაიდან ლომი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, რა თქმა უნდა მასაც ახასიათებს "აფსიხებები", როგორიც ვერძებს ან მშვილდოსნებს, განსხვავება იმაშია, რომ ეს "აფსიხებები" ვლინდება სხვადასხვაგვარად და ასევე განსხვავებულ სიტუაციებში. ის რაც განარისხებს ვერძს, ლომმა შეიძლება გაატაროს, და პირიქით. რა განარისხებს თავმოყვარე ლომს? პასუხი მარტივია, ნებისმიერი სახის დაკნინება და უპატივცემულობა მის მიმართ მწყობრიდან გამოიყვანს ამ ერთი შეხედვით მშვიდ და თავშეკავებულ ბოკვერს. ლომთან კომუნიკაცია და დაახლოება მარტივია, თუ მზად ხართ ის შეაქოთ. ქება მათი მოთაფვლის საუკეთესო საშუალებაა, ანალოგიური შეგვიძლია ვთვათ მშვილდოსნებზეც. ლომი ხომ კატის ოჯახიდანაა, უყვარს რომ ეფერები, თუმცა შეყვარებული ლომი არც თვითონ დაგაკლებს ალერსს. ლომები გიჟდებიან, როდესაც მათ ანებივრებენ, უდიდესი ყურადღება უნდა იყოს მათი პერსონისადმი.

ლომი და ხელოვნება:
ტიპიური ლომი ნამდვილი ხელოვანია. ლომებს უყვართ ხელოვნება, მუსიკა, სცენა. ისინი შემოქმედებითი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ლომი შეიძლება იყოს ბიზნესმენი, მასწავლებელი ან ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, მაგრამ ყველა ლომს აქვს შემოქმედებითი მიდრეკილებები. განავითარებენ თუ არა ისინი საკუთარ თავში ამას, ეს უკვე სხვა საკითხია.

ლომი და სიყვარული:
ლომს უყვარს სიყვარული! ლომი თავად სიყვარულია. ლომები საოცარი რომანტიკოსები არიან. (თუ ქალწულის გავლენა არაა). ლომები საკმაოდ მზრუნველები არიან ახლობლების მიმართ, ოჯახი, სიყვარული ეს ლომისთვის არაა მეორე ხარისხოვანი. ტიპიური ლომი მზრუნველი და პასუხისმგებლიანი მშობელია.

ლომი და მოდა:
ცნობილი ლომი ვენერით ლომი არის - კოკო შანელი. ლომებს უყვართ დახვეწილი, ელეგანტური, ძვირადღირებული და ამავდროულად გამორჩეული, მოდური და აქტუალური ჩაცმის სტილი. რა თქმა უნდა აქ ვენერას მდებარეობასაც გააჩნია.

ასტროლოგი: მარიამ შუკაკიძე.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის
ისინი არ აღიარებენ შემოვლით გზებს - ზოდიაქოს 5 ყველაზე სწორხაზოვანი ნიშანი
დაასახელეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და ჩვენ გეტყვით, რას აკეთებთ არასწორად ურთიერთობებში
12 კარმული კანონი, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას
ვარსკვლავები მათ მხარეს არიან! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც არ ვრცელდება რეტროგრადული მერკურის გავლენა
ყველაზე სასურველი აქტივობები ახალი 2023 წლისთვის ფენ-შუის მიხედვით
ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი
მორიელი - ზოდიაქოს ნიშნის ბედის ჯვარი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ
კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როდესაც გულს უტეხენ
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე
ასტროფსიქოლოგის რჩევები - როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი მორიელი
ამის ცოდნა დაგეხმარებათ გავლენა იქონიოთ მშვილდოსნებზე, ტყუპებსა და კუროებზე
ზოდიაქოს 6 ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე ნიშანი