ბლოგი

ზოდიაქოს ყველაზე ვნებიანი ნიშნები

ზოდიაქოს ყველაზე ვნებიანი ნიშნები

ფეისბუქზე გაზიარება

იცოდით, რომ ვარსკვლავებს შეუძლიათ განსაზღვრონ თქვნს პარტნიორთან თავსებადობა, მისი ნიშნისა და ტემპერამენტის გათვალისწინებით?

 

ქვემოთ წარმოადგენილია ზოდიაქოს იმ ნიშნების ჩამონათვალი, რომლებიც ყველაზე ვნებიან ზოდიაქოებად დასახელდნენ ასტროლოგების მიერ.

 

მორიელი

 

მორიელი ქალები იზიდავენ მამაკაცებს და არასოდეს აკლიათ ყურადღება. მოსიყვარულე და ვნებიან მორიელებს ვნება ურჩევნიათ სიმშვიდეს. მამრობითი სქესის ყურადღების მიქცევის მიზნით, ისინი არ ერიდებიან ექსცენტრიულ ქმედებებს. სიყვარულსა და სიძულვილში მორიელები მთელ ენერგიას აძლევენ. ხასიათის სიმტკიცე და მამაკაცის მონდომება მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კომპლიმენტები. მათ შეუძლიათ შექმნან იდეალური წყვილი ლომთან, კირჩხიბთან, მორიელთან, თხის რქასთან, თევზებთან და მერწყულთან.

 

ტყუპები

 

ქალი ტყუპები შეიძლება იყვნენ ერთდროულად მგზნებარე და ცივი, მკაცრი და ნაზი, მხიარული და სევდიანი, ისინი წინააღმდეგობების ერთობლიობაა. ტყუპები მუდამ მოძრაობაშია და ახალ ინტერესებს ეძებს. ისინი ახლოს არიან ფლირტთან, თამაშთან, ექსპერიმენტთან, ყოველთვის არ აკავშირებენ სექსსა და სიყვარულს, მზად არიან რომანის დასრულებისთვისაც, ხვდებიან კიდეც, რომ ურთიერთობა არ ვითარდება. ისინი ამპარტავნები არიან და ვერ იტანენ მამაკაცის ბატონობას. მათთვის შესაფერისია მამაკაცები, რომლებიც დაიბადნენ ლომის, ვერძის, მშვილდოსნის, სასწორის და მერწყულის ნიშნით.

 

ვერძი

 

ვერძი ქალისთვის ფიზიკური კონტაქტი პირველ ადგილზეა. მაგრამ არჩევანში ისინი ძალიან რთულები არიან, ინტიმურ ურთიერთობას მხოლოდ მათთან დათანხმდებიან, ვის მიმართაც მართლაც ძლიერი გრძნობები აქვთ. ვერ იტანენ მამაკაცის სიცივეს და პასიურობას. ჯიუტი და ჟინიანი ხასიათი აქვთ, ისინი მზად არიან თავად დაიპყრონ მამაკაცი, საჭიროების შემთხვევაში. ეჭვიანი და იმპულსური ვერძი ქალი თავსებადია ასევე მგზნებარე ვერძ მამაკაცთან, კუროსთან, ტყუპებთან, ლომთან და მშვილდოსანთან.

 

კირჩხიბი

 

მამაკაცებიდან ყველაზე სექსუალური კირჩხიბები არიან. თუ პირველი შთაბეჭდილებით ისინი ცივად გამოიყურებიან, ახლო ურთიერთობებში ამ სიცივის კვალიც არ რჩება. მათ უყვართ რჩეულებისთვის ყურადღების ჩვენება, სექსში კი მზად არიან განასახიერონ ყველაზე გიჟური ფანტაზიები. კირჩხიბები არ ცდილობენ რჩეულის დათრგუნვას, არ არიან მიდრეკილნი ბატონობისკენ. თუ კირჩხიბებს უყვართ, ამ გრძნობას ემორჩილებიან. ელეგანტური და დახვეწილი კირჩხიბი თავსებადია მორიელთან, თევზებთან, ქალწულთან და კუროსთან.

 

ლომი

 

ლომი მამაკაცები ნამდვილი ჰედონისტები არიან, რომლებსაც უყვართ ფუფუნება ტანსაცმელში, საკვებში, დასვენებასა და სექსში. ისინი არ აქცევენ ყურადღებას ქალს თავდაჯერებულობისა და ამბიციების გამო. "ნადირობისას" ლომების ვნებას საზღვარი არ აქვს. მზად არიან დაიპყრონ ყველაზე მიუწვდომელი ქალი. ისინი გალანტური ბატონები არიან, რომლებთანაც ურთიერთობა ყოველ მომენტს ამაღელვებელს და სრულყოფილს ხდის. მაგრამ საწოლში ლომები ასევე არიან ეგოცენტრულები და უგრძნობი, პარტნიორის ინტერესების მიმართ. ლომი თავსებადია ტყუპებთან, მერწყულებთან, სასწორებთან.

 

მშვილდოსანი

 

მშვილდოსანი მამაკაცები მაცდუნებლებად იბადებიან, რომლებიც ახერხებენ, ნებისმიერი ქალბატონის მოხიბლავს. მაგრამ ისინი ზედმეტად აფასებენ თავისუფლებას, რაც ხშირად იწვევს მათი მხრიდან ღალატს. მხოლოდ ჭეშმარიტად მრავალმხრივად განვითარებულ და აქტიურ ქალს შეუძლია პოლიგამიური მშვილდოსანი მონოგამ ადამიანად აქციოს. ინტიმურ ცხოვრებაში უპირატესობას ანიჭებენ ექსპერიმენტებს. მშვილდოსანი თავსებადია ლომთან, სასწორთან და მორიელთან.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი
როგორ უნდა შეავსოთ სახლი დადებითი ენერგიით?
რა უნდა იცოდეს ქალმა, სანამ ვერძ მამაკაცს შეიყვარებს
ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
2024 წლის საქორწილო ჰოროსკოპი
4 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ნამდვილი კოშმარია ქალებისთვის
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც იციან როგორ მიიღონ ის, რაც სურთ
დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
20 საინტერესო ფაქტი მერწყულის შესახებ
9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს
მიმზიდველი და მიუწვდომელი: ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეკავება ყველაზე რთულია
რა ვაჩუქოთ ლომს