ბლოგი

განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ დიდი მიზიდულობა აქვთ

განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ დიდი მიზიდულობა აქვთ

ფეისბუქზე გაზიარება

ხშირად ითვლება, რომ განსხვავებულ ადამიანებს არაფერი საერთო არ შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა, ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ ეს სხვაობა, ხელს უწყობს მათ შორის კავშირის გამყარებას.

წარმოგიდგენთ ზოდიაქალურ კავშირებს, რომელბიც ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა თვისებების მქონე ადამიანებს ერთმანეთისადმი უდიდესი მიზიდულობა აქვთ.

ვერძი და სასწორი

სასწორი თვითნაბადი მშვიდობისმყოფელია, ხოლო ვერძს ყველაფრის პირში მიხლა უყვარს. ამიტომ, დაწყვილებისას, ვერძები იწყებენ იმის სწავლას, რომ სანამ რამეს იტყვიან, საჭიროა ცოტა დაფიქრება. ამასთან, სასწორი სრულიად იხიბლება ვერძის უშიშრობით. თუმცა, როცა ამჩნევს, რომ მასთან ურთიერთობაში უსამართლოა, პირდაპირ ეუბნება და შეიძლება კონფლიქტზეც კი წავიდეს. სწორედ ამიტომ თვლის ვერძი სასწორს ცხოვრების იდეალურ თანამგზავრად - ორივეს აქვს გამბედაობა იმისა, რომ დაიცვას ბოლომდე ის, რაც სამართლიანად მიაჩნიათ. თავის მხრივ, ვერძი ასწავლის სასწორს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს ეხება.

კურო და მორიელი

ეს ორი ნიშანი, ითვლება ზოდიაქოს ყველაზე ძლიერ და ტემპერამენტიან წყვილად, რომლებიც გვასწავლიან, რომ შესაძლებელია ერთმანეთის სიყვარულისთვის მთელი ძალისა და ენერგიის მსხვერპლად გაღება. ცნობილია, რომ ამ წყვილიდან თითოეული ფლობს უძლიერეს ენერგეტიკას, პერსპექტივის დანახვის შესაძლებლობას, წინ, მომავლისკენ ყურებას. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, რასაც აკეთებენ, ყველაფერზე 100%-ით კონცენტრირებულები არიან. მათ მოსწონთ, როცა გარშემო ერთეული, მაგრამ ერთგული მეგობარი ჰყავთ. მორიელი - ძალიან ამყოლია. ის ადვილად ეძლევა ნებისმიერ ემოციას და გრძნობას, რომელსაც განიცდის. ძლიერი წყლის ნიშანი და მყარი მიწის ნიშანი, ერთად მშვენიერ გუნდს ქმნიან. პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საბოლოოდ, მათგან გამოდის მშვენიერი მმართველი წყვილი. ისინი ტკბებიან ოჯახური ცხოვრებით, იწყობენ კარიერას, ახდენენ შრომისმოყვარეობის დემონსტრირებას, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მათ ერთმანეთი უყვართ.

თხის რქა და კირჩხიბი

ამ ორი ნიშნისგან ყოველთვის დგება შრომისმოყვარე და უდიდესი შესაძლებლობების მქონე დუეტი. თხის რქები შრომადამოკიდებულები არიან, ხოლო კირჩხიბები - ზეემოციურები. წყლისა და მიწის ეს კავშირი ძალიან პროდუქტიულია. სწორედ ამიტომ, კირჩხიბები სიამოვნებით ახდენენ ლიდერის მოვალეობების დელეგირებას თავის პარტნიორზე. ორივე ნიშანი აფასებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა პრაქტიკულობა, შრომისმოყვარეობა და ცხოვრებაში ყველაზე უბრალო საქმის კეთება უყვართ. გარდა ამისა, ეს ორი ნიშანი, ასევე ითვლება ზოდიაქოს ყველაზე სიმპათიურ წყვილად. კირჩხიბი თხის რქაში დამცველს, მოტივატორს და უბრალოდ კარგ მეგობარს ხედავს. თხის რქას ხიბლავს კირჩხიბის ემოციური გახსნილობა და სანდოობა, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მასთან ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვან გრძნობებსა და საკთხებზე საუბარი.

თევზები და ქალწული

ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია თევზები, ხოლო ქალწული გამოირჩევა თავშეკავებითა და გარკევული ემოციური სიცივით - ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ, ისინი თევზებთან ურთიერთობისას ეჩვევიან საკუთარი ემოციების უშიშრად გამოხატვას და მათგან ერთგვარ დახმარებას იღებენ, ემოციური სტაბილურობის მიღწევის კუთხით. თავის მხრივ, ქალწული ეხმარება თევზებს მოახდინოს საკუთარი სურვილების რეალიზება. ქალწული დაგეგმილად ცხოვრობს და ყოველთვის ორიენტირებულია რაიმე მიზანზე, თევზები კი მერყევია და ამჯობინებს დინებას მიჰყვეს. ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ქმნის უძლიერეს წყვილს, რადგან ახერხებენ საკუთარი, ყველაზე ძლიერი მხარეების გაერთიანებას.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
2024 წლის ჩინური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მარადიული ახალგზარდობით გამორჩეული ზოდიაქოს 4 ნიშანი
Google-ის თამაში ზოდიაქოს თემატიკაზე
რის გამო ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები?
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
სამყარომ ფავორიტად ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი აირჩია
4 ყველაზე ლამაზი წყვილი
რა აბრაზებს ქალწულებს?
როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ
ზოდიაქოს 3 ნიშანი, ვისთვისაც ერთი ქორწინება არასაკმარისია
3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით
ტოპ-4 ყველაზე თვითშეყვარებული ზოდიაქოს ნიშანი
ცოტა რამ ტიპიური მერწყულების შესახებ