ბლოგი

მეგობრებს, რომლებსაც ცხოვრების გზაზე ვკარგავთ

მეგობრებს, რომლებსაც ცხოვრების გზაზე ვკარგავთ

ფეისბუქზე გაზიარება

მწარე სიმართლე: თუ ვინმე იღებს გადაწყვეტილებას ურთიერთობა თვითდინებაზე მიუშვას, ეს ნიშნავს, რომ მისთვის მეორე ადამიანი ძვირფასი არ არის.

 

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ვხვდებით, რომ ყველა ადამიანი ვინც ჩვენს გარშემოა, ვერ დარჩება ჩვენთან ერთად დიდი ხნით. ახალგაზრდობაში შეძენილი მეგობრები, ხშირად სიბერემდე არ მიგვყვებიან და ეს სრულიად ნორმალურია. არიან მეგობრები, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად ვშორდებით, და არიან ისეთებიც, რომლებსაც მიზანმიმართულად ვტოვებთ წარსულში.

 

გახსოვდეთ - მეგობრების დაკარგვა ყოველთვის ცუდი არ არის და შეიძლება წინგადადგმული ნაბიჯიც კი იყოს ცხოვრებაში.

 

ზოგჯერ დაშორების მიზეზი ძალიან პირადულია, ზოგჯერ ზოგადი. თითოეულ ჩვენგანს თავისი გზა აქვს ცხოვრებაში და რაღაც მომენტში ამ გზიდან გარკვეული ადამიანები იწყებენ ჩამოშორებას, გზები იყოფა, თუმცა რიგ შემთხვევებში ძველი ურთიერთობა გრძელდება, ზოგჯერ კი საბოლოოდ სრულდება.

 

ადამიანები ცხოვრების მანძილზე იზრდებიან და ვითარდებიან, შესაბამისად იცვლება მათი პრიორიტეტები, შეხედულებები და პრინციპები, რაც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, შეიძლება აღარ ემთხვეოდეს არსებული მეგობრების მიდგომებს.

 

ზოგიერთი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში მოდიან გარკვეული მიზეზების გამო, გარკვეული დროით. ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ვსწავლობთ ცხოვრებისგან და ვაგრძელებთ მოძრაობას წინ. შესაძლოა რომელიმე ეს ადამიანი ისევ შეგვხვდეს ცხოვრებაში, თუმცა, გარკვეულ ეტაპზე სხვადასხვა გზებით ვიაროთ.

 

შესაძლოა დაშორების მიზეზი იყოს კამათი ან მეგობარმა გული გატკინათ, გიღალატათ, არასწორად მოგექცათ, რაც თავისთავად რთული გადასატანია და ადამიანზე ნეგატიურად მოქმედებს. მაგრამ, ამ შემთხვევაში საჭიროა გახსოვდეთ, რომ ამ რთული ეტაპის გადალახვის მთავარი გასაღები პატიებაშია, რაც ყოველთვის არ გულსიხმობს ადამიანთან ურთიერთობის აღდგენას. „აპატიე და დაივიწყე“ ან „აპატიე და დააიგნორე“ - ეს არის პრინციპი, რომელიც დაგეხმარებათ ნეგატივი და ცუდი მოგონება წარსულში დატოვოთ და სინანულის გრძნობისგან გათავისუფლდეთ.

 

ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტებიც, როცა თავად უნდა წახვიდეთ ადამიანის ცხოვრებიდან, განსაკუთრებით მათგან, ვინც უპასუხისმგებლოდ იქცევა თქვენს მიმართ.

 

ურთიერთობა და მეგობრობა მდუმივ ძალისხმევას გულისხმობს და ბევრ ადამიანს ეს უბრალოდ არ ესმის. იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი ძალა წინსვლისთვის, პოზიტივისა და ისეთ ადამიანებთან მეგობრობისთვის, რომლებიც თანხვედრაში არიან თქვენს პრინციპებთან. აირჩიეთ გულახდილი ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ მეგობრობისა და ურთიერთობების შესანარჩუნებლად, საჭიროა ძალისხმევა, პასუხისმგებლობის გამოჩენა, ხოლო თქვენ მათთვის ძვირფასი ადამიანი ხართ.

 

მადლობა უთხარით ყველა მეგობარს, რომელსაც ცხოვრების გზაზე კარგავთ შემთხვევით ან მიზანმიმართულად. მადლობელი იყავით ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის, გამოცდილებისთვის, მოგონებებისთვის, წყენისთვისაც, რადგან ეს ყველაფერი თქვენთვის იყო წინსვლის გასაგრძელებელი საშუალება.

 

მადლობა უთხარით თქვენი ცხოვრებიდან წასულ ყველა მეგობარს იმისათვის, რომ დაგანახეს საკუთარი „მე“. უსურვეთ წარმატება და სიკეთე. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ პატიების მიუხედავად, მათთან ურთიერთობისას მიღებული ცხოვრებისეული გაკვეთილები ყოველთვის გემახსოვრებათ.

 

უთხარით მათ მადლობა ყველაფრისთვის - კარგისთვის, ცუდისთვის და ბოლოს დაემშვიდობეთ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რჩევები, რომლებიც ამოაყირავებს თქვენს ცხოვრებას
კარმის 12 ნაკლებად ცნობილი კანონი (ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან)
რა მოვუხერხოთ ნათესავებს, რომლებიც გამუდმებით გვიწამლავენ ცხოვრებას?
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
პლუტონი ჰოროსკოპში
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
ფორტუნას რჩეული: ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი და ძლიერი ნიშანი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ
რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“
პარტნიორი, რომელსაც იმსახურებ
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
30 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ ლომები თქვენს გარემოცვაში
თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით