ბლოგი

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში ჭარბი რაოდენობის ნეგატიური ენერგია დაგროვდა

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში ჭარბი რაოდენობის ნეგატიური ენერგია დაგროვდა

ფეისბუქზე გაზიარება

ნეგატიური ენერგია ყველა მხრიდან ტრიალებს ჩვენს გარშემო - ის არსებობს ადამიანებში, შენობებში და ხმაურიან ქუჩებში. ერთი სიტყვით, ის არის ყველგან...

ადამიანი ნეგატივს შეიგრძნობს მის მიმართ განსაკუთრებით გააქტიურებული მიმღეობის არსებობის შემთხვევაში და ყოველდღიურად იღებს მის დამატებით დოზას.

ამ სტატიაში მკითხველი გაეცნობა ფიზიკური სიმპტომების იმ ჩამონათვალს, რომელიც მიუთითებს სხეულში ჭარბი რაოდენობით ნეგატიური ენერგიის დაგროვებაზე.

თავის ტკივილი

ბევრ ადამიანს ნეგატიური ენერგიის ზემოქმედება უვლინდება თავის ტკივილით. რა თქმა უნდა თავი შეიძლება აგტკივდეთ სხვადასხვა მიზეზები გამო, თუმცა, როცა ადამიანი ვერ ხვდება ამის მიზეზს, ეს შეიძლება დიდწილად გამოწვეული იყოს ნეგატიური ენერგიით.

დაძაბულობა და მოუსვენრობა

ხშირად, სხეულში შეპარული ნეგატიური ენერგია ვლინდება გაურკვეველი დაძაბულობით. გონება იტვირთება ნეგატიური ფიქრებით, ადამიანი მოწყენილობას, გაღიზიანებას და ამავდროულად მოუსვენრობას გრძნობს. ამ სიტუაციასთან გამკლავება მარტივი იქნება, თუ გარკვეული სახის ჰობით დავკავდებით ან მოვდუნდებით ცხელ აბაზანაში.

მუცლის ტკივილი

კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში ნეგატიური ენერგიაა დაბუდებული. მუცლის უმიზეზო ტკივილი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი სტრესშია არსებული ან მოსალოდნელი უსიამოვნო სიტუაციის გამო. ერთი სიტყვით, მუცლის ტკივილი მხოლოდ კუჭ-ნაწლავის პრობლემაზე ან ზემდეტი საკვების მიღებით გამოწვეულ დისკომფორტზე ნამდვილად არ მიუთითებს.

ფიზიკური კონტაქტით მიღებული უარყოფითი რეაქცია

ზოგჯერ ჩვენ ენერგიას გვართმევს და ფიზიკურად გვასუსტებს გარკვეულ ადგილებთან ან ადამიანებთან სიახლოვე. ეს ხშირ შემთხვევაში მიანიშნებს იმას, რომ საკონტაქტო არეალი ან ობიექტი სავსეა ნეგატიური ენერგიით, რომელიც ჩვენზეც გადმოდის.

ქრონიკული დაღლილობა

სხეული გვეხმარება რეაგირება მოვახდინოთ სტრესზე და გარემო პირობებზე, რაც ხდება გარკვეული ჰორმონების გამომუშავების ხარჯზე... თუმცა, როცა სხეულს ნეგატიური ენერგია ავსებს, მას უქვეითდება წინააღდმეგობის გაწევის უნარი. ამიტომ, თუ ადამიანი მუდმივ დაღლილობას გრძნობს, ვეღარ ახერხებს მიმდინარე მოვლენების სწორ ან დროულ აღქმას, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ საკუთარ მდგომარეობას და თქვენს გარშემო არსებულ ვითარებას, რათა შეძლოთ ნეგატივისგან გათავისუფლება.

სუნთქვის გართულება

ჩვენი სხეულის ენერგეტიკული შემადგენელიდან გამომდინარე, ეს სიმპტომიც კარგს არაფერს მიუთითებს. ნეგატიური ენერგია ყველაზე ხშირად თავს იყრის ფილტვებში და როცა ძლიერდება მისი ზემოქმედება, პირდაპირ რეაგირებს სუნთქვის პროცესზე, რომელიც გავრცელებულია „ყელის კომა“-ს სახელით და იწვევს ხუთვას.

ქრონიკული ტკივილები

ზემოთხსენებული სიმპტომების გარდა, ნეგატიური ენერგია შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკული ტკივილების ფორმით, გამოიწვიოს დაძაბულობა და მოულოდნელი სისუსტე კუნთებში. მუდმივი სტრესი ყოველთვის ვლინდება ფიზიკური სიმპტომებით, რაც საბოლოოდ გადადის ქრონიკულ ტკივილებსა და დაღლილობაში.

დეპრესიული მდგომარეობა

როცა ადამიანი დეპრესიაშია, ძალიან რთულია სამყაროს პოზიტიურად უყუროს და ამით კიდევ უფრო მეტი ნეგატიური ენერგია მიიზიდოს. თუ დეპრესიის სიმპტომებს გრძნობთ, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ სპეციალისტს, რადგან ამ მდგომარეობიდან გამოსვლა დამოუკიდებლად, ძალიან რთულია.

გეჩვენებათ, რომარ ხართ კარგად

როცა ადამიანს ეჩვენება, რომ „ვერ არის კარგად“, საჭიროა კრიტიკულად შეხედოს საკუთარ ცხოვრებას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდს და გაერკვეს, რა არის ასეთი შეგრძნების მიზეზი. როგორც წესი, ჩვენ მუდმივად დაკავებული ვართ პრობლემებთან გამკლავდებით, რა დროსაც სრულიად გვეპარება მხედველობიდან ის წვრილმანი საკითხები, რომელიც ნეგატიური ენერგიით დატვირთვასაც მოიცავს და შემდგომ ქრონიკული დაავადებების სახით ვლინდება.

მუდმივი უღონობა და დაღლილობა

ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქმე გვაქვს ნეგატიურ ენერგიასთან. ნეგატიური ენერგიის მატარებელ ადამიანებთან ურთიერთობისას, ჩვენც ვიღებთ მის სრულ თუ არა, გარკვეულ ნაწილს მაინც. ვგრძნობთ მოთენთილობას, დაღლილობას, ენერგიის ნაკლებობას - ერთი სიტყვით, ვართ ნეგატიურ მდგომარეობაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსი ადამიანებისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება
4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი სტრესისა და ბრაზის ბუდეა
გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მშვილდოსანი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, ვისთვისაც ერთი ქორწინება არასაკმარისია
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
რა გაახარებს ზოდიაქოს ნიშნების გულს 2021 წელს
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა აფეთქების ზღვრამდე მიდიან
წყლის სტიქიის ნიშნები : მორიელი , თევზები , კირჩხიბი .
რომელ ქალებს არ გაუმართლებთ სიყვარულში 2023-ში?
ტოქსიკური ადამიანის ტიპი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თუ კვირას დაიბადეთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ