ბლოგი

ლომის ქვები

ლომის ქვები

ფეისბუქზე გაზიარება

ძველ ჩინეთში ლომი იყო ტაძრების და იმპერატორული სასახლების კარის დამცველი. მოგვიანებით სხვა ქვეყნების ქალაქებში ქვის ლომები მდებარეობდნენ შესასვლელთან. დრო მიდის, ყველაფერი იცვლება. უკვე რთულია იმის გაგება, ვისგან იცავენ ქვის ლომები, ხიდები და სკვერები. უცვლელი რჩება მხოლოდ ლომის ძალა და სიმამაცე, მისი სიამაყე და დიდებულება.

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული მხოლოდ ბრძოლებით არ ცხოვრობს. ის ეძებს სიყვარულს და იღბალს. ამაში მას ეხმარება ქვა-თილისმები: ლალი, ქარვა, ძოწი, სარდიონი, თოპაზი, მთის ბროლი, ჰელიოტროპი, ციტრინი, ალმასი, შპინელი, ობსიდიანი, ზურმუხტი.

 

ლომის ძირითადი ქვების მოკლე თვისებები

 

  • -ლალი- აჩუქებს ლომს სიბრძნეს და უშიშრობას, მისცემს იმედს.
  • -ქარვა- აღადგენს ძალებს, იცავს ბოროტი თვალისგან, შლის არაკეთილ სურვილებს.
  • -ძოწი- აღვიძებს ლომში ვნებას, კვებავს მუდმივობით და მიზნების მიღწევის დაუღლელობით.
  • -სარდიონი- ეხმარება შეყვარებულებს, ანელებს მრისხანებას, იცავს განხეთქილებისგან, ეხმარება თავი აარიდოს გაუგებრობას, ამძაფრებს გრძნობებს.
  • -თოპაზი- ეხმარება ლომს მიაღწიოს სიმდიდრეს, დაიცავს არაკეთილმოსურნეების შურისგან და ინტრიგებისგან.
  • -მთის ბროლი- გულწრფელობის და ღიაობის მატარებელი, ეხმარება ლომს წარმათოს საქმიანი მოლაპარაკებები.
  • -ჰელიოტროპი- დაიცავს მატყუარებისგან, ჩუქნის დღეგრძელობას.
  • -ციტრინი- აძლიერებს ლომის ორატორულ უნარებს, დაეხმარება სხვებს წინ გაუძღვეს.
  • -ალმასი- დაეხმარება ლომს გაიმარჯვოს, მიანიჭებს მის ნატურას სიმტკიცეს და ბრწყინვალებას.
  • -შპინელი- ჩუქნის ლომს ბედნიერებას სიყვარულში.
  • -ობსიდიანი- დაეხმარება განასხვაოს სიკეთე ბოროტებისგან.
  • -ზურმუხტი-  მიიყვანს წარმატებასა და აყვავებისკენ.

 

ლალი

 

ლალის შუშა, ლალის ლაზერი, ლალის ტოსკანური ღვინო, შმიდტ-ლალის ნაჭდევი. ამ ქვის დასახელებისას, ადამიანები ძალის მოზღვავებას გრძნობენ! ისინი ქმნიდნენ შუშას ოქროს და სპილენძის დამატებით, იარაღს, სასმელს, ამ ქვაზე ფიქრით, რომელსაც უწოდებენ „ დრაკონის სისხლის შენადედად“.

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ფლობს განსაკუთრებულ მიზიდულობას: ის მოვლენათა ცენტრშია, ის ცენტრია, რომელიც იზიდავს. და როგორც ხშირად ხდება ისტორიებში, რომელთა დასაწყისი არავინ იცის, უცნობია, ლალიმ აიღო თავის მფარველობის ქვეშ ლომი, თუ ლომმა მიიზიდა ეს ქვა, რომელიც არის მისი არსი.

მაგრამ ნამდვილი ძალა არ არის მხოლოდ კუნთებში. ლალი აღზრდის ლომის ხასიათში სიბრძნეს და უშიშრობას. ლალი- ამაყი გულია, ის ლომის ჩანაფიქრების დარაჯზე დგას. ყველაზე მრისხანე ლომების კი, როდესაც ხედავენ საშინელ სიზმრებს, გრძნობენ თავის თავს პატარა ლომებად, მაგრამ ლალის სხივების სინათლეზე, რომლებიც აძლევენ სითბოს და სიმყუდროვეს იმედს, მათ კოშმარების აღარ ეშინიათ.

 

ქარვა

 

ლომი წევს ოქროს დიუნებზე სანაპიროსთან, სადაც ზღვას გამოაქვს ქარვა, კაშკაშა, როგორც ოქროს მხეცის თვალი, როგორც ქვიშა, რომელზეც ქარი გვის მძლავრი თათების კვალს. ქვიშა, ლომი, ქარვა და მზე, რომლებიც მათ ზემოდან უყურებენ, გადადიან ერთი მეორეში. ამიტომაც ლომი და ქარვა ერთად უნდა იყვნენ.

ამ ქვაში არის მზის და ზღვის ენერგია. ქარვას შეუძლია ლომის ძალის აღდგენა და ბოროტი თვალისგან დაცვა, არაკეთილი სურვილების წაშლა ისევე ადვილად, როგორც წყალი აშორებს ჭუჭყს.

 

ძოწი

 

დიდუბული სიყვარულის მოთხრობაში, რომელიც კუპრინმა დაწერა, ფიგურირებს ძოწის სამაჯური. არის მისი აღწერაც: კომპოზიციის ცენტრში მწვანე უვაროვიტი ან გროსულარია, მის ირგვლივ ხუთი პირიტი. ეს ყველაფერი ძოწის სახეობებია. კუპრინმა ალბათ იცოდა ამ ქვის შესაძლებლობაზე, გაეღვიძებინა ვნება. ძოწთან გამკლავება მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც ეკუთვნიან ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულები.

ლომი ვნებიანი არა მარტო სიყვარულში: ის მუდმივია და დაუღალავი, როდესაც აღწევს თავის მიზანს. ეს თვისებები ძლიერდება და იკვებება ძოწის თილისმასთან, ჰპირდება რა მას საქმეებში გამარჯვებას.

 

სარდიონი

 

სარდიონი ეხმარება შეყვარებულებს და ანელებს მრისხანებას. ლომი ცდილობს არ დაემორჩილოს ამ გრძნობას, მაგრამ ის ამაყი და თავმოყვარეა, კამათში კი, როგორც სიყვარულში, ყოველთვის ორმაგად მონაწილეობს.

სარდიონი იცავს ფიცხ ლომს განხეტქილებისგან, ეხმარება მას თავი აარიდოს გაუგებრობას. ამ ქვას აქვს კიდევ ერთი თვისება, ლომისთვის სასრგებლო: სარდიონი ამძაფრებს გრძნობებს. განსაკუთრებით ასეთი მძაფრი ხდება შეხება- თანამოსაუბრის ხელით შეხებისას, ლომი იგებს, როგორი დამოკიდებულება აქვს მას მის მიმართ.

 

თოპაზი

 

თოპაზი ითვლებოდა მეორე ქვად ალმასის შემდეგ, მაგრამ ლომს არ აწყობს მეორე ადგილი,-ის ყველგან უნდა იყოს პირველი! და ბრწყინვალებამ უნდა უზრუნველყოს მისთვის ცხოვრების ღირსეული დონე.

თოპაზი ითარგმნება, სიტყვაზე, როგორც „ცეცხლი“- სანსქრიტმა აღნიშნა მინერალის სახელი მისი ბრწყინვალებით. თავის მხრივ, თოპაზი გადასცემს თავის ცეცხლოვან ბრწყინვალებას ლომს, პირველ რიგში სიმდიდრით, რომლის მიღწევაშიც მას ეხმარება.

მაღალი მდებარეობა ყოველთვის იწვევს შურს. ლომის ამაყად აწეული ტავის ირგვლივ ხშირად ხდება ცილისწამება. საბედნიეროდ, თილისმას თოპაზით, რომელიც ეხმარება მას სიმდიდრის მიღწევაში, შეუძლია დაიცვას ლომი ინტრიგებისგანაც.

 

მთის ბროლი

 

მე-17 საუკუნის მხატვრების ნატიურმორტებში ყველა საგანს ჰქონდა თავისი მნიშვნელობა. ფერმწერები მოგვითხრობდნენ მხიარულების, სიმდიდრის, სიყვარულის, ამაოების, წმინდა ჩანაფიქრების და ზრახვების შესახებ. დაყრილი ვარდი ნიშნავდა დაჭკნობას, დანა გვაგონებდა ადამიანის სიცოცხლის სიმყიფეზე. როგორ შეიძლება გამოვხატოთ განზრახვების სიწმინდე, ღიაობა? მთის ბროლის თასი მეტყველებდა პატიოსნებასა და ზრახვების გამჭვირვალობაზე.

მთის ბროლი, როგორც გულწრფელობის და ღიაობის სიმბოლო ეხმარება ლომს წარმართოს საქმიანი მოლაპარაკებები, თანამოსაუბრეთა და საქმიანი პარტნიორების გულების მისთვის გახსნით.

 

ჰელიოტროპი

 

სიტყვა „ჰელიოტროპი“ ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „მზის შებრუნება“. ლომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ამ მნათობთან. დრეზდენის ერთ მუზეუმში შეიძლება ნახოთ ჰელიოტროპისგან დამზადებული ღვინის თასები. თუმცა ეს ქვა გამოიყენებოდა არა მხოლოდ ეკლესიის ნივთების დასამზადებლად, როგორც პატიოსნების და რწმენის გამტარი, არამედ მხიარული შეკრებებისთვის სუფრასთან.

ხალხი აკავშირებს ქვის თვისებებს, რომელშიც გამჯდარი წითელი წერტილები, სისხლთან. მართლაც, ჰელიოტროპს შეუძლია ჭრილობების შეხორცება და შიდა სისხლდენის შეჩერება.

ჰელიოტროპის თილისმა ეხმარება ლომს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ასევე დაიცავს მატყუარებისგან, დაეხმარება წინასწარ შეატყოს არაკეთილი ზრახვები.

 

ციტრინი

 

ჩანს, შახერეზადა ზღაპრიდან „1000 და 1 ღამე“ დაიბადა სწორედ ლომის ნიშნის ქვეშ. ძნელია იპოვო ლომზე უკეთესი მთხრობელი ნახო, მით უმეტეს, რომ ეს მისი ბუნებრივი თვისებაა, ხოლო ადამიანი ყოველთვის ძლიერია იქ, სადაც სრულიად შეუძლია თავისი შესაძლებლობების გამოყენება.

ლომს შეუძლია გადააქციოს ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ამოცანის აღწერა საინტერესო მოთხრობაში, მოხიბლოს მსმენელები და წინ გაუძღვეს. ციტრინი კი- ქვაა, რომელიც ორატორებს მფარველობს. მასთან დარწმუნება და ყურადღების ცენტრში ყოფნა განსაკუთრებით მარტივია.

 

ალმასი

 

კაპიტან ვრუნგელის გამონათქვამს თუ დათანხმებით: „როგორც დაარქმევთ იახტას, ისევე გაცურავს“, პატივმოყვარე მფლობელები ხშირად უწოდებენ თავის ფირმებს და გაერთიანებებს „ალმასს“.

ლომის ხასიათი ფლობს ალმასის მსგავს თვისებებს, თუ შეიძლება გადაიტანო ამ გასაოცარი ქვის ფიზიკური თვისებები ფსიქიკის სამყაროში. „სიმყარე და სიბრწყინვალე!“- ყოველი ლომი დაწერდა ასეთ დევიზს თავის ფარზე. ალმასი-თილისმას ეს თვისებები ეხმარება ლომს გაიმარჯვოს.

 

შპინელი

 

შპინელი ჰპირდება ლომს ბედნიერებას სიყვარულში. ლომი, ისე როგორც არავინ სხვა ნიშნებს შორის, სჭირდება მოსმენელი ან ასისტენტი, პარტნიორი და მაყურებელი. სწროედ ასეთი თანამგზავრის ნახვაში ლომს დაეხმარება შპინელი.

 

ობსიდიანი

 

ობსიდიანი- ქვაა, რომელიც პატიოსნების სადარაჯოზე დგას. ის არ აძლევს არაკეთილშობილი საქმეების ჩადენის უფლებას. ლომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატიოსნების კოდექსის დაცვა. ა. ბლოკისგან განსხვავებით, მას არ ავიწყდება: „სიმამაცის, საგმირო საქმეების, სახელი განთქმის“ შესახებ, ლომი მიისწრაფვის ყურადღების ცენტრში იყოს. ამ პროჟექტორის სინათლეზე ჩანს ნებისმიერი არაკეთილშობილი საქციელი. ობსიდიანი დაიცვას ლომს ადამიანების განსჯისგან.

 

ზურმუხტი

 

პოეტებისა და მშობიარეების მფარველი, ზურმუხტი მხარს დაუჭერს ორიგინალური იდეების რეალიზაციას, რომელიც ლომს დაებადა, და რომელიც ჰპირდება მას არა მხოლოდ აღიარებას, არამედ მატერიალურ ინტერესსაც. ასეთი პროექტები არსი, ზოგადად რომ ვთქვათ: „ქვები- სუფთა ზურმუხტია“.

 

ქვების საუკეთესო ფერები ლომისთვის

 

მოოქროფრო, წითელი და ყვითელი ფერები

მზე, სიცოცხლის წყარო, მიისწრაფვის გადასცეს ლომს თავისი ძალა მოოქროსფრო, წითელი, ყვითელი და გამჭვირვალე ქვების მეშვეობით:

  • -წითელი ტურმალინი ბადებს ლომებში სიცოცხლის წყურვილს და სურვილს, აფერადებს მის დღეებს სადღესასწაულო ფერებში.
  • -ჰელიოდორი გადააქცევს ლომებს პოეტებად და მხატვრებად, ჩუქნიან მათ შთაგონებას ყოფაცხოვრებაშიც.
  • -ოპალი აძლევს ლომს სითბოს და მხარდაჭერას, რომელთა შეგრძნებაც  მისთვის ასე აუცილებელია, როდესაც აზრების ცივ მწვერვალებზე იმყოფებიან.
  • -ონიქსი ეხმარება ლომს გაირკვეს სიტუაციაში და შეეგუოს ცვალებად გარემოებებს.
  • -როდონიტი ეხმარება ლომებს, გარშემომყოფთა კეთილგანწყობა მოიპოვონ.

 

ქვები, რომლებიც უკუჩვენებითია ლომისთვის

 

მელია ალისა და კატა ბაზილიო შესანიშნავ მულფილმში „ბურატინო“ მღერიან: „ტრაბახასთვის არ არის საჭირო დანა, მას ოდნავ უმღერი, და რაც გინდა, ის გაუკეთე“. ლომის ირგვლივ საკმაოდ ხშირად აღმოჩნდება ასეთი „თან მომღერალი“ ადამიანები. ამასთან ლომი მგრძნობიარეა ქების მიმართ და ზოგჯერ ზედმეტად მიმნდობი. ზოგჯერ ეს უტრიალდება ლომს უბრალოდ ადამიანებში იმედგაცრუებად, მაგრამ ხანდახან მიიყვანს უფრო მძიმე შედეგებისკენ. იმისთვის რომ ამას თავი აარიდოს, თავი შორს უნდა დაიიჭიროს არაგულწრფელი ადამიანებისგან.

ლომი მეტად მგრძნობიარეა. ის ვერ იტანს რუტინას, ყოველთვის უნდა დღესასწაული, სიწყნარე მას არ აწყობს. ლომი მოწყენილია, რადგან თავის თავს ვერ ავლენს. სიწყნარე და თავდავიწყება მისთვის მომაკვდინებელია. მან სიფრთხილით უნდა აირჩიოს თილისმად შემდეგი ქვები:

  • ამეთვისტო - აფხიზლებს გამარჯვების ზეიმისგან.ანუ ფაქტობრივად ართმევს ლომს მისთვის ყველაზე მთავარს- ბრწყინვალების და დიდებულების სიყვარულს.
  • ქრიზოპრაზი - იზიდავს ცრუ მეგობრებს.
  • ფირუზი- მიმართავს გამარჯვებისკენ სიყვარულში და მიჰყავს ბრძოლის ველზე. ოღონდ ეს იქნება წყნარი, შეუმჩნეველი გამარჯვება და წყნარი ბედნიერება. ლომი მსგავსს არ ეთანხმება, ქრება მისი არსებობის აზრი: თავისი თავის გამოხატვა, რაც შეიძლება ხმამაღლა.

 

ოქროს და ვერცხლის სამკაულები ლომისთვის

 

ვერცხლი

 

ღამით, როდესაც მთვარე აქცევს ვერცხლისფერ სინათლეს, ლომი დევს თავის კეთილშობილ თავს მძლავრ თათებზე და მოუსმენს ბალადას დიდებულ საგმირო საქმეებსა და სახელ განთქმაზე. ეს არის ყველაფერი მშვენიერით აღფრთოვანების ჯილდო. ვერცხლისგან გაკეთებულია ორგანის და მაცნეების მილები. ეს ლითონი ეხმარება ლომს მოდუნდეს, რათა კვლავ დააგროვოს ძალა და მისცეს საბაბი სხვებს შეადგინონ მასზე ბალადა.

 

ოქრო

 

„ბედი ეფერება ახალგაზრდებს და ლაღებს“- წერს ერთი პოეტი, რომელიც ერთ ფილმში მარკიზის როლს თამაშობს. იდალგო უხვად რთავდნენ თავის თავს ოქროთი. ეს ენერგიული და ძლიერი ადამიანების ლითონია, რომლებიც ყოველთვის ახალგაზრდებად გრძნობენ თავს. ოქრის სამკაულებს ლომები ირჩევენ ძლიერთა უფლებით, რომლებიც თვლიან, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ პრეტენზია საუკეთესოზე.

ყველა ბედნიერია იქ, სადაც მოთხოვნადია მათი უნარები, სადაც ის შეესაბამება მომენტს, სადაც ის თავს გრძნობს თავისუფლად, როგორც ლომი, რომელიც იწელება და ილესავს ბრჭყალებს. დაე იბრწყინოს ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა, წინ გაუძღვეს, და გამოიწვიოს დამსახურებული აღფრთოვანება.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
ზოდიაქოს სამი, ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ
30 აგვისტოს ახალი მთვარე გამოანათებს
ყველაზე საშიში თარიღები 2022 წელს
დაასახელეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და ჩვენ გეტყვით, რას აკეთებთ არასწორად ურთიერთობებში
ყველაზე გულუხვი და მხარჯველი ზოდიაქოს ნიშნები
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
კარმის 12 ნაკლებად ცნობილი კანონი (ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან)
როგორები არიან წყლის ნიშნები ბავშვობაში?
რისი თქმა არ შეიძლება მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს მე-13 ნიშანი — გველისმჭერი
რომელი სურვილების ასრულება შეუძლია 2023 წელს წყლის შავ კურდღელს?
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჯობია არ ენდოთ
რა უნდა გადავყაროთ და გავიტანოთ სახლიდან სანამ 2023 წელი დადგება?