ბლოგი

რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ უძლებენ ცდუნებას

რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ უძლებენ ცდუნებას

ფეისბუქზე გაზიარება

ზოგიერთი ნიშანი უფრო ფრთხილად უნდა იყოს თავის სურვილებთან...

 

ვერძი

ის ადვილად უმკლავდება ნებისმიერ გამოწვევას, თუმცა, როდესაც საქმე სამუშაოს ეხება, ვერძი ჩვეულებრივ ფრთხილად იქცევა. ეს მას აძლევს საშუალებას, სიტუაცია კონტროლქვეშ აიღოს და ყველაზე კეთილხელსაყრელ მომენტს დაელოდოს.

რაც შეეხება სიყვარულს, აქ ყველაფერი სხვანაირადაა: ვერძი არც კი ცდილობს საკუთარი თავის კონტროლს, რადგან ძალიან ადვილშემყვარე და ენერგიულია.

 

კურო

კურო შესანიშნავად უძლებს სხვადასხვა ცდუნებას თავისი კეთილგონიერების და სიფრთხილის წყალობით. ერთადერთი, რასაც ვერ უძლებს- იმ ადამიანის ხიბლი, რომელიც პირველივე ნახვით უყვარდება. თუმცა, ასეთი რამ იშვიათად ხდება.

 

ტყუპები

ტყუპები ადვილად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ცდუნებას, რადგან ისინი მას მიმზიდველად არ თვლიან , ყოველ შემთხვევაში, როდესაც საუბარია სიყვარულზე. ტყუპები ხანგრძლივ ურთიერთობებს არ ეძებენ. როგორც წესი, ისინი ამ ურთიერთობების მალე დამთავრებას ცდილობენ.

 

კირჩხიბი

თავისი ადვილშემყვარე ბუნების გამო, კაც-კირჩხიბს უჭირს ცდუნებებთან ბრძოლა, და ემოციების გავლენით შეიძლება პარტნიორს უღალატოს.

ქალ- კირჩხიბთან სხვა სიტუაციაა. მისი ერთგული ბუნება არ აძლევს მას ასეთი თავგადასავლების ძიების საშუალებას.

 

ლომი

ლომი არც ისე ადვილად ექცევა ცდუნების გავლენის ქვეშ, რადგანაც ყველაზე მეტად თავის რეპუტაციაზე ზრუნავს. როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, ის სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა, როდესაც ხვდება ადამიანს ძლიერი ქარიზმით, ის მაინც ვერ უწევს წინააღმდეგობას თავის გრძნობებს.

 

ქალწული

ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ქალწული ნებისმიერი გამოწვევის მისაღებად მზადაა, განსაკუთრებით საქმიან სფეროში. ის ყოველთვის ცდილობს, წინასწარ მოამზადოს მოქმედების გეგმა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევისთვის, რათა ვერც ერთმა სიტუაციამ ხელი ვერ შეუშალოს. ამავე ტაქტიკას ის ურთიერთობებშიც იყენებს.

 

სასწორი

მშვიდი და თავშეკავებული ხასიათის მიუხედავად, სასწორს უჭირს ცდუნებისგან თავის შეკავება. დიახ, ესენი პრაქტიკული და რაციონალური ადამიანები არიან, მაგრამ ზოგიერთი სიტუაცია მათ რისკზე წასვლას აიძულებს, იმის მიუხედავად, რომ იციან, რომ ეს მათ არანაირ სარგებელს არ მოუტანს.

 

მორიელი

მორიელი არ ეწინააღმდეგება ცდუნებას, პირიქით, ის ეძებს მას. ცდუნება „კვებავს“ ამ ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრებისეული ენერგიით. მაგრამ, ამასთან, მათ სიფრთხილის გამოვლენაც არ ავიწყდებათ. მორიელი ცხოვრებისეულ ვნებას თავისი თავის კონტროლის უნართან ითავსებს, რაც მას საკმაოდ რაციონალურ ადამიანად ხდის, ამიტომაც, სანამ გარისკავს, ის ყოველთვის აფასებს პოტენციურ შედეგებს.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მზადაა რისკისთვის ნებისმიერ სფეროში, ამასთან, ის ადვილად აყენებს რისკის ქვეშ ყველაფერს, რაც აქვს. სამსახურში ის შეიძლება ისეთ სარისკო სიტუაციებში ჩაებას, რომ თავისი კარიერაც საფრთხის ქვეშ დააყენოს. მხოლოდ ბოლო წუთში ის შეიძლება გაჩერდეს და დაფიქრდეს, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება. იგივე შეიძლება ითქვას მის სასიყვარულო საქმეებზეც; ის არ ეწინააღმდეგება ცდუნებებს.

 

თხის რქა

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ თხის რქას რისკი უყვარს, თუმცა უკიდურეს სიფრთხილეს იჩენს. სასიყვარულო საქმეებში ის მორალურ მდგრადობას აჩვენებს, მაგრამ თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მას შეუყვარდება, ის არ შეეწინააღმდეგება ამ გრძნობას, თუნდაც უკვე ჰყავდეს პარტნიორი.

 

მერწყული

მერწყული მშვიდი და აბსოლუტურად გულგრილი ადამიანი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ის უბრალოდ ელოდება იმ ცდუნებას , რომლის გავლენის ქვეშ მოქცევაც ნამდვილად სურს.

 

თევზები

რაც შეეხება თევზებს, ყველაფერი მათ განწყობაზეა დამოკიდებული: როდესაც თავს ენერგიით სავსეს გრძნობენ, მზად არიან ნებისმიერი გამოწვევისთვის. მაგრამ თუ მელანქოლიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ისინი ყველაფრის მიმართ სრულ გულგრილობას აჩვენებენ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი სტრესისა და ბრაზის ბუდეა
ამ რეიტინგში ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშანი მოხვდა
მზე ჰოროსკოპში
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
10 ვარსკვლავური რჩევა ქალწულებთან ურთიერთობისთვის
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის
გსურთ ურთიერთობები დრამის გარეშე? ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ქალები არასდროს ეჭვიანობენ
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
თვითდახმარების სასწრაფო და მარტივი ენერგეტიკული მეთოდები
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
დაშორების იდეალური მეთოდები
2020 წლის ჰოროსკოპი
ორი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც გარანტირებულია დაუვიწყარი თავგადასავლები
3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უჭირთ გუნდურად მუშაობა?