ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური მოთხოვნილებები

ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური მოთხოვნილებები

ფეისბუქზე გაზიარება

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს აქვს არამარტო თავისებური ქცევისა და ფსიქოლოგიური მახასიათბლები, არამედ გარკვეული სექსუალური მოთხოვნილებები და ნიშან-თვისებები, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ ნებისმიერი ნიშნის მოხიბვლასა და ცდუნებაში. 

 

ვერძი

 

ძალიან სექსუალურები არიან, თუმცა ნუ შეცდებით, რადგან რომანტიკა მათთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ერთჯერადი ღამეები და შემთხვევითი ურთიერთობები მათთვის არ არის. ვერძი ცეცხლოვან სექსუალურ ურთიერთობას მხოლოდ დიდი ხნის და კარგად ნაცნობ პარტნიორთან ამყარებს. და როცა ასეთს ნახავს, უარს არასოდეს ამბობს საწოლში სხვადასხვა ექსპერიმენტებზე. ვერძებს იზიდავს გარეგნობა და რეპუტაცია, ასევე კარგი ინტელექტი. ვერძის ყურადღების მისაპყრობად საჭირო არ არის ფოტომოდელი იყოთ, საკმარისია თქვენში კარგად ჩანდეს რაიმე განსაკუთრებული და სექსუალური თვისება. ზოდიაქოს ეს ნიშანი ჯერ იყვარებს და შემდეგ ეძლევა ხორციელ სიამოვნებას. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სექსუალურობისა და ვნებიანობის პარალელურად, ვერძს შეუძლია ძალიან გულგრილი იყოს სექსის მიმართ და აკონტროლოს საკუთარი ემოციებიც და ვნებებიც. 

ვერძის ნიშნის ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა ტუჩებისა და პირის გამომწვევი მოძრაობა, რაც აღაგზნებს პარტნიორს, რადგან მუდმივად სექსუალურ გზავნილებს უშვებს. ვერძის ნიშნის ქცევა ძალიან არის დამოკიდებული მის გუნება-განწყობაზე. ის შესანიშნავი მეგობარი და პარტნიორია, მხოლოდ მაშინ, თუ კარგ განწყობაზეა. სწორედ ამიტომ, მათ თბილი და მოსიყვარულე ადამიანი სჭირდებათ გვერდით, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გაუგებთ და მოეფერებათ. სექსს ურთიერთობაში მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ პარტნიორი ვერძს აღაგზნებს, მათი ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება. ასევე დაგეხმარებათ ურთიერთობის გაღრმავებასა და გახანგრძლივებაში მათი ინტერესის მუდმივი გაღვიძება, დაინტრიგება - ამაზე ვერძები გიჟდებიან. გახსოვდეთ, თუ თქვენი წარმოდგენა სექსზე შემოიფარგლება კლასიკურ-მისიონერული გაგებით წყვილის საძინებლის შესახებ, მაშინ დაივიწყეთ ვერძთან ურთიერთობა! თვითმფრინავი, მატარებელი, მანქანა - ეს არის ვერძთან სექსისთვის საუკეთესო ადგილები. თუ სექსუალური კავშირისას რაიმე ისეთს გააკეთებთ, რაც თქვენს პარტნიორ ვერძს არ მოეწონება, ის არ მოგერიდებათ და ყველაფერს მომენტალურად, დაუფარავად და დეტალურად მოგახლით. მაგრამ თუკი თქვენ იგივეს იზამთ, ვერძის კვალიც კი გაქრება თქვენი ცხოვრებიდან. ვერძთან სექსი - რთული საქმეა. ძალიან თამამი უნდა იყოთ და იუმორის გრძნობით სავსე, როცა ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტთ.

კურო

 

კუროებს სჭირდებათ ისეთი პარტნიორი, რომელიც მათ დომინირების საშუალებას მისცემთ. ძალიან მომთხოვნი კუროს დაკმაყოფილება არც თუ ისე ადვილია. კუროს რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო იხვეწება სექსუალურად. საწოლში ისინი მუდმივ ექსპერიმენტებში არიან და არ ერიდებიან სიახლის ცდას. მათ უკვე ნაცადი მეთოდების გამეორებაც უყვართ, მაგრამ ყოველ ჯერზე ახალ ნიუანსებს ამატებენ და ეს მათთან სექსს თაფლსა და ღვინოზე უფრო ტკბილს ხდის. კუროს ასეთი სექსუალური თვისებები განსაკუთრებით მიმზიდველია იმ წყვილისთვის, რომელიც 40 წელს გადასცდა. არაორდინალურ და განსაკუთრებულ გარემოში სექსის შეთავაზება კუროს იმდენად აღაგზნებს, რომ ნებისმიერი ასეთი მცდელობა გიჟური და დაუვიწყარი სექსით დასრულდება. კუროები ძალიან რომანტიკულები არიან, ამიტომ, მათთან სექსი არამარტო ხორციელ ვნებებს მოიცავს. ესთეტიკა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კუროსთვის და მათ დაუზარელად შეუძლიათ საძინებელი, აბაზანა ან ნებისმიერი ადგილი, სადაც სიყვარულის მორევში გადასაშვებად გეპატიჟებათ, ისე მოაწყოს, რომ ვნებებს სითბო და მგზნებარება შემატოს. როგორც ყველა სხვა საკითხში, სასიყვარულო ურთიერთბებშიც კუროს დომინანტობა ახასიათებს. კუროსგან იმის მტკიცებას ნუ ელით, თუ როგორ უყვარხართ. ზოდიაქოს ეს ნიშანი თავის გრძნობებს და დამოკიდებულებას ამტკიცებს საქმით და არა სიტყვით.

გახსოვდეთ, რომ სექსამდე კუროს ძალიან უყვარს ხანგრძლივი, ალერსიანი ურთიერთობა. თუ ამაზე უარს ეტყვით, ის არასოდეს მოისურვებს თქვენთან ყოფნას. კურო განუმეორებლად ვნებიანი საყვარელია. მან კარგად იცის როგორ მოგანიჭოთ სიამოვნება, აგიმაღლოთ განწყობა, მოგეფეროთ, თუმცა საპასუხოდაც იგივეს ელის. კუროების სექსუალური მოთხოვნები ძალიან დიდია, თუმცა, მათ ნებისმიერი ადამიანის დაკმაყოფილება შეუძლიათ, ვისაც სიყვარულისა და ვნების მადა აქვს. ამიტომ, თუ თქვენი პარტნიორი არის კურო - უბრალოდ მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება მასთან ურთიერთობით.

 

ტყუპები

 

ზოდიაქოს ამ ნიშნას სურს ისეთი პარტნიორის ყოლა, რომელიც მზად იქნება მასთან ერთად მიაღწიოს სრულყოფილებას და ჰარმონიას სექსუალურ ურთიერთობებში. ამ შემთხვევაში საუბარია არამარტო სექსის ტექნიკაზე, არამედ სითბოსა და ყურადღებაზეც. სექსი - ტყუპებისთვის ცხოვრების სტილია. სექსუალურ მიმზიდველობას ისინი ხშირად იყენებენ მანიპულატორული მიზნებით. მაგალითად, თუ პარნტიორს რამეს აწყენინებენ, შემდეგ ვნებიანი ქცევებით ცდილობენ დანაშაულის გამოსყიდვას, რაც კარგადაც გამოსდით. აღსანიშნავია, რომ სწორხაზოვან ტყუპებს ძალიან უჭირთ ტყუილის თქმა, ანუ მათ შეუძლიათ მოიტყუონ, მაგრამ ეს ცხადად ეტყობათ. ტყუპები ძალიან კონტაქტურები არიან და უყვართ მეგობრების წრეში გართობა, ღამის წვეულებები და აქტიური ცხოვრება. თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის გვერდით ყოფნა და მადიანი სექსი გინდათ, მისი ცხოვრების სტილი და რითმიც უნდა გაიზიაროთ. ტყუპებს რომანტიკით გაწელილ ურთიერთობებს ვნებიანი სექსი ურჩევნიათ. მათ ცხოვრებაში ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ისინი აფასებენ კარგ სექსს, თუმცა ვალდებულებებით ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. ტყუპებს მშვიდი ცხოვრება მოსწონთ. შეეცადეთ მათთან ყოველთვის გულახდილი იყოთ - მხოლოდ ასე დაიმისახურებთ მათ პატივისცემას და გაამყარებთ კავშირს. ტყუპებთან ერთი ღამის კავშირიც კი დაუვიწყარი იქნება, თუ მათთან ერთად საწოლში აღმოჩენამდე გასავლელ გზას სწორად გაივლით. 

 

კიბო

 

თუ გინდათ, რომ კიბო თქვენს საწოლში აღმოჩნდეს - თამამად უთხარით, რომ გიყვართ! წინააღმდეგ შემთხვევაში აზრადაც არ მოუვა თქვენთან სექსი. კიბოები უფრო თავის სახლში დაგპატიჟებენ, ვიდრე თქვენთან მოვლენ, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე თავს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ. კიბოები გამგები და თანამგრძნობი საყვარლები არიან. საკმარისია ერთხელ უთხრათ რა გიყვართ და მოგწონთ ან რას ვერ იტანთ და არ მოგწონთ - ამას სამუდამოდ დაიმახსოვრებენ და შეეცდებიან მომავალში გაითვალისწინონ. კიბოს ძალიან უყვარს ყურადღება, ამიტომ არც კი იოცნებოთ, რომ მის გვერდით ყოფნისას შეძლებთ ზურგი შეაქიცოთ. კიბოსთან ახლო ურთიერთობა უნდა იყოს 50/50-ზე, ანუ რასაც მისგან მიიღებთ, არანაკლები უნდა დაუბრუნოთ. კიბოს ესაჭიროება თანასწორი ემოციური უკუკავშირი ახლობელი ადამიანისგან. თუკი ოდესმე ეცდებით დაუმალოთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, სერიოზული პრობლემები გაგიჩნდებათ ურთიერთობაში. თუ კიბოს გაანაწყენებთ ან მისთვის უბედურების მომტანი გახდებით, კარგს არაფერს ელოდეთ. კიბო - ძალიან მებრძოლია და შეეცდება სიტუაცია პირველმა გამოასწოროს. იმის გამო, რომ თქვენ ვერასოდეს მიხვდებით რა იმალება კიბოს მომაჯადოვებელი ღიმილის უკან, სჯობს თავად და რაც შეიძლება სწრაფად ეცადოთ დანაშაულის გამოსწორებას, ეს ნაკლებ ზიანს მოგიტათ და გაზრდის შანსს, რომ პატიება მიიღოთ. კიბო ძალიან ერთგულია ურთიერთობაში, ამიტომ, თუ კეკლუცობას შეატყობთ, განსაკუთრებით ცოტაოდენი ალკოჰოლის შემდეგ, მშვიდად იყავით და იცოდეთ, რომ საეჭვიანო არაფერი გაქვთ. სექსუალურ ურთიერთობაში რაც მეტ სიამოვნებას მიანიჭებთ თქვენს პარტნიორ კიბოს, ასმაგს მიიღებთ უკან. მაგრამ, თუ ეგოისტური იქნებით სექსში, მაშინ სჯობს დაივიწყოთ კიბოსთან კავშირი. მასთან სექსი იმდენად სასიამოვნო და განუმეორებელია, რომ იგივე ემოციის და ვნების გარეშე ამ უდიდესი მაცდურის დატოვება უბრალოდ შეუძლებელია. ის ნამდივლად იმსახურებს სიყვარულს და სათანადო ყურადღებას. 

 

ლომი

 

მნიშვნელობა არ აქვს რა დრო დაგჭირდებათ თავის ფორმაში მოსაყვანად. მთავარია, ლომის მოსვლისას შეუდარებლად გამოიყურებოდეთ და ასევე მზად იყოთ მაშინვე საწოლში ჩასახტომად. ლომი აფასებს ისეთ პარტნიორს, რომელიც თავს უვლის და გარეგნობას აკონტროლებს. ცხოვრება ლომისთვის არის სიყვარული, სექსი და ურთიერთგაგება. ეს სამი ელემენტი მისთვის განუყოფელია. ლომები არ ერიდებიან სიყვარულით დაკავდნენ საჯარო ადგილებში. გართობისა და თავგადასავლებისადმი ლტოლვა, განმარტოვებისა და მშვიდი გარემოს მოძებნის სურვილსაც კი ჩრდილავს. პარტნიორის მხრიდან წყენას, სიცივეს, სექსუალური კავშირის ბოროტად გამოყენებას - ლომი შეუძლია წყობიდან გამოიყვანოს და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ვინ ან რამდენი ხანია მისი პარტნიორი. მის გაღიზიანებას უნდა ერიდოთ, რადგან ასეთ დროს დაუნდობელი ხდება. არც კი იფიქროთ, რომ გაქცევას შეძლებთ ლომის განაწყენების ან დამცირების შემდეგ... ლომს კარგად ესმის საკუთარი მომხიბვლელობის, თუმცა მისი გული მხოლოდ ღირსეულ პარტნიორს ეკუთვნის. თუ რომანტიკული კავშირი გაქვთ ლომთან, დარწმუნებული იყავით, რომ პრეტენზიები საწოლთან დაკავშირებით ნაკლებად გაგიჩნდებათ. თუმცა ისიც იცოდეთ, რომ სანამ თქვენთან სექსი ექნება, ლომმა უნდა აღგიქვათ მომხიბვლელ, მიმზიდველ და მისთვის შესაფერის პარტნიორად. გახსოვდეთ, ლომი დომინანტია და უყვარს, როცა ემორჩილებიან. შეეცადეთ ნაკლებად შეეწინააღმდეგოთ, თორემ ურთიერთოობას გაგრძელება ნამდვილად არ ექნება. უბრალოდ გაითვალისწინეთ - ლომისთვის თქვენზე ნადირობა გაცილებით ადვილია, ვიდრე თქვენთვის მასზე...

 

ქალწული

 

ისინი არ ერიდებიან პარტნიორისთვის იმის თქმას, თუ რა უნდათ სასიყვარულო ურთიერთბებსა და საწოლში. თუმცა, თქვენგან სექსის დროს დაშვებულ შეცდომებს არ ჩაყლაპავენ და პირდაპირ მოგახლიან სად და რა გააკეთეთ არასწორად. მიუხედავად ამისა, ქალწულთან სექსუალური თანაცხოვრება სავსე და მრავალფეროვანია. მათ უყვართ სექსი. თუ პარტნიორ ქალწულს სიცივე და გულგრილობა შეატყვეთ, აუცილებლად ჰკითხეთ რაშია სქმე, რადგან ნებისმიერი სირთულე, რაც ცხოვრებაში უჩნდებათ, აისახება მათ სექსულურობაზეც. ქალწულები სექსუალურ ცოდნას იღრმავებენ სპეციალური ლიტერატურით და შემდეგ ყველა მათთვის საინტერესო მომენტს ცდიან პრაქტიკაში. იქონიეთ კარგი დამოკიდებულება პარტნიორ ქალწულთან და მისი მხრიდანაც მიიღებთ იგივეს - ყოველი ღამე ნამდვილი დღესასწაული იქნება თქვენთვის! 

 

სასწორი

 

ყველაზე მეტად, სექსუალურ ურთიერთობაში, სასწორებს ესაჭიროებათ პარტნიორის მხრიდან სრული ყურადღება. არ ეკეკლუცოთ და ეფლირტაოთ სხვას. ან რაში გჭრდებათ ეს, როცა გვერდით ისეთი საყვარელი გყავთ, როგორიც სასწორია? ცხოვრება სექსის გარეშე სასწორისთვის წარმოუდგიენელია. მათ ძალიან უყვართ პარტნიორის მიმართ ყურადღების გამოჩენა, სიურპრიზების გაკეთება და სანამ საწოლამდე მივლენ, ძალიან ბევრ სასიამოვნო მომენტებს ქმნიან. სასწორი ძალიან ვნებიანი და მიმზიდველი საყვარელია. ზოდიაქოს ამ ნიშანს სექსამდე ძალიან უყვარს ნელი, მომადუნებელი მასაჟი, ნაზი შეხება სხეულზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი და ეროტიკული მოფერება. სასწორთან ურთიერთობაში იყავით გულახდილი და სამართლიანი, თორემ ზურგს შეგაქცევთ. შეასრულეთ დანაპირები და არასოდეს მოატყუოთ. მსგავს სქციელს არ გაპატიებთ - ელემენტარულ წვრილმანსაც კი. მზად იყავით სექსის დროს ნებისმიერი მისი ფანტაზია მიიღოთ, აყვეთ და შეასრულოთ. ბუნებაში არ არსებობს იმ სასწორზე ბედნიერი ადამიანი, რომელიც ნახულობს თავის შესაფერის პარტნიორს. ის მზად არის მთელი ცხოვრება ხელის გულზე ატაროს საყვარელი ადამიანი. 

 

მორიელი

 

სექსი აკრძალვების გარეშე - ეს არის მორიელისეული გაგება. მისთვის მთავარია რეალიზდეს სექსუალურად და მენტალურად. თუ ზოდიაქოს ეს ნიშანი თავს საჭირო პარტნიორად არ იგრძნობს, მასთან სექსი უბრალოდ მოკლევადიანი ხორციელი სიამოვნებაა და მეტი არაფერი. გრძნობებს და სითბოს მისგან არ უნდა ელოდეთ. მორიელს უყვარს პარტნიორის წარსული სექსუალური ცხოვრების დეტალების გარკვევა, თუმცა თავად არასოდეს იქნება გულახდილი მსგავსი კითხვების დასმისას. ყოველი ახალი ურთიერთობა მისთვის არის თავგადასავალი. ის მზად არის ცხოვრების სტილიც კი კარდინალურად შეიცვალოს, თუკი მისი ახალი პარტნიორი ამას მოსთხოვს - მთავარია სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობის ობიექტი იყოს მორიელისთვის საინტერესო და აღმგზნები. გარეგნობა და ესთეტიკა მორიელისთვის გადამწყვეტია სექსუალური ურთიერთობებისას. თუკი კავშირი ემყარება მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას, ის დიდხანს არასოდეს გასტანს. მორიელი მაქსიმალისტია, ამიტომ სექსშიც მას სურს ყველაფერი. 

 

მშვილდოსანი

 

საძინებელი არც თუ ისე საყვარელი ადგილია მშვილდოსანისთვის. ის ადვილად აღიგზნება და სპონტანურ ადგილებში სექსი მისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტია. სექსუალურად ის ძალიან ენერგიულია და როცა გეუბნებათ, რომ სურს მთელი ღამე თქვენთან დარჩენა, ესეიგი ასეა და მზად არის არც კი დაიძინოს. ერთი ღამის სექსი - ამ ნიშნისთვის საკმაოდ დამახასიათებელია. თუ ზოდიაქოს ეს ნიშანი შეგიყვარდათ, თავიდანვე გარკვევით აუხსენით, რომ პოლიგამიას არ მოითმენთ სექსუალურ ცხოვრებაში. ამ ნიშანს მართავს პლანეტა იუპიტერი, რომელიც მუდმივად ფართოვდება და მის მსგავსად, მშვილდოსანიც უწყვეტი სრულყოფისა და განვითარების პროცესშია, ამიტომ, სტაბილურობა მისი მხრიდან ნაკლებად მოსალოდნელია, მათ შორის სექსუალურ ურთიერთობაშიც. მშვილდოსანი უდიდესი ინდივიდუალისტია და სექსში მას უამრავი აკრძალვები აქვს. ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის ის სანდო პარტნიორს ეძებს. სასიყვარულო ურთიერთობაში მშვილდოსანი გულუხვი და ყურადღებიანია, თუმცა, ხშიარად მოუქნელიც არის, ამიტომ მას სჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს ემოციურად გააწონასწოროს. ერთგულება მისი მხრიდან რთული მოსაპოვებელია, ამიტომ თუ პარტნიორად მშვილდოსანს ირჩევთ, გახსოვდეთ, რომ ბევრი შრომა დაგჭირდებათ იდეალური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. 

 

თხის რქა

 

სიყვარულისა და ვნების მიმართ გააზრებული, ფრთხილი და დისტანციური დამოკიდებულება აქვთ თხის რქებს. ეს საკითხი მათთვის ძალიან სერიოზულია. თხის რქები საკუთარ თავს მნიშვნელოვან განძად თვლიან და არ აძლევენ უფრლება ნებისმიერს, ვისაც მთთან ურთიერთობის დამყარება სურს, შეაღწიოს მათ შინაგან სამყაროში. თუმცა, თუ კარი გაგიღოთ, თქვენ გეყოლებათ განუმეორებელი საყვარელი. თხის რქას ძალიან უყვარს და მშვენივრად გამოსდის ფლირტი. მისთვის აკრძალული არაფერია. თუ საჭიროა, ის უპრობლემოდ დაწვება ხლემძღვანელთანაც კი. ქვეცნობიერად, ზოდიაქოს ამ ნიშანს იზიდავს მრავალფეროვნება, თუმცა, ლოგიკური აზროვნება საშუალებას არ აძლევს ხშირ შემთხვევაში საკუთარ შინაგან ხმას მოუსმინოს და მეტი თავისუფლება მისცეს სურვილებს. თხის რქას კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ყოველთვის იტოვებს უკან დასახევ გზას. თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის გულის მოგება გინდათ, დაუახლოვდით მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც ძალიან ძვირფასია თხის რქასთვის. 

 

მერწყული

 

ზოდიაქოს ამ ნიშანს უყვარს ადამიანები, რომელთა გარშემო იდუმალებით სავსე გარემოა. საძინებელსა და სექსშიც ზუსტად იგივე იდუმალება იზიდავთ. პარტნიორთან დაახლოებას მერწყული პირველივე შეხვედრიდან ცდილობს. მისთვის უჩვეულოა სექსამდე ხანგრძლივი პაემენები და მორიდებული საუბრები რომანტიკაზე. მერწყული - ძალიან თავდაჯერებული ადამიანია. პარტნიორის ნახვა მას ნამდვილად არ უჭირს, თუმცა ოჯახისა და ცხოვრებისადმი დამიკიდებულება ცოტა ძველმოდური აქვს. არ შეგეშინდეთ, სექსში მერწყული ძალიან თანამედროვე და განვითარებულია. მისი საყვარლები და პარტნიორები უბედნიერესი ადამიანები არიან. მერწყული ყველაფერს გაიღებს საყვარელი ადამიანისთვის, თამამად ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე და თავს არ დაზოგავს ურთიერთობების გაღრმავება-გახანგრძლივებისთვის, თუკი მის გვერდით ღირსეული პარტნიორი იმყოფება. იგივეს ელის მერწყული თქვენგანაც - თამამად ესაუბრეთ საკუთარ სურვილებსა და გეგმებზე. იყავით გახსნილი. მართალია ნახევარი იმისა, რაზეც მერწყული საუბრობს, მხოლოდ სიტყვებად რჩება, მაგრამ მოერე ნახევარიც ხომ არსებობს? - იფიქრეთ ამაზე. 

 

თევზები

 

ერთ-ერთი ყველაზე სქესუალური ნიშანი ზოდიაქოს ნიშნებს შორის, სწორედ თევზებია. ამ ნიშანს დრამატიზმისადმი მიდრეკილება აქვს და შეუძლია ყველაზე უბრალო და მოსაწყენი ადგილი ან ვითარება აქციოს ზღაპრად. თევზებს უყვარს ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა, მოსწონთ ფლირტი და კომპლიმენტების მოსმენა და ბოლოს შედეგებით ტკბობა. სექსი - ძალიან პირადული საკითხია თევზებისთვის. საჯაროდ მათ შეუძლიათ სიმპათიის გამოხატვა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სექსუალური ქცევის. თავის გარშემო იდუმალებით მოცულ გარემოს ქმნიან და ხორციელი სიამოვნებით ტკობისთვის მხოლოდ განმარტოვებით, მშვიდ და რომანტიკულ ადგილს ირჩევენ. სანამ სექსზე გადავლენ, თევზებმა გრძნობები უნდა განიცადონ, ეს მნიშვნელოვანია. შეყვარებული თევზების გაგება რთულია, და კიდევ უფრო რთული მისი სამომავლო ქცევის გათვლა. თუ პარტნიორად ზოდიაქოს ამ ნიშანს ირჩევთ, მოგიწევთ ცოტა ძველმოდური მიდგომა შეარჩიოთ სასიყვარულო ურთიერთობებში. დიდხანს უნდა იაროთ პაემნებზე, იყოთ ძალიან რომანტიული და იდუმალი, მოუწყოთ სურპრიზები, გააღვიძოთ მისი ემოციები. თევზები ღალატს არ პატიობენ, ხოლო მოტყუებული საყვარელი თევზები სამაგიეროს გადახდით სურვილით აივსება და შესაძლოა თქვენი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად აქციოს. 

სექსში თევზები ძალიან სწრაფად ინთებიან და ასევე სწრაფად იფერფლებიან. ისინი არც თუ ისე კომფორტული პარტნიორები არიან ამ მვრივ. მაგრამ, თუ თავდავიწყებით შეუვარდათ, მაშინ მზად არიან პარტნიორისთვის ყველაფერი გაიღონ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორია საუკეთესო სმარტფონი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის
სამყარომ ფავორიტად ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი აირჩია
როგორები არიან პატარა ჰაერის ნიშნები?
12 საინტერესო ფაქტი ქალწულების შესახებ
ყველაზე ცუდი დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო
მიწის ნიშნები : თხისრქა, კურო , ქალწული .
როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ
ყველაზე გამაღიზიანებელი სტერეოტიპი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური საიდუმლო
როდის უნდა მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე?
როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს
ჭკვიანი ქალის დამახასიათებელი ნიშნები
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
რა არ უყვართ ტყუპებს?