ბლოგი

ყველაზე პრაქტიკული ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე პრაქტიკული ზოდიაქოს ნიშნები

ფეისბუქზე გაზიარება

ამ ადამიანებმა იციან დროის და ფულის ფასი, იშვიათად ცხოვრობენ ილუზიებით და მკაფიოდ აცნობიერებენ, რა და როდის უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ცხოვრება გააუმჯობესონ.

 

მათი ყოფა, როგორც წესი, მოწესრიგებულია, ვალდებულებები ლოგიკურად გადანაწილებულია ოჯახის წევრებს შორის- შესაბამისად, მომავალიც, უმეტესწილად, წინასწარ განსაზღვრულია. რომელი ზოდიაქოს ნიშნებზეა საუბარი?

 

თხის რქა

 

როგორც წესი, ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები ოცნებებით არ ცხოვრობენ. უპირატესობას ანიჭებენ კომფორტს, სანდოობას და სტაბილურობას. თუ ისინი არასაკმარისია- გულმოდგინედ აღწევენ ცვლილებებს. მუშაობის და დასვენების დროს ზუსტ გრაფიკს იცავენ- სწორედ ეს აძლევს თხის რქებს სიმაღლეების დაპყრობის, დროის სწორად განკარგვის და საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნის საშუალებას.

 

სასწორი

 

სასწორი- მის ცხოვრებაში სრული წესრიგი სუფევს. თანაც, ზოგჯერ ის იმდენად გულმოდგინედ ცდილობს სხვისი ცხოვრების მოწესრიგებას, რომ მას ზედმეტი დარიგებების გამო უსაყვედურებენ. თუმცა, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაფერი დაბალანსებულად აქვთ , ამიტომაც, თუ ხდება ხოლმე რამე კაზუსები, ალბათ, ეს გაუთვალისწინებელი გარემოებების ან გარემოცვის ბრალია.

 

ქალწული

 

ამ ნიშნის კონსერვატიზმსა და პედანტურობაზე ლეგენდებია შეთხზული. ალბათ, მუსიკოსების გასტროლების გრაფიკში ან ცნობილი პოლიტიკოსების დღის განრიგში იმაზე მეტი „ფანჯარაა“ დასვენებისთვის, ვიდრე ამ ნიშნის წარმომადგენლების დღის რეჟიმში.  მათი ცხოვრების თითოეული წუთი სასარგებლოდ მიმდინარეობს და თანაც, გარშემომყოფებსაც წესრიგს აჩვევენ. მართალია, ხშირად წარუმატებლად.

 

ლომი

 

ლომმა იცის, რა არის სწორი და არასწორი. იცის იმიტომ, რომ თვითონ გადაწყვიტა ასე. რა თქმა უნდა, ნიშნის წარმომადგენელი არასდროს იმუშავებს აუნაზღაურებლად ( სიამაყე არ მისცემს ამის უფლებას), არასდროს ექნება ურთიერთობა უღირსებთან, არასდროს დახარჯავს ფულს არასაჭირო საგნებზე. ხშირად, ლომი ყველაფერში საკუთარი თავისთვის ეძებს სარგებელს- ეს ხდის მას პრაქტიკულს.

 

კირჩხიბი

 

მღელვარე და სახლის მოყვარული ადამიანი, რომელიც დაბადებულია იმისთვის, რომ უფრო ამაღლებულ, შემოქმედებით ადამიანთან ჰქონდეს ურთიერთობა. კირჩხიბისგან ძალიან პრაქტიკული, მომჭირნე და მზრუნველი ცოლები გამოდიან. ამ ნიშნის წარმომადგენელი იშვიათად ოცნებობს, მხოლოდ როდესაც თავისუფალი წუთი აქვს. მზრუნველ, ღია და მგრძნობიარე კირჩხიბს ძალიან ცოტა დრო აქვს- ის ხომ, როგორც წესი, ახლო ადამიანის გულისთვის ცხოვრობს.

 

კურო

 

კურო- იდეალური პრაქტიკული პატრონია. მის შემთხვევაში პრინციპი „ყველაფერი სახლში“ საუკეთესოდ არის რეალიზებული. ვერ ვიტყვით, რომ ნიშნის წარმომადგენელი ძუნწია. მაგრამ ფულს სასარგებლო რამეზე ხარჯავს, რეალურად აზროვნებს და მომავალზე ფიქრობს. ხშირად კუროები თავისი პრაქტიკულობით გვაოცებენ. მაგრამ ამ ნამდვილად უნიკალურ უნარს მას ვერ წავართმევთ!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
16 ყველაზე საინტერესო ფაქტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
ეს ზოდიაქოს ნიშნები მუდმივად აკრიტიკებენ ყველას
ჭკვიანი ქალის დამახასიათებელი ნიშნები
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
ყველაზე გულუხვი და მხარჯველი ზოდიაქოს ნიშნები
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თხის რქა
რომელი ფრაზები აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
სუპერძალა, რომელიც ვარსკვლავებმა უბოძეს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
იდეალური წყვილები
10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კურო იდეალური პარტნიორი ცხოვრებასა და სიყვარულში
როგორ უნდა გვიყვარდეს ქალი
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე მაღალი ხელფასებით
20 ცხოვრებისეული რჩევა დალაი ლამასგან
როგორი იქნება 2021 წელი, აღმოსავლური კალენდრის თანახმად