ბლოგი

2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით

2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით

ფეისბუქზე გაზიარება

ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საუკეთესო დღე ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით, არის ახალი წლის პირველი ახალმთვარეობა. სწორედ ამ დღეს იწყება ჩინეთში ახალი წელი და მისი აღნიშნვნა ორი კვირის მანძილზე გრძელდება. თუმცა, საერთო ტენდენციები ძალიან არაეთმნიშვნელოვანია. ამ კლანედრიდან ყველაზე საინტერესოა ზოდიაქოს ნიშნებისთვის რომელია საუკეთესო დღე წლის განმავლობაში. ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბრებთ, რომლებიც გამოთვლილი იქნება თქვენი დაბადების წლის და ამ წლის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

 

მაშ ასე:

 

ვირთხა (1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020)

 

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საუკეთესო დღე 2023-ში თქვენთვის იქნება — 1 აპრილი. გული არ დაგწყდეთ იმის გამო, რომ ეს დღე ერთგვარი მოტყუების დღეა. დაელოდეთ იღბალს, მის გააქტიურებამდე კი იმაზე იფიქრეთ, რომ ამ დღეს შეგიძლიათ კარგად იხალისოთ, იხუმროთ და გაერთოთ. მთავარია, შეინარჩუნოთ ზომიერება და ისეთი რამ არ უთხრათ სხვას, რაც შეურაცხყოფად იქნება აღქმული. იყავით კეთილგანწყობილი და მშვიდი, რაც დაგეხმარებათ სიტუაცია თქვენდა სასიკეთოდ განვითარდეს.

 

ხარი (1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021)

 

თქვენი იღბლიანი თარიღი ძალიან მალე მოვა და ეს არის - 13 თებერვალი. ხარის წელში დაბადებული ადამიანები უაღრესად ბედნიერები იქნებიან მთელი კვირა ვალენტინობის მშვენიერ დღესასწაულამდე. მაგრამ 13 არის თქვენი თილისმა 2023 წელს, ასე რომ საჭიროა მოქმედება და არა აჟიტირება.

 

ვეფხვი (1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022)

 

ყველა ვეფხვი წარმატების ტალღაზე იქნება 3 ივლისს. ჩინური ჰოროსკოპი ამ ნიშანს ჰპირდება ოპტიმისტური ზაფხულის მეორე ნახევარს, როდესაც გაჩნდება მომავლის მკაფიო ტენდენციები, რომლებიც გარანტირებულ კეთილდღეობას მოიტანს. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შრომის და ძალისხმევის გარეშე არაფერი ხდება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის 3 ივლისს იყოთ აქტიური და კონცენტრირებული.

 

კურდღელი (კატა) (1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023)

 

ეს თქვენი წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ბედნიერი მოვლენა მოხდება. კურდღელი დაგიცავთ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მაგრამ საკუთარი ბედნიერების მთავარი მიზეზი მხოლოდ თქვენ ხართ. რაღაც მნიშვნელოვანი აცუილებლად მოხდება თქვენს ცხოვრებაში 2023 წლის ბოლომდე. ყველაზე ბედნიერი დღე იქნება 8 ნოემბერი.

 

დრაკონი (1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012)

 

მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენი ოცნების ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლასთან. გარდა ამისა, სამსახურს შეიცვლით და მეტ ანაზღაურებას მიღებთ. წარმატება თითქოს თავისით მოდის თქვენთან. ყურადღებით იყავით ზაფხულის ბოლოსკენ - კერძოდ, 27 აგვისტოს.

 

გველი (1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013)

 

ჩინური ჰოროსკოპი ამბობს, რომ ყველაზე დამუხტული დღე თქვენთვის იანვრის დასაწყისი იყო, ამის გადამოწმება თავად შეგიძლიათ. თუმცა, რეალობა შეიძლება მოგვიანებით გამოჩნდეს, როცა გაიხსენებთ იდეას, რომელიც ზუსტად ახალი წლის დღეებში გაგიჩნდათ და რაც გახდება თქვენთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი.

 

ცხენი (1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014)

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ უხაროდეთ, რადგან 2023 წელი, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება ბოლო ათწლეულში. ნაყოფიერი შრომა და ხარისხიანი დასვენება, ორმხრივი სიყვარული და თვითრეალიზაციის პერსპექტივა — ყველაფერი ეს, იქნება წყლის შავი კურდღლის წლის რეალობა. განსაკუთრებული დღე კი 5 აგვისტოს გელით.

 

ცხვარი (1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015)

 

რჩევა ცხვრის წელში დაბადებულებს: ემოციები აკონტროლეთ და არ დაიდაბლოთ თვითშეფასება. თუ ამას მოახერხებთ, მნიშვნელოვან რეზულტატებს მიაღწევთ პრაქტიკულ სფეროებში. წარმატება გელით გაზაფხულის ბოლოს - 29 მაისს.

 

მაიმუნი (1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016)

 

მაიმუნებს შეეძლებათ გათვლა გააკეთონ ბედის საჩუქრებზე უკვე მარტში. ამ პერიოდში დიდი შესაძლებლობები მოგეცემათ. საუკეთესო დღეა - 15 მარტი. თუმცა, მოდუნება არ ღირს, დაიცავით ყველა წესი, იყავით კეთილგანწყობილი და ზედმიწევნით შეასრულეთ თქვენი მოვალეობები სამსახურშიც და სახლშიც.

 

მამალი (1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017)

 

კარგი წელი გელით, რომელიც სავსე იქნება ბედნიერი მომენტებით. ზოგს უფრო მეტად საქმეში გაუმართლებს, ზოგს სიყვარულში. სიტუაციის პოზიტიური წყობა მართალია წლის დასაწყისშივე იგრძენით, მაგრამ საუკეთესო დღე იქნება 15 თებერვალი.

 

ძაღლი (1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)

 

ეს ნიშანი გარკვეულწილად დაკავშირებული იქნება დრაკონთან. შესაძლოა ეს გამოიხატოს საერთო საქმეში ან ქორწინებაში. ხელიდან არ გაუშვათ შანსი გაიცნოთ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. შესაძლოა ასეთი არის კიდეც თქვენს სანაცნობოში - გადახედეთ და გაიხსენეთ კარგად. საუკეთესო დღე, მიმდინარე წელს გექნებათ 29 აგვისტოს.

 

ღორი (1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019)

 

ზოდიაქოს ეს ნიშანი, ისევე როგორც მაიმუნი, განსაკუთრებით ბედნიერები იქნებიან მარტში. რაღაც საინტერესო შეიძლება მოხდეს 2 მარტს - ყურადღებით იყავით, რომ რამე არ გამოგეპაროთ. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ კარიერაში ახალი და დიდი შესაძლებლობები გამოგიჩნდეთ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ერთგულების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც-სასწორს?
ღმერთო, მომეცი ძალა იმ დღეებში, როდესაც წინ ვერ მივდივარ
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მარტოობა არ ემუქრებათ სიბერეში
რას ნანობენ ყველაზე მეტად მომაკვდავი ადამიანები
ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ნამდვილი კოშმარია ქალებისთვის
ვის, როგორ გადააქვს დაშორების ტკივილი?
სატურნი ჰოროსკოპში
ყოფილი სიყვარული ყველაზე ხშირად ბრუნდება ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში
სამყარო არასდროს არ გამოგიგზავნით იმას, რასაც ვერ გაუმკლავდებით - ენდეთ მას
ზოდიაქოს ყველაზე ჩაკეტილი ნიშანი
კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ
ცოტა რამ ტიპიური მშვილდოსნის შესახებ
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები