ბლოგი

რამდენ ხანს ცოცხლობენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები?

რამდენ ხანს ცოცხლობენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები?

ფეისბუქზე გაზიარება

ამერიკელმა მეცნიერებმა უამრავი ასტროლოგიური კვლევა ჩაატარეს და დაადასტურეს წინაპრების ვარაუდები, რომ ზეციური ობიექტები ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ახდებენ გავლენას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ: იპოვეს კავშირი დაბადების თარიღსა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის.


თუ კი გაინტერესებს, რამდენ ხანს ცოცხლობენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები წაიკითხავ დაბლა:



ვერძი

ქალებს შეუძლიათ 78 წელამდე, ხოლო კაცებს - 79 წლამდე იცოცხლონ. ვერძის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: სტრესი, უძილობა, შაკიკი, გულის დაავადებები.


რჩევა: შეხედე ცხოვრებას ფილოსოფიურად! ეს თავიდან აგარიდებს მძიმე აზრებსა და ნაცრისფერი თმებს. ცხოვრებას კი გაგიხანგრძლივებს.



კურო 

ქალებს შეუძლიათ 80 წელამდე, ხოლო კაცებს - 82 წლამდე იცოცხლონ. კუროს ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: სიმსუქნისკენ მიდრეკილება, სასქესო სისტემისა და სახსრების დაავადებები.


რჩევა: სათანადო ყურადღება მიაქციე ჯანმრთელობას. კარგად იცი შენი სისუსტეები, მიხედე მათ და ძალიან დიდხანს იცოცხლებ.



ტყუპები

ქალებს შეუძლიათ 78 წელამდე, ხოლო კაცებს - 85 წლამდე იცოცხლონ. ტყუპების ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: დეპრესია, სასუნთქი სისტემის, წონისა და კიდურების დაავადებები.


რჩევა: ყურადღება მიაქციე კვებას და შეეშვი ინტერნეტში დაწერილ დიეტებს, მთავარია იკვებო სწორად და ჯანსაღად.



კირჩხიბი

ქალებს შეუძლიათ 73 წელამდე, ხოლო კაცებს - 68 წლამდე იცოცხლონ. კირჩხიბის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: სისხლძარღვთა დაავადებები და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.


რჩევა: ნუ დაივიწყებ სავალდებულო პროფილაქტიკური პროცედურების ჩატარება!



ლომი

ქალებსაც და კაცებსაც შეუძლიათ 74 წლამდე იცოცხლონ. ლომის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე წელისა და თვალის პრობლემები.


რჩევა: უფლება მიეცი შენს საყვარელ ადამიანებს, რომ იზრუნონ შენს ჯანმრთელობაზე.



ქალწული 

ქალებს შეუძლიათ 81 წელამდე, ხოლო კაცებს - 77 წლამდე იცოცხლონ. ქალწულის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირი პრობლემები და დაღლილობა.


რჩევა: მოაწყვე განტვირთვის დღეები, არასოდეს ჭამო ზედმეტი და ეცადე იკვებო ჯანსაღად.



სასწორი

ქალებს შეუძლიათ 77 წელამდე, ხოლო კაცებს - 73 წლამდე იცოცხლონ. სასწორის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: კანის და თირკმელების დაავადებები.


რჩევა: უმჯობესია თუ მოერიდები სიცივესა და მაღარ ტენიან ამინდებს.



მორიელი

ქალებს შეუძლიათ 62 წელამდე, ხოლო კაცებს - 63 წლამდე იცოცხლონ. მორიელის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: ის, რომ არ უყვართ მკურნალობა.


რჩევა: კიდევ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად იცოცხლებ თუ კი საჭიროების შემთხვევაში მიაკითხავ ექიმს და დაუჯერებ მას.



მშვილდოსანი

ქალებს შეუძლიათ 73 წელამდე, ხოლო კაცებს - 69 წლამდე იცოცხლონ. მშვილდოსნის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: გულ-სიახლძარღვთა და ქრონიკული დაავადებები.


რჩევა: ყურადღება მიაქციე, თმებს,  ფრჩხილებსა და კანს. კაცების შემთხვევაში პროსტატსაც.



თხის რქა
 

ქალებს შეუძლიათ 80 წელამდე, ხოლო კაცებს - 77 წლამდე იცოცხლონ. თხის რქის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: გარდა იმისა, რომ უამრავი დაავადებების გადატანა უწევთ, მარტივად იღებენ ფიზიკურ დაზიანებებსაც.


რჩევა: ბევრი პრობლემა შეგექმნება ასაკში ასე, რომ გამაგრდი. სხვა რჩევას ვერ მოგვემ. 



მერწყული

ქალებსაც და კაცებსაც შეუძლიათ 72 წლამდე იცოცხლონ. მერწყულის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: პნევმონია.


რჩევა: ეცადე აირიდო სტრესი, რადგან სწორედ ამის გამო შეიძლება ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ბევრი პრობლემა შეგექმნას.



თევზები
 

ქალებს შეუძლიათ 71 წელამდე, ხოლო კაცებს - 75 წლამდე იცოცხლონ. თევზების ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: სასუნთქი სისტემის, სახსრებისა და კანის დაავადებები. 


რჩევა: ყველა თევს არ უყვარს წყალი. ფრთხილად მოიხმარე ის! 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც აგვისტოში შემოსავალი გაეზრდებათ
ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი დაბადებულია დიდებული საქმეებისთვის
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები 2020 წლის ბოლოს
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყოველთვის პირველ ნაბიჯს გადადგამენ, თუ მათ ვინმე მოეწონათ
ყველაზე სასურველი აქტივობები ახალი 2023 წლისთვის ფენ-შუის მიხედვით
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალები იმდენად არაჩვეულებრივი არიან, რომ თქვენ სამუდამოდ ხდებით მასზე მიჯაჭვული
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
რა არის სინასტრია
სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
4 ყველაზე მოუსვენარი ზოდიაქოს ნიშანი