ბლოგი

10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კურო იდეალური პარტნიორი ცხოვრებასა და სიყვარულში

10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კურო იდეალური პარტნიორი ცხოვრებასა და სიყვარულში

ფეისბუქზე გაზიარება

კუროები შესანიშნავები არიან! ზოდიაქოს ეს ნიშანი ცხოვრებაში იდეალური პარტნიორია.

მიწის სტიქიის ნიშანი - კურო, პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ არის, რაც მის მგრძნობელობას, სიჯიუტეს და ცხოვრებაზე რეალისტურ შეხედულებას ზრდის. 
ჩვენი მკითხველისთვის მოვამზადეთ სტატია, რომელშიც წარმოდგენილია ის 10 მიზეზი, თუ როგორ ხდის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების ნაკრები ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ცხოვრების იდეალურ პარტნიორებად. 

1. კუროები — მშვიდი ადამიანები
კუროები არ გვანან იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გარშემო ყველაფერი გადაწვან ბრაზის შემოტევისას. ისინი ძალიან იშვიათად ხდებიან კამათის და ჩხუბის მონაწილენი, მთლიანობაში ყველგან და ყოველთვის ინარჩუნებენ სიმშვიდეს და არასოდეს აწყობენ ისტერიკას.
კუროს გვერდით მყოფები თავს ყოველთვის მშვიდად და დაცულად გრძნობენ, რადაგნ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ასხივებენ თავდაჯერებულობას და სიმშვიდეს. 

2. კუროები — ერთგული პარტნიორები
როცა საკითხი ურთიერთობებს ეხება, კუროები ყოველთვის ირჩევენ ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობას. ეს ადამიანები თითქმის არასოდეს იწყებენ ერთჯერადად, მხოლოდ სექსისთვის კავშირს. ისინი არიან «ძველი სკოლის» წარმომადგენლები.
კუროები ძალიან დაკვირვებით არჩევენ პარტნიორს და სერიოზულ ურთიერთობებზე გადასვლას იწყებენ მხოლოდ მაშინ, როცა უკვე დარწმუნებულები არიან სრული 100%-ით. ისინი ადამიანებს ყოველთვის იმ კუთხით აფასებენ, შეძლებს თუ არა ის გახდეს მისი პარტნიორი ხანგრძლივი დროით. 
კუროები ძალიან ერთგულები არიან და არასოდეს გახდებიან შემთხვევითი ინტრიგის მონაწილე, როცა პარტნიორის გვერდით არ არიან.

3. კუროები — ვნებიანი საყვარლები
თუ თქვენი პარტნიორი არის — კურო, საწოლში არასოდეს მოიწყენთ ერთფეროვნების გამო. საძინებელში ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან, მუდმივად ცდიან სიახლეებს, ბოლოს და ბოლოს მათი მფარველი პლანეტა ვენერაა - სიყვარულის ღმერთქალი! 
ზოგადად, კუროები ძალიან აფასებენ და ყოველთვის სწყურიათ გრძნობებისგან მიღებული კმაყოფილება. ისინი ნამდვილი ჰედონისტები და ოსტატები არიან გართობის მხრივ. სექსი მათთვის სიყვარულის უმაღლესი გამოხატულებაა და არა ფიზიკურ-მექანიკური მოძრაობების ნაკრები. კუროები ყოველთვის მზად არიან პარტნიორს მაქსიმალურად ასიამოვნონ, გაუკეთონ აღმგზნები მასაჟი ან გაერთონ ეროტიკული თამაშით. 

4. კუროები - მომთხოვნები და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები
თუ კურო დაინახავს თავის პრიზს, მას ვეღარაფერი შეაჩერებს. რთულ პერიოდშიც კი, როცა ცხოვრება დარტყმას დარტყმაზე აყენებს, ის არ ნებდება. 
თუ კუროს რაღაც არ ჰყოფნის, ეს ხდება მისთვის მოტივატორი და ერთგვარი «საწვავი». ალბათ რომელიმე კუროს მიერ იყო მოგონილი ცნობილი მანტრა -«შეინარჩუნე სიმშვიდე და უბრალოდ გააგრძელე». 
კუროები შეუპოვრად მიემართებიან მიზნისკენ, მაშინაც კი, თუ გარშემომყოფები გამუდმებით ეუბნებიან, რომ არაფერი გამოვა. რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას ხვდება, მით უფრო მეტი ჟინით იწყებს ის მთელი თავისი ძალების გამოყენებას «აღმართის მოსახნავად». სწორედ ასეთ დროს ვლინდება კუროს შეუპოვარი და ჟინიანი ხასიათი!
მართალია, ზოგჯერ კუროების ეს თვისება ცოტა გამაღიზიანებელია, რადგან სწორ რჩევასაც აღარ იღებენ ამ დროს და შესაძლებელია მორიგი ამბიციოზური შეცდომაც კი დაუშვან, თუმაც ხშირ შემთხვევაში მათი შეუპოვრობა მართლდება და მიზანს აღწევენ! 

5. კუროები - ადამიანები, რომლებმაც იციან თავისიანის დაცვა და არ თმობენ პოზიციებს 
კუროები ითვლებიან ძლიერ და მშვიდ ადამიანებად, და ეს ტყუილად არ ხდება: თუკი ისინი ეჯახებიან რთულ სიტუაციას, აუცილებელი ზომების მიღებასაც არ უფრთხიან. თუ ვინმე აწყენინებს ადამიანს, რომელიც კუროსთვის მნიშვნელოვანია, ის ჯერ მსხვერპლს დაამშვიდებს, ხოლო შემდეგ დამნაშავეს დასჯის. 
როცა საქმე საკუთარი აზრის გამოთქმამდე მიდის, კურო სიმართლის დამალვას არ დაიწყებს. თუმცა მან კარგად იცის როგორც გადმოსცეს ეს ყველაფერი, რადგან ძალიან ტაქტიკურია. 
იმის ნაცვლად, რომ საყვარელ ქალს უთხრას «საშინლად გამოიყურები ამ კაბაში» - ის ეტყვის: «კარგი კაბაა, მაგრამ საუკეთესო არჩევანი არ არის. რამე სხვა სცადე».

6. კუროები - რაციონალურები და პრაგმატულები
კურო სამყაროს ისეთად ხედავს, როგორიც ის რეალურად არის. ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისგან განსხვავებით, კურო ღრუბლებში არ დაფრინავს. 
კუროებს შეუძლიათ დაისახონ რეალური მიზნები და მიაღწიონ კიდეც მათ. ისინი გამოირჩევიან ლოგიკური და რაციონალური გონებით. 
ყველა ამ თვისებებიდან გამომდინარე, კუროები ძალიან აფასებენ სტაბილურობასა და წინასწარ განჭვრეტის უნარს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მილიონერის არა, სტაბილურად უზრუნველყოფილი და სრულიად დამაკმაყოფილებელი ცხოვრების უზრუნველყოფა მათ ნამდვილად შეუძლიათ. 

7. კუროები - რომლებმაც იციან მშვენიერების ფასი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა იციან ბუნებით ტკბობის ფასი, მათ შეუძლიათ უდიდესი სიამოვნება მიიღონ ჩანჩქერების ყურებით, გემრიელი სამზარეულოთი და ზოგადად დატკბენ ცხოვრებისეული მშვენიერებით. 
ყველაფერ ამასთან ერთად, კურო ცხოვრებით ტკბობის გამო არავითარ შემთხვევაში არ დააზარალებს ოჯახის ფინანსურ მხარეს, მას სიამოვნების მიღება თქვენთან ერთად ჩახუტებულს დივანზე სერიალის ყურებითაც შეუძლია. 

8. კუროები — შემოქმედი და გულკეთილი ადამიანები
კუროები საკუთარ შინაგან სამყაროს ავლენენ - მუსიკაში, პოეზიასა და ფერწერაში. თუ ერთ-ერთი კუროს პარტნიორი გახდებით, აუცილებლად მიიღებთ მისგან თქვენთვის სპეციალურად შექმნილ ლექსს, სიმღერას ან ნახატს. 
სტივი უანდერი, ალ პაჩინო, ჯესიკა ალბა, სალვადორ დალი - ყველა კუროს ნიშნის ქვეშ დაიბადა. მნიშვნელოვანია, რომ კუროებს, ერთის მხრივ სჭირდებათ მუზა, მეორეს მხრივ კი ისინი მუდმივად მზად არიან პარნიორისადმი გრძნობები ხელოვნების დახმარებით გამოხატონ. 
იმ კუროებსაც კი, რომლებსაც რთულია უწოდო შემოქმედებითი ადმიანები, შეუძლიათ შექმნან რომანტიკული კოლაჟი და ყოველთვის გაახარონ პარტნიორი საჩუქრებით, რომლებიც თავად შექმნეს.

9. კუროები — მგრძნობიარე სულები
ისინი სავარაუდოდ არ დაიწყებენ ემოციური მდგომარეობის სოციალურ ქსელებში გადმოცემას, თუმცა მეგობრულ მხარზე თავის დადების და ცრმლად დაღვრის ფასიც იციან. 
ამიტომ კუროები — ერთგული მეგობრები არიან, რომლებიც ყოველთვის მოგისმენენ და მხარს დაგიჭერენ რთულ დროს. ისინი სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უკეთესად ხვდებიან როდის უჭირს მეგობარს, მაშინაც კი, თუ მეგობარი ამას არ იმჩნევს. 

10. კუროები — საიმედო და «ნამდვილები»
კურომ კარგად იცის სიტყვის და საქმის ფასი. ის ყოველთვის მზად არის დახმარების აღმოსაჩენად, როცა რაიმეს თქვენ ობიექტურად ვერ უმკლავდებით. 
გარდა ამისა, კუროები არ იჩენენ ბევრ მეგობარს: მათ იციან, რომ იქ, სადაც ბრბოა, გრძელვადიან ურთიერთობებს ვერ ააწყობ. ამიტომ, ჩვეულებრივ მათ რამოდენიმე ნამდვილი მეგობარი ჰყავთ, რომელთა გამო ისინი მზად არიან ბევრ რამზე, მზად არიან ყოველთვის დაეხმარონ და ნებისმიერ სიტუაციაში გვერდით დაუდგნენ. 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ტოპ-4 ყველაზე თვითშეყვარებული ზოდიაქოს ნიშანი
რომელ პრობლემებს აწყდებიან თევზები ურთიერთობის დამყარების დროს?
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს დაგიმსხვრევენ
ნარცისიზმი და ზოდიაქოს ნიშნები.
ფულის ენერგია: სიმდიდრისა და სიღარიბის რიცხვი
რომელი 3 ზოდიაქოს ნიშანია საწოლში ყველაზე მშვენიერი?
ყოფილი სიყვარული ყველაზე ხშირად ბრუნდება ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში
ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული ცოლები
ურანი ჰოროსკოპში
საუკეთესო აქტივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კომპლექსები და ზოდიაქოს ნიშნები
ცოტა რამ ტიპური თხის რქის შესახებ
ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ხდებიან საუკეთესო მამები
კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“