ბლოგი

ზოგჯერ ბედნიერება არა პოვნაში, არამედ დაკარგვაშია

ზოგჯერ ბედნიერება არა პოვნაში, არამედ დაკარგვაშია

ფეისბუქზე გაზიარება

ადამიანი ბედნიერების მოპოვებას ახერხებს მხოლოდ მაშინ, როცა მას თავისუფლებას აძლევს, ანუ როცა წყვეტთ მის დაკავშირებას რაიმესთან ან ვინმესთან, როცა უბრალოდ საშუალებას აძლევთ მას, რომ თქვენამდე მოვიდეს.

ადამიანები რატომღაც თვლიან, რომ ბედნიერება რაიმეს ქონა/ყოლაშია, მაგალითად: საოცნეობო სამსახურის, ავტომობილის, ტანისამოსის, სასურველი ადამიანის და თვლიან, რომ თუ მიიღებენ სასურველს, მაშინვე გაბედნიერდებიან, სწორედ ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასურველს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ.


იშვიათად ხვდება ვინმე, რომ ზოგჯერ, ბედნიერება მდგომარეობს არა რაიმეს ქონა/ყოლაში, არამედ მისგან გათავისუფლებაში, რადგან ბედნიერი ვერასოდეს იქნებით, თუ უფრო მეტად ზრუნავთ, მეტად იხარჯებით, ან საკუთარ თავს აიძულებთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ ურთიერთობის შესანარჩუნებლად.


ხანმოკლე მწუხარება, ხშირ შემთხვევაში დიდი ბედნიერების წინამძღვარი ხდება და იმისათვის, რომ იყოთ ბედნიერი, უბრალოდ საჭიროა მოდუნდეთ და მოსახდენს მისცეთ მოხდენის საშუალება ისე, რომ ამის არ შეგეშინდეთ. ტყუილად არ არის ნათქვამი: „რაც არ გვკლავს გვაძლირებს“-ო. მსგავსი გამოცდილება დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, რომ შეგიძლიათ სირთულეების გადალახვა, შიშისა და ეჭვების დაძლევა იმისათვის, რომ ხვალ უკეთესად იგრძნოთ თავი. ზოგჯერ ცხოვრება ჩვენთვის სასურველის საპირისპიროს გვაძლევს და ეს ხდება ჩვენი კომფორტის გამოყვანის, ცხოვრებისეული გზის და ზოგადად მთლიანად ცხოვრების გაკორექტირების მიზნით. ზოგჯერ ბედნიერების განცდა მოდის ე.წ. „შავი ზოლის“ პერიოდში, როცა ადამიანი უდიდეს მადლიერების გრძნობას განიცდის იმ ცირედისთვის, რის მიღწევასაც ახერხებს. როცა ის ცდილობს თავად გაიცინოს ცხოვრების ირონიაზე და ისწავლოს სიამოვნება მიიღოს წვრილმანებისგან, რაც წარმატებული და დალაგებული პერიოდისას ჩვეულებრივ მოვლენებად ითვლება.


იმისათვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, საჭიროა იმედი სრულად ამოგეწუროთ და გათავისუფლდეთ თავსმოხვეული წესებისა და დაგეგმილი საკითხებისგან.
 

დაიმახსოვრეთ - ბედნიერებას მოიპოვებთ მხოლოდ მაშინ, როცა მის ძიებას შეწყვეტთ. როცა შეეშვებით იმ ადამიანის კუდში დევნას, რომელმაც დღემდე ვერ შეძლო თქვენი შეყვარება. როცა მოიშლით იმაზე ფიქრს, რომ შეგიძლიათ მომავლის მართვა ან განჭვრეტა. ერთი სიტყვით, ბედნიერების მოსაპოვებლად საჭიროა დაკარგოთ ის, რაზეც ოცნებობდით.


ბედნიერება მოვა ისეთ მომენტში, როცა შეწყვეტთ იმაზე ფიქრს და ზრუნვას, თუ რა ხდება თქვენს გარშემო და დაიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რა ხდება თქვენს შინაგან სამყაროში.

 

 

 

ვიდეო რომელიც დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული შემოვიდეს
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სხვებზე დიდხანს ცოცხლობენ
5 დამანგრეველი რამ, რაც თქვენს სხეულს ემართება, როცა გულს გტკენენ
ჰაერის სტიქიის ნიშნები: ტყუპები , მერწყული , სასწორი .
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის
ჰოროსკოპის ოთხი ქალი რომლებსაც კაცები გაურბიან
ყველა ქალი იდეალურია! ჩვენი ჰოროსკოპი გეტყვით რატომ!
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც თებერვალში სასიამოვნო მოვლენები ელით
თვითდახმარების სასწრაფო და მარტივი ენერგეტიკული მეთოდები
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც არ არსებობს სიბერე
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
რაც უფრო მაღალია თქვენი ვიბრაციების სიხშირე, მით მეტს გაძლევთ სამყარო