ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები

ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები

ფეისბუქზე გაზიარება

სამწუხაროდ, ხშირად ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კარგი ან ცუდია ადამიანი. უბრალოდ, თქვენ არ ხართ თავსებადები ერთმანეთთან ეს არის და ეს...

 


ვერძი

გინდა პატარა სასიყვარულო თამაში ან გიზგიზა ვნება? კურო ნამდვილად უზრუნველყოფს ამას. მაგრამ თუ გადაწყვეტ მასთან სამუდამოდ დაშორებას (და ეს აუცილებლად მოხდება), ის ნამდვილად დრამებს დადგამს. ისეთ ამბებს ჩაატარებს ვერასოდეს დაივიწყებ ამას. მერე კი იტყვი, ნეტავ საერთოდ არ დავლაპარაკებოდიო, მაგრამ გვიანი იქნება.

 


კურო

კურო უკიდურესად სერიოზულია ცხოვრებაში ბევრ რამის მიმართ, რაც მშვილდოსნისთვის სრულიად უჩვეულოა. მშვილდოსნის ასეთი უდარდელა ცხოვრების სტილი კი კუროს აგიჟებს. იმ მომენტში, როდესაც შენ შეეცდები, რომ მშვილდოსანთან მშვიდი ურთიერთობა დაიწყო, ის გაგექცევა. და, ალბათ, ერთადერთი, რაც მოენატრევა მას, გონებრივი თამაშებია, რომელსაც მუდმივად თამაშობდი.

 

ტყუპები

„გააკეთე რაღაც!“ - ამ ფრაზას ხშირად იტყვი, თუ თხის რქასთან დაიწყებ ურთიერთობას. მართალია, ვერ იტან მოწყენილობას, მაგრამ ის შენი მუდმივი თანამგზავრი გახდება, თუ თხის რქის გვერდით ყოფნას გადაწყვეტ. შენთვის ის ძალიან პრაქტიკული და შრომისმოყვარეა. ამასთან, ურთიერთობების ნამდვილად დამანგრეველი დარტყმა იქნება მისი პირდაპირობა. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის არ გჭირდება სიმართლე, ზოგჯერ გჭირდებათ ადამიანი, რომელსაც შეუძლია უბრალოდ გულშემატკივრობდეს.

 


კირჩხიბი

ყველაფერი რაც შენ გჭირდება არის ცოტა სიმშვიდე, უსაფრთხოება და მხარდაჭერა. ასეა? მერწყულისთვის კი ეს ყველაფერი მეტისმეტია. მას უყვარს თავისუფლება და გართობა. მისი უემოციობა კი ვერანაირად დაგეხმარება, როდესაც მხარდაჭერა დაგჭირდება.

 

ლომი

ლომებს მოსწონთ მხიარული ადამიანების გარემოცვაში და ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუ მორიელთან ურთიერთობის დამყარებას დაიწყებ, ეს უკანასკნელი სწრაფად დაგანარცხებს მიწაზე, რადგან მისი ერთადერთი სურვილია პარტნიორის საკუთარებად ქცევა და მისით მანიპულირება. მოკლედ, მორიელი ეგოისტია, რასაც შენ ვერ აიტან.

 

ქალწული

თუ კი არსებობს ისეთი რამ, რასაც ქალწულები მთელი არსებით ვერ იტანენ, მაშინ ეს კატა და თაგვობანას თამაშია. ამ თამაშს მშვილდოსანი კი უბრალოდ თაყვანს სცემს. ის უბრალოდ გაგაგიჟებს თავისი დაუფიქრებელი დამოკიდებულებით. ყოველთვის დაბნეული იქნები მასთან და ვერასოდეს გაიგებ ზუსტად, “რა ხდება, რა ვითარებაა?!”

 

სასწორი

სასწორს უყვარს ჰარმონია. ამასთან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ყოველთვის უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. სიმართლე ისაა, რომ ქალწულის სურვილი ყოველთვის და ყველაფერში იყოს მართალი გაგაგიჟებს. ამ თავისი დაუოკებელი სურვილის დაკმაყოფილებისას ის უბრალოდ დაივიწყებს იმას, თუ რამდენად ლამაზი და მხიარული ხარ.

 

მორიელი

უნდა ვაღიაროთ, რომ მორიელსა და ვერძს შორის ნამდვილად არსებობს ქიმია. თუმცა ის ქიმია არაა, რომელიც ერთად ყოფნის საშუალებას მოგცემთ. ზოდიაქოს ეს ნიშნები ხომ მხოლოდ მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე ზრუნავენ. ვერძს არ შეუძლია უკან დახევა და დათმობა, ურთიერთობა კი, სადაც კომპრომისები არაა შენ საერთოდაც არ შეგეფერება.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანი და კურო - ცა და დედამიწა. მათ პრაქტიკულად არაფერი აქვთ საერთო. კურო ძალიან ფრთხილია და რაც შენ გახრჩობს. ეს ყველაფერი არაა... კუროს არ მოსწონს ცვლილებები, შენ კი სწორედ ამ ცვლილებების წყალიბით გრძნობ, რომ ცოცხალი ხარ.

 

თხის რქა

საბედნიეროდ, შენ არ გემუქრება ძლიერი ურთიერთობა ლომთან. მალევე მიხვდები თუ, რამდენად განსხვავებული ხართ. შენ ერთგული ხარ, ინოვაციური აზროვნება გაქვს და მიზნების მიღწევისაკენ ხარ ორიენტირებული. ლომი კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. სავარაუდოდ, პარტნიორად კი არა გარემოცვაშიც კი ცოტა ლომი გეყოლება. 

 

მერწყული

მერწყული და კირჩხიბი იმდენად შეუთავსებლები არიან ერთმანეთთან, რომ ამაზე შეგვიძლიე მთელი დღე ვისაუბროთ. შენი აზრით, კირჩხიბი ზედმეტად ემოციური და ეგოისტია. შენთვის კიდევ წარმოუდგენლია, როგორ ვერ უნდა მიიღო ის გაგება, რაც მისგან ასე ძალიან გჭირდება. 

 


თევზები

სასწორი ძალიან მომხიბვლელია. თუმცა, ისინი ზოგჯერ შეიძლება დაუფიქრებლები და უემოციოები იყვნენ. მან შეიძლება ისე გატკინოს გული, რომ ვერც კი გააცნობიეროს. სასწორი გტკენს, შემდეგ კი, თავისი მომხიბვლელობით, გთხოვს, რომ კიდევ ერთი შანსი მისცე. მაგრამ ასე უსასრულოდ ხომ ვერ გააგრძელებ...

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს
ისინი არ აღიარებენ შემოვლით გზებს - ზოდიაქოს 5 ყველაზე სწორხაზოვანი ნიშანი
რამდენ ხანს ცოცხლობენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები?
ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ხიფათი ელით ივლისში
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
ზოდიაქოს სამი, ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაქვემდებარული ფსიქიკურ აშლილობას
5 მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი
როგორები არიან პატარა ცეცხლის ნიშნები?
როგორია საუკეთესო სმარტფონი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს
რომელი ზოდიაქოს ნიშანია
ამის ყველას ეშინია: ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
როგორ განვკურნოთ ჩვენი სხეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით