ბლოგი

ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება

ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება

ფეისბუქზე გაზიარება

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ნეგატური ენერგია უკვე იმდენად არის შემოჭრილი და დაბუდებული, რომ მასთან გამკლავება არც იოლი და არც სახუმარო საკითხია.


გარშემო მყოფი ადამიანები იმაზე მეტ გავლენას ახდენენ ჩვენზე და ჩვენს ცხოვრებაზე, ვიდრე ამას წარმოვიდგენთ. რა თქმა უნდა ეს ზემოქმედება პოზიტიურიც არის, თუმცა, ფაქტია, რომ ნეგატიური ჭარბობს და რაც უფრო სწრაფად და კარგად ვისწავლით საკუთარი თავის დაცვას სხვისგან წამოსული ნეგატივისგან, მით უკეთესი ცხოვრება გვექნება.
 

გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ენერგია ურთიერთქმედებს გარშემო მყოფი ადამიანების ენერგიასთან და თუ ამ ყველაფერს სიფრთხილით არ მივუდგებით, შესაძლოა ამ ურთიერთქმედების შედეგი ძალიან ცუდად აისახოს ჩვენს მდგომარეობაზე. თუ ატყობთ, რომ გარკვეული ადამიანების გარემოცვაში თავს ცუდად გრძნობთ, ამაზე თვალის დახუჭვა არ ღირს, პირიქით, საჭიროა სწრაფი რეაგირება და მოქმედება.


წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ნეგატიური ადამიანებისა და მათგან წამოსული უარყოფითი ენერგიის შეკავებაში.

1. ყოველთვის შეინარჩუნეთ სიმშვიდე

რაც უფრო მშვიდი და გაწონასწორებული იქნებით, მით უფრო კარგა იმუშავებს თქვენი სხეული და გონება. წონასწორობიდან თქვენი გამოყვანა - არის სწორედ ის, რის მიღწევასაც ცდილობენ ტოქსიკური ადამიანები. რაოდენ ქაოტური და არანორმალურიც არ უნდა გეჩვენოთ ცხოვრება, აუცილებლად ეცადეთ, რომ ბოლომდე შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ხშირ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

2. დაკავდით თეთრი შუქის მედიტაციით

ეს არის მედიტაციის სახეობა, რომლის დროსაც ადამიანი პოულობს მასში არსებულ, ფარულ თეთრ შუქს და ეხმარება მას გარეთ გამოსვლაში და მისგან იკეთებს ერთგვარ დამცავ გარსს. თუ ამ მედიტაციით მუდმივად დაკავდებით, ეს შუქი ნამდვილად დაგიცავთ სხვისი ენგატივისაგან და თქვენს ენერგიასაც დაიცავს გარე ზემოქმდებისგან.

3. შეეცადეთ არ მიიტანოთ ნეგატივი სახლში

შინ დაბრუნებისას, შეეცადეთ სტრესი მთელი ნეგატივი, რომელიც დღის მანძილზე მიიღეთ - ზღურბლს მიღმა დატოვოთ, მასთან გამკლავებას შემდეგ დღესაც შეძლებთ.

4. გაანიავეთ სივრცე რაც შეიძლება ხშირად

სახლის ფანჯრებისა და კარების გაღებით განიავდება არამარტო სახლი, არამედ თქვენი სხეული და სულიც. როცა საქმე ნეგატივთან გაქვთ, უმჯობესია თავი აარიდოთ ნებისმიერ სიტუაციას, რომელშიც შეიძლება თავი იგრძნოთ «გამოჭერილად» ან «ჩაკეტილად». შეიძლება ნეგატივის სრულად ასაცილებლად კარ-ფანჯრის გაღება საკმარისი არ აღმოჩნდეს, თუმცა, ნამდვილად საჭირო და სარგებლობის მომტანი იქნება.

5. შეწყვიტეთ ნეგატიურ ადამიანებზე დროის ხარჯვა

და რაც მთავარია, შეწყვიტეთ ყურადღების დათმობა მათთვის (ფიქრებიშიც კი), ვინც ცდილობს ნეგატივის და ტოქსიკურობის ჭაობში ჩაგითრიოთ. თუ მათ კვლავ მისცემთ საკუთარი გულისა და სულის მოწამვლის უფლებას, საკუთარი თავს უდიდეს ზიანს მიაყენებთ, რომლის შედეგებთან ბრძოლა ძალიან დიდხანს დაგჭირდებათ.

 

გახსოვდეთ - თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას და სიმშვიდეს, თუმცა, ზემოთხსენებული ტიპის ადამიანებთან ერთად, მათ გავერასოდეს მიაღწევთ.
 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა ელით ჰოროსკოპის ნიშნებს 2024 წლის სექტემბერში?
თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ვინ არიან? საინტერესო ფაქტები.
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც სიყვარულს სკეპტიკურად უყურებენ
გენიოსების ჰოროსკოპი: ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
2025 წლის პროგნოზი - რას გვიმზადებს ახალი წელი თითოეულ ჩვენგანს!
ჰაერის სტიქიის ნიშნები: ტყუპები , მერწყული , სასწორი .
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
თევზების ქვები
კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან
ყველაზე სასურველი აქტივობები ახალი 2023 წლისთვის ფენ-შუის მიხედვით
როგორები არიან წყლის ნიშნები ბავშვობაში?