კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

2024 წლის საქორწილო ჰოროსკოპი

2024 წლის საქორწილო ჰოროსკოპი

ფეისბუქზე გაზიარება

ნაკიანი წელი ყოველ მეოთხე წელს დგება - ეს არის წლები, რომლებიც 4-ზე იყოფა. დედამიწა ამ დროს სრულ წრეს არტყამს მზეს 365 დღე-ღამის და ექვსი საათის განმავლობაში, ამიტომ, ოთხი წლის მანძილზე გროვდება ერთი “ზედმეტი” დღე. ამ საათების დაგროვება და ერთ სრულ დღე-ღამედ კონვერტაცია ხდება იმისათვის, რომ მოხდეს საათის სინქრონიზაცია დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის სიჩქარესთან. 2024 წელი ნაკიანია და ამას უკავშირდება უამრავი ტრადიცია თუ ცრურწმენა, მათ შორის ქორწინებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ცრურწმენის მიხედვით, ეს წელი წარუმატებელია ქორწინებისათვის, არსებობს ასევე მოსაზრება, რომ პირიქით, სწორედ ნაკიანობის გამო კარგი პერიოდია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ბევრი თვლის, რომ ნაკიან წელს, დაქორწინებაზე წინადადება ქალის ინიციატივა უნდა იყოს და ა.შ.

 

წლევანდელი ასტროპროგნოზით, დასახელდა ზოგადი პერიოდები და სავარუდო თარიღები, რომლებიც იქნება პოზიტიური, ნეიტრალური და ნეგატიური ჯვრისწერის, ქორწინებისა და ქორწილის გადახდისთვის - ზუსტი პროგნოზისთვის კი, საჭიროა ასტროლოგმა შეისწავლოს კონკრეტული პიროვნებების ზოდიაქო და შეადგინოს წყვილის პერსონალური რუკა.

 

იანვარში ჯვრისწერა/ქორწინება/ქორწილისთვის საუკეთესოა თვის მესამე დეკადა. ამ დღეების ენერგეტიკა შეიცავს დიდ პოზიტივს, რაც საჭიროა გრძელვადიანი პერსპექტივისა და მშვიდი ოჯახური ცხოვრებისთვის.

 

თებერვალი მთლიანობაში დადებითი თვეა, განსაკუთრებით მეორე და მესამე დეკადა. სანერვიულო არაფერია იმაში, რომ წელს ეს თვე 29 დღიანია! აუცილებელია საკითხს სერიოზულად მიუდგეთ, შეარჩიოთ თარიღი ვარსკვლავების თქვენს ზოდიაქოს ნიშანზე მქონე გავლენის მიხედვით და ნაკლებად იფიქროთ წარსულში გადატანილ ნეგატიურ გამოცდილებასა და წარუმატებელ მცდლობებზე.

 

ძალიან პოზიტიური დღეებია 12 -დან 24 მარტის ჩათვლითსიყვარულის პლანეტა - ვენერა, შედის თავის ეკზალტაციის ნიშანში 11 მარტს, გვიან საღამოს და მთვარის დაბნელებამდე, რომელიც 25 მარტს იქნება, ქმნის ჰარმონიულ ენერგეტიკას შეყვარებულებისათვის, რითაც შესანიშნავ შანსს აძლევს მათ ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების დასაწყებად.

 

გაზაფხულის დაბნელების კორიდორი დასრულდება 8 აპრილს, ახალმთვარეობით, რაც ასევე წარმოადგენს მზის დაბნელების პერიოდს. 26 აპრილამდე იქნება რეტროგრადული მერკურის მონაკვეთი, რაც ძალიან კარგი დროა მათთვის, ვინც მეორედ ქორწინდება და ნატალურ რუკაში რეტრო მერკური აქვს.  9 აპრილიდან თვის ბოლომდე არსებული საერთო ფონი, შესაფერისია ქორწილის გადახდისთვის, თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია პერსონალური ჰოროსკოპის დეტალები.

 

24 მაისამდე ვენერა მოძრაობს მისი მმართველი ნიშნის - კუროსკენ. ეს ტრანზიტი სავსეა სრულყოფილებით და ჰარმონიულობით, რაც ძალიან კარგია ოფიციალური კავშირების დასამყარებლად. საუკეთესო დღეები იწყება 9 მაისიდან.

 

6 ივნისს, ახალმთვარეობის შემდეგ შესაფერისი დრო დგება ქორწინებისთვის. ხოლო 17 ივნისს საერთო, პოზიტიური ფონი კიდევ უფრო იზრდება, რადგან ვენერა შედის კირჩხიბში, რომელიც წარმოადგენს ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე ნაზ და ოჯახურ ნიშანს.

 

29 ივნისს ნეგატიური კარმული წერტილი შედის სასწორში, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარული, ურთიერთობის საკითხები, ქორწინება და ა.შ. ტრანზიტი გაგრძელდება 9 თვე, ამიტომ, 2024 წლის პირველი ნახევარი უკეთესია ოჯახური თანაცხოვრების დასაწყებად.

 

ივლისი იქნება ნათელი და სასიყვარულო ურთიერთობებით სავსე თვე, თუმცა, კავშირის გასერიოზულებისთვის არც ისე შესაფერისია, რადგან, წყვილი სრულიად დარწმუნებული თუ არ არის საკუთარ გრძნობებსა და ერთად ცხოვრების სურვილში, ეს ნაბიჯი შეიძლება კრახით დასრულდეს.

 

პრაქტიკულად მთელი აგვისტო რეტროგრადული მერკურის პერიოდია (5-დან 28 აგვისტოს ჩათვლით), თუმცა, ეს არ წარმოადგენს რაიმე დაბრკოლებას ქორწინების გაფორმებისთვის. მთავარი მომენტი არის ის, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი წყვილი პირველად შედის ოჯახურ კავშირში და მანადე არ ყოფილა ქორწინებაში. ასტროლოგების რჩევაა, თუ ამის გაკეთება შესაძლებელია, ქორწინება ჩანიშნოთ რეტროგრადული მერკურის ფაზის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ თუნდაც 1 დღით ადრე ან გვიან.

 

2024 წლის შემოდგომით ძალიან ცოტა პოზიტიური დღეებია ქორწინების გაფორმებისთვის. ამიტომ, ვინც ამ სეზონს აირჩევს, აუცილებლად უნდა მიმართოს ასტროლოგს, პირადი ნატალური რუკის შესაქმნელად.

 

თუ ქორწინება გადაუდებლად სექტემბერში გსურთ, სჯობს აირჩიოთ თარიღები 4 – 17 სექტემბრის ინტერვალით.

 

18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იქნება საშემოდგომი დაბნელების კორიდორი, რასაც უსიამოვნებები მოაქვს ურთიერთობებისთვის.

 

დაბნელების კორიდორის გარდა, უსიამოვნებების მომტანი იქნება პერიოდი  2 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდეც. ამ დროს, პლუტონი ბოლოჯერ ბრუნდება თხის რქას ნიშანში და ახდენს ცხოვრების ყველა სფეროში ერთგვარი დასასრულის ფორმირებას.

 

2 ოქტომბრის მზის დაბნელების შემდეგ, დგება ნეიტრალური პერიოდი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისთვის, ქორწინების და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის. მაგრამ, თუ შესაძლებელია, რეკომენდირებულია დაიცადოთ 20 ნოემბრამდე.

 

18 დეკემბრამდე ვენერა გადაადგილდება მისი განდევნის ნიშანში -მორიელში და ამით, ურთიერთობებში ქმნის კრიზისს, უკმაყოფილების ატმოსფეროს და ერთმანეთის მიმართ გაზრდილი პრეტენზიების ფონს. ასევე, ამძაფრებს სასიყვარულო დრამას, ინტრიგებს, ეჭვიანობას - ყველაფერი ეს, არაჯანსაღი გარემოა წყვილის კავშირისთვის და მითუმეტეს მისი გასერიოზულებისა და დაკანონებისთვის.

 

18 დეკემბრიდან თვის ბოლომდე პერიოდი მთლიანობაში შეიძლება დახასიათდეს, როგორც მეტნაკლებად პოზიტიური. ვენერას ტრანზიტი მშვილდოსნის ნიშანში, შექმნის დღესასწაულის ატმოსფეროს, გააძლიერებს ოპტიმიზმს და ნათელი მომავლის რწმენას.

 

დეკემბერი, შეიძლება ითქვას, რომ სრულიად შეეფერება ქორწინებას და ურთიერთობების გაოფიციალურებას. ვარსკვლავების რჩევაა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად დარწმუნდით ორივე წყვილი, რომ წარსული ურთიერთობებისთვის საბოლოო წერტილი გაქვთ დასმული. ეს იმიტომ, რომ 7 დეკემბრიდან იწყება მარსის რეტროგრადული მოძრაობა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს წარსულ ურთიერთობებზე, როგორც მამაკაცების, ისე ქალების მხრივ...

 

ყველაზე ძლიერი დღეები დეკემბერში იწყება ზამთრის მზსი დაბნელების - 21 დეკემბრის შემდეგ. მაგრამ, მაინც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შავი მთვარე გადაადგილდება სასწორში და ააქტიურებს ურთიერთობების კარმულ თემებს. რეტრო პლანეტების პერიოდში, ეს მოვლენა განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება, რაც გამოიხატება წარსულ ურთიერთობებთან ან ადრე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებული თემების გააქტიურებაში და ეს ყველაფერი, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს არსებულ ურთიერთობებზე.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სამი სიგნალის წესი: როგორ გაყენებთ სამყარო სწორ გზაზე
ზოდიაქოს ნიშნები და ფლირტი
ნიშნები, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ გარემოს შეცვლა
მთვარე ჰოროსკოპში
ცოტა რამ ტიპიური მშვილდოსნის შესახებ
რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები
გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის
2023 წლის პირველი ნახევარი უხვად დაასაჩუქრებს ზოდიაქოს მხოლოდ სამ ნიშანს!
ყველაზე გულუხვი და მხარჯველი ზოდიაქოს ნიშნები
რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე?
ერთად ისინი ყოველთვის უფრო ძლიერი არიან: ზოდიაქოს ნიშნების წყვილები ღრმა ემოციური კავშირით
ყველაზე მგრძნობიარე ნიშნები
როგორები არიან პატარა ცეცხლის ნიშნები?
ახალმთვარეობა 21.01.2023 - სრული გადატვირთვის და დიდი შესაძლებლობების პერიოდი
საუკეთესო ძიძები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით