ბლოგი

დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

ასტროლოგებმა ცოტა ხნის წინ დაასახელეს ის ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც არიან საუკეთესო ქმრები და ისინი, ვისაც საერთოდ არ აქვს ოჯახის შექმნის სურვილი.


საუკეთესო ქმრები არიან:


კირჩხიბი

 

კირჩხიბები ითვლებიან საუკეთესო პრეტენდენტებად ოჯახის უფროსის როლზე. მათგან სამაგალითო ქმარი და მამა დგება. მათ შეუძლიათ ოჯახის რჩენა და ახლობელი ადამიანებისთვის დროის დათმობა, ასევე მეუღლესთან ოჯახური საზრუნავის თანაბრად განაწილება. მათ სიგიჟემდე უყვართ შვილები და შეძლებისდაგვარად ანებივრებენ მეუღლეს. კირჩხიბები ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, არასოდეს ღალატობენ და ამას მაშინ აკეთებენ, თუ დარწმუნებული არიან, რომ ვერასოდეს გაიგებს სხვა.


კურო

 

კუროებს შორის ასევე ხშირად გვხვდება მზურნველი და ერთგული ქმრები. ისინი ცხოვრობენ პრინციპით „ყველაფერი სახლში, ყველაფერი ოჯახში“. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან სიმშვიდით და გაწონასწორებული ხასიათით, მათი მწყობრიდან გამოყვანა ფაქტიურად შეუძლებელია. საყოფაცხოვრებო საკითხებში ისინი დამყოლი, ერთგული და მომთმენი არიან.


ლომი

 

ლომები ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ ნაცრცისებად, თუმცა, ოჯახში ისინი ხშირად იღებენ სრულ პასუხისმგებლობას და ყველაფერს აკეთებენ ახლობელი ადამიანების ბედნიერებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები - გულახდილი, კეთილი და გულუხვები არიან. ლომები მზად არიან მეუღლის ცხოვრება გახადონ დაცული და ბედნიერი.


ქალწული

 

ქალწული გამოირჩევა კარგი მანერებითა და გონიერებით. მათ გამოსდით ფულის შოვნაც და ოჯახური საქმიანობის მართვაც. მათ უყვართ და გამოსდით კერძების მომზადება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველა შანსი აქვთ იმისათვის, რომ მათი რჩეული ქალისთვის გახდნენ საიმედო და ერთგული პარტნიორი, და ასევე კარგი მეგობარი. ქალწულები არ ჩქარობენ ნაადრევად დაქორწინებას, რადგან უნდათ, რომ მანამდე გაიმყარონ სოციალური და ფინანსური მდგომარეობა.

 

ყველაზე ცუდი ქმრები:


ტყუპები

 

ტყუპები უარს აცხადებენ ოჯახური პასუხისმგებლობის აღებაზე, რამდენადაც ზედმეტად დაკავებული არიან საკუთარი თავით და საზოგადოებრივი ცხოვრებით. ისინი ხშირად ხდებიან უსიამოვნო ისტორიების გმირები, როგორიცაა სასიყვარულო სამკუთხედები, ბანქოში წაგებული თანხა ან საეჭვო წვეულებები. ხშირად, ისინი მეუღლეს აღიქვამენ როგორც ერთგვარ ბუფერს პრობლემებისგან და ადამიანს, რომლსაც შეუძლია მათ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორება. ქალების უმრავლესობა ასეთი მამაკაცების ცოლობაზე თანხმობას კარგი სექსისა და ქარიზმის ქონის გამო თანხმდება.

 

თევზები

 

თევზები არ გამოირჩევა მოთმინებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ რამე უნდათ. ისინი იშვიათად შეიძლება გახდნენ დასაყრდენი მეუღლისა და შვილებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ნაკლებად გამოხატავენ მზაობას, რომ ოჯახური პასუხისმგებლობა აიღონ. მათ მოსწონთ, როცა მეუღლე იღებს ყველა ვალდებულებას, ირგებს დედის, ცოლის, მზუნველის როლს და სრულად უზრუნველყოფს ბავშვების მოთხოვნებს. ამ მამაკაცების დადებით ნიშნად შეიძლება დასახელდეს მათი ერთგულება და პატიების უნარი.


მშვილდოსანი

 

მშვილდოსნები ზედმეტად თავისუფლების მოყვარული არიან და არასოდეს ეგუებიან მხოლოდ ერთ ქალთან ცხოვრების გატარების პერსპექტივას. ისინი ხშირად არიან რომანტიკულები, ნაზი საყვარლები და არ მოსწონთ რუტინა. მათ შეკავებას ოჯახურ გარემოში შეძლებს მხოლოდ ის ქალი, რომელიც მოახერხებს მშვილდოსნის ცხოვრების გამრავალფეროვნებას. როცა ქალს ფანტაზია ელევა, მშვიდოსანი ქმარი ნათელი ემოციების საძებრად მიდის. მათ ნელ-ნელა დაცხრობას მხოლოდ ასაკი ახერხებს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ფრთხილად იყავი: ამ ზოდიაქოს ნიშნებმა არ იციან, როგორ შეინახონ საიდუმლოებები!
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“
ზოდიაქოს 3 ყველაზე რთული ნიშანი მამაკაცებს შორის
რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“
როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები
რა შეცდომებს უშვებენ თხის რქები ურთიერთობებში?
ყველაზე დიდი ცოდვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რისი ეშინია ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ცუდ რჩევებს იძლევიან სასიყვარულო ურთიერთობისთვის
ყველაზე არასანდო ზოდიაქოს ნიშნები
2024 წლის ჩინური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ზოდიაქო და სიმღერა
17 საინტერესო ფაქტი ვერძების შესახებ
თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!