ბლოგი

თვითდახმარების სასწრაფო და მარტივი ენერგეტიკული მეთოდები

თვითდახმარების სასწრაფო და მარტივი ენერგეტიკული მეთოდები

ფეისბუქზე გაზიარება

თუ სხვა ადამიანმა ზედმეტად ბევრი ნეგატივი გადმოანთხია თქვენს მიმართ, აუცილებლად ეცადეთ თავი დაიცვათ, როგორც მინიმუმ ენერგეტიკულად.

 

არსებობს მომენტები, როცა ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს სხვა ადამიანების ნეგატიური ენერგეტიკული ზემოქმედების ქვეშ. სკანდალები, ჩხუბი, უსიამოვნო საუბრები, წყევლა - ეს ყველაფერი აბინძურებს აურას და ამძიმებს ენერგეტიკულ ველს. ასეთ სიტუაციაში, ადამიანმა შეიძლება ისეთი ნეგატიური ენერგია მიიღოს, რომ ეს შეიძლება აისახოს მის ჯანმრთელობაზე ყველაზე ცუდი კუთხით, დაკარგოს ენერგია, ცალკეულ შემთხვევებში კი ეს ყველაფერი შეიძლება გადაიზარდოს ორგანიზმის ენერგოსისტემის მძიმე პრობლემებში.

 

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე მეთოდს, რომლებიც მსგავს შემთხვევაში გამოგადგებათ და ნამდვილად მუშაობს!

 

უსიამოვნო საუბარი


თუ უსიამოვნო საუბარი გქონდათ დაძალების გამოცლას გრძნობთ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები და გამდინარე წყლის ქვეშ გააჩერეთ ისინი მინიმუმ ერთი წუთის მანძილზე. ამ გზით, წყალი თან წაიღებს ნეგატიურ ენერგიას, რომელიც მიიღეთ.

 

სიტყვებში არის არამარტო შინაარსი (სემანტიკა), არამედ ენერგეტიკაც


თუ საკუთარი მისამართით მოისმინეთ სიძულვილის, ქილიკის, ზიზღის, ცუდი სურვილებით სავსე სიტყვები - ღრმად ჩაისუნთქეთ და ჩურჩულით თქვით: «კეთილის მსურველს მადლობით ვუპასუხო, ბოროტის მსურველს დუმილით».

 

შეურაცხყოფის მოყენება და წყევლა


თუ სხვა ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებთ და გწყევლით, არ შეეპასუხოთ, ჩურჩულით ჩაილაპარაკეთ «უკან წაიღე ყველა სიტყვა შენთვის».

 

მძიმე საუბრის შემდეგ 


ასეთ დროს უღონობის შეგრძნებისას, შეჩერდით, ჩამოჯექით ან დაეყრდენით რამეს. მარცხენა ხელით მოეჭიდეთ სახელურს ხის ტოტს, რაც შესაძლებელი იქნება (ეს ხელი, ადამიანი ორგანიზმიდან ენერგეტიკის გამცემია) და წარმოიდგინეთ, რომ ამყარებთ ენერგეტიკულ კონტაქტს ამ საგანთან და ასე წარმოსახვის საშუალებით, მარცხენა ხელით განდევნეთ ნეგატივი თქვენი სხეულიდან და ჩურჩულით თქვით «წაიღე ჩემგან ჭუჭყიანი და ნეგატიური ენერგია». საკმარისია ასე დარჩეთ ორი ან სამი წუთი. თავი გაიმაგრეთ, რადგან შეიძლება ამ დროს მსუბუქი ღებინების და ორგანიზმის მოდუნების შეგრძნება გქონდეთ.

 

თან იქონიეთ ასანთი ან სანთელება


დიახ, ჩვეულებრივ ასანთზე ან სანთებელაზეა საუბარი. ყოველთვის, როცა სხვა ადამიანისგან მიიღებთ ნეგატივს, განმარტოვდით, აანთეთ ცეცხლი, ხელი გეჭიროთ სახის მოპირდაპირედ, თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ ამ ცეცხლზე გადადის თქვენი სხეულიდან ნეგატიური ენერგია. თუ ამას ასანთით გააკეთებთ, ჩამწვარი ღერი მიწაში ჩაფალით, თუ სანთებელით - ჩაქრობის შემდეგ სული შეუბრეთ.

ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მარტივი გასაკეთებელია, თუმცა ძალიან კარგად მოქმედებს ნეგატივისგან დაცვისა და გათავისუფლებისთვის.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
5 რამ, რაც გასათვალისწინებელია თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც საწოლში არასდროს გაგიცრუებთ იმედს
ვის, როგორ გადააქვს დაშორების ტკივილი?
რისი თქმა არ შეიძლება მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები 2020 წლის ბოლოს
ყველაზე სასურველი აქტივობები ახალი 2023 წლისთვის ფენ-შუის მიხედვით
სასწორის მთავარი შეცდომები ურთიერთობის დამყარების დროს
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული ცოლები
ასტროლოგი კორონა ვირუსზე
2023 წლის პირველი ნახევარი უხვად დაასაჩუქრებს ზოდიაქოს მხოლოდ სამ ნიშანს!
კარმის 12 ნაკლებად ცნობილი კანონი (ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან)
იდეალური სახლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“