ბლოგი

ერთგულების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ერთგულების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

ჰაიტექის ეპოქად წოდებულ XXI-ე საუკუნეში ცოტა არ იყოს და გაუფერულებულია ადამიანის შინაგან სამყაროსთან და გრძნობებთან ასოცირებული გაგებები, მათ შორის ერთგულებაც. შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს გადაჭარებებით ნათქვამია, მაგრამ თუკი გადავხედავთ სხვადასხვა სტატისტუკურ მონაცემება და სოციოლოგიურ კვლევებს, რომლებიც მუდმივად ტარდება და ქვეყნდება სხვადასხვა გამოცემებში, აშკარად დავინახავთ იმ სავალალო მდგომარეობას, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებშია. თუმცა, რწმენა ყოველთვის პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანის გონება-განწყობაზე და ამჯერადაც ვირწმუნოთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი ყოველთვის შეძლებს დარჩეს მოწოდების სიმაღლეზე და ყველა სხვა დადებით თვისებებთან ერთად, შეინარჩუნოს ერთგულება.

გაინტერესებთ რამდენად ერთგულია თქვენი ზოდიაქოს ნიშანი?
ჩვენს სტატიაში წარმოდგენილია ზოდიაქოს ნიშნები 1-დან 12-მდე ერთგულების რეიტინგის მიხედვით. მაშ ასე:


მორიელი (23 ოქტომბერი — 22 ნოემბერი)
უნდა ითქვას, რომ თქვენ უაღრესად ერთგული ადამიანი ხართ, თუმცა თქვენთან ურთიერთობა ხშირად გაუსაძლისია თქვენთვის დამახასიათებელი უსაზღვრო ეჭვიანობისა და იდუმალების გამო. მაგრამ უდავოა, რომ ერთგულებაში ბადალი არ გყავთ. თქვენ დაიცავთ პარტნიორს ყველა სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, თუ რა ვითარება იქნება. 

კიბო (22 ივნისი — 22 ივლისი)
კიბოს თავისი რჩეული უყვარს კუბოს ფიცრამდე. თქვენ ძალიან კეთილი გული გაქვთ, რომელიც სავსეა სიყვარულით და მზად ხართ ეს სიყვარული უანგაროთ აჩუქოთ სხვებს, ისეთ სიტუაციაშიც კი, თუკი ამის გამო საკუთარი ინტერესების მსხვერპლად გაღება მოგიწევთ. როგორც კი იპოვით თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს, აღარასოდეს იტყვით მასზე უარს. 

ლომი (23 ივლისი — 22 აგვისტო)
თქვენც იმ ზოდიაქოს ნიშნებს ეკუთვნით, რომლებიც ინარჩუნებენ ერთგულებას პარტნიორის მიმართ და უფრთხილდებიან ურთიერთობას. როგორც ლომი, თქვენც გრძნობთ სიამაყეს იმ ადამიანის გამო, რომელსაც ხვდებით. სწორედ ამიტომ, თქვენ მას ისე დაიცავთ, როგორც საკუთარ თავს. თქვენ ყოველთვის მის მხარეს იქნებით, რაც არ უნდა მოხდეს. 

კურო (20 აპრილი — 21 მაისი)
საკმაოდ ჯიუტი ხართ და ეს თქვენმა ახლობელმა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი გაოცებული დარჩება იმის დანახვით, თუ რამდენად ერთგული შეგიძლიათ იყოთ. თქვენს ერთგულებას თავისუფლად შეუძლია „ჩააბაროს“ დროის გამოცდა და ეს ყველაფერი თქვენი შეუპოვრობის დამსახურებაა, თქვენ ხომ არასოდეს კარგავთ ადამიანების რწმენას. 

სასწორი (23 სექტემბერი — 22 ოქტომბერი)
თქვენ რომანტიკული ადამიანი ხართ, რომელსაც ნამდვილი სიყვარულის სჯერა. ამის მიუხედავად, საკმაოდ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება და გირჩევნიათ დინების მიმართულებით გაცუროთ. ზოგჯერ საეჭვო და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. მართალია თქვენ ის ადამიანი არ ხართ, რომელიც მიზანმიმართულად უღალატებს მეორე ნახევარს, მაგრამ  სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენი ქცევა სტაბილური ნამდვილად ვერ იქნება.

ტყუპები (22 მაისი — 21 ივნისი)
ტყუპები ერთგული პარტნიორები არიან, თუმცა გვერდიდან ეს მთლად ასე შეიძლება არ ჩანდეს. თქვენ გახასიათებთ გართობისკენ მიდრეკილება, რის გამოც ადვილად შეგიძლიათ სიტუაციიდან გადართვა, გამოთიშვა. ძალიან კონტაქტური ადამიანი ხართ, რომელმაც იცის როგორ გახადოს ურთიერთობა სახალისო და მიმზიდველი. ტყუპს სჭირდება ისეთი პარტნიორი, რომელთანაც შეძლებს იყოს გულახდილი. 

ვერძი (21 მარტი — 19 აპრილი)
თქვენ იმყოფებით ერთგულების რეიტინგის შუაში. ნამდვილად არ ხართ ღალატისკენ მიდრეკილი, მაგრამ ამასთანავე ვერც განსაკუთრებით ერთგულს გიწოდებთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ვერძისთვის დამახასიათებელია იმპულსური და ამოუცნობი ქცევა. 

ქალწული (23 აგვისტო — 22 სექტემბერი)
საკმაოდ პირდაპირი ადამიანი ხართ, რომელსაც არ ახასიათებს აღებული გეზის შეცვლა. მიუხედავად ამისა, გონებას ზედმეტად ტვირთავთ და შედეგად გებადებათ პარანოიდალური აზრები. ყოველთვის სწორ გზას ირჩევთ, მაგრამ როგორც კი კარგავთ ინტერესს, მაშინვე იწყებთ რაიმე უფრო მიმზიდველის ძებნას. 

თხის რქა (22 დეკემბერი — 20 იანვარი)
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშნებს ნამდვილად არ მიეკუთვნებით. თუმცა, არც მოღალატეების რიცხვში ხართ. თქვენ მიჩვეული ხართ ლიდერის როლში ყოფნას ურთიერთობებში - რას ვიზამთ, ასეთი ხასიათი გაქვთ. თუკი შეამჩნევთ, რომ თქვენი პარტნიორი არ ჩქარობს თქვენს მცდელობებს იგივენაირად უპასუხოს, ღალატზეც არ დაიხევთ უკან. 

თევზები (19 თებერვალი — 20 მარტი)
თევზების ნიშანი ცნობილია იმით, რომ ძალიან კარგი საყვარლები არიან. თქვენ ხშირად იკარგებით გრძნობებსა და ემოციებში, რაც არასტაბილურს გხდით. ასევე გაქვთ ყველაფრის დამატიზირების მიდრეკილება. სწორედ ამიტომ, თქვენ ვერ ახერხებთ ყოველთვის შეინარჩუნოთ ერთგულება ურთიერთობებში. 

მერწყული (21 იანვარი — 18 თებერვალი)
ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ამბიციურები არიან. პრინციპში თქვენ ყოველთვის ასეთი ხართ და ამ მიზეზით ხშირად სტრესს განიცდით. ეს პრობლემაა, რამდენადაც ამან შეიძლება გიბიძგოთ პირად ურთიერთობებში არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ. 

მშვილდოსანი (23 ნოემბერი — 21 დეკემბერი)
ალბათ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ იმ ადამიანების კატეგორიაში ხვდებით, რომლებიც ყველაზე ხშირად ღალატობენ ურთიერთობებში, ეს გამომდინარეობს იქედან, რომ მშვილდოსანისთვის დამახასიათებელია პასუხისმგებლობების შიში. თქვენ არ მოგწონთ როცა მიჯაჭვული ან დამოკიდებული ხართ რამზე ან ვინმეზე. თქვენ გიყვართ მოგზაურობა და თავგადასავლები და სრულიად არ ფიქრობთ რომ ამ მხრივ შეცვალოთ რამე.


თითოეული ჩვენგანი ინდივიდია, რომელსაც თავისი განმასხვავებელი ნიშან-თვისებები აქვს, თუმცა ყველა ჩვენ ერთად ვქმნით საზოგადოებას, სადაც სხვდასხვა სოციალური სტატუსის ქვეშ ვატარებთ ცხოვრებას. ერთგულება - ადამიანისთვის დამახასიათებელ დათებით თვისებებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და სწორი განვითარების ადამიანს კარგად ესმის, რომ მან  არასოდეს არ უნდა უღალატოს საყვარელ ადამიანს. 
 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორ სამოსში უნდა შეხვდეთ ახალ 2023 წელს ზოდიაქოს მიხედვით, რათა ყველა სურვილი აგისრულდეთ?
მავნე ჩვევები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ზოდიაქოს ნიშანი თევზები: 10 ფაქტი თევზების შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ
თევზები - ყველაზე რთული ადამიანები
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
ვენერა ჰოროსკოპში
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
ცოტა რამ ტიპური თხის რქის შესახებ
10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს
ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სხვებზე დიდხანს ცოცხლობენ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან
ასტროლოგია და უძრავი ქონება: რაზე მიუთითებს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი საცხოვრებლის შეძენის დროს